უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.

დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება - - საზიარო თვენიდან (ღირსმოწამისა).

კვირის ციკლისა - - - - პარაკლიტონიდან.

სადღეღამისო ციკლისა - - - - ჟამნიდან.

 

შენიშვნა: ტროპარ-კონდაკი მოვიძიეთ ტროპარიონიდან (საქართველოს ეკლესიის წმიდანები), შედგენილი ბერმონაზონ გიორგის (ვაინერი) მიერ, თბ. 2022წ.

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის III პერიოდი.

ტიპიკონი: დიდი მარხვის მოსამზადებელ პერიოდში „დიდებამაღალიანის“ (III რანგი) მსახურება.

შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

 

IX ჟამი:

_ ტროპარი და კონდაკი: მოწამეთა

 

მწუხრის ჟამი:

_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ 3-გზის - იკითხება.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103 ფსალმუნი) - იკითხება.

_ რიგითი კანონი - მე-18.

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება I ჴმაზე).

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად:

ღირსმოწამისა - 6 მუხლი (ჴმა IV).

„დიდება“ - მისივე: „უაღრეს გონებათა...“ (ჴმა II).

„აწ და“ - ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“ („დიდების” ხმის მიხედვით): „წარხდა სახე რჯულთა....“ (ჴმა II).

_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.

_ წარდგომა - დღისა.

_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: ღირსმოწამისა (თავისი ჩასართავებით).

„დიდება“ - მისივე: „მხნედ მოღუაწესა...“ (ჴმა I).

„აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომისა“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „აჰა ესერა აღესრულა...“ (ხმა I).

_ „აწ განუტევე“.

_ შემდგომად „მამაო ჩვენო“-სი:

ტროპარი ღირსმოწამისა:

„აღსაარებისა სახე სანატრელ გუექმენ და სინანულისა საღმრთონი კარნი გვიჩუენენ ჩუენ, სასუფეველად მიმყვანებელნი, ღირსო მამაო, თეოდორე ღმრთივგონიერო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, ცოდვათა მოტევებისა მონიჭებად, სურვილით პატივისმცემელთა ხსენმებისა შენისათა“ (ჴმა I).

„დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი (ტროპარის ხმის მიხედვით): „გაბრიილ გიღაღადა...“ (ჴმა I).

 

ცისკრის ჟამი:

_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება I ჴმაზე).

ტროპარი ღირსმოწამისა: „აღსაარებისა სახე...“ (ჴმა I) 2-გზის.

„დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი (ტროპარის ხმის მიხედვით): „გაბრიილ გიღაღადა...“ (ჴმა I).

_ რიგითი კანონები: მე-19 და მე-20.

_ I და II რიგითი კანონების შემდეგ - მცირე კვერექსები.

_ წარდგომები შემდგომად I და II სტიქოლოგიებისა - ღირსმოწამისა.

„დიდება“ „აწ და“ - იგივე.

_ 50-ე ფსალმუნი.

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)

I კანონი - შვიდეულის დღისა - 4 მუხლად (ძლისპირი 1-გზის).

II კანონი - შვიდეულის დღისა - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

III კანონი - ღირსმოწამისა - 6 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

_ კატავასია: „აღაღე პირი ჩემი...“

_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.

_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):

- წარდგომა ღირსმოწამისა: „მარხვითა და ლოცვითა...“ (ჴმა IV).

„დიდება“ „აწ და“ – იგივე.

_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):

- კონდაკი ღირსმოწამისა:

„ჭეშმარიტებაი ქრისტეს ეკლესიისაი შეიყუარე, ევლტოდი ბოროტადმადიდებელთა სიცრუვესა და წინაშე მძლავრთა და უღმრთოთა ურცხუენელად აღუვარე სარწმუნოებაი წმიდისა სამებისაი, ღირსო მოწამეო თეოდორე, მოგვიხსენენ ჩვენ პატივისმცემელნი სახსენებელისა შენისანი“ (ჴმა II).

_ შემდგომად „აკურთხევდითსა” (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.

_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა).

_ „განმანათლებელი“ ღირსმოწამისა: „წყარომან კეთილთამან...“.

„დიდება“ „აწ და“ – იგივე.

_ „ყოველი სული“ - იგალობება.

_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები: ღირსმოწამისა - 4 მუხლი:

„დიდება“ - ღირსმოწამისა „მძლავრებაი ვნებათაი...“.

„აწ და“ - ღმრთისმშობლისა მისივე: „ხელთუქმნელად კარვად...“.

_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.

ტროპარი ღირსმოწამისა: „აღსაარებისა სახე...“ (ჴმა I).

„დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი (ტროპარის ხმის მიხედვით): „გაბრიილ გიღაღადა...“ (ჴმა I).

 

ჟამებზე:

_ ტროპარი და კონდაკი: ღირსმოწამისა.

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია

_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.

_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:

- ღირსმოწამის კანონის III და VI გალობებიდან - 8 მუხლი (ძლისპირით) თავისი „დიდება“ „აწ და“-თი.

შესვლად:

ა) თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობისაა:

ტროპარები: - ტაძრისა;

- ღირსმოწამისა.

კონდაკები: „დიდება“ - ღირსმოწამისა;

„აწ და“ - ტაძრისა.

 

ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:

ტროპარები: - ტაძრისა;

- ღირსმოწამისა.

კონდაკები: - ტაძრისა.

„დიდება“ - ღირსმოწამისა;

„აწ და“ – „სასოო და შესავედრებელო...”.

 

წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და ღირსმოწამისა.

სამოციქულო და სახარება - დღისა და ღირსმოწამისა.

 

წარდგომა: (ჴმა VII) „აღამაღლებდით უფალსა ღმერთსა ჩვენსა და თაყვანის-ჰსცემდით კვარცხლბეკსა ფერხთა მისთასა რამეთუ წმიდა არს“.

მუხლი: „უფალი სუფევს განრისხნედ ერნი, რომელი ზის ზედა ქერაბინთა, შეიძარნ ქვეყანა“.

წარდგომა (ჴმა VII): „იქადიან წმიდანი დიდებითა თვისითა და იხარებდენ სარეცელსა ზედა მათსა“.

ალილუია (ჴმა I): „მოიხსენე კრებული შენი, რომელ მოიგე დასაბამითგან“.

მუხლი: „ხოლო ღმერთმან, მეუფემან ჩვენმან წინა საუკუნეთმან შეჰქმნა ცხოვრება შორის ქვეყანისა“.

ალილუია (ჴმა III): „ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად“.

განიცადე: „ცხოვრება ჰქმნა შორის ქუეყანისა ღმერთმან“.

განიცადე: „იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ და აუარებდით სახსენებელსა სიწმიდისა მისისასა“.