საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - - - საზიარო თვენიდან (მოწამეთა).
შენიშვნა: სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ბოდბის წმინდა ნინოს დედათა მონასტრის მიერ გამოცემული წმინდა გიორგი მთაწმინდელის თებერვლის „თუენი“, სადაც მოცემულია მღვდელმოწამე პოლიკარპე სმირნელის სრული განგება.
კვირის ციკლისა - - - - - - - პარაკლიტონიდან.
სადღეღამისო ციკლისა - - - - - ჟამნიდან.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის III პერიოდი.
ტიპიკონი: შვიდეულის სადაგ დღეს „მცირე წმიდის“ (I რანგის) მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
IX ჟამი:
_ ტროპარი და კონდაკი: კოლაელ მოწამეთა.
მწუხრის ჟამი:
_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ - იკითხება.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103 ფსალმუნი) - იკითხება.
_ რიგითი კანონი - მე-12.
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება VI ჴმაზე).
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“- სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად:
- შვიდეულის დღის - 3 მუხლი (ჴმა VI).
- მღვდელმოწამისა - 3 მუხლი (ჴმა II).
„დიდება“ მისივე: „სამღდელოითა კუართითა...“ (ჴმა IV).
„აწ და“ ღვთისმშობლისა „რვა ხმათა“ (დღისა და „დიდების“ ხმის მიხედვით) (ჴმა IV).
_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.
_ დღის წარდგომა.
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: პარაკლიტონიდან - 3 მუხლი მის დღისა, რომელსაც ჩაერთვის - 2 მუხლი ჟამნიდან:
- „შენდამი აღვიხილენ თვალნი...“
- „მიწყალენ ჩვენ უფალო...“
„დიდება“ მღვდელმოწამისა: „ყოველივე გონებაი შენი...“ (ჴმა III).
„აწ და“ ღვთისმშობლისა „რვა ხმათა“ (დღისა და „დიდების“ ხმის მიხედვით) (ხმა III).
_ „აწ განუტევე“.
_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:
ტროპარი მღვდელმოწამისა: „საქმით მიემსგავსე მოციქულთა...“ (ჴმა IV).
„დიდება“ „აწდა“ ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ „უმცირესთაგანი“ (დღისა და ტროპარის ხმის მიხედვით) (ჴმა IV).
ცისკრის ჟამი:
_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ჴმაზე).
ტროპარი მღვდელმოწამისა: „საქმით მიემსგავსე მოციქულთა...“ 2-გზის (ჴმა IV).
„დიდება“ „აწდა“ ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ „უმცირესთაგანი“ (დღისა და ტროპარის ხმის მიხედვით) (Ãმა IV).
_ რიგითი კანონები: მე-13 და მე-14.
_ რიგითი კანონები შემდეგ მცირე კვერექსები.
_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - პარაკლიტონიდან.
„დიდება“ „აწ და“ - მისივე.
ჩასართავები:
- შემდგომად I სტიქოლოგიის წარდგომისა: „ყოველსა ქუეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყუანი მათნი“.
- შემდგომად II სტიქოლოგიის წარდგომისა: „ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს ქუეყანა“.
_ 50-ე ფსალმუნი.
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
I კანონი - შვიდეულის დღის (ძლისპირი 1 გზის) - 6 მუხლად.
II კანონი - შვიდეულის დღის (ძლისპირის გარეშე) - 4 მუხლად.
III კანონი - მღვდელმოწამისა - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
_ კატავასია: მხოლოდ III, VI, VIII და IX ოდების (გალობების) შემდგომ მღვდელმოწამის კანონის ძლისპირი.
_ „უმცირესი“ – „უფალსა უგალობდით“.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- წარდგომა მღვდელმოწამისა: „დიდმან მღდელმოწამემან...“.
„დიდება“ „აწ და“ - მისივე.
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი მღვდელმოწამისა: „ნაყოფნი სიტყვიერნი შესწირენ...“ (ჟამნიდან).
შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): „ღირს არსი“.
_ „განმანათლებელი“ შვიდეულის დღისა.
„დიდება“ მოწამეთა: „აზნაურებასა საღმრთოსა...“ (ჴმა V).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა შვიდეულის დღისა.
_ „აქებდით უფალსა ცათაგან“ - იკითხება (დასდებლების გარეშე).
„დიდება“ „აწ და“ - „შენდა დიდება შვენის ქრისტე ღმერთო ჩვენო...“.
_ „დიდებამაღალიანი“ - იკითხება.
_ „აღვივსენითსა“ ზედა დასდებლები პარაკლიტონიდან - 3 მუხლი მის დღისა, რომელსაც ჩაერთვის - 2 მუხლი ჟამნიდან:
- „აღვივსენით ჩვენ ცისკარსა...“
- „და იყავნ ნათელი უფლისა...“
„დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა მისივე (ჴმა VI).
_ „კეთილ არს აღსარებად უფლისა“ - 1გზის.
ტროპარი მღვდელმოწამისა: „საქმით მიემსგავსე მოციქულთა...“ (ჴმა IV).
„დიდება“ „აწდა“ - ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ „უმცირესთაგანი“ – „კეთილ არსზე“ (დღისა და ტროპარის ხმის მიხედვით) (ჴმა IV).
ჟამებზე:
_ ტროპარი და კონდაკი - მღვდელმოწამისა.
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:
_ „ყოველდღიური ანტიფონები“ - „კეთილ-არს აღსარებად უფლისა...“
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა;
- შვიდეულის დღისა;
- რიგის წმიდისა.
კონდაკები: - შვიდეულის დღისა;
- რიგის წმიდისა;
„დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“
„აწ და“ - ტაძრისა.
ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპარები: - შვიდეულის დღისა;
- ტაძრისა;
- რიგის წმიდისა.
კონდაკები: - შვიდეულის დღისა;
- ტაძრისა.
- რიგის წმიდის;
„დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“
„აწ და“ – „სასოო და შესავედრებელო...“
წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და წმიდისა.
სამოციქულო და სახარება - დღისა და წმიდისა.
წარდგომა (ჴმა VIII): „ყოველსა ქუეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყუანი მათნი“.
მუხლი: „ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს ქუეყანა“.
წარდგომა (ჴმა VII): „იქადოდიან წმიდანი დიდებითა და იხარებდენ სარეცელსა ზედა მათსა“.
ალილუია (ჴმა IV): „აღიარებენ ცანი საკვირველებათა შენთა, უფალო, და ჭეშმარიტებასა შენსა ეკლესიასა შინა წმიდათასა“.
მუხლი: „ღმერთი დიდებულ არს ზრახუასა შინა წმიდათასა, დიდ არს და საშინელ ყოველთა ზედა, რომელნი არიან გარემოის მისსა“.
ალილუია (ჴმა VI): „მღდელთა შენთა შეიმოსონ სიმართლე და წმიდანი შენნი იხარებდენ“.
განიცადე: „ყოველსა ქუეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყუანი მათნი“.
განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.