უკან დაბრუნება

ლიტ. - 1 ინ. 69 დას. I, 8 - II, 6. მკ. 62 დას. XIII, 31 - XIV, 2.

1 ინ. 69 დას. I, 8 - II, 6

უკუეთუ ვთქუათ, ვითარმედ ცოდვაჲ არა გუაქუს, თავთა თჳსთა ვაცთუნებთ და ჭეშმარიტებაჲ არა არს ჩუენ თანა. უკუეთუ აღვიარნეთ ცოდვანი ჩუენნი, სარწმუნო არს და მართალ, რაჲთა მოგჳტევნეს ჩუენ ცოდვანი ჩუენნი და განგუწმიდნეს ყოვლისაგან სიცრუისა. უკუეთუ ვთქუათ, ვითარმედ არა ვცოდეთ, მტყუვრად გამოვაჩინებთ მას და სიტყუაჲ მისი არა არს ჩუენ შორის. 

შვილნო ჩემნო, ამას მივსწერ თქუენდა, რაჲთა არა სცოდოთ და უკუეთუ ვინმე ცოდოს, ნუგეშინის-მცემელი გჳვის მამისა მიმართ ქრისტე იესუ მართალი. და იგი არს მომტევებელი ცოდვათა ჩუენთაჲ და არა ხოლო ცოდვათა ჩუენთაჲ, არამედ ყოვლისა სოფლისათაჲ. და ამით უწყით, რამეთუ ვიცით იგი, უკუეთუ მცნებათა მისთა ვიმარხვიდეთ. რომელმან თქუას, ვითარმედ ვიცან იგი, და მცნებათა მისთა არა იმარხვიდეს, მტყუვარ არს და ჭეშმარიტებაჲ არა არს მის თანა. ხოლო რომელმან დაიმარხნეს სიტყუანი მისნი, ჭეშმარიტად სიყუარული ღმრთისაჲ აღსრულებულ არს მის თანა, ამით უწყით, რამეთუ მის თანა ვართ. რომელმან თქუეს მის თანა ყოფაჲ, თანა-აც, რაჲთა, ვითარცა იგი თავადი ვიდოდა, ეგრეცა მისი სლვაჲ.

მკ. 62 დას. XIII, 31 - XIV, 2

ცანი და ქუეყანაჲ წარჴდენ, ხოლო სიტყუანი ჩემნი არასადა წარჴდენ. ხოლო დღისა მისთჳს და ჟამისა არავინ იცის, არცა ანგელოზთა ცათა შინა, არცა ძემან, არამედ მამამან. არამედ იხილეთ და მღჳძარე იყვენით, და ილოცევდით, რამეთუ არა იცით, ოდეს იყოს ჟამი იგი. ვითარცა-იგი კაცმან გზად წარმავალმან დაუტევის სახლი თჳსი და მისცის მონათა თჳსთა ჴელმწიფებაჲ და კაცად-კაცადსა საქმე თჳსი და მეკარესა ამცნის, რაჲთა მღჳძარე იყოს. იღჳძებდით უკუე, რამეთუ არა იცის, ოდეს-იგი უფალი სახლისაჲ მის მოვიდეს: მწუხრი ანუ შუვა-ღამეს, ანუ ქათმისა ჴმობასა, ანუ განთიად; ნუუკუე მოვიდეს მეყსეულად და გპოვნეს თქუენ მძინარენი. ხოლო რომელსა ესე გეტყჳთ თქუენ, ყოველთა გეტყჳ: მღჳძარე იყვენით. 

ხოლო იყო პასქაჲ იგი, რომელ არს ვნებაჲ, და უცომოებაჲ, შემდგომად ორისა დღისა. და ეძიებდეს მღდელთ-მოძღუარნი იგი და მწიგნობარნი იესუს, ვითარმცა ზაკუვით შეიპყრეს იგი და მოკლეს. ხოლო იტყოდეს: ნუ დღესასწაულსა ამას, ნუუკუე შფოთი იქმნეს ერისაჲ.