საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - საზიარო თვენიდან (ღირსი დედისა).
კვირის ციკლისა - - - - - - - არ აღესრულება
სადღეღამისო ციკლის - - - - - - ჟამნიდან.
შენიშვნა: ტროპარ-კონდაკი მოვიძიეთ ტროპარიონიდან (საქართველოს ეკლესიის წმიდანები), შედგენილი ბერმონაზონ გიორგის (ვაინერი) მიერ, თბ. 2022წ.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: შაბათს „დიდებამაღალიანის“ (III რანგი) მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
IX ჟამი:
_ ტროპარი და კონდაკი - ღირსისა.
მწუხრის ჟამი:
_ „მოვედით, თაყუანის-ვსცეთ“ 3-გზის - იკითხება.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.
_ რიგითი კანონი - მე-18.
_ „უფალო, ღაღად-ვყავ“ (იგალობება IV ჴმაზე).
_ „უფალო, ღაღად-ვყავ“-სა ზედა დასდებლები
- ღირსი დედისა - 6 მუხლად (ჴმა IV).
„დიდება“ - მისვე: „ჴორციელნი გულისთქუმანი სრულიად...“ (ჴმა I).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა დოგმატიკონი (წარსაგზავნი ხმის მიხედვით): „რომელი იგი შენ მიერ...“ (ჴმა IV).
_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.
_ წარდგომა - დღისა.
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები – ღირსი დედისა (ჴმა IV, თავისი ჩასართავებით):
„დიდება“ მისივე: „ღირსო დედაო ნინო...“ (ჴმა IV).
„აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომისა“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „მოხედენ ვედრებასა...“ (ჴმა IV).
_ „აწ განუტევე“.
_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩუენო“:
ტროპარი ღირსი დედისა:
„სოფლისა შფოთი და ამაოება უარჰყავ, ანგელოზთა მობაძვითა ცხორებითა და ჭირთათმენითა ხორცნი სულსა დაუმორჩილე და სათნოებათა შენთა ღმრთივ-ბრწყინვალითა თხზულითა წარმოუდეგ მეუფესა ქრისტესა, ღირსო დედაო ნინო, ევედრე მას ცოდვათა მოტევებისა მონიჭებად ჩუენ ყოველთათვის“ (ჴმა VIII).
„დიდება“, „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (მიმდინარე ხმის მიხედვით): „რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა IV).
ცისკრის ჟამი:
_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება VIII ჴმაზე).
ტროპარი ღირსი დედისა: „სოფლისა შფოთი...“ (ჴმა VIII) 2-გზის.
„დიდება“, „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (მიმდინარე ხმის მიხედვით): „რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა IV).
_ რიგითი კანონები: მე-16 და მე-17. მე-17 კანონის დროს აღესრულება მთელი ტაძრის კმევა.
_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.
_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა – ღირსი დედისა.
„დიდება“, „აწ და“ - მისივე.
_ 50-ე ფსალმუნი.
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობისაა:
I კანონი – ტაძრისა – 6 მუხლად (ძლისპირი – 2 გზის).
II კანონი – ღირსი დედისა – 8 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
თუ ტაძარი რომელიმე წმიდის სახელობისაა:
I კანონი - ღმრთისმშობლისა - 6 მუხლად (ძლისპირი 2-გზის).
შენიშვნა: ტიპიკონის მიხედვით უნდა წავიკითხოთ მიმდინარე ხმის კვირის ცისკარში არსებული ღმრთისმშობლის კანონი, მაგრამ პარაკლიტონში ეს კანონი ძლისპირის გარეშეა მოცემული, ამიტომ რეკომენდაციაა წავიკითხოთ ღმრთისმშობლის კანონი „ქვეყანასა მწყურნებსა“ ან „ეტლთა მფლობელი ფარაო“ (პარაკლიტონიდან).
II კანონი – ღირსი დედისა – 8 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
_ კატავასია: „აღაღე პირი ჩემი...“.
_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- წარდგომა ღირსი დედისა: „ლოცვათა მიერ საიდუმლოთა...“ (ჴმა IV).
„დიდება“, „აწ და“ - იგივე.
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი ღირსი დედისა:
„სიყრმით შენითგან აღიმსთვე უფლისა მიმართ, ღირსო დედაო, სათნოებათა ისწავებდ მოსწრაფედ და ხორცნი განლიენ მარხვითა და მღვიძარებითა, რომლისათვისცა ცოდვათა შენდობა მიიღე და გზაი იგი წრფელი სინანულისაი გვიჩუენე ჩუენცა, მეოხ-გვეყავ მარადის ჩუენ, მვედრებელთა შენთა“ (ჴმა III).
შენიშვნა: საეკლესიო ტიპიკონის მოთხოვნის შესაბამისად კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა).
_ „განმანათლებელი“ ღირსი დედისა: „ნინოს, ყოვლადქებულსა...“.
„დიდება“ „აწ და“ იგივე.
_ „ყოველი სული“ - იგალობება.
_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები: ღირსი დედისა - 4 მუხლი.
„დიდება“ მისივე: „გემოთა და ვნებათა...“ (ჴმა II).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა: „ღმრთისმშობელო ქალწულო... „ (იხ. III ჟამი).
_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
ტროპარი ღირსი დედისა: „სოფლისა შფოთი...“ (ჴმა VIII).
„დიდება“, „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (მიმდინარე ხმის მიხედვით): „რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა IV).
ჟამებზე:
_ ტროპარი და კონდაკი: ღირსი დედისა.
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:
_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.
_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:
_ ღირსი დედის კანონის III და VI გალობებიდან - 8 მუხლი (ძლისპირით) თავისი „დიდება“„აწ და“-თი.
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის და ღმრთისმშობლის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა;
- ღირსი დედისა.
კონდაკები: „დიდება“ - ღირსი დედისა;
„აწ და“ - ტაძრისა.
ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა;
- ღირსი დედისა.
კონდაკები: - ტაძრისა;
„დიდება“ - ღირსი დედისა;
„აწ და“ – „სასოო და შესავედრებელო...“.
წარდგომა, ალილუია და განიცადე – ღირსი დედისა და დღისა.
სამოციქულო და სახარება – ღირსი დედისა და დღისა.
წარდგომა (ჴმა IV) „საკვირველ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა ღმერთი ისრაილისა“.
მუხლი: „ეკლესიასა შინა აკურთხევდით ღმერთსა და უფალსა წყაროთაგან ისრაილისათა“.
წარდგომა (ჴმა VIII): „იხარებდით უფლისა მიმართ და იშვებდით მართალნო და იქადოდეთ ყოველნი წრფელნი გულითა“.
ალილუია (ჴმა I) „თმენით დაუთმე უფალსა და მომხედნა მე, და ისმინა ლოცვისა ჩემისა“.
შენიშვნა: სამოციქულოში „ალილუიას“ მუხლი არ აქვს.
ალილუია (ჴმა IV): „ხმობდეს მართალნი და უფალმან ისმინა მათი და ყოველთა ჭირთა მათთაგან იხსნა იგინი“.
განიცადე: „იხარებდით მართალნი უფალისა მიმართ და წრფელთა შვენის ქება“.
შენიშვნა: დღის და წმიდის განიცადე ერთიდაიგივეა..