უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

საღამოს მსახურება: მცირე სერობის ჟამი.

დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ დიდი ცისკარი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება - - - ტრიოდიონიდან.

კვირის ციკლის - - - - - - ტრიოდიონიდან.

სადღეღამისო ციკლის - - - - - ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის III პერიოდი.

ტიპიკონი: ყველიერის ხუთშაბათს „სადიდებლიანი“ (IV რანგი) მსახურება.

შენიშვნა: შუაღამის ჟამი სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

 

მცირე სერობის ჟამი:

აღსავლის კარი დახურულია და კრეტსაბმელი გახსნილია.

_ მღვდელი: „კურთხეულ არს ღმერთი ჩვენი...“ (დახურული აღსავლის კარის წინ).

_ მედავითნე: ამინ. დასაწყისი ლოცვები: „დიდება შენდა ღმერთო ჩვენო დიდება შენდა“, „მეუფეო ზეცათაო“, „წმიდაო ღმერთო“, „ყოვლადწმიდაო სამებაო“, „მამაო ჩვენო“.

_ მღვდელი: „რამეთუ შენი არს სუფევა...“

_ მედავითნე: ამინ.

- „უფალო შეგვიწყალენ“ - 12-გზის.

- „დიდება“ „აწ და“.

- „მოვედით თაყვანის-ვსცეთ...“ - 3-გზის.

_ მედავითნე: 50-ე, 68-ე და 142-ე ფსალმუნები.

_ მედავითნე: „დიდებამაღალიანი“.

_ მედავითნე: მრწამსი.

შენიშვნა: ღმრთისმშობლის კანონის ნაცვლად - წაიკითხება კანონი იმ წმიდისა, რომლის ხსენებაც მოიწევა ყველიერის შაბათს: მოწ. ევტროპი, კლეონიკე და ვასილისკოსი (საზიარო თვენიდან).

_ „ღირს არსი“ - იგალობება.

_ მედავითნე: „უფალო ღაღად-ვჰყავსა“ ზედა დასდებლები თავისი „დიდება“ „აწ და“- თი, იმ წმიდისა რომლის კანონიც იქნა წაკითხული.

_ მედავითნე: „წმიდაო ღმერთო...“. „ყოვლად-წმიდაო სამებაო...“ „მამაო ჩვენო...“

_ მღვდელი: „რამეთუ შენი არს სუფევა...“

_ მედავითნე: ამინ.

- კონდაკი ღირსისა: „ცხოვრებაი შენი...“ (ჴმა VIII).

- „უფალო შეგვიწყალენ“ - 40-გზის.

- ლოცვა: „რომელი ყოველსა დღესა...“

- „დიდება“ „აწ და“.

- „უპატიოსნესა ქერუბიმთასა...“

- „სახელითა უფლისათა... გვაკურთხენ“!

_ მღვდელი: „ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა...“

_ მედავითნე: ამინ.

- ლოცვა: „უბიწოო შეუგინებელო...“

- ლოცვა: „მომეც ჩვენ მეუფეო...“

- ლოცვა: „უფროსად დიდებულო...“

- ლოცვა: „სასოება ჩემდა მამა..“

_ მღვდელი: ასამაღ: „დიდება შენდა ქრისტე ღმერთო...~

- „დიდება“ „აწ და“. „უფალო შეგვიწყალენ“ - 3-გზის. „სახელითა უფლისათა... გვაკურთხენ“.

_ მღვდელი ამბიონზე აღასრულებს ჩამოლოცვას.

_ გუნდი: ამინ.

 

დიდი ცისკარი:

_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ჴმაზე).

ტროპარი ღირსისა: „სიყრმითგან ფრთოვან-ქმნილმან...“ 2-გზის (ჴმა IV).

„დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპრის ხმის მიხედვით): „რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა IV).

_ რიგითი კანონები: მე-13 და მე-14.

_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.

_ წარდგომები შემდგომად სტიხოლოღიებისა: ღირსისა (ტრიოდიონიდან).

„დიდება“ „აწ და“ მისივე.

_ „სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები).

_ „გადიდებსა“ ღირსისა (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით - დავითნიდან).

_ „წარდგომა“ შემდგომად „სადიდებელისა“: „ქვეყნიერი ხრწნილება...“ 2-გზის.

„დიდება“ „აწ და“ მისივე: „სული ჩემი...“.

_ I ანტიფონი IV ხმისა (კვირის ცისკრისა).

_ წარდგომა (საცისკრო სახარებისა): „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა“ (ჴმა VII).

მუხლი: „რაი მივაგო უფალსა ყოვლისავეთვის, რომელი მომაგო მე“.

_ საცისკრო სახარება: მთ. 43 დას. XI, 27-30.

_ 50-ე ფსალმუნი.

„დიდება“ - „მეოხებითა ღირსისა მამისა შიო მღვიმელისათა...“

„აწ და“ - „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...“

- „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“).

- „ღირსო მამაო...“ (ტრიოდიონიდან).

შენიშვნა: მორმწუმენეები ემთხვევიან ხატს (ზეთისცხება არ აღესრულება).

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)

I - III - V- VI - VII გალობები:

I კანონი - ღმრთისმშობლისა - 6 მუხლი (ძლისპირი 2-გზის).

II კანონი - ღირსისა - 8 მუხლი (ძლისპირის გარეშე).

_ კატავასია - „აღაღე პირი ჩემი“.

IV - VIII - IX გალობები:

I კანონი - ღირსისა - 6 მუხლი (ძლისპირით).

III კანონი - სამსაგალობელი - 8 მუხლი (ძლისპირის გარეშე).

_ კატავასია - მარხვანისა.

_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.

_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):

- წარდგომა ღირსისა: „ყოველი ქვეყანა...“ 2-გზის (ჴმა VIII).

„დიდება“ „აწ და“ მისივე: „ზეცისა ბჭესა...“ (ტრიოდიონიდან).

_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):

- კონდაკი და იკოსი ღირსისა (ჴმა II).

_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.

_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):

_ „განმანათლებელი ღირსისა: „მსგავსად სახარებისა...“.

„დიდება“ მისივე: „სანატრელო შიო...“.

„აწ და“ მისივე: „რომელიცა ღმრთისმშობელო...“.

_ „აქებდით უფალსა ცათაგან“ - იკითხება.

_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - 4 მუხლად:

- ღირსისა - 4 მუხლი.

„დიდება“ ღირსისა: „მიწიერთა რა...“ (ჴმა VIII).

„აწ და“ მისივე: „დედოფალო შეიწირე...“.

_ „დიდებამაღალიანი“ - იკითხება.

_ „აღვივსენითსა“ ზედა დასდებლები - მარხვანისა (ჟამნის ჩასართავებით):

„დიდება“ ღირსისა: „ხსენებისა შენისა...“ (ჴმა VIII).

„აწ და“ მისივე: „დედათა შორის...“.

_ „კეთილ არს აღსარებად უფლისა“ - 1-გზის.

ტროპარი ღირსისა: „სიყრმით ფრთოვან ქმნილმან...“ (ჴმა IV).

„დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „შვიდეულის დღის განსატევებელი“ ანუ „უმცირესთაგანი“ – „კეთილ არსზე“ (დღისა და ტროპრის ხმის მიხედვით): „სიტყვასა მამისასა...“ (ჴმა IV).

 

ჟამებზე:

_ ტროპარი და კონდაკი - ღირსისა.

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.

_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:

- ღირსის კანონის III და VI გალობიდან - 4 მუხლი (ძლისპირით) თავისი „დიდება“ „აწ და“- თი.

შესვლად:

ა) თუ ტაძარი მაცხოვრის და ღმრთისმშობლის სახელობისაა:

ტროპარები: - ტაძრისა;

- ღირსისა.

კონდაკები: „დიდება“ - ღირსისა;

„აწ და“ - ტაძრისა.

 

ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:

ტროპარები: - ტაძრისა;

- ღირსისა.

კონდაკები: - ტაძრისა;

„დიდება“ - ღირსისა;

„აწ და“ – „სასოო და შესავედრებელო...“.

 

წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და ღირსისა.

სამოციქულო და სახარება - დღისა და ღირსისა.

 

წარდგომა (ჴმა VIII): „ყოველსა ქვეყანასა განხდა ჴმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი“.

მუხლი: „ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ჴელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო“.

წარდგომა (ჴმა VII): „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა“

ალილუია (ჴმა I): „აღიარებენ ცანი საკვირველებათა შენთა, უფალო, და ჭეშმარიტებასა შენსა ეკლესიასა შინა წმიდათასა“ .

მუხლი: „ღმერთი დიდებულ არს ზრახვასა შინა წმიდათასა“ .

ალილუია (ჴმა VI): „ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, და მცნებათა მისთა ინებოს ფრიად“.

განიცადე: „ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი“.

განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.