საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.
წლის ციკლის მსახურება – არ აღესრულება.
კვირის ციკლისა - - - - - პარაკლიტონიდან და მარხვანიდან.
სადღეღამისო ციკლისა - - - - - ჟამნიდან.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის III პერიოდი.
ტიპიკონი: ხორციელის შაბათის მიცვალებულთა მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
IX ჟამი:
_ ტროპარი და კონდაკი: წინამორბედისა.
მწუხრის ჟამი:
_ „მოვედით თაყვანის-ვჰსცეთ“ 3-გზის - იკითხება.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.
_ რიგითი კანონი - მე-18.
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება VI ჴმაზე).
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“- სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად:
- მოწამეთა - 3 მუხლი (ჴმა VI, პარაკლიტონიდან).
- მარხვანისა - 3 მუხლი (ჴმა VIII).
„დიდება“ მარხვანისა: „ვჰგოდებ მწარედ...“ (ჴმა VIII).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“ (მიმდინარე ხმისა): „ვინ არა გნატრიდეს...“ (ჴმა VI).
_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.
_ ნაცვლად დღის წარდგომისა: „ალილუია“ (ხმა VIII) თავისი მუხლებით:
1. „ნეტარ-არს, რომელი გამოირჩიე და შეიწყნარე უფალო და სახსენებელი მათი იყოს თესლითი თესლადმდე“.
2. „სულმან მათმან კეთილთა შინა განისვენოს“.
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: მიცვალებულთა (პარაკლიტონიდან).
ჩასართავები:
1. „ნეტარ-არს, რომელი გამოირჩიე და შეიწყნარე უფალო და სახსენებელი მათი იყოს თესლითი თესლადმდე“.
2. „სულმან მათმან კეთილთა შინა განისვენოს და ნათესავმან მათმან დაიმკვიდროს ქვეყანა“.
„დიდება“ მარხვანისა: „დასაბამ და არსება...“ (ჴმა VI).
„აწ და“ მისივე: „მეოხებითა მშობელისა...“ (ჴმა VI).
_„აწ განუტევე“.
_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:
ტროპარი მიცვალებულთა: „რომელი სიღრმითა მით...“ (ჴმა VIII).
„დიდება“ „აწ და“ მისივე: „შენ ხარ ზღუდე...“ (ჴმა VIII).
ცისკრის ჟამი:
_ „ღმერთი უფალი“ -ს ნაცვლად იგალობება „ალილუია“ - 3-ჯერ (ხმა VIII) თავისი მუხლებით:
1. „ნეტარ-არს, რომელი გამოირჩიე და შეიწყნარე უფალო“.
2. “და სახსენებელი მათი იყოს თესლითი თესლადმდე“.
3. „სულმან მათმან კეთილთა შინა განისვენოს“.
ტროპარი მიცვალებულთა: „რომელი სიღრმითა...“ (ჴმა VIII) 2-გზის.
„დიდება“ „აწ და“ მისივე: „შენ ხარ ზღუდე...“ (ჴმა VIII).
_ რიგითი კანონები: მე-16 და მე-17.
_ I რიგითი კანონის შემდეგ მცირე კვერექსი.
_ წარდგომა შემდგომად I სტიქოლოგიისა:
მოწამეთა 2 მუხლი შემდგომად I სტიქოლოგიის წარდგომიდან.
ჩასართავი: „საკვირველ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა, ღმერთი ისრაელისა“.
მოწამეთა 1 მუხლი შემდგომად II სტიქოლოგიის წარდგომიდან.
ჩასართავი: „ნეტარ არს რომელი გამოირჩიე და შეიწყნარე უფალო და სახსენებელი მათი იყოს თესლითი თესლამდე“.
მიცვალებულთა 1 მუხლი შემდგომად II სტიქოლოგიის წარდგომიდან.
„დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა შემდგომად II სტიქოლოგიის წარდგომიდან.
_ წაიკითხება მე-17კანონის I ნაწილი დავითნიდან (შესავლის გარეშე, ანუ არა ვამბობთ „უფალო შეგვიწყალენ“- 3-გზის და „დიდება, აწდას“. 1-ლი ნაწილის ბოლო მუხლი: „უკუნისამდე არა დავივიწყნე...“ - წაიკითხება 3-გზის).
ჩასართავი: „კურთხეულ-ხარ შენ უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი“.
_ მიცვალებულთა კვერექსი (მცირე).
_ წაიკითხება მე-17კანონის მე-2 ნაწილი დავითნიდან (შესავლის გარეშე. მე-2 ნაწილის ბოლო მუხლი: „შევსცეთი მე ვითარცა...“ - წაიკითხება 3-გზის).
ჩასართავი: „მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე“.
_ შემდგომად მე-17 კანონისა, წაიკითხება ან იგალობება: „კურთხეულ ხარ შენ უფალო...“ და ტროპრები შემდგომად „ნეტარარიანისა“: „კრებულმან წმიდათამან...“ (მარხვანიდან ან ჟამნიდან).
_ მიცვალებულთა კვერექსი (მცირე).
_ წაიკითხება წარდგომა: „განუსვენე მაცხოვარო ჩვენო...“ (ჴმა V).
„დიდება“ „აწ და“ – „რომელი ქალწულისაგან აღმოუბრწყინდი...“.
_ 50-ე ფსალმუნი.
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
I კანონი ტაძრისა - 6 მუხლად (ძლისპირი 2-გზის).
II კანონი მიცვალებულთა - 8 მუხლად (ძლისპირის გარეშე) (ტრიოდიონიდან).
შენიშვნა: ხორციელის შაბათს აგრეთვე იკითხება საცისკრო კანონთა II გალობაც 8 მუხლად (ძლისპირი 2 გზის), რომლის ტროპარებს შორის ჩავურთავთ ჩასართავს: „განუსვენე უფალო სულთა მიცვალებულთა მონათა და მხევალთა შენთასა” კატავასია - იგივე ძლისპირი.
_ კატავასია: მარხვანისა
_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- წარდგომა მარხვანისა: „ჩვენთვის დაითმინე...“ (ჴმა V).
„დიდება“ - იგივე.
„აწ და“ - მისივე: „მსწრაფლი ფარვა...“
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
_ მიცვალებულთა კვერექსი (მცირე).
- კონდაკი და იკოსი - მიცვალებულთა (ჴმაVIII).
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
_ „განმანათლებელი“ მარხვანისა: „რომელი ცხოველთა...“.
„დიდება“ მისივე: „განუსვენე მონათა...“
„აწ და“ მისივე: „მარიამ უქორწინებელო...“
_ „აქებდითსა უფალსა ცათაგან“ - იკითხება.
_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები მარხვანისა - 4 მუხლად (ჴმა VIII).
„დიდება“ მისივე: „ვითარცა ყვავილი...“ (ჴმა II).
„აწ და“ მისივე: „გიხაროდენ მარიამ...“ (ჴმა II).
_ „დიდებამაღალიანი“ - იკითხება.
_ „აღვივსენითსა“ ზედა დასდებლები: მიცვალებულთა (ჴმა II).
ჩასართავები:
1. „ნეტარ-არს, რომელი გამოირჩიე და შეიწყნარე უფალო და სახსენებელი მათი იყოს თესლითი თესლამდე“.
2. „სულმან მათმან კეთილთა შინა განისვენოს“.
„დიდება“ მისივე: „მწუხარე იქმნა ადამ...“ (ჴმა VI).
„აწ და“ მისივე: „შენ ხარ ღმერთი...“ (ჴმა VI).
_ „კეთილ არს აღსარებად უფლისა“ - 1-გზის.
ტროპარი მიცვალებულთა: „რომელი სიღრმითა მით...“ (ჴმა VIII).
„დიდება“ „აწ და“ მისივე: „შენ ხარ ზღუდე...“ (ჴმა VIII).
ჟამებზე:
_ ტროპარი: „რომელი სიღრმითა მით...“ (ჴმა VIII).
_ კონდაკი: „წმიდათა თანა განუსვენე...“(ჴმა VIII).
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:
_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.
_ „ნეტარებების“ გალობის დროს ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად.
მარხვანის კანონის III გალობიდან - 4 მუხლი (ძლისპირით).
მარხვანის კანონის VI გალობიდან - 4 მუხლი, „დიდება“ „აწ და“-თი.
შესვლად:
ტროპარი: „რომელი სიღრმითა მით...“.
კონდაკი: „დიდება“ – „წმიდათა თანა განუსვენე...“.
„აწ და“ – „შენ ხარ ზღუდე...“.
წარდგომა, ალილუია და განიცადე - მიცვალებულთა.
სამოციქულო და სახარება - დღისა და მიცვალებულთა.
წარდგომა (ჴმა VI): „სულმან მათმან კეთილთა შინა განისვენოს და ნათესავმან მათმან დაიმკვიდროს ქვეყანა“.
მუხლი: „შენდამი უფალო, აღვიღე სული ჩემი, ღმერთო ჩემო შენ გესავ, ნუ მრცხვენებინ მე უკუნისამდე“.
ალილუია (ჴმა VI): „ნეტარ არს რომელი გამოირჩიე და შეიწყნარე უფალო და სახსენებელი მათი იყოს თესლითი თესლადმდე“.
მუხლი (ჴმა VI): „სულმან მათმან კეთილთა შინა განისვენოს და ნათესავმან მათმან დაიმკვიდროს ქვეყანა“.
განიცადე: „ნეტარ არს რომელი გამოირჩიე და შეიწყნარე უფალო, და სახსენებელი მათი იყოს თესლითი თესლადმდე“.