1 კორ. 146 დას. X, 23-28
ყოველივე ჯერ-არს ჩემდა, არამედ არა ყოველი უმჯობეს არს; ყოველივე ჯერ-არს ჩემდა, არამედ არა ყოველი აღმაშენებელ არს. ნუვინ თავისასა ხოლო ეძიებნ, არამედ მოყუსისასაცა თითოეული. ყოველი, რომელი სამზარეულოს ისყიდებოდის, ჭამეთ და ნურარას განიკითხავთ იჭჳსათჳს. რამეთუ უფლისაჲ არს ქუეყანაჲ და სავსებაჲ მისი. ხოლო უკუეთუ ვინმე გხადის თქუენ ურწმუნოთაგანი, და გნებავს მისლვაჲ, ყოველივე წინა-დაგებული თქუენი ჭამეთ და ნურარას განიკითხავთ იჭჳსათჳს. ხოლო უკუეთუ ვინმე გითხრას თქუენ, ვითარმედ: ესე ნაკერპავი არს, - ნუ შჭამთ მის მაუწყებელისათჳს და იჭჳსა, რამეთუ უფლისაჲ არს ქუეყანაჲ და სავსებაჲ მისი.
ლკ. 105 დას. XXI, 8-9, 25-27, 33-36
ხოლო თავადმან თქუა: იხილეთ, ნუუკუე სცთეთ, რამეთუ მრავალნი მოვიდოდიან სახელითა ჩემითა და იტყოდიან, ვითარმედ: მე ვარ და ჟამი მოწევნულ არს, არამედ ნუ მიხუალთ შედგომად მათდა. და ოდეს გესმოდიან ბრძოლანი და შფოთნი, ნუ შესძრწუნდებით, რამეთუ ჯერ-არს ესე პირველად ყოფად, და არღა მეყსეულად იყოს აღსასრული. და იყოს სასწაული მზესა შინა და მთოვარესა და ვარსკულავთა, და ქუეყანასა ზედა შეკრებაჲ თესლებისაჲ განკჳრვებითა ოხრისაჲთა ზღჳსაგან და ძრვისა. სულითა კაცთაჲთა შიშისაგან და მოლოდებისა მომავალისა ზედა სოფელსა ამას, რამეთუ ძალნი ცათანი შეიძრნენ. და მაშინ იხილონ ძე კაცისაჲ, მომავალი ღრუბელთა ძალითა და დიდებითა მრავლითა. ცანი და ქუეყანაჲ წარჴდენ, ხოლო სიტყუანი ჩემნი არა წარჴდენ. ეკრძალენით თავთა თქუენთა, ნუუკუე დამძიმდენ გულნი თქუენნი შუებითა და მთრვალობითა და ზრუნვითა ამის სოფლისაჲთა, და მეყსეულად მოიწიოს თქუენ ზედა დღე იგი. რამეთუ ვითარცა საფრჴე მოუჴდეს მსხდომარეთა ზედა პირსა ყოვლისა ქუეყანისასა. იღჳძებდით უკუე ყოველსა ჟამსა და ევედრებოდეთ, რაჲთა ღირს იქმნნეთ განრინებად ამის ყოვლისაგან, რომელი ყოფად არს, და დადგომად წინაშე ძისა კაცისა.