„1. მას ჟამსა შინა ესმა ჰეროდეს, ოთხთა მათ სამთავროთა მთავარსა, ჰამბავი იესუისი, 2. და ჰრქუა მონათა თვისთა: ესე არს იოვანე ნათლის-მცემელი, იგი აღდგომილ არს მკუდრეთით, და მისთვის იქმნებიან ძალნი ესე მის თანა. 3. რამეთუ ამან ჰეროდე შეიპყრა იოვანე და შებორკილა იგი და საპყრობილესა შეაყენა ჰეროდიაისთვის, ცოლისა ფილიპეს, ძმისა თვისისა. 4. რამეთუ ეტყოდა მას იოვანე, ვითარმედ: არა ჯერ-არს შენდა, ვითარმცა გესუა იგი ცოლად. 5. და უნდა ღათუ მისი მოკლვაი, არამედ ეშინოდა ერისა მის, რამეთუ ვითარცა წინაწარმეტყუელი ეპყრა მათ იგი. 6. და ვითარცა შობისა დღენი იყვნეს ჰეროდესნი, როკვიდა ასული ჰეროდიაისი შორის, და სთნდა ჰეროდეს როკვაი იგი მისი. 7. რომლისათვის ფიცით აღუთქუა მას მიცემად, რაიცა ითხოვოს. 8. ხოლო იგი წინაისწარ ბირებულ იყო დედისაგან თვისისა და ჰრქუა: მომეც მე აქა ლანკნითა თავი იოვანესი, ნათლის-მცემელისაი. 9. და შე-ღავე-წუხნა მეფე იგი, არამედ ფიცისა მისთვის და მის თანა მეინახეთა ბრძანა მიცემად იგი მას. 10. და მიავლინა იგი და მოჰკუეთა თავი იოვანესი საპყრობილესა შინა. 11. და მოართუეს თავი მისი ლანკნითა და მისცეს ქალსა მას, და მან მიართუა დედასა თვისსა. 12. და მოვიდეს მოწაფენი მისნი და წარიღეს გუამი მისი და დაჰფლეს იგი და მოვიდეს და უთხრეს იესუს. 13. ესმა რაი ესე იესუს, განეშორა მიერ ნავითა და წარვიდა უდაბნოსა ადგილსა თვისაგან. და ვითარცა ესმა ერსა მას, მისდევდეს მას მკვირცხლ ქალაქებისაგან.“