საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - - სადღესასწაულოდან.
კვირის ციკლისა - - - - - - არ აღესრულება.
სადღეღამისო ციკლისა - - - - - ჟამნიდან.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის III პერიოდი.
ტიპიკონი: დიდი მარხვის მოსამზადებელ პერიოდში „სადიდებლიანი“ (IV რანგი) მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
IX ჟამი:
_ ტროპარი და კონდაკი: მღვდელმოწამისა.
მწუხრის ჟამი:
_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ 3-გზის - იკითხება.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103 ფსალმუნი) - იკითხება.
_ „ნეტარ არს კაცი“ - I აღსავალი.
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება V ჴმაზე).
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად:
წინამორბედისა - 6 მუხლი (ჴმა V, თითოეული დასდებელი 2-2-გზის).
„დიდება“ - მისივე: „საუნჯე საღმრთოთა...“ (ჴმა VI).
„აწ და“ - ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „ვინ არა გნატრიდეს....“ (ჴმა VI).
_ შესვლა საცეცხლურით.
_ წარდგომა - დღისა.
_ საწინასწარმეტყველო _ 3, წინამორბედისა.
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: წინამორბედისა (თავისი ჩასართავებით).
„დიდება“ - მისივე: „ვითარცა საღმრთოთა...“ (ჴმა II).
„აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომისა“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „ჰოი, სასწაული ახალი...“ (ხმა II).
_ „აწ განუტევე“.
_ შემდგომად „მამაო ჩვენო“-სი:
ტროპარი წინამორბედისა: „ქუეყანით აღმობრწყინდა თავი...“ (ჴმა IV).
„დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით): „რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა IV).
ცისკრის ჟამი:
_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ჴმაზე).
ტროპარი წინამორბედისა: „ქვეყანით აღმობრწყინდა თავი...“ (ჴმა IV) _ 2-გზის.
„დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა IV).
_ რიგითი კანონები: მე-19 და მე-20.
_ I და II რიგითი კანონების შემდეგ - მცირე კვერექსები.
_ წარდგომები შემდგომად I და II სტიქოლოგიებისა – წინამორბედისა _ 2-გზის.
„დიდება“ „აწ და“ - მისივე.
_ „სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები).
_ „გადიდებსა“ წინამორბედისა (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით - დავითნიდან).
_ წარდგომა შემდგომად „სადიდებელისა“: „ნათლისმცემელისა თავი...“ 2-გზის.
„დიდება“ „აწ და“ მისივე: „გმადლობთ შენ...“.
_ I ანტიფონი IV ხმისა (კვირის ცისკრისა).
_ წარდგომა (საცისკრო სახარებისა): „მუნ აღმოუცენო რქა დავითს, და განუმზადო სანთელი ცხებულსა ჩემსა“ (ჴმა IV).
მუხლი: „მოიხსენე უფალო დავით, და ყოველი სიმშვიდე მისი“.
_ საცისკრო სახარება: ლკ. 31 დას. VII, 17-30.
_ 50-ე ფსალმუნი.
„დიდება“ - „მეოხებითა წმიდისა იოანე ნათლისმცემელისათა...“
„აწ და“ - „მეოხებითა ღმრთისმშობელისათა, მოწყალეო...“
- „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“).
- „რომელი პირველ იროდის...“ (ჴმა VI).
_ „აცხოვნე უფალო ერი შენი...“
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
I კანონი - ღმრთისმშობლისა - 6 მუხლად (ძლისპირი 2-გზის) (იხ. ჟამნში, სავედრებელი ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა: „ქვეყანასა მწყურნებსა“ ან პარაკლიტონში, კანონი ნუგეშინისცემითი, ძლისპირი: „ეტლთა მფლობელი ფარაო...“)
II კანონი - წინამორბედისა - 8 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
_ კატავასია: „აღაღე პირი ჩემი...“
_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- წარდგომა წინამორბედისა: „ვითარცა მარგარიტი...“ (ჴმა VIII) 2-გზის.
„დიდება“ „აწ და“ მისივე.
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი და იკოსი - წინამორბედისა (ჴმა II).
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
_ „განმანათლებელი“ წინამორბედისა: „ნათლის მომფენელად...“ 2-გზის
„დიდება“ „აწ და“ მისივე: „ნუგეშინისცემად ყოვლადწმიდაო...“
_ „ყოველი სული“- იგალობება.
_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები: წინამორბედისა - 4 მუხლი.
„დიდება“ მისივე: „ყოვლად პატიოსანი...“ (ჴმა VI).
„აწ და“ მისივე: „კეთილის მოყვარეო...“ (ჴმა VI).
_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
ტროპარი წინამორბედისა: „ქვეყანით აღმობრწყინდა თავი...“ (ჴმა IV).
„დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა IV).
ჟამებზე:
_ ტროპარი და კონდაკი: წინამორბედისა.
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია
_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.
_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:
- წინამორბედის კანონის III და VI გალობებიდან - 8 მუხლი (ძლისპირით) თავისი „დიდება“, „აწ და“-თი.
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა;
- წინამორბედისა.
კონდაკები: „დიდება“ - წინამორბედისა;
„აწ და“ - ტაძრისა.
ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპარები: - წინამორბედისა;
- ტაძრისა.
კონდაკები: - წინამორბედისაა.
„დიდება“ - ტაძრისა;
„აწ და“ – „სასოო და შესავედრებელო...”.
წარდგომა, ალილუია და განიცადე – დღისა და წინამორბედისა.
სამოციქულო და სახარება - დღისა და წინამორბედისა.
შენიშვნა: Богослужебные указания на 2024г. (გვ. 164) აჩვენებს მხოლოდ წინამორბედის წარდგომას, ალილუიას და განიცადეს.
წარდგომა: (ჴმა VII) „აღამაღლებდით უფალსა ღმერთსა ჩვენსა და თაყვანის-ჰსცემდით კვარცხლბეკსა ფერხთა მისთასა რამეთუ წმიდა არს“.
მუხლი: „უფალი სუფევს განრისხნედ ერნი, რომელი ზის ზედა ქერაბინთა, შეიძარნ ქვეყანა“.
წარდგომა (ჴმა VII): „იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ და წრფელთა შუენის ქება“.
ალილუია (ჴმა I): „მოიხსენე კრებული შენი, რომელ მოიგე დასაბამითგან“.
მუხლი: „ხოლო ღმერთმან, მეუფემან ჩვენმან წინა საუკუნეთმან შეჰქმნა ცხოვრება შორის ქვეყანისა“.
ალილუია (ჴმა III): „მართალი ვითარცა ფინიკი აღყუავნეს და ვითარცა ნაძვი ლიბანისა განმრავლდეს“.
განიცადე: „ცხოვრება ჰქმნა შორის ქუეყანისა ღმერთმან“.
განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდეს“.