საღამოს მსახურება: მცირე სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ დიდი ცისკარი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.
წლის ციკლის მსახურება - - არ აღესრულება.
კვირის ციკლისა - - - - მარხვანიდან.
სადღეღამისო ციკლისა - - - - ჟამნიდან.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის III პერიოდი.
ტიპიკონი: ყველიერის შაბათის მსახურება.
შენიშვნა: შუაღამის ჟამი სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
მცირე სერობის ჟამი:
აღსავლის კარი დახურულია და კრეტსაბმელი გახსნილია.
_ მღვდელი: „კურთხეულ არს ღმერთი ჩვენი...“ (დახურული აღსავლის კარის წინ).
_ მედავითნე: ამინ. დასაწყისი ლოცვები: „დიდება შენდა ღმერთო ჩვენო დიდება შენდა“.
„მეუფეო ზეცათაო“. „წმიდაო ღმერთო“. „ყოვლადწმიდაო სამებაო“. „მამაო ჩვენო“.
_ მღვდელი: „რამეთუ შენი არს სუფევა...“
_ მედავითნე: ამინ.
- „უფალო შეგვიწყალენ“ - 12-გზის.
- „დიდება“ „აწ და“.
- „მოვედით თაყვანის-ვსცეთ...“ - 3-გზის.
_ მედავითნე: 50-ე, 69-ე და 142-ე ფსალმუნები.
_ მედავითნე: „დიდებამაღალიანი“.
_ მედავითნე: მრწამსი.
შენიშვნა: წაიკითხება კანონი: მიცვალებულთა მიმდინარე ხმისა.
_ „ღირს არსი“ - იგალობება.
_ მედავითნე: „წმიდაო ღმერთო...“. „ყოვლად-წმიდაო სამებაო...“ „მამაო ჩვენო...“
_ მღვდელი: „რამეთუ შენი არს სუფევა...“
_ მედავითნე: ამინ.
- კონდაკი მარხვანისა (მამათა).
- „უფალო შეგვიწყალენ“ - 40გზის.
- ლოცვა: „რომელი ყოველსა დღესა...“
- „დიდება“ „აწ და“.
- „უპატიოსნესა ქერუბიმთასა...“
- „სახელითა უფლისათა... გვაკურთხენ“!
_ მღვდელი: „ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა...“
_ მედავითნე: ამინ.
- ლოცვა: „უბიწოო შეუგინებელო...“
- ლოცვა: „მომეც ჩვენ მეუფეო...“
- ლოცვა: „უფროსად დიდებულო...“
- ლოცვა: „სასოება ჩემდა მამა..“
_ მღვდელი: ასამაღ: „დიდება შენდა ქრისტე ღმერთო...“
- „დიდება“ „აწ და“. „უფალო შეგვიწყალენ“ - 3-გზის. „სახელითა უფლისათა... გვაკურთხენ“.
_ მღვდელი ამბიონზე აღასრულებს ჩამოლოცვას.
_ გუნდი: ამინ.
ცისკრის ჟამი:
_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ჴმაზე).
ტროპარი ღირსთა მამათა: „ღმერთო მამათა ჩუენთაო...“ (ჴმა IV) _ 2- გზის.
„დიდება, აწ და“ ღმრთისმშობლისა აღდგომისა განსატევებელი (ტროპარის ხმის მიხედვით): „რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა IV).
_ რიგითი კანონები: მე-16 და მე-17. მე-17 კანონის კითხვისას აღესრულება კმევა სრულიად ტაძრისა.
_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.
_ წარდგომები შემდგომად I და II სტიქოლოგიებისა - მარხვანისა.
„დიდება“ და „აწ და“ მისივე.
_ 50-ე ფსალმუნი.
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
I კანონი - ტაძრისა - 6 მუხლი (ძლისპირით, ძლისპირი 2-გზის).
II კანონი – ღირსთა მამათა - 8 მუხლი (ძლისპირის გარეშე) (მარხვანიდან).
_ კატავასია - მარხვანისა.
_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.
შენიშვნა: წაიკითხება ღირ. მამათა II გალობა 8 მუხლად, ძლისპირით. ჩასართავი მუჴლთა შორის: „ღირსნო მამანო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის“. კატავასია: „იხილეთ იხილეთ...“
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- წარდგომა ღირსთ მამათა: „ვითარცა შარავანდედნი...“ (ტრიოდიონიდან).
- სხუა წარდგომა ღირსთა: „ანტონის და ექვთიმეს...“ (ტრიოდიონიდან).
„დიდება“ მისივე: „კრულება ესე ვნებათა...“ (ტრიოდიონიდან).
„აწ და“ მისივე: „უყესა შთავვარდი...“ (ჴმა VII).
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი და იკოსი – ღირსთა მამათა (ტრიოდიონიდან).
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა):
_ „განმანათლებელი“ ღირსთა: „მცნებაჲ მაცხოვრისა...“ (ტრიოდიონიდან).
„დიდება, აწ და“ მისივე: „მარხვითა განბრწყინდით...“ (ტრიოდიონიდან).
_ „ყოველი სული“ - იგალობება.
_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები: ღირსთა მამათა _ 4 მუხლად.
„დიდება“ ღირსთა: „ღირსნო მამანო...“ (ჴმა VI).
„აწ და“ ღმრთისმშობლისა: „ღმრთისმშობელო ქალწულო, შენ ხარ ვენახი ჭეშმარიტი...“
_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
ტროპარი ღირსთა: „ღმერთო მამათა ჩუენთაო...“ (ჴმა IV).
„დიდება, აწ და“ ღმრთისმშობლისა აღდგომისა განსატევებელი (ტროპარის ხმის მიხედვით): „რომელი საუკუნითგან...“ (ჴმა IV).
ჟამებზე:
_ ტროპარი – ღირსთა მამათა;
_ კონდაკი – ღირსთა მამათა.
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:
_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.
_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობისას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:
ღირსთა მამათა კანონის III გალობიდან - 4 მუხლი (ძლისპირით).
და VI გალობიდან - 4 მუხლი, „დიდება“ „აწ და“ - თი.
შესვლად:
ა) თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობისაა:
ტროპარები: - ტაძრისა;
- ღირ. მამათა;
კონდაკები: „დიდება“ - ღირ. მამათა;
„აწ და“ - ტაძრისა.
ბ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
ტროპარები: - ღირ. მამათა;
- ტაძრისა.
კონდაკები: - ტაძრისა.
„დიდება“ - ღირ. მამათა;
„აწ და“ – „სასოო და შესავედრებელო...“
შენიშვნა: საგულისხმოა, რომ მე-2 „ლიტურგიკულ კრებულში“ (გვ. 46) მითითებაა, რომ წმ. სახ. ტაძარში ტაძრის ტროპარი და კონდაკი არ ითქმის, ხოლო „აწ და-ზე“ ითქმის „სოფლისა შემოქმედისა...“.
წარდგომა, ალილუია და განიცადე _ ღირსთა მამათა.
სამოციქულო და სახარება – დღისა და ღირსთა მამათა.
წარდგომა (გალობა მამათა, ჴმა VIII): „იქადიან წმიდანი დიდებითა თვისითა და იხარებდენ სარეცელთა თვისთა ზედა“.
მუხლი: „ამაღლება ღმრთისა პირსა შინა მათსა“.
ალილუია (ჴმა II): „დანერგულნი სახლსა შინა უფლისასა, ეზოთა შინა სახლისა ღმრთისა ჩუენისათა ყუაოდიან“.
მუხლი: „იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ და წრფელთა შვენის ქება“.
განიცადე: „იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ და აუარებდით სახსენებელსა სიწმიდისა მისისასა“.