საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - - სადღესასწაულოდან.
კვირის ციკლისა - - - - - - არ აღესრულება.
სადღეღამისო ციკლისა - - - - - ჟამნიდან.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის III პერიოდი.
ტიპიკონი: მიგებების დღესასწაულის წარგზავნა.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამნები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
IX ჟამი:
_ ტროპარები: დღესასწაულისა და დიდმოწამისა.
_ კონდაკი: დღესასწაულისა.
მწუხრის ჟამი:
_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ - იკითხება.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.
_ რიგითი კანონი - მე-12.
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება I ჴმაზე).
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები 6 მუხლად:
- დღესასწაულისა - 6 მუხლი (იხ. თვით დღესასწაულის განგება) (ჴმა I).
„დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა: „დღეს განიხუმიან...“ (ჴმა VI).
_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.
_ დღისა წარდგომა.
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: დღესასწაულისა (თავისი ჩასართავებით).
„დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა: „რომელი ქერობინთა...“ (ჴმა VIII).
_ „აწ განუტევე“.
_ შემდგომად „მამაო ჩვენო“ -სი:
ტროპარი დღესასწაულისა: „გიხაროდენ მიმადლებულო...“ (ჴმა I).
ცისკრის ჟამნი:
_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება I ჴმაზე).
ტროპარი დღესასწაულისა: „გიხაროდენ მიმადლებულო...“ 2-გზის (ჴმა I).
„დიდება“ „აწ და“ იგივე ტროპარი.
_ რიგითი კანონები: მე-13 და მე-14.
_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები - აღესრულება.
_ წარდგომები შემდგომად სტიხოლოღიებისა - დღესასწაულისა.
„დიდება“ „აწ და“ იგივე.
_ 50-ე ფსალმუნი.
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
I კანონი - დღესასწაულისა - 14 მუხლად (ძლისპირი 2-გზის).
_ კატავასია: „განაპო სიღრმე...“
_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- წარდგომა დღესასწაულისა: „მთასა ზედა...“ (ჴმა IV).
„დიდება“ „აწ და“ იგივე.
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი და იკოსი დღესასწაულისა (ჴმა I).
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“ არ იგალობება, IX ოდას (გალობას) ვგალობთ სადღესასწაულო მისამღერებით“ (ამ საკითხში გარკვევის მსურველებმა იხ. ფეისბუკში „მედავითნეზე“ ბლოკი: კითხვა-მიგება 270).
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
_ „განმანათლებელი“ დღესასწაულისა: „სულითა წმიდათა...“
„დიდება“ „აწ და“ იგივე.
_ „ყოველი სული“ იგალობება.
_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები: 4 მუხლად (ჴმა IV).
„დიდება“ „აწ და“ მისივე: „მკლავთა ზედა...“ (ჴმა VI).
_ „დიდებამაღალიანი“ იგალობება.
ტროპარი დღესასწაულისა: „გიხაროდენ მიმადლებულო...“ (ჴმა I).
ჟამებზე:
_ ტროპარი და კონდაკი - დღესასწაულისა.
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:
_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 6 მუხლად:
- დღესასწაულის კანონის IX გალობიდან - 6 მუხლი (ძლისპირით) და თავისი „დიდება“ „აწ და“- თი.
შესვლად:
- ტროპარი: დღესასწაულისა
„დიდება“ „აწ და“
- კონდაკი: დღესასწაულისა.
წარდგომა: „ადიდებს სული ჩემი უფალსა და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა“ (ჴმა III).
მუხლი: „რამეთუ მოჰხედნა სიმდაბლესა ზედა მხევლისა თვისისასა, რამეთუ აჰა ესერა ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი“.
ალილუია: „აწ განმიტევე მონაი შენი, მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა, მშვიდობით“ (ჴმა VIII).
მუხლი: „ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა ზედა და დიდებად ერისა შენისა ისრაელისა“.
განიცადე: „სასუმელი ცხოვრებისაჲ მოვიღოთ და სახელსა უფლისასა ვხადოთ“.
„ღირს არსის“ ნაცვლად იგალობება დღესასწაულისა ჩასართავი: „ღმრთისმშობელო ქალწულო სასოებაო ქრისტიანეთაო...“ და IX გალობის ძლისპირი: „წერილთა მიერ შჯულისათა...“..