საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - საზიარო თვენიდან (ღირსისა).
კვირის ციკლისა - - - - - პარაკლიტონიდან და მარხვანიდან.
სადღეღამისო ციკლისა - - - ჟამნიდან.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.
ტიპიკონი: ყველიერის სამშაბათს „მცირე წმიდის“ (I რანგი) მსახურება.
შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
IX ჟამი:
_ ტროპარი და კონდაკი - ღირსისა.
მწუხრის ჟამი:
_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ - იკითხება.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.
_ რიგითი კანონი - მე-6.
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება VII ჴმაზე).
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად:
- შვიდეულის დღისა - 3 მუხლი (ჴმა VII).
- ღირსისა - 3 მუხლი (ჴმა II).
„დიდება“ მისივე: „შენ, მონოზონთა სიქადულო...“ (ჴმა VIII).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა „რვა ხმათა“ (დღისა და „დიდების“ ხმის მიხედვით): „გიხაროდენ სიქადულო ყოვლისა...“ (ჴმა VIII).
_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.
_ წარდგომა - დღისა.
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: მარხვანიდან, რომელსაც ჩაერთვის 2 მუხლი ჟამნიდან:
- „შენდამი აღვიხილენ თვალნი...“
- „მიწყალენ ჩვენ უფალო შემიწყალენ...“
„დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა მისივე.
_ „აწ განუტევე“.
_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:
„დიდება“ ღირსისა: „უდაბნოსა მოქალაქედ...“ (ჴმა I).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა „რვა ხმათა“ (დღისა და „დიდების“ ხმის მიხედვით): „რომელმან მუცლად-იღე...“ (ჴმა I).
ცისკრის ჟამი:
_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება I ჴმაზე).
„დიდება“ ღირსისა: „უდაბნოსა მოქალაქედ...“ (ჴმა I).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა „რვა ხმათა“ (დღისა და „დიდების“ ხმის მიხედვით): „რომელმან მუცლად-იღე...“ (ჴმა I).
_ რიგითი კანონები: მე-7 და მე-8.
_ რიგითი კანონები შემდეგ მცირე კვერექსები - არ აღესრულება.
_ წარდგომა შემდგომად I სტიხოლოღიისა - პარაკლიტონიდან.
„დიდება“ „აწ და“ მისივე.
_ წარდგომა შემდგომად II სტიხოლოღიისა - მარხვანიდან.
„დიდება“ „აწ და“ მისივე.
_ 50-ე ფსალმუნი.
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
I, III, IV, V, VI და VII ოდები (გალობები)
I კანონი - შვიდეულის დღის - 6 მუხლი (ძლისპირი 1-გზის).
II კანონი - შვიდეულის დღის - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე).
III კანონი - ღირსისა - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე).
II ოდა (გალობა)
I კანონი - სამსაგალობელი - 8 მუხლი (ძლისპირით).
VIII და IX ოდები (გალობები)
I კანონი - ღირსისა - 6 მუხლი (ძლისპირი 1-გზის).
II კანონი - სამსაგალობელი - 8 მუხლი (ძლისპირის გარეშე).
_ კატავასია: II, VIII და IX ოდების (გალობების) შემდგომ სამსაგალობლის
II კანონის ძლისპირი.
_ კატავასია: III და VI ოდების (გალობების) შემდგომ ღირსის კანონის ძლისპირი.
_ „უმცირესი“ - „უფალსა უგალობდით“.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- წარდგომა ღირსისა: „მოღვაწებისა ზეთითა...“ (ჴმა VIII).
„დიდება“ „აწ და“ იგივე.
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი ღირსისა: „ზეგარდამო მოიღე...“ (ჟამნიდან) (ჴმა II).
შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): „ღირს არსი“.
_ „განმანათლებელი“ შვიდეულის დღისა.
„დიდება“ - ღირსისა: „იწრო გზაი...“
„აწ და“ შვიდეულის დღისა.
_ „აქებდით უფალსა ცათაგან“ - იკითხება (დასდებლების გარეშე).
„დიდება“ „აწ და“ – „შენდა დიდება შვენის ქრისტე ღმერთო ჩვენო...“
_ „დიდებამაღალიანი“ - იკითხება.
_ „აღვივსენითსა“ ზედა დასდებლები: მარხვანიდან, რომელსაც ჩაერთვის 2 მუხლი ჟამნიდან:
- „აღვივსენით ჩვენ ცისკარსა...“;
- „და იყავნ ნათელი უფლისა...“;
„დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა მისივე.
_ „კეთილ არს აღსარებად უფლისა“ - 1 გზის.
„დიდება“ ღირსისა: „უდაბნოსა მოქალაქედ...“ (ჴმა I).
„დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ „უმცირესთაგანი“ – „კეთილ არსზე“ (დღისა და ტროპარის ხმის მიხედვით): „ზესთა სიტყვისა და გონებისა...“ (ჴმა I).
ჟამებზე:
_ ტროპარი და კონდაკი - ღირსისა.
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:
_ „ყოველდღიური ანტიფონები“ - „კეთილ-არს აღსარებად უფლისა...“.
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობისაა:
ტროპრები: - ტაძრისა;
- შვიდეულის დღისა;
- ღირსისა.
კონდაკები: - შვიდეულის დღისა;
- ღირსისა;
„დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“
„აწ და“ - ტაძრისა.
ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპრები: - შვიდეულის დღისა;
- ტაძრისა;
- ღირსისა.
კონდაკები: - შვიდეულის დღისა;
- ტაძრისა.
- ღირსისა;
„დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“
„აწ და“ – „სასოო და შესავედრებელო...“.
წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და ღირსისა.
სამოციქულო და სახარება - დღისა და ღირსისა.
წარდგომა (ჴმა VII): „იხარებდენ მართალნი უფლისა მიმართ და ესვიდენ მას“.
მუხლი: „შეისმინე ღმერთო ხმისა ჩემისა, გევედრებოდი რაიმე შენდამი“.
წარდგომა (ჴმა VII): „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკვდილი წმიდათა მისთა“.
ალილუია (ჴმა IV): „მართალი ვითარცა ფინიკი აღყვავნეს და ვითარცა ნაძვი ლიბანისა განმრავლდეს“.
მუხლი: „შეისმინე ღმერთო ხმისა ჩემისა, გევედრებოდი რაიმე შენდამი“.
ალილუია (ჴმა VI): „ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად“.
განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“ (დღისა და ღირსისა ემთხვევა ერთმანეთს).