უკან დაბრუნება

აღმოყვანება წმიდათა ნაწილთა მოწამისა მინასი (867-889);

წმიდა მოწამე მინა კალიკელადი (მჭევრმეტყველი) წმიდა ერმოგენთან და ევგრაფთან (ხს. 10 დეკემბერს) ერთად აღესრულა დაახლოებით 313 წლს. წმიდანი ბასილი მაკედონელის (867-886) ზეობისას ძილში გამოეცხადა ერთ კეთილმსახურ ქრისტიანს და მიანიშნა თავისი ცხედრის ადგილსამყოფელზე. ამ ჩვენების მიხედვით, მისი წმიდა ნაწილები მოიპოვა მხედართმთავარმა მარკიანემ.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.