საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - საზიარო თვენიდან (ღირსისა).
კვირის ციკლისა - - - - პარაკლიტონიდან.
სადღეღამისო ციკლის - - - - - - ჟამნიდან.
შენიშვნა: ტროპარ-კონდაკი მოვიძიეთ ტროპარიონიდან (საქართველოს ეკლესიის წმიდანები), შედგენილი ბერმონაზონ გიორგის (ვაინერი) მიერ, თბ. 2022წ.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „დიდებამაღალიანის“ (III რანგი) მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
IX ჟამი:
_ ტროპარი და კონდაკი: დღესასწაულისა.
მწუხრის ჟამი:
_ „მოვედით, თაყუანის-ვსცეთ“ - იკითხება.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.
_ რიგითი კანონი - მე-18.
შენიშვნა: თუ წინადღით მირქმის დღესასწაულის წარგზავნასთან ერთად ჩატარდა IV ან V რანგის მსახურება წმ. გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ნაწილთა აღმოყვანების დღესთან დაკავშირებით, აქ ცისკრად დატევებულ მე-15 კანონს წავიკითხავთ.
_ „უფალო, ღაღად-ვყავ“ (იგალობება VIII ჴმაზე).
_ „უფალო, ღაღად-ვყავ“ - სა ზედა დასდებელნი 6 მუხლად:
- ღირსისა - 6 მუხლი (ჴმა VIII);
„დიდება“ ღირსისა: „შენ, მონაზონთა სიქადულო...“ (ჴმა VIII).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „მეუფე ცათა კაცთმოყუარებისათვის...“ (ჴმა VIII).
_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.
_ წარდგომა - დღისა.
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები - ღირსისა (თავისი ჩასართავებით).
„დიდება“ მისივე: „რაჲმე სახელ-გდვათ...“ (ჴმა VIII).
„აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომისა“ („დიდების” ხმის მიხედვით): „უსძლოო ქალწულო...“ (ჴმა VIII).
_ „აწ განუტევე“.
_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩუენო“:
ტროპარი ღირსისა: „ამაოი და წარმავალი წუთ-ერთ სოფელი მოიძულე სიყრმით შენითგან, დაუტევენ ქვენანი ხორციელნი გემონი და ზეცისასა ეძიებდი და განმდიდრებულმან ქრისტეს სარწმუნოებითა, უხუად გვასუ უფსკრულთაგან ღმრთისმეცნიერებისათა, ღირსო მამაო იოანე, ევედრე ღმერთსა დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის“ (ჴმა IV).
„დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით): „რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა IV).
ცისკრის ჟამი:
_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ჴმაზე).
ტროპარი ღირსისა: „ამაო და წარმავალი...“ (ჴმა IV) 2-გზის.
„დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით): „რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა IV).
_ რიგითი კანონები: მე-19 და მე-20.
_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.
_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - ღირსისა.
„დიდება“ „აწ და“- მისივე.
_ 50-ე ფსალმუნი.
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
I კანონი - შვიდეულის დღისა - 4 მუხლი (ძლისპირი 1-გზის).
II კანონი - შვიდეულის დღისა - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე).
III კანონი - ღირსისა - 6 მუხლი (ძლისპირის გარეშე).
_ კატავასია: „აღაღე პირი ჩემი...“.
_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა...“.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- წარდგომა ღირსისა: „მოღუაწებისა ზეთითა...“ (ჴმა VIII).
„დიდება“ „აწ და“ - იგივე.
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი ღირსისა: „ვითარცა ვარსკულავსა ელვარესა გადიდებთ შენ, ღირსო მამაო, რომელი სიყრმითგან საღმრთოსა მეცნიერებასა იწურთიდი და სიბრძნისმოყუარეთა წინამძღურად უცთომელად გზათა ზედა სიმართლისათა გამოუჩნდი ქრისტიანეთა ერისა სიმრავლესა, სახსენებელსა შენსა აღვასრულებთ და ვხმობთ შენდამი: გიხაროდენ, მამაო ყოვლადბრძენო იოანე (ჴმა VIII).
შენიშვნა: საეკლესიო ტიპიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
_ „განმანათლებელი“ ღირსისა. „იწრო გზა მოღვაწებისა...“ (ჴმა I).
„დიდება“ „აწ და“ - იგივე.
_ „ყოველი სული“ - იგალობება.
_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები: ღირსისა - 4 მუხლი.
„დიდება“ მისივე: „ღირსო მამაო...“ (ჴმა VII).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა: „ღმრთისმშობელო ქალწულო... „ (იხ. III ჟამი).
_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
ტროპარი ღირსისა: „ამაოი და წარმავალი...“(ჴმა IV).
„დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით): „რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა IV).
ჟამებზე:
_ ტროპარი და კონდაკი - ღირსისა.
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:
_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.
_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:
- ღირსის კანონის III და VI გალობებიდან - 8 მუხლი (ძლისპირით) თავისი „დიდება“ „აწ და“-თი.
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის და ღვთისმშობლის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა;
- ღირსისა.
კონდაკები: „დიდება“ - ღირსისა;
„აწ და“ - ტაძრისა.
ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა;
- ღირსისა;
კონდაკები: - ტაძრისა;
„დიდება“ - ღირსისა;
„აწ და“ – „სასოო და შესავედრებელო...“
წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და ღირსისა.
სამოციქულო და სახარება - დღისა და ღირსისა.
წარდგომა: (ჴმა VII) „აღამაღლებდით უფალსა ღმერთსა ჩვენსა და თაყვანის-ჰსცემდით კვარცხლბეკსა ფერხთა მისთასა რამეთუ წმიდა არს“.
მუხლი: „უფალი სუფევს განრისხნედ ერნი, რომელი ზის ზედა ქერაბინთა, შეიძარნ ქვეყანა“.
წარდგომა (ჴმა VII): „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა“.
ალილუია (ჴმა I): „მოიხსენე კრებული შენი, რომელ მოიგე დასაბამითგან“.
მუხლი: „ხოლო ღმერთმან, მეუფემან ჩვენმან წინა საუკუნეთმან შეჰქმნა ცხოვრება შორის ქვეყანისა“.
ალილუია (ჴმა VI): „ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად“.
განიცადე: „ცხოვრება ჰქმნა შორის ქუეყანისა ღმერთმან“.
განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.