უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მცირე მწუხრი.

ღამისთევის მსახურება: დიდი მწუხრი _ დიდი ცისკარი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება – არ აღესრულება.

კვირის ციკლის - - - - - პარაკლიტონიდან და მარხვანიდან.

სადღეღამისო ციკლის - - - - ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის III პერიოდი.

ტიპიკონი: უძღები შვილის კვირის მსახურება.

 

დიდი მწუხრის ჟამი:

_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ - იგალობება.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ - იგალობება.

_ „ნეტარ არს კაცი“ - I კანონი სრულიად.

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება VI ხმაზე).

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ -სა ზედა დასდებლები - 10 მუხლად:

- აღდგომისა - 3 მუხლი (პარაკლიტონიდან) (ჴმა VI).

- აღმოსავლური - 3 მუხლი (პარაკლიტონიდან) (ჴმა VI).

- მარხვანისა - 4 მუხლი (ტრიოდიონიდან, ორივე დასდებელი 2-გზის).

„დიდება“ მარხვანისა: „ჰოი მე რაოდენთა...“ (ტრიოდიონიდან).

„აწ და“ ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“ (მიმდინარე ხმისა): „ვინ არა გნატრიდეს...“ (ჴმა VI).

_ შესვლა საცეცხლურით.

_ წარდგომა - დღისა.

_ „ლიტიასა“ ზედა დასდებელი – ტაძრისა.

„დიდება“ მარხვანისა: „ვითარცა უძღები იგი...“ (ჴმა IV).

„აწ და“ ღმრთისმშობლისა აღდგომისა („დიდების“ ხმის მიხედვით): „მოხედენ ვედრებასა...“ (ჴმა IV).

_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: აღდგომისა (მიმდინარე ხმისა) (პარაკლიტონიდან).

„დიდება“ მარხვანისა: „მამული სიმდიდრე...“ (ტრიოდიონიდან) (ჴმა VI).

„აწ და“ ღმრთისმშობლისა აღდგომისა („დიდების“ ხმის მიხედვით): „შემოქმედი და მხსნელი...“ (ჴმა VI).

_ შემდგომად „მამაო ჩვენო“-სი:

- „ღმრთისმშობელო ქალწულო...“ 3-გზის.

 

დიდი ცისკრის ჟამი:

_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება VI ხმაზე).

ტროპარი აღდგომისა: „ანგელოსთა ძალნი...“ 2-გზის (ჴმა VI).

„დიდება, აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (მიმდინარე ხმის მიხედვით): „რომელმან კურთხეულ უწოდე...“ (ჴმა VI).

_ რიგითი კანონები: მე-2 და მე-3.

_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.

_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - პარაკლიტონიდან.

„დიდება“ „აწ და“ - მისივე.

ჩასართავები:

- შემდგომად I სტიხოლოღიის წარდგომისა: „აღსდეგ უფალო ღმერთო ჩვენო, ამაღლდინ ხელი შენი და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად“.

- შემდგომად II სტიხოლოღიისა წარდგომისა: „აღგიარო შენ უფალო ყოვლითა გულითა ჩემითა, და მიუთხრა მე ყოველი საკვირველებაი შენი“.

_ „სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები), რომელსაც დაემატება 136-ე ფსალმუნი: „მდინარეთა ზედა ბაბილოვნისათა...“, რომელიც დამთავრდება VIII ხმის „ალილუიას გალობით“.

_ აღდგომის ტროპრები: „გუნდნი ანგელოზთანი...“ „ჰოი მოწაფენო...“ და ა.შ.

_ იპაკო და ანტიფონები (პარაკლიტონიდან) (ხმა VI).

_ წარდგომა (საცისკრო სახარებისა): „უფალო, აღადგინე ძალი შენი, და მოვედ ცხოვრებად ჩვენდა“ (ჴმა VI).

მუჴლი: „რომელი ჰმწყსი ისრაილსა მოიხილე, რომელი უძღვი ვითარცა ცხოვარსა იოსებსა“.

_ საცისკრო სახარება: სახ. VI, ლკ. 114 დას. XXIV, 36-53.

_ „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...“ - იგალობება.

_ 50-ე ფსალმუნი.

„დიდება“ - „მსწრაფლ განუხვენ სინანულისა ბჭენი...“ (ჴმა VIII).

„აწ და“ - „ცხოვრებისა გზასა შეცდომილმან...“

- „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“).

- „მრავალთა ცოდვათა ჩემ მიერ...“

შენიშვნა: ამ ლოცვების გალობისას (კითხვისას) ტაძარში მდგომარენი მოიყრიან მუხლს.

_ „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)

I კანონი - აღდგომისა - 4 მუხლი (ძლისპირი 1-გზის) (პარაკლიტონიდან).

II კანონი - ჯვარაღდგომისა - 2 მუხლი (ძლისპირის გარეშე) (პარაკლიტონიდან).

III კანონი - ღმრთისმშობლისა - 2 მუხლი (ძლისპირის გარეშე, პარაკლიტონიდან).

IV კანონი - მარხვანისა - 6 მუხლი (ძლისპირის გარეშე, ტრიოდიონიდან).

_ კატავასია - „განაპო სიღრმე ზღვისა“ (ტრიოდიონიდან).

_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.

_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):

- წარდგომა მარხვანისა: „წიაღნი მამულნი...“ (ტრიოდიონიდან) (ჴმა I).

„დიდება“ იგივე;

„აწ და“ მარხვანისა: „უსძლოო ღმრთისმშობელო...“

_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):

- კონდაკი და იკოსი - მარხვანისა (ტრიოდიონიდან).

_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.

_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): „წმიდა არს უფალი ღმერთი ჩვენი“.

_ „განმანათლებელი“ აღდგომისა (ათერთმეტთაგანი) (VI) (პარაკლიტონიდან).

„განმანათლებელი“ მარხვანისა: „სიმდიდრე რომელი...“

„დიდება“: „სიმდიდრე შენი განვაბნიე...“

„აწ და“: „წმიდაო დედაო...“ (იქვე).

_ „ყოველი სული“ - იგალობება.

_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - 8 მუხლად:

- აღდგომისა - 5 მუხლი (პარაკლიტონიდან).

- მარხვანისა - 3 მუხლი (ჩასართავებით).

„დიდება“ მარხვანისა: „ნუ დამაგდებ, ტკბილო მამაო...“ (ტრიოდიონიდან).

„აწ და“ - „უმეტესად კურთხეულ ხარ შენ...“.

_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.

- ტროპარი აღდგომისა (ლუწი ხმისა).

 

I ჟამის წინ - „დიდება“ „აწ და“ - გერი სახარებისა (ათერთმეტთაგანი) (VI)

 

ჟამებზე:

_ ტროპარი: აღდგომისა (ჴმა VI).

_ კონდაკი: მარხვანისა.

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.

_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 10 მუხლად:

- მიმდინარე ხმისა - 6 მუხლი (პარაკლიტონიდან).

- მარხვანის VI გალობიდან - 4 მუხლი (ტრიოდიონიდან).

შესვლად:

ა) თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა:

ტროპარი: აღდგომისა;

„დიდება, აწ და“ - კონდაკი მარხვანისა.

 

ბ) თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა:

ტროპარები: - აღდგომისა;

- ტაძრისა.

კონდაკები: „დიდება“ - მარხვანისა;

„აწ და“ - ტაძრისა.

 

გ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:

ტროპარები: - აღდგომისა;

- ტაძრისა.

კონდაკები: „დიდება“ - ტაძრისა;

„აწ და“ - მარხვანისა.

 

წარდგომა და ალილუია – აღდგომისა (ხმისა)

სამოციქულო და სახარება - უძღები შვილის კვირისა.

განიცადე _ კვირისა.

 

წარდგომა (ჴმა VI): „აცხოვნე უფალო ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი“.

მუხლი: „შენდამი უფალო ხმა ვყავ, ღმერთო ჩემო, ნუ დასდუმნები ჩემგან“.

ალილუია (ჴმა VI): „რომელი დამკვიდრებულ არს შეწევნითა მაღლისათა, საფარველსა ღმრთისა ზეცათასა განისუენოს“.

მუხლი: „ჰრქუას უფალსა ხელის-აღმპყრობელი ჩემი ხარი შენ და შესავედრებელი ჩემი, ღმერთი ჩემი და მე ვესავ მას“.

განიცადე: „აქებდით უფალსა ცათაგან, აქებდით მას მაღალთა შინა“