უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მცირე მწუხრი.

ღამისთევის მსახურება: დიდი მწუხრი _ დიდი ცისკარი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება - - - არ აღესრულება.

კვირის ციკლის - - - - პარაკლიტონიდან და მარხვანიდან.

სადღეღამისო ციკლის - - - ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის III პერიოდი.

ტიპიკონი: ყველიერის კვირის „ღამისთევის“ მსახურება.

 

დიდი მწუხრის ჟამი:

_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ - იგალობება.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ - იგალობება.

_ „ნეტარ არს კაცი“ - I კანონი სრულიად.

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება VIII ხმაზე).

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები - 10 მუხლად:

- აღდგომისა - 3 მუხლი (ჴმა VIII).

- აღმოსავლურისა - 3 მუხლი.

- მარხვანისა - 4 მუხლი.

„დიდება“ მარხვანისა: „დაჰსჯდა ადამ...“ (ჴმა VI).

„აწ და“ ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“ (მიმდინარე ხმისა) (ჴმა VIII): „მეუფე ცათა კაცთმოყვარებისათვის...“

_ შესვლა საცეცხლურით.

_ წარდგომა დღისა.

_ „ლიტიასა“ ზედა დასდებლები: ტაძრისა - 1 მუხლი.

„დიდება“ მარხვანისა: „მზემან ნათელი თვისი...“ (ჴმა VII).

„აწ და“ მისივე: „საიდუმლოდ გიგალობთ...“ (ჴმა VII).

_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: აღდგომისა (მიმდინარე ხმისა).

„დიდება“ მარხვანისა: „განიდევნა ადამ...“ (ჴმა VI).

„აწ და” ღმრთისმშობლისა „აღდგომისა“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „შემოქმედი და მხსნელი ჩემი...“ (ჴმა VI).

_ შემდგომად „მამაო ჩვენო“-სი:

- „ღმრთისმშობელო ქალწულო...“ 3-გზის.

 

დიდი ცისკრის ჟამი:

_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება VIII ხმაზე).

ტროპარი აღდგომისა: „მაღლით გარდამოხედ...“ - 2-გზის (ჴმა VIII).

„დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპრის ხმის მიხედვით) (ჴმა VIII): „რომელი ჩვენთვის იშევ...“

_ რიგითი კანონები: მე-2 და მე-3.

_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.

_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - პარაკლიტონიდან.

„დიდება“ „აწ და“ მისივე.

ჩასართავები:

- შემდგომად I სტიქოლოგიის წარდგომისა: „აღსდეგ უფალო ღმერთო ჩვენო, ამაღლდინ ხელი შენი და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად“.

- შემდგომად II სტიქოლოგიისა წარდგომისა: „აღგიარო შენ უფალო ყოვლითა გულითა ჩემითა, და მიუთხრა მე ყოველი საკვირველებაი შენი“.

_ „სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები), რომელსაც დაემატება 136-ე ფსალმუნი: „მდინარეთა ზედა ბაბილოვნისათა...“, რომელიც დამთავრდება VIII ხმის „ალილუიას გალობით“.

_ აღდგომის ტროპარები: „გუნდნი ანგელოზთანი...“ „ჰოი მოწაფენო...“ და ა.შ.

_ იპაკო და ანტიფონები (ჴმა VIII).

_ წარდგომა (საცისკრო სახარებისა): „სუფევს უფალი უკუნისამდე, ღმერთი შენი სიონ თესლითი თესლადმდე“ (ჴმა VIII).

მუჴლი: „აქებს სული ჩემი უფალსა, ვაქებდე უფალსა ცხოვრებასა ჩემსა“.

_ საცისკრო სახარება: სახ. VIII, ინ. 64 დას. XX, 11-18.

_ „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...“ - იგალობება.

_ 50-ე ფსალმუნი.

„დიდება“ - „მსწრაფლ განუხვენ სინანულისა ბჭენი...“ (ჴმა VIII).

„აწ და“ - „ცხოვრებისა გზასა შეცდომილმან...“

- „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“).

- „მრავალთა ცოდვათა ჩემ მიერ...“

შენიშვნა: ამ ლოცვების გალობისას (კითხვისას) ტაძარში მდგომარენი მოიყრიან მუხლს.

_ „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)

I კანონი - აღდგომისა - 4 მუხლი (ძლისპირი 1-გზის).

II კანონი - ჯვარაღდგომისა - 2 მუხლი (ძლისპირის გარეშე).

III კანონი - ღმრთისმშობლისა - 2 მუხლი (ძლისპირის გარეშე).

IV კანონი - მარხვანისა - 6 მუხლი (ძლისპირის გარეშე).

_ კატავასია - მარხვანის კანონის სძლისპირი.

_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.

_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):

- წარდგომა მარხვანისა: „განიდევნა რა ადამ...“ (ჴმა IV).

„დიდება“ მისივე: „აწ ჟამი კეთილმოქმედებისა...“ (ჴმა IV).

„აწ და“ მისივე: „არა სადა დავსდუმნეთ...“

_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):

- კონდაკი და იკოსი - მარხვანისა.

_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.

_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): „წმიდა არს უფალი ღმერთი ჩვენი“.

_ „განმანათლებელი“ აღდგომისა (ათერთმეტთაგანი) (VIII).

„დიდება“ მარხვანისა: „მცნებანი შენნი...“

„აწ და“ მისივე: „განდევნილი უფალო...“

_ „ყოველი სული“ - იგალობება.

_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - 8 მუხლად:

- აღდგომისა - 4 მუხლი.

- აღმოსავლური - 1 მუხლი.

- მარხვანისა - 4 მუხლი (თავისი ჩასართავებით).

„დიდება“ მარხვანისა: „მოიწია ჟამი...“

„აწ და“ „უმეტესად კურთხეულ ხარ შენ...“

_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.

- ტროპარი აღდგომისა (ლუწი ხმისა).

 

I ჟამზე:

„დიდება“ „აწ და“ - გერი VIII სახარებისა.

_ ტროპარი: აღდგომისა (ჴმა VIII).

_ კონდაკი: მარხვანისა.

 

ჟამებზე:

_ ტროპარი: აღდგომისა (ჴმა VIII).

_ კონდაკი: მარხვანისა.

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.

_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 10 მუხლად:

- მიმდინარე ხმისა - 6 მუხლი (პარაკლიტონიდან).

- მარხვანის VI გალობიდან - 4 მუხლი (ტრიოდიონიდან), თავისი „დიდება“ „აწ და“-თი.

შესვლად:

 

თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა:

ტროპარი: - აღდგომისა;

კონდაკი: „დიდება“ „აწ და“ მარხვანისა;

 

თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა:

ტროპარი: - აღდგომისა;

- ტაძრისა;

კონდაკი: „დიდება“ მარხვანისა;

„აწ და“ ტაძრისა.

 

თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:

ტროპარი: - აღდგომისა;

- ტაძრისა;

კონდაკი: „დიდება“ ტაძრისა;

„აწ და“ მარხვანისა.

 

წარდგომა და ალილუია - ყველიერის კვირისა.

სამოციქულო და სახარება - ყველიერის კვირისა.

განიცადე _ კვირისა.

 

წარდგომა (ხმა VIII): „ილოცეთ და მიეცით უფალსა ღმერთა ჩუენსა“.

მუხლი: „განცხადებულ არს ჰურიასტანს ღმერთი და ისრაელსა ზედა დიდ არს სახელი მისი“.

ალილუია (ხმა VI): „კეთილ არს აღსარებად უფლისა და გალობად სახელსა შენსა მაღალო“.

მუხლი: „მითხრობად ცისკარს წყალობა შენი და ჭეშმარიტება შენი ღამედ ღამედ“.

განიცადე: „აქებდით უფალსა ცათაგან...“