გამ. 15: 22-27; 16: 1.
22. უგალობდეთ უფალსა, რამეთუ დიდებით დიდებულ არს. ცხენი და მჴედარი შთასთხია ზღუასა. და აღიხუნა მოსე ძენი ისრაჱლისანი ზღჳით მეწამულით და მოიყუანნა იგინი უდაბნოდ სურდ. და ვიდოდეს სამთა დღეთა უდაბნოსა მას შინა და არა ჰპოებდეს წყალსა, რათამცა სუეს.
23. ხოლო მოვიდეს მერრანდ და ვერ ეძლო სუმად წყალი მერრანისაგან, რამეთუ იყო მწარე.
24. და დრტჳნვიდა ერი მოსესთჳს და იტყოდეს: რაჲ ვსუათ?
25. ხოლო ღაღად-ყო მოსე უფლისა მიმართ და უჩუენა მას უფალმან ძელი და შთააგდო იგი წყალსა და დატკბა წყალი. მუნ დაუსხნა ღმერთმან სამართალნი და მსჯავრი და მუნ გამოსცდიდა მას.
26. და თქუა: უკუეთუ სმენით ისმინო ჴმისა უფლისა, ღმრთისა შენისა, და სათნონი წინაშე მისსა ჰყვნე და ყურად-იხუნე მცნებანი მისნი და დაიცვნე ყოველნი სამართალნი მისნი, ყოველი სნეულებაჲ, რომელი მოვაწიე მეგჳპტელთა ზედა, არა მოვაწიე შენ ზედა, რამეთუ მე ვარ უფალი, განმკურნებელი შენი.
27. და მოვიდეს ელიმდ, და იყვნეს მუნ ათორმეტნი წყარონი წყალთანი და სამეოცდაათნი ხენი დანაკისკუდთანი და დაიბანაკეს მუნ წყალთა მათ ზედა.
1. ხოლო იტრნეს ელიმით. და მოვიდეს ყოველი შესაკრებელი ძეთა ისრაჱლისათა უდაბნოდ სინდ, რომელ არს შუა ელიმსა და შუა სინასა. ხოლო მეათხუთმეტესა დღესა მეორესა თთუესა გამოსლვისა მათისასა ქუეყანით ეგჳპტით.
იგავ. 3: 11-18.
11. შვილო, ნუ სულმოკლე იქმნები სწავლასა უფლისასა; ნუცა დაჰჴსნდები მის მიერ მხილებასა,
12. რამეთუ, რომელი უყუარნ უფალსა, სწავლის და ტანჯის, ყოველი შვილი, რომელი შეიწყნარის.
13. ნეტარ არს კაცი, რომელმან პოვა სიბრძნე და მოკუდავმან, რომელმან იხილა გონიერებაჲ,
14. რამეთუ უმჯობეს არს იგი მოგებად, ვიდრე ოქროჲსა და ვერცხლისა საუნჯეთა,
15. და უპატიოსნეს არს იგი ანთრაკთა პატიოსანთა; არა რაჲ ჰჴდების მას, არცა ერთი ბოროტი. კეთილად ცხად არს იგი ყოველთა, რომელნი მიეახლებიან მას,
16. რამეთუ სიგრძე ჟამთაჲ და წელნი ცხორებისანი მარჯუენით მისსა, ხოლო მარცხენით მისსა დიდებაჲ და სიმდიდრე; პირისა მისისაგან გამოვალს სიმართლე; შჯული და წყალობაჲ ენასა მისსა ჰმოსიეს.
17. გზანი მისნი - გზაჲ კეთილ და ყოველნი ალაგნი მისნი მშჳდობით.
18. ხე ცხორებისა არს ყოველთა, რომელთა შეიწყნარონ იგი, და რომელნი შევედრებულ არიან მას, ვითარცა უფლისა მიმართ, უცთომელ.
ეს. 60: 11-16.
11. და განეხუნენ ბჭენი შენნი სამარადისოდ დღე და ღამე, არა დაეჴშნენ, შემოღებად შენდა ძალსა ნათესავთასა და მეფეთა მოგურილთა,
12. რამეთუ ნათესავი და მვფენი, რომელნი შენ არა გმსახურებდენ, წარწყმდენ, და ნათესავნი მოოჴრებით მოოჴრდენ.
13. და დიდებაჲ ლიბანისა შენდა მოვიდეს საროჲსსა მიერ და ფიჭჳსა და ნაძჳსა ერთბამად დიდებად ადგილი წმიდაჲ ჩემი, და ადგილი ფერჴთა ჩემთა ვადიდო.
14. და მოვიდოდიან შენდამი ძენი დამამდაბლებელთა შენთანი და განმაძჳნებელთა შენთანი შეშინებულნი, თაყუანის-სცემენ კუალთა ფერჴთა შენთასა ყოველნი, რომელნი გაჭირვებდენ შენ, და გეწოდოს ქალაქ უფლისა, სიონ, წმიდისა ისრაილისა,
15. ქმნისათჳს შენისა დატევებულ და მოძულებულ, და არა იყო შემწე, და დაგდვა შორის სიხარულ საუკუნო მხიარულება ნათესავთასა,
16. და სწოვდე სძესა წარმართთასა და სიმდიდრესა მეფეთასა შჭამდე შენ, და სცნა, ვითარმედ მე ვარ უფალი მაცხოვნებელი შენი და გამომჴსნელი შენი, ღმერთი ისრაილისა.