უკან დაბრუნება

ლიტ. - 2 პეტ. 68 დას. III, 1-18. მკ. 61 დას. XIII, 24-31.

2 პეტ. 68 დას. III, 1-18

აჰა ესერა, საყუარელნო, ამას მეორესა ებისტოლესა მივსწერ თქუენდა, რომელთა მიერ განვაღჳძებ მოჴსენებითა წადიერითა გონებასა თქუენსა მოჴსენებად პირველ თქუმულთა მათ სიტყუათა წმიდათა წინაწარმეტყუელთა მიერ და მოციქულთა მათ თქუენთა მცნებათა უფლისა და მაცხოვრისათა. ესემცა პირველად უწყით, რამეთუ მოიწინენ უკუანაჲსკნელთა დღეთა მეკიცხევარნი გულის თქუმისაებრ თჳსისა მავალნი და იტყოდიან: სადა არს აღთქუმაჲ იგი მოსლვისა მისისაჲ? რამეთუ ვინაჲთგან მამათა შეისუენეს, ყოველივე ესრეთ ჰგიეს დასაბამითგან დაბადებისაჲთ. რამეთუ დაავიწყდეს მათ ესე ნებსით, ვითარმედ ცანი იყვნეს პირველითგან და ქუეყანაჲ წყალთაგან და წყალთა მიერ შეიქმნა სიტყჳთა ღმრთისაჲთა. რომლისაგან მაშინდელი იგი სოფელი წყლითა წარირღუნა და წარწყმდა. ხოლო აწ ცანი და ქუეყანაჲ მითვე სიტყჳთა დაუნჯებულ არიან, ცეცხლისა დამარხულნი დღედ საშჯელისა და წარწყმედისა უღმრთოთა კაცთაჲსა. ერთიმცა ესე ნუ დაგავიწყდების, საყუარელნო, რამეთუ ერთი დღე უფლისა მიერ ვითარცა ათასი წელი და ათასი წელი ვითარცა ერთი დღე. არა ყოვნოს უფალმან აღთქუმისა მისგან, ვითარ-იგი ვიეთმე დაყოვნებად შეურაცხიეს, არამედ სულ-გრძელ არს თქუენთჳს, რამეთუ არავისი ჰნებავს წარწყმედაჲ, არამედ ყოველთა სინანულად მოსლვაჲ. ხოლო მოიწიოს დღე იგი უფლისაჲ, ვითარცა მპარავი ღამისაჲ, რომელსა შინა ცანი მძაფრიად წარჴდენ და წესნი იგი დაიწუნენ და დაზულენ და ქუეყანაჲ და მას შინა საქმენი დაიწუნენ. რაჟამს ესე ყოველნი ესრეთ დაზულებოდიან, რაბამთაჲ ჯერ-არს თქუენი ყოფაჲ წმიდითა ქცევითა და კეთილითა მსახურებითა, რაჲთა მოელოდით. და ისწრაფდეთ მოსლვასა მას დღისა მის ღმრთისასა, რომელსა შინა ცანი მჴურვალენი დაიჴსნენ და წესნი დაიწუნენ და დადნენ. ახალთა ცათა და ახალსა ქვეყანასა მსგავსად აღთქუმისა მისისა მოველით, რომელსა შინა სიმართლე დამკჳდრებულ არს.

ამისთჳს, საყუარელნო, ამას მოელოდეთ, და ისწრაფეთ შეუგინებელთა და უბიწოთა მისა პოვნად მშჳდობით. და უფლისა ჩუენისა იგი სულ-გრძელებაჲ ცხორებად შეჰრაცხეთ, ვითარცა-იგი საყუარელმან ძმამან ჩუენმან პავლე, მსგავსად მოცემულისა მის მისდა სიბრძნისა მიწერა თქუენდა. ვითარცა-იგი ყოველთა შინა წიგნთა მისთა იტყჳს ამისათჳს, რომელნი-იგი არიან ძნიად საცნაურ რაჲმე, რომელსა-იგი უსწავლელნი და დაუმტკიცებელნი გარდააქცევენ, ვითარცა სხუათა მათცა წიგნთა მსგავსად, მათისავე მის წარწყმედისა.

თქუენ უკუე, საყუარელნო, წინაწარ რაჲ უწყით ესე, ეკრძალენით, რაჲთა არა უჯეროთასა მას საცთურსა თანა-აღერინეთ და განსცჳვეთ სიმტკიცისა მისგან თჳსისა. არამედ აღორძნდებოდეთ მადლითა და მეცნიერებითა უფლისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა. მისა დიდებაჲ აწ და დღეთა მათ საუკუნეთაჲსა. ამინ.

მკ. 61 დას. XIII, 24-31

მათ დღეთა შინა შემდგომად ჭირისა მის მზე დაბნელდეს, და მთოვარემან არა გამოსცეს ნათელი თჳსი; და ვარსკულავნი ზეცით გარდამოცჳვენ, და ძალნი, რომელნი იყვნენ ცათა შინა, შეიძრნენ. და მაშინ იხილონ ძე კაცისაჲ, მომავალი ღრუბელთა ზედა ძალითა და დიდებითა მრავლითა. და მაშინ წარავლინნეს ანგელოზნი მისნი და შეკრიბნეს რჩეულნი თჳსნი ოთხთაგან ქართა კიდითგან ქუეყანისაჲთ, ვიდრე კიდედმდე ცისა. ხოლო ლეღჳსაგან ისწავეთ იგავი ესე: რაჟამს-იგი რტონი მისნი და დაჩჩჳან, და გამოვალნ ფურცელი, უწყოდეთ, რამეთუ ახლოს არს ზაფხული. ეგრეცა თქუენ, რაჟამს იხილოთ ესე ყოველი ყოფილი, უწყოდეთ, რამეთუ ახლოს არს, კართა ზედა. ამენ გეტყჳ თქუენ: არა წარჴდეს ნათესავი ესე, ვიდრემდე ესე ყოველი იქმნას. ცანი და ქუეყანაჲ წარჴდენ, ხოლო სიტყუანი ჩემნი არასადა წარჴდენ.