საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - - - - - საზიარო თვენიდან (ღირსისა).
კვირის ციკლისა - - - - - - პარაკლიტონიდან.
სადღეღამისო ციკლისა - - - - - ჟამნიდან.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „დიდებამაღალიანის“ (III რანგი) მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
IX ჟამი:
_ ტროპარი და კონდაკი: ღირსისა.
მწუხრის ჟამი:
_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ - იკითხება.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.
_ რიგითი კანონი - მე-18.
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება I ჴმაზე).
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები: ღირსისა - 6 მუხლად:
„დიდება“ ღირსისა: „შენ მონაზონთა...“ (ჴმა VIII).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“ („დიდების“ ხმისა): „მეუფე ცათა...“ (ჴმა VIII).
_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.
_ წარდგომა - დღისა.
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: ღირსისა (თავისი ჩასართავებით).
„დიდება“ ღირსისა: „რამე სახელ გდვათ ნეტარო...“ (ჴმა VIII).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომისა“ („დიდების“ ხმისა): „უსძლოო ქალწულო...“ (ჴმა VIII).
_ „აწ განუტევე“.
_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:
ტროპარი ღირსისა: „მწყსილი უფლისა მიერ...“ (ჴმა V).
„დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ („დიდების“ ხმისა): „გიხაროდენ ბჭეო...“ (ჴმა V).
ცისკრის ჟამი:
_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება V ჴმაზე).
ტროპარი ღირსისა: „მწყსილი უფლისა მიერ...“ (ჴმა V).
„დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ („დიდების“ ხმისა): „გიხაროდენ ბჭეო...“ (ჴმა V).
_ რიგითი კანონები: მე-7, მე-8 და მე-9.
_ I და II რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.
_ წარდგომები შემდგომად სტიხოლოღიებისა: ღირსისა.
„დიდება“ „აწ და“ იგივე.
_ III რიგითი კანონის შემდეგ მცირე კვერექსი - არ აღესრულება.
_ წარდგომები შემდგომად III სტიხოლოღიისა - პარაკლიტონიდან.
„დიდება“ „აწ და“ - მისივე.
_ 50-ე ფსალმუნი.
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
I კანონი - შვიდეულის დღისა - 4 მუხლად (ძლისპირი 1-გზის).
II კანონი - შვიდეულის დღისა - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
III კანონი - ღირსისა - 6 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
_ კატავასია: „უქმი ქუეყანა...“
_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
წარდგომა ღირსისა: „მოღვაწებისა ზეთითა...“ (ჴმა VIII).
„დიდება“ „აწ და“ - იგივე.
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
კონდაკი ღირსისა: „სიწმიდისა სულისათა...“
შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
_ „განმანათლებელი“ ღირსისა: „იწრო გზა მოღვაწებისა...“
„დიდება“ „აწ და“ იგივე.
_ „ყოველი სული“ - იგალობება.
_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები: ღირსისა - 4 მუხლი
„დიდება“ მისივე: „ღირსო მამაო საწადელო...“ (ჴმა VII).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა მისივე (ჴმა VII).
_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
ტროპარი ღირსისა: „მწყსილი უფლისა მიერ...“ (ჴმა V).
„დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ („დიდების“ ხმისა): „გიხაროდენ ბჭეო...“ (ჴმა V).
ჟამებზე:
_ ტროპარი და კონდაკი: ღირსისა.
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:
_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.
_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:
ღირსის III და VI გალობებიდან - 8 მუხლი (ძლისპირით) თავის „დიდება“ „აწ და“ - თი.
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა;
- ღირსისა.
კონდაკები: „დიდება“ - ღირსისა;
„აწ და“ - ტაძრისა.
ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა;
- ღირსისა.
კონდაკები: - ტაძრისა;
„დიდება“ - ღირსისა;
„აწ და“ – „სასოო და შესავედრებელო...“.
წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და ღირსისა.
სამოციქულო და სახარება - დღისა და ღირსისა.
წარდგომა (ჴმა VII): „იხარებდენ მართალნი უფლისა მიმართ და ესვიდენ მას“.
მუხლი: „შეისმინე ღმერთო ხმისა ჩემისა, გევედრებოდი რაიმე შენდამი“.
წარდგომა (ჴმა VII): „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკვდილი წმიდათა მისთა“.
ალილუია (ჴმა IV): „მართალი ვითარცა ფინიკი აღყვავნეს და ვითარცა ნაძვი ლიბანისა განმრავლდეს“.
მუხლი: „შეისმინე ღმერთო ხმისა ჩემისა, გევედრებოდი რაიმე შენდამი“.
ალილუია (ჴმა VI): „ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად“.
განიცადე: ,,სასუმელი ცხოვრებისა მოვიღოთ, და სახელსა უფლისასა ვხადოთ“.
განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.