საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - სადღესასწაულოდან და საზიარო თვენიდან (ღირსისა).
კვირის ციკლისა - - - - - - არ აღესრულება.
სადღეღამისო ციკლისა - - - - - ჟამნიდან.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: დღესასწაულის შემდგომ პერიოდში, შვიდეულის სადაგ დღეს „დიდებამაღალიანის“ (III რანგი) მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
IX ჟამი:
_ ტროპარები: აღდგომისა (ჴმა IV) და მოწამისა.
_ კონდაკი: აღდგომისა.
მწუხრის ჟამი:
_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ - იკითხება.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103 ფსალმუნი) - იკითხება.
_ რიგითი კანონი - არ აღესრულება.
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება I ჴმაზე).
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად:
- დღესასწაულისა - 3 მუხლი (ჴმა I).
- ღირსისა - 3 მუხლი (ჴმა VIII).
„დიდება“ ღირსისა: „შენ მონაზონთა...“ (ჴმა VIII).
„აწ და“ დღესასწაულისა: „გამოეძიებდით წერილთა...“ (ჴმა II).
_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.
_ წარდგომა - დღისა.
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: დღესასწაულისა (თავისი ჩასართავებით).
„დიდება“ ღირსისა: „რაიმე სახელ გდვათ...“ (ჴმა VIII).
„აწ და“ დღესასწაულისა: „ძუელი დღეთაი...“ (ჴმა I).
_ „აწ განუტევე“.
_ შემდგომად „მამაო ჩვენო“-სი:
ტროპარი ღირსისა: „მართლმადიდებლობისა წინამძღუარო...“ (ჴმა VIII).
„დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა: „გიხაროდენ მიმადლებულო...“ (ჴმა I).
ცისკრის ჟამი:
_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება I ჴმაზე).
ტროპარი დღესასწაულისა: „გიხაროდენ მიმადლებულო...“ 2-გზის (ჴმა I).
„დიდება“ ღირსისა: „მართლმადიდებლობისა წინამძღუარო...“ (ჴმა VIII).
„აწ და“ დღესასწაულისა: „გიხაროდენ მიმადლებულო...“ (ჴმა I).
_ რიგითი კანონები: მე-4 და მე-5.
_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები - აღესრულება.
_ წარდგომები შემდგომად სტიხოლოღიებისა: ღირსისა.
„დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა.
_ 50-ე ფსალმუნი.
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
I კანონი - დღესასწაულისა - 6 მუხლი (ძლისპირი 2-გზის)
II კანონი - ღირსისა - 6 მუხლი (ძლისპირის გარეშე).
_ კატავასია: „უქმი ქუეყანა...“
_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- კონდაკი და იკოსი დღესასწაულისა (ჴმა VI).
- წარდგომა ღირსისა: „მოღვაწებისა ზეთითა...“ (ჴმა VIII) 2-გზის.
„დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა: „ძუელი დღეთაი...“ (ჴმა IV).
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი ღირსისა: „სიწმიდისა სულისათა...“ (ჴმა II).
შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
_ „განმანათლებელი“ ღირსისა: „იწრო გზა მოღვაწებისა...“ 2-გზის.
„დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა: „სულითა წმიდითა...“.
_ „ყოველი სული“ - იგალობება.
_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - 6 მუხლად:
- დღესასწაულისა - 3 მუხლი (იხ. „აღვივსენითსა” ზედა დასდებლები).
- ღირსისა - 3 მუხლი (ჴმა V).
„დიდება“ მისივე: „ღირსო მამაო...“ (ჴმა VII).
„აწ და“ დღესასწაულისა: „დიდი და საშინელი...“ (ჴმა II).
_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
ტროპარი ღირსისა: „მართლმადიდებლობისა წინამძღუარო...“ (ჴმა VIII).
„დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა: „გიხაროდენ მიმადლებულო...“ (ჴმა I).
ჟამებზე:
_ ტროპარები: დღესასწაულისა და ღირსისა.
_ კონდაკი: დღესასწაულისა და ღირსისა (მონაცვლეობით).
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:
_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.
_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:
- დღესასწაულის კანონის VI გალობიდან - 4 მუხლი (ძლისპირით).
- ღირსის კანონის VI გალობიდან - 4 მუხლი, თავისი „დიდება“ „აწ და“ - თი.
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა;
- დღესასწაულისა.
- ღირსისა.
კონდაკები: - ტაძრისა;
„დიდება“ - ღირსისა;
„აწ და“ - დღესასწაულისა.
ბ) თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა:
ტროპარები: - დღესასწაულისა;
- ღირსისა.
კონდაკები: - „დიდება“ - ღირსისა;
„აწ და“ - დღესასწაულისა.
გ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპარები: - დღესასწაულისა;
- ტაძრის;
- ღირსისა.
კონდაკები: - ტაძრისა;
„დიდება“ - ღირსისა;
„აწ და“ - დღესასწაულისა.
წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღესასწაულისა და ღირსისა.
სამოციქულო და სახარება - დღისა და ღირსისა.
წარდგომა (ჴმა III): „ადიდებს სული ჩემი უფალსა, და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა“.
მუხლი: „რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მხევლისა თვისისასა, რამეთუ აჰა ესერა ამიერითგან მნატრიდნენ მე ყოველნი ნათესავნი“.
წარდგომა (ჴმა VII): „პატიოსან არს წინაშე უფლისა, სიკუდილი წმიდათა მისთა“.
ალილუია (ჴმა I): „აწ განმიტევე მონა შენი მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით“.
მუხლი: „ნათელი გამობრწყინვებათ წარმართთა ზედა და დიდებად ერისა შენისა ისრაილისა“.
ალილუია (ჴმა VI): „ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად.
განიცადე: „სასუმელი ცხოვრებისა მოვიღოთ, და სახელსა უფლისასა ვხადოთ“.
განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.
„ღირს არსის“ ნაცვლად იგალობება დღესასწაულის ჩასართავი: „ღმრთისმშობელო ქალწულო
სასოებაო...“ და IX გალობის ძლისპირი: „წერილთა მიერ შჯულისათა მოგუესწავა...“.