უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

შენიშვნა: დღეიდან დიდი მარხვის მე-5 კვირის ჩათვლით, ცისკარზე 50-ე ფსალმუნის შემდეგ იგალობება „მსწრაფლ განუხვენ სინანულისა ბჭენი...“.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება - - - თინათინ მჭედლიშვილის მიერ შედგენილი ივერიის ღმრთისმშობლის ხატის განგებიდან.

კვირის ციკლისა - - - - -  პარაკლიტონიდან და მარხვანიდან.

სადღეღამისო ციკლისა - - - - - - ჟამნიდან.

 

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მცირე მწუხრი.

ღამისთევის მსახურება: დიდი მწუხრი _ დიდი ცისკარი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის III პერიოდი.

ტიპიკონი: მეზვერისა და ფარისევლის კვირას „სადიდებლიანი“ (IV რანგი) მსახურება.

 

დიდი მწუხრი:

_ „მოვედით თაყვანის-ვჰსცეთ“ 3-გზის - იგალობება.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ - იგალობება.

_ „ნეტარ არს კაცი“ - I კანონი სრულიად.

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება V ხმაზე).

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები - 10 მუხლად:

- აღდგომისა - 3 მუხლი (ჴმა V).

- მარხვანისა - 3 მუხლი (ჴმა I, პირველი დასდებელი 2-გზის).

- ღმრთისმშობლისა (ხატისა) - 4 მუხლი (ჴმა IV).

„განბრწყინდი მთაო ათონისაო, იხარებდ და იშუებდ სავანეო ივერიისაო, რამეთუ აჰა, ესერა მოვალს ანგელოზთა მიერ ზღჳთ მოძღუანებული საკჳრველი ხატი ღმრთისა დედისაჲ, ნათლითა გამოუთქმელითა მოელვარჱ, ჭირთა და მწუხარებათა წყუდიადისა განმდევნელი და შარავანდედითა მოწყალებისა თჳსისაჲთა ყოველთა განმანათლებელი“ 2-გზის.

„შეგივრდებით, შენ, დედოფალო, მონაზონნი და კრებულნი მმარხველთანი და სიყუარულითა მხედველნი წმიდისა ხატისა შენისანი გიღაღადებთ შენ: მოვედ ჩუენდა, დედაო სახიერო, შეგჳწყალენ პატივისმცემელნი შენნი და მოგუანიჭენ ჩუენ წმიდაჲ ხატი შენი წინდად მოწყალებისა და ცხორებისა“.

„ჰოი ყოვლადდიდებული საკჳრველი, ვითარცა ოდესმე სინას იხილნა მოსე მაყუალი ცეცხლითა მოტყინარე და უვნებელად დაცული, ეგრეთვე აწ ხატი ესე ღმრთისა დედისაჲ შეიმოსს ცეცხლსა და ჰგიეს შეუწველ, ხოლო ბნელსა შინა მყოფთა განგუანათლებს და უვნებელ გვყოფს ჭირთა და ურვათაგან“.

„დიდება“ მარხვანისა: „ღმერთო ყოვლისა მპყრობელო...“ (ჴმა VIII).

„აწ და“ ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“ (მიმდინარე ხმისა): „ზღვასა მას ზედა მეწამულსა...“ (ჴმა V).

_ შესვლა საცეცხლურით.

_ წარდგომა - დღისა.

_ საწინასწარმეტყველო - 3 - ღმრთისმშობლისა (იხ. ძვ. სტ-ით 8 სექტემბერი).

_ „ლიტიასა“ ზედა დასდებელი ტაძრისა და მარხვანისა (იხ. „აქებდითსა ზედა“ დასდებელი: „ფარისევლისა მოქადულისაი ხმაი...“).

„დიდება“ მარხვანისა: „მეზვერისა და ფარისეველისა...“ (ჴმა III).

„აწ და“ ღმრთისმშობლისა (ხატისა): „დიდებულისა ხატისა შენისა გამოცხადებასა დიდებისვმეტყველებთ დღეს უბიწოო ღმრთისმშობელო და შენსა შუამდგომლობასა ვდღესასწაულობთ, რამეთუ ევედრები ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა ჩვენთვის, რომელთა ესე დაგვიძს მტკიცე სასოება შენზედა უტყუელო წინამძღვარო, ცხოვრებისა ჩვენისაო“.

_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: აღდგომისა (მიმდინარე ხმისა) (პარაკლიტონიდან).

„დიდება“ მარხვანისა: „დამძიმდეს ბრალთა ჩემთა...“ (ჴმა V).

„აწ და“ ღმრთისმშობლისა (ხატისა): „მოვედით ყოველნი მონაზონნი და მსოფლიონიცა, ვადიდოთ ყოვლადუბიწო ქალწული ღმრთისმშობელი, რამეთუ დღეს წმიდისათვის ხატისა მისისა არს გზანი და სვლანი მისნი ზღვათა და წყალთა შინა მრავალთანი, რამეთუ ნიკიით ათონად სვეტითა ცეცხლისათა განვლის ზღვასა უოხჭნობისასა და მოსვლითა თვისითა მორწმუნეთა ნიჭთა მიმადლებს, ხოლო ჩვენ განათლებულნი შარავანდედთა მიერ მადლისათა შუამდგომელსა ცხოვრებისა ჩვენისასა ვნატრიდეთ“ (ჴმა IV).

_ „აწ განუტევე“.

_ შემდგომად „მამაო ჩვენო“-სი:

- „ღმრთისმშობელო ქალწულო“ - 3-გზის.

 

დიდი ცისკრი:

_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება V ხმაზე).

ტროპარი აღდგომისა: „თანადაუსაბამოსა მას...“ 2-გზის (ჴმა V).

„დიდება“ „აწ და“ - ტროპარი ხატისა:

„წმიდისაგან ხატისა შენისა, ჰოი დედუფალო ღმრთისმშობელო, სიმრთელენი და კურნებანი უხვად მოეცემიან ყოველთა სარწმუნოებითა და სიყვარულით მისდა მოლტოლვილთა, ამისთვის ჩემსაცა უძლურებასა მოხედე და შეიწყალე სული ჩემი, სახიერო, ხოლო ხორცით განმკურნე მადლითა შენითა, ყოვლადწმიდაო“ (ჴმა IV).

_ რიგითი კანონები: მე-2 და მე-3.

_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.

_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - პარაკლიტონიდან.

„დიდება“ „აწ და“ - მისივე.

ჩასართავები:

- შემდგომად I სტიქოლოგიის წარდგომისა: „აღსდეგ უფალო ღმერთო ჩვენო, ამაღლდინ ხელი შენი და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად“.

- შემდგომად II სტიქოლოგიისა წარდგომისა: „აღგიარო შენ უფალო ყოვლითა გულითა ჩემითა, და მიუთხრა მე ყოველი საკვირველებაი შენი“.

_ „სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები).

_ „გადიდებსა“ ღმრთისმშობლისა:

„გადიდებთ შენ, ყოვლადწმიდაო ქალწულო, ღმრთივაღრჩეულო ყრმააო, და პატივს ვსცემთ წმიდასა ხატსა შენსა, რომლითა კურნებასა უწყაროებ ყოველთა სარწმუნოებით შენდა მოლტოლვილთა“.

_ აღდგომის ტროპარები: „გუნდნი ანგელოზთანი...“ „ჰოი მოწაფენო...“ და ა.შ.

_ იპაკო (ხმა V).

_ „წარდგომა“ შემდგომად „სადიდებელისა“ ხატისა:

„ყოვლადბრწყინვალისა სახისა შენისა გამოცხადებაჲ სიხარულსა მიჰფენს ყოველთა მორწმუნეთა, ხოლო სავანესა ივერიისასა მიანიჭებს მცველსა დაუძინებელსა და ჭირთაგან მჴსნელსა, ამისთჳსცა გიგალობთ შენ, ყოვლადწმიდაო, მარადის დაგჳფარე ჩუენ საფარველითა შენითა“ (წარდგომა შემდგომად I სტიქოლოგიისა).

„განსცხრებიან დღეს ბრწყინვალედ ათონისა სამწყსონი, შესთხზვენ გალობათა მრავალთა, სიყუარულითა პატივისმცემელნი ყოვლადუბიწოისანი და განშუენდებიან დიდებითა მაღლისაჲთა, რომელი მოეცა მათ მისლვითა წმიდისა ხატისაჲთა, რომელი ცისკრითა ღმრთისმცნობელობისაჲ განანათლებს კეთილმსახურებითა მგალობელთა თჳსთა“ (წარდგომა შემდგომად II სტიქოლოგიისა).

„დიდება“ „აწ და“

„მადლისა მომღებელმან ყოველთა მათ ზედა, რომელთა ენებათ სიყვარულით პატივისცემაჲ შენი, ღმრთისმშობელო, ძალი მაღლისა მიჰმადლე შენ წმიდათა ხატთა შენთა მიერ, რამეთუ საღმრთოჲ მადლი, რომელი დავანებულ არს ხატთა მათ ზედა, სასწაულთა და ნიშთა აღმოუცენებს ყოველთა, რომელნი სარწმუნოებით მოილტვიან შენდა მარადის და სულიერთა და ხორციელთა უძლურებათა კურნებასა მიანიჭებს უფლისა მიმართ შენითა ღმრთივდედობრივითა დაუცადებელითა ლოცვითა მგალობელთა: ალილუია“ (წარდგომა შემდგომად სადიდებელისა).

_ ანტიფონები (პარაკლიტონიდან) (ხმა V).

_ წარდგომა (საცისკრო სახარებისა): „აღსდეგ უფალო ღმერთო ჩემო, ამაღლდინ ხელი შენი, რამეთუ შენ სუფევ უკუნისამდე“ (ჴმა V).

მუჴლი: „აღგიარო შენ უფალო ყოვლითა გულითა ჩემითა და მიუთხრა მე ყოველი საკვირველებაი შენი“.

_ საცისკრო სახარება სახ. მე-5, ლკ. 113 დას. XXIV, 12-35.

_ „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...“

_ 50-ე ფსალმუნი.

„დიდება“ – „მსწრაფლ განუხვენ სინანულისა ბჭენი...“

„აწ და“ - „ცხოვრებისა გზასა შეცდომილმან...“

- „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“).

- „მრავალთა ცოდვათა ჩემ მიერ...“

შენიშვნა: ამ ლოცვების გალობისას (კითხვისას) ტაძარში მდგომარენი მოიყრიან მუხლს.

_ „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)

I კანონი აღდგომისა - 4 მუხლად (ძლისპირით).

II კანონი ღმრთისმშობლისა - 2 მუხლად (ძლისპირის გარეშე, პარაკლიტონიდან).

III კანონი მარხვანისა - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე).

IV კანონი ღმრთისმშობლისა (ხატისა) - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე).

_ კატავასია - „აღაღე პირი ჩემი“.

_ „უმცირესი” - „უგალობდით უფალსა“.

კანონი ივერიის ღმრთისმშობლისა ხატისა

გალობაი I. უგალობდითსა, ჴმაჲ VIII.

- ძლისპირი: „ეტლთა მფლობელი ფარაო დაანთქა საკჳრველთმოქმედმან კუერთჴმან მოსესმან, რომელმან გამოსახა სახე ჯუარისაჲ და განუპო ზღუაჲ მეწამული და ისრაელი იჴსნა განმავალად, მეტყუელი გალობასა უფლისასა: რამეთუ დიდებით დიდებულ არს“.

- „ჰიო ყოვლად უბიწოო, მიიღე შეგინებულთაგან ბაგეთა ჩემთა ქებაჲ ესე, ვითარცა პირველ ძემან შენმან და ღმერთმან ჩემმან უფალმან შეიწირა ორნი იგი წულილნი ქურივისანი და ჴსნაჲ ცოდვათა ჩემთაჲ მომმადლე მე, რაჲთა მარადჟამს გადიდებდე შენ, ქალწულო“.

- „შენდა შემსგავსებულ არს ანგელოზთა გალობაჲ, ღმრთისა დედაო, რამეთუ თავად ჰშევ საკჳრველად შემოქმედი მათი, გარნა ჩუენიცა მიიღე, ჵ, დედოფალო, მდაბალი ესე ვედრებაჲ, რაჲთა უგალობდეთ მეუფესა: დიდებითა დიდებულ ხარ უძლურებათა შინა ჩუენთასა“.

- „ცეცხლი საღმრთოჲ, რომელი გამოვალს ხატით შენისაჲთ, ღმრთისა დედაო, დასწვავს ბანაკსა ხატთმბრძოლთასა, და ტკბილსა ნათელსა ძლევათასა მორწმუნეთა მოგუფენს და განგვამტკიცებს“.

„დიდება“ – „დამდოვრდეს წყალნი, დასცხრეს ღელვანიცა ზღუასა შინა ტალღათა, რომელთა მიმოჰქონდის ხატი შენი, ღმრთისმშობელო, განამტკიცენ შერყეული გულიცა ჩემი კლდესა ზედა ქრისტეს მცნებათასა“.

„აწ და“ – „მწე და მფარველ ექმენ, ქალწულო, სავანესა ივერიისასა, რაჟამს დაანთქ ზღუასა შინა მჴედარნი ამირასნი ნავებითურთ მათითა, აწცა დაანთქ ძისა შენისა მოწყალებისა მორევსა ყოველნი ვნებანი და აურაცხელნი შეცოდებანი ჩემნი“.

გალობაი III. განძლიერდასა.

- ძლისპირი: „შენ, დამამყარებელო კამარათა ცისათაო, უფალო და აღმაშენებელო ეკლესიათაო, დამამტკიცენ ჩუენ სიყუარულსა შენსა, თავო ყოვლისა სიხარულისაო, და განმაძლიერებელო მორწმუნეთაო, მხოლოო კაცთმოყუარე“.

- „აჰა, ესერა დიდად შუენიერი დახატულებაჲ პორტაიტისაჲ მოიწია ათონითგან ტფილისსა, და დიდითა პატივითა დაბრძანდა ტაძარსა ღმრთისმშობელისასა, დიდებულსა სიონსა, შემწედ ჭირთა შინა, ნუგეშად მწუხარებათა, მკურნალად სნეულებათა და გამომჴსნელად ვნებათაგან“.

- „განამტკიცენ გული ჩემი სასოებად შენდამი, ღმრთისა დედაო, განაშორენ ყოველი სილაღჱ და ამპარტავნებაჱ დაბნელებულისაგან გონებისა ჩემისა, რაჲთა გიგალობდე: არავინ არს წმიდაჲ, ვითარ უფალი და არავინ არს მართალ, უფროჲს ღმრთისა ჩუენისა“.

- „პირისა შენისა ყოვლად წმიდისა და უხრწნელებისა ხატი არს საკურნებელი ყოვლისა სოფლისაჲ, რომლისადა მიახლებულნი და კრძალვით შენდა თაყუანისმცემელნი, უბიწოო, მადლსაცა კურნებათასა აღმოვივსებთ და განვთავისუფლდებით უძლურებათაგან“.

„დიდება“ – „აღმადგინენ, დედოფალო, მიწისაგან მე, უბადრუკი, განმაშორენ გლახაკი ესე ცოდვითა განხრწნასა, და მომეც ლოცვაჲ მთხოველსა, რაჲთა შეწევნასა შენსა ვნატრიდე, ქალწულო პორტაიტისაო“.

„აწ და“ – „უნაყოფოჲ გონებაჲ ჩემი ნაყოფიერ ჰყავ, კურთხეულო ქალწულო, შობილო უნაყოფოთაგან, რამეთუ შენ უფროჲს ნაყოფიერ ჰქმნი კეთილად ყოველსა მოვლინებითა ხატისა შენისათა“.

_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): კონდაკი და იკოსი - ხატისა:

- კონდაკი: „დაღაცათუ ზღუად შთაგდებულ იქმნა წმიდაჲ ხატი შენი, ღმრთისმშობელო, ქურივისა მიერ, რომელმანცა ვერ ძალიდვა დაფარვაჲ მისი მტერთაგან, გარნა გამოჩნდა იგი მფარველად ათონისა და მეკარედ ივერიელთა სავანისად; შიშად მტერთა, ხოლო მართლმადიდებელთა საქრისტიანოთა შინა, შენთა პატივისმცემელთა მჴსნელად ყოველთაგან ვნებათა და ზედა მოსლვათაგან“.

- იკოსი: „იხილა რაჲ კრებულმან მონაზონთა ივირონელთამან შორის სუეტსა ცეცხლისასა ხატი ღმრთისა დედისაჲ, ღაღადყო: ჵ, მეუფეო, ღირს მყუენ ჩუენ მიმთხვევად ხატისა დედისა შენისასა, ხოლო შენ, გაბრიილ, შევედ ზღუად და მიიქუ წიაღთა შინა საუნჯჱ ჩუენდა გამოცხადებული, რაჲთა გუექმნეს ჩუენ მცველად მიურულებელად, ხოლო ყოველთა ქრისტეანეთა მფარველად და სიხარულად“.

- წარდგომა მარხვანისა: „სიმდაბლემან აღამაღლა“ (ჴმა IV).

„დიდება“ – „სიმდაბლითა ამაღლდა მეზვერე...“

„აწ და“ - წარდგომა ხატისა:

„მოიწია დღეს ბრწყინვალე დღესასწაული მფარველისა ჩუენისაჲ, განიხარებენ ყოველნი მართლმადიდებელნი და განსცხრებიან კრებულნი კაცთანი, რამეთუ მოგჳწოდებს წმიდაჲ ღმრთისმშობელი ჩუენი ხილვად თჳსისა ცეცხლმნთებარისა ხატისა, მოწყალებისა შარავანდედითა ყოველთა განმანათლებელისა, და ჩუენცა მოხარულნი ამისა ვღაღადებთ: გჳჴსენ, დედოფალო, სიყმილისაგან, ცეცხლისა, მახჳლისა და ჭირთაგან, პატივისმცემელნი ხატისა შენისა გამოჩინებისანი“ (ჴმა I).

გალობაი IV. უფალო მესმასა.

- ძლისპირი: „შენ ხარ, ქრისტე, ღმერთი ჩემი, შენ ხარ ძალი ჩემი, შენ ხარ უფალი ჩემი და სიქადული ცხორებისა ჩემისაჲ, რომელმან არა დააცალიერენ წიაღნი მამულნი ზეცას და გამოუჩნდი სიმდაბლესა ჩემსა, ამისთჳსცა წინაისწარმეტყუელისა ამბაკუმის თანა ვიტყოდით: ძალსა შენსა დიდებაჲ, კაცთმოყუარე“.

- „განამზადებდა რაჲ გზათა საკჳრველთმოქმედისა ხატისა შენისათა, მოსცა ჴმაჲ თჳსი უფსკრულმან, შეიძრა მზე და იქმნა ბრწყინვალებაჲ ხატისაჲ, ვითარცა ნათელი, აწ შენცა, დედოფალო, მოვედ ჴსნად კაცთა და გამოუჩნდი მაცხოვრად სამკჳდრებელსა შენსა“.

- „ესმნეს რაჲ ცნობაჲ მოსლვისა შენისაჲ, განკრთენ მონაზონნი, ხოლო გულის-ჴმაყვეს რაჲ საქმენი შენნი, განკჳრდენ, შეძრწუნებულიცა სული ჩემი წყალობით მოიჴსენე, დედოფალო, რაჲთა გიგალობდე: დიდება შეწევნასა შენსა, ღმრთისა დედაო“.

- „მადლისა მოცემისა მნებებელმან ერისათჳს ჩუენისა, კუალად გამოგჳჩინე ჩუენ ხატოვნებაჲ შენი, რომლისადა მიახლებულნი მსგავსებასა მას შენსა თაყუანის-ვსცემთ და გევედრებით: აჰა, მოვედ აწ და შემოგჳკრიბენ მამულნი განბნეულნი, და უჩინე მზღუარი, ყოველთა კაცთაგან უსარჩლელი“.

„დიდება“ - ვითარცა ივერთა სავანისა სამწყსონი განშუენდებოდეს მადლითა ხატისა შენისაჲთა, ეგრეთცა უფროჲს მზისა ნათლისა განბრწყინდების ერი ჩუენი მადლითა შენითა, რამეთუ საკჳრველი ესე პირი ხატისაჲ იქმნების, ვითარცა წყაროჲ უკუდავებისაჲ სნეულთა და უძლურთათჳს და ყოვე-ლთათჳს მომნიჭებელი დიდთა წყალობათა“.

„აწ და“ – „შენ ხარ სიმტკიცჱ და ძალი ჩემი, ღმრთისმშობელო, რამეთუ დღესა მწუხარებისა ჩემისასა შენმიერვე განვისუენო და შენ მიერვე აღვმაღლდე ზეციერსა სამკჳდროსა სოფლისაგან ამისა და ვიხარებდე მეუფისა და ღმრთისა, მჴსნელისა ჩემისა თანა“.

გალობაი V. ღამითგანსა.

- ძლისპირი: „რაჲსათჳს განმიშორენ პირისაგან შენისა, ნათელო წარუვალო და დამფარა მე ბნელმან წყუდიადისამან განუნათლებელმან, არამედ მომხედენ და ნათელსა მცნებათა შენთასა წარჰმართე სლვაჲ ჩემი, გევედრები“.

- „იხილე, წმიდაო, ღამითგან აღმსთობილი ერი შენი სამწყსოჲსა შენისა, რომელი გარემოადგების კეთისახელოვანსა ხატსა შენსა და ითხოვს ცოდვათა შენდობასა და საღმრთოჲსა დიდებისა ზიარებასა. ნუ განგუაგდებ პირისაგან შენისა, დედაო დაუვალისა ნათლისაო“.

- „აწ მოიხილე, ტკბილო დედაო, მეუფისა ქრისტჱსო, შენმიერ გამორჩეულსა ერსა ზედა და სათნო იჩინე აღორძინებად და განმრავლებად და აღვსებად ჩუენდა სულითა სიბრძნისაჲთა, ურთიერთასისა სიყუარულითა და საღმრთოჲსა გულისჴმის-ყოფისაჲთა“.

- „სულითა და გონებითა ჩუენითა, სამწყსოსა შენსა სრულიად შერწყმულნი, ფსალმუნთა და საგალობელთა სულიერთა და საღმრთოთა გალობათა მიერ ღმრთეებრივსა ხატსა შენსა თაყუანისვსცემთ, შევთხოვთ შენდობასა და ჴსნასა სულთა ჩუენთასა, ხოლო შენ, დედოფალო, სძალო უსძლოო, ვითარცა მკურნალმან ჩუენმან, ყოველი ესე მოგუანიჭე“.

„დიდება“ – „ტაძარი შენი, ქალწულო, ვითარცა სხუად სამოთხედ აწ წარმოდგება, რამეთუ ვითარცა ხესა ცხორებისასა, აქუს ხატი შუენიერებისა შენისაჲ, რომელსაცა ყოველნი სურვილითა, კეთილმოშიშებითა და სიყუარუ-ლითა ამბორს-უყოფთ და ვიტყვით: დედოფალო, მოგვეც მშჳდობაჲ და დაგჳფარენ ჩუენ, რამეთუ თჳნიერ შენსა სხუაჲ ნუგეშინისმცემელი არაჲ ვიცით“.

„აწ და“ „მდინარედ სიტკბოებისად, სავსებად ნაკდისად, ზეცისა მანანად, უხუებად და მადლად მარადის მომცენარედ მოგიგებთ, ყრმააო, მკჳდრნი სავანისა ამისანი და ვუგალობთ შობასა შენსა“.

გალობაი VI. ღაღადყავსა.

- ძლისპირი: „ვედრებასა ჩემსა განვჰფენ უფლისა მიმართ და მას აღუარებ ბრალთა ჩემთა მარადის, რამეთუ ბოროტითა აღივსო სული ჩემი და სიმტკიცე ჩემი ჯოჯოხეთად მიიწია, და იონაჲსებრ ვღაღადებ: აღმომიყუანე მე, ღმერთო ჩემო“.

- „მსწრაფლ გუეწიე, წმიდაო მშობელო გამოუთქუმელო ძისა ღმრთისაო, და ვიდრე აღსრულებადმდე საუკუნისა დაიცევ ივერიაჲ და ერი ივერიისაჲ, რაჲთა არა ჰსთქუან ურიცხვთა მტერთა ჩუენთა, სადა არს ღმრთისმშობელი, რომლისა მიმართ აქუთ სასოება“.

- „სარწმუნოებაჲ გუაქუს შეუორგულებელ შენდა მომართ, ქალწულო პორტაიტისაო, და გევედრებით: მოგვეც ჴელი შეწევნისაჲ და დაიცევ ქუეყანაჲ, რომელი გამოირჩიე და ეშმაკთა მონებისა და კერპთმსახურებისა გამოიჴსენ, რაჲთა სირცხჳლეულ იქმენ მტერნი ჩუენნი“.

- „უფსკრულმან უღირსთა შეცოდებათამან გარემომიცვა მე, და დაინთქუმის სული ჩემი, გარნა მომეც, დედოფალო, ძლიერი მკლავი შენი, და ვითარცა გაბრიილ, მეცა მოლტოლვილი ხატისადმი შენისა, უვნებელად დამიცევ“.

„დიდება“ – „ნუ განმაგდებ მე სრულიად პირისაგან შენისა, დედაო მჴსნელისაო, და ნუ მიტევებ მე შთაფლვად უფსკრულსა უშჯულოებისასა, არამედ აღმომიყუანე მე მწვირისაგან ვნებათაჲსა, რაჲთა განეშოროს ხრწნასაცა ცხორებაჲ ჩემი, და შევსწირვიდე შენდა ქებასა და აღსარებასა“.

„აწ და“ – „მქონებელი შეგინებულისა ამის ჴორციელისა ტაძრისა, კადნიერად მოჳვლტი ყოვლად განწმედილისა საუკუნოჲსა სიტყჳსა ტაძრისად, წინაშე წმიდისა ხატისა შენისა შეწირვად, მდაბალთა ვედრებათა ჩემთა, გარნა შენ, ვითარცა მოწყალემან, განმწმიდე მე კეთილმოწყალებითა შენითა“.

_ შემდგომად „ღაღადყავსა" (VI გალობისა):

- კონდაკი და იკოსი მარხვანისა (ტრიოდიონიდან) (ჴმა III).

გალობაი VII. კურთხეულარსა.

- ძლისპირი: „ყრმანი ებრაელნი სახუმილსა შინა ვიდოდეს ცეცხლსა ზედა კადნიერებით და შეცურეულნი ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე“.

- ვსცოდეთ და ვიუსჯულოეთ წინაშე ღმრთისა, და უშჯულოებისა და სიცრუვისა თანაზიარ ვიქმენით, გარნა დედოფალო ჩუენო ღმრთისმშობელო, ვითარცა სახიერმან, მჴურვალითა შუამდგომლობითა შენითა დაშრიტე ცეცხლი საღმრთოჲსა რისხჳსა, რაჲთა ვუგალობდეთ მას: მამაო ჩუენო და ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ“.

- „საცთურებასა და ჭირთა საჴუმილსა შინა, ჩუენცა, ღმრთისა დედაო, გუასხურე ცუარი მადლისა შენისაჲ, რაჲთა სირცხჳლეულ იქმენ მტერნი ჩუენნი და გულისჴმაჰყონ ყოველთა, რამეთუ შენ მხოლოო ხარ, დედოფალო, დიდებული ყოველსა შინა ქუეყანასა“.

- „გიგალობთ, ვითარცა საყდარსა მეუფისა დიდებისასა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა, სულიერსა ტაძარსა, რომელსა შინა დაემკჳდრა უფალი, სამყაროსა ცისასა, რომლისაგან აღმობრწყინდა მზჱ სიმართლისაჲ ქრისტჱ, შენ გიგალობთ, ღმრთისა დედაო, და აღგამაღლებთ უკუნისამდე“.

„დიდება” – „ცეცხლი საღმრთოჲ, რომელი გამოვალს ხატით შენისაჲთ, ღმრთისა დედაო, დასწვავს ბანაკსა ხატთმბრძოლთასა, და ტკბილსა ნათელსა ძლევათასა მორწმუნეთა მოგუფენს და განგვამტკიცებს“.

„აწ და” – „შენ ხარ სიხარული მკჳდრთა უდაბნოჲსა მთაწმინდისაჲსა, და ნუგეში და სიქადული ქალაქისა ამის სამეუფოჲსაცა, ქალწულო მარიამ, რომელსა გიგალობთ და აღგამაღლებთ უკუნისამდე“.

გალობაი VIII. აკურთხევდითსა.

- ძლისპირი: „მთასა ზედა მოსეს თანამზრახუალმან მაყულოვანი სახედ გამოაჩინა, ქალწულისაგან შობილსა უვნებელად ყოველნი ვაკურთხევთ და აღვამაღლებთ მას უკუნისამდე“.

- „ყოვლადბრწყინვალისა სახისა შენისა გამოცხადებაჲ სიხარულსა მიჰფენს ყოველთა მორწმუნეთა, ქუეყანასა ჩუენსა მოანიჭებს მცველსა დაუძინებელსა და ჭირთაგან მჴსნელსა, და სურნელ ჰყოფს სულთა და გონებათა ჩუენთა“.

- „გიგალობს შენ, ანგელოზთა ძალნი, აღგამაღლებს ნათესავი კაცთაჲ, გაკურთხევს ყოველი დაბადებული, ყოვლად წმიდაო ქალწულო ღმრთისმშობელო, მიიღე აწცა ჩემმიერისა უწმიდისაგან მორთმეული ესე ქება“.

- „უგალობდეთ მონაზონნო ათონელნო, აკურთხევდით ივერონელნო, აღამაღლებდით ყოველი ქუეყანაჲ სახიერსა დედოფალსა, რომელი მდინარესა საკჳრველებათასა აღმოაცენებს საკჳრველთმოქმედითა ხატითა თჳსითა, ამისთჳსცა, ღმრთისმშობელო, გაქებთ, გაკურთხევთ, თაყუანისგცემთ, გიგალობთ და აღგამაღლებთ შენ უკუნისამდე“.

„დიდება“ – „სავანითგან ივერიისა, ყოველგნით განფენს დაულევნელთა მადლთა ხატი შენი, ღმრთისმშობელო, ხოლო ქუეყანასა შენდა წილხვდომილად განკუთვნილსა, მარადის ჰსცევ და ჰფარავ, მეოხებითა შენმიერითა, წინაშე ძისა და ღმრთისა შენისა, რომელსა ყრმანი აკურთხევენ, მღდელნი უგალობენ და ერნი აღამაღლებენ უკუნისამდე“.

„აწ და“ – „არა არს საზომი სივრცისაჲ, სიღრმისაჲ ანუ სიმაღლისაჲ, სადაცა არა მისწუთეს ძლიერი შეწევნაჲ მარჯუენისა შენისაჲ, ღმრთისა დედაო, რომლისა მოსავნი ყრმანი აკურთხევენ, მღდელნი უგალობენ და ერნი აღამაღლებენ ძესა შენსა უკუნისამდე“.

_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“

გალობაი IX. ადიდებდითსა.

- ძლისპირი: „განკჳრდეს ზესკნელს ცანი, და კიდენი ქუეყანისანი შეძრწუნებულ იქმნეს, რაჟამს ღმერთი შენ მიერ კაცთა გამოუბრწყინდა და საშოჲ შენი უმაღლეს ცათა საყდართა გამოაჩინე, ამისთჳს, ღმრთისმშობელო, ანგელოზნი და კაცნი, ვითარცა ღირს ხარ, გადიდებენ შენ“.

- „სიღრმე საიდუმლოჲსა შობისა შენისაჲ განაცვიბრებს გონებასა ანგელოზთასა, ქალწულო, და ყოვლად წმიდაი ხატი შენი ეშმაკთაჲ იოტებს, რამეთუ ვერშემძლებელნი მოხილვად ძლიერებისა, განივლტიან და დაინთქუმიან, ხოლო ჩუენ სიყუარულითა თაყუანისვსცემთ და ამბორსუყოფთ მას და შენ ღმრთისმშობელსა გადიდებთ“.

- „მოვედით ყოველნი, თაყუანის-ვსცეთ, შეუვრდეთ და აღვამაღლოთ დედაჲ ღმრთისაჲ, რომელმან მოხედვაჲ-ჰყო ჩუენ მდაბალთა ზედა, რომელი მშიერთა აღავსებს კეთილითა მიერ და დასდვა ჩუენთჳს აღთქუმაჲ მოწყალებათაჲ, გამოცხადებითა საკჳრველისა ხატისა თჳსისაჲთა“.

- „აწ დააყუდე, ყოვლადწმიდაო, უბიწოო ქალწულო, ზედა დასჴმაჲ უკეთურთაჲ და განზრახუანი მათნი დაჴსენ, ხოლო მართლაღმსაარებელთა ერთა შორის მშჳდობაჲ და სიყუარული განაჩინე, რაჲთა შენზედა სასოებისა დამდებელთა არა გვრცხვენოდეს უკუნისამდე“.

„დიდება“ – „საღმრთოთა გალობათა მიერ, ჵ, წმიდაო პორტაიტისაო, ქალწულო ღმრთისმშობელო, ღმრთეებრივსა ხატსა შენსა თაყუანისვსცემთ, შევთხოვთ შენდობასა და ჴსნასა სულთა ჩუენთასა, ვითარცა თავსმდებსა ჴსნისა ჩუენისასა“.

„აწ და“ – „ჵ, ყოვლადწმიდაო, მოწყალეო, ქრისტეანეთა შემწეო, ვერ შემძლებელ არს ღირსად გალობად ენაჲ კაცობრივი და ანგელოზთაცა, რამეთუ შენ ხარ ყოვლისა დაბადებულისა უპატიოსნესი და ყოვლისა ქუეყანისაჲთა უდიდებულესი, არამედ, ჵ, დედოფალო, მიითუალე მოწყალებითა შეწირული ესე ჩუენ მიერი ვედრებაჲ და გჳჴსენ ჩუენ მარადის, რამეთუ სასოებაჲ ჩუენი შენ ზედა დაგჳძს“.

_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):

_ „წმიდა არს უფალი ღმერთი ჩვენი...“ - თავისი მუხლებით.

_ „განმანათლებელი“ აღდგომისა (ათერთმეტთაგანი) (V).

„დიდება“ მარხვანისა: „მაღალ-მეტყველებასა ფარისეველისასა...“.

„აწ და“ _ „განმანათლებელი“ ხატისა:

„ყოვლად პატიოსანი ხატი შენი მიიღო რაჲ გაბრიელ წიაღთა შინა თჳსთა, გიღაღადებდა შენ, დედოფალო, ჵ, ტკბილო დედაო, მეუფისა ქრისტჱსო, მფარველ ექმენ სავანესა შენსა, სიხარულად ყოველთა ქრისტეანეთა და თავსმდებ საუკუნოჲსა ცხორებისა“.

_ „ყოველი სული“ - იგალობება.

_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - 8 მუხლად:

- აღდგომისა - 4 მუხლი (ჴმა V).

- ღმრთისმშობლისა (ხატისა) - 4 მუხლი (თავისი ჩასართავებით).

„ჰოი გამოუთქუმელსა სახიერებასა, ჵ, დიდებულსა გამოჩინებასა ღმრთისა დედისა ხატისასა, რომელი ბრწყინავს საკჳრველებათა მიერ და განანათლებს მადლითა სარწმუნოებით მილტოლვილთა, რომელნიცა სიხარულითა შევიწყნარებთ რაჲ წმიდასა ღმრთივყრმაასა, ჯერ-არს გალობით ვმადლობდეთ და პატივს ვსცემდეთ მას“.

„ჰოი შენსა, დედოფალო, ჩუენთჳს განგებულებასა, რამეთუ მოგჳვლენ ჩუენ საკჳრველსა ხატსა შენსა და მოწყალებითა მოგუმადლებ მცველსა მიურულებელსა და ნუგეშსა ცხორებისა ჩუენისასა, ამისთჳსცა მცნობნი შენისა პატიოსნისა საკჳრველებისანი, შენ გალობათა მიერ გადიდებთ“.

მუხლი: „მოვიხსენო სახელი შენი ყოველსა შორის თესლსა და თესლსა“.

„ჰოი ყოვლადდიდებული საკჳრველი, ვითარ ცეცხლმტჳრთველი ხატი, ღელვათა მიერ ზღჳსაჲთა, ვითარცა ეტლსა ზედა მიმოვალს და ბრწყინვალეთა შარავანდედთა მიერ განანათლებს გონებასა კაცთასა, ხოლო ჩუენ პატივის-მცემელნი დღესასწაულისა მისისანი, გალობითა ღმრთისმშობლისა მიმართ აღვავლენთ დიდებასა“.

მუხლი: „ისმინე ასულო და იხილე და მოჰყავ ყური შენი“.

„თქმულნი შენნი, რომელ აღმოთქუ, უხრწნელო, წილხვედრებულთა შენთათჳს, აღასრულე, ვითარცა მოწყალემან, და ნუ მისცემ სამკჳდრებელსა ჩუენსა საყუედრელად მტერთა, არამედ მოჰფინე ნათესავსა ჩუენსა მოწყალებანი შენნი და გვექმენ დედად ჩუენდა, რაჲთა გულისჴმაჰყონ ყოველთა, რამეთუ ნაწილ შენდა ვართ ჩუენ ნათესავი ქართველთაჲ“ (ჴმა IV)

„დიდება“ მარხვანისა - „საქმეთა სიქადულისა...“ (ჴმა VIII).

„აწ და“ – „უმეტესად კურთხეულ ხარ შენ...“ (ჟამნიდან).

_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.

- ტროპარი კენტი ხმისა.

 

I ჟამის წინ:

„დიდება“ „აწ და“ - გერი V სახარებისა.

 

ჟამებზე:

_ ტროპარი: აღდგომისა (ხმა V) და ხატისა.

_ კონდაკი: მარხვანისა და ხატისა მონაცვლეობით.

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.

_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 12 მუხლად:

- მიმდინარე ხმისა - 4 მუხლი (პარაკლიტონიდან).

- მარხვანის III გალობიდან - 4 მუხლი,

- ღმრთისმშობლის (ხატის) VI გალობიდან - 4 მუხლი, თავისი „დიდება“ „აწ და“- თი.

შესვლად:

ტროპარი: - აღდგომისა;

- ხატისა;

კონდაკები: „დიდება“ - მარხვანისა;

„აწ და“ - ხატისა.

 

წარდგომა და ალილუია – აღდგომისა (ხმისა) და ღმრთისმშობლისა (ხატისა)..

სამოციქულო და სახარება – მეზვერისა და ფარისევლის კვირისა და ღმრთისმშობლისა (ხატისა).

განიცადე _ კვირისა და ღმრთისმშობლისა (ხატისა).

 

წარდგომა (ჴმა V): „შენ უფალო, მიცევ ჩუენ და დამიმარხენ ჩუენ, ამიერ თესლითგან და მიუკუნისამდე“.

მუხლი: „მაცხოვნე მე, ღმერთო, რამეთუ მოაკლდა წმიდა, რამეთუ შემცირდეს ჭეშმარიტებანი ძეთა კაცთაგან“.

წარდგომა (ჴმა III): „ადიდებს სული ჩემი უფალსა, და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა“.

ალილუია (ჴმა V): „წყალობათა შენთა უფალო, უკუნისამდე უგალობდე, თესლითი თესლამდე მიუთხრობდე ჭეშმარიტებასა პირითა ჩემითა“.

მუხლი: „რამეთუ სთქუ, უკუნისამდე წყალობა აღეშენოს და ცათა შინა განემზადოს ჭეშმარიტება შენი“.

ალილუია (ჴმა VIII): „ისმინე ასულო და იხილე და მოყავ ყური შენი“.

განიცადე: „აქებდით უფალსა ცათაგან აქებდით მას მაღალთა შინა.

განიცადე: „სასუმელი ცხოვრებისა მოვიღოთ, და სახელსა უფლისასა ვხადოთ“.