საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ მცირე სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ IX ჟამი _ სადილის ჟამი _ მწუხრი.
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - საზიარო თვენიდან (მოწამისა).
კვირის ციკლის - - - მარხვანიდან და პარაკლიტონიდან.
სადღეღემისო ციკლის - - - ჟამნიდან.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის III პერიოდი.
ტიპიკონი: დიდი მარხვის I კვირის ორშაბათი.
შენიშვნა: შუაღამის ჟამი სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
ყველიერის კვირა საღამო
(შენდობის კვირა)
IX ჟამი:
_ ტროპარი: აღდგომისა (ჴმა VIII).
_ კონდაკი: მარხვანისა.
მწუხრის ჟამი:
_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ - იკითხება.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103 ფსალმუნი) - იკითხება.
_ რიგითი კანონი - არ იკითხება
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება VIII ხმაზე).
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები - 10 მუხლად:
- შვიდეულის დღისა - 4 მუხლი (ჴმა VIII).
ა) „სტიქარონსა“ ზედა დასდებლების - 2 მუხლი.
ბ) „აღვივსენითსა“ ზედა დასდებლების - 2 მუხლი.
- მარხვანისა - 3 მუხლი.
- მოწამისა - 3 მუხლი.
„დიდება“ - მოწამისა: „გაქუს შენ მდინარე...“ (ჴმა II).
„აწ და“ - ღმრთისმშობლისა „რვა ხმათა“ (დღისა და „დიდების“ ხმის მიხედვით): „გიხაროდენ მარიამ ღმრთისმშობელო...“ (ჴმა II).
_ შესვლა საცეცხლურით.
_ წარდგომა დიდი: „ნუ გარე მიიქცევ პირსა შენსა...“ (ხმა VIII).
I მუხლი: „ღმერთო მაცხოვარებაი შენი შემეწიენ მე“.
II მუხლი: „იხილონ გლახაკთა და იხარებდნენ“.
III მუხლი: „გამოიძიეთ ღმერთი და სცხონდეს სული თქვენი“.
_ „და ღირს მყვენ...“.
_ თხოვნითი კვერექსი.
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: მარხვანისა (ჟამნის ჩასართავებით).
„დიდება“ - მოწამისა: „მარტვილთა გვირგვინა შემკობილმან...“ (ჴმა VIII).
„აწ და“ - ღმრთისმშობლისა „რვა ხმათა“ (დღისა და „დიდების“ ხმის მიხედვით): „გაბრიილ მთავარანგელოზისა ხმასა...“ (ხმა VIII).
_ „აწ განუტევე“.
_ შემდგომად „მამაო ჩვენო“-სი:
- „ღმრთისმშობელო ქალწულო...“ (ჴმა IV).
- „დიდება“ „ნათლისმცემელო ქრისტესო...“
- „აწ და“ „მეოხ გვეყუენით...“
- „მოწყალებასა შენსა...“
- „უფალო შეგვიწყალენ“ - 40-გზის.
- „დიდება“ „აწ და“.
- „უპატიოსნესსა ქერუბიმთასა...“ „სახელითა უფლისათა... გვაკურთხენ“.
- ასამაღ: „რომელი კურთხეულ არს ქრისტე ღმერთი ჩვენი...“
- ამინ. ლოცვა: „ზეცათა მეუფეო...“ (ჟამნიდან).
_ მღვდელი ამბიონზე აღასრულებს ეფრემ ასურის ლოცვას 3 მეტანიით.
- ასამაღ: „დიდება შენდა ქრისტე ღმერთო...“
- „დიდება“ „აწ და“. „უფალო შეგვიწყალენ“ - 3-გზის. „სახელითა უფლისათა... გვაკურთხენ“.
_ მღვდელი ამბიონზე აღასრულებს დიდ ჩამოლოცვას.
- აღესრულება შენდობის წესი.
მცირე სერობის ჟამი:
აღსავლის კარი დახურულია და კრეტსაბმელი გახსნილია.
_ მღვდელი: „კურთხეულ არს ღმერთი ჩვენი...“ (დახურული აღსავლის კარის წინ).
_ მედავითნე: ამინ. დასაწყისი ლოცვები: „დიდება შენდა ღმერთო ჩვენო დიდება შენდა“.
- „მეუფეო ზეცათაო“. „წმიდაო ღმერთო“. „ყოვლადწმიდაო სამებაო“. „მამაო ჩვენო“.
_ მღვდელი: „რამეთუ შენი არს სუფევა...“
_ მედავითნე: ამინ.
- „უფალო შეგვიწყალენ“ - 12-გზის.
- „დიდება“ „აწ და“.
- „მოვედით თაყვანის-ვსცეთ...“ - 3-გზის.
_ მედავითნე: 50-ე, 69-ე და 142-ე ფსალმუნები.
_ მედავითნე: „დიდებამაღალიანი“.
_ მედავითნე: მრწამსი.
_ „ღირს არსი“ - იგალობება.
_ მედავითნე: „წმიდაო ღმერთო...“ „ყოვლად-წმიდაო სამებაო...“ „მამაო ჩვენო...“
_ მღვდელი: „რამეთუ შენი არს სუფევა...“
_ მედავითნე: ამინ.
- ტროპარი - ტაძრისა.
- ტროპარი შვიდეულის დღისა.
- „ღმერთო მამათა ჩვენთაო...“
- „ყოვლისა სოფლისა წამებულთა...“
- „დიდება” – „წმიდათა თანა განუსვენე...“
- „აწდა” – „მეოხებითა უფალო ყოველთა...“
- „უფალო შეგვიწყალენ“ - 40-გზის.
- ლოცვა: „რომელი ყოველსა დღესა...“
- „დიდება“ „აწდა“.
- „უპატიოსნესა ქერუბიმთასა...“
- „სახელითა უფლისათა... გვაკურთხენ“
_ მღვდელი აღასრულებს წმ. ეფრემ ასურის ლოცვას 16 მეტანიით.
_ მედავითნე: „წმიდაო ღმერთო“. „ყოვლადწმიდაო სამებაო“. „მამაო ჩვენო“.
_ მღვდელი: „რამეთუ შენი არს სუფევა...“
_ მედავითნე: ამინ. „უფალო შეგვიწყალენ“ - 12-გზის.
_ მღვდელი: „ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა...“
_ მედავითნე: ამინ.
- ლოცვა: „უბიწოო შეუგინებელო...“
- ლოცვა: „მომეც ჩვენ მეუფეო...“
- ლოცვა: „უფროსად დიდებულო...“
- ლოცვა: „სასოება ჩემდა მამა...“
_ მღვდელი: „დიდება შენდა ქრისტე ღმერთო სასოებაო ჩვენო დიდება შენდა“.
_ მედავითნე: „დიდება“ „აწ და“. „უფალო შეგვიწყალენ“ - 3 გზის. „სახელითა უფლისათა... გვაკურთხენ“.
_ მღვდელი: მცირე ჩამოლოცვა.
ცისკრის ჟამი:
_ ნაცვლად „ღმერთი უფალი“-სა ითქმის „ალილუია“ (მიმდინარე VIII ჴმაზე).
ტროპარები წმიდა არსისა (ჴმა VIII) - წესისამებრ.
_ რიგითი კანონები: მე-4, მე-5 და მე-6.
_ რიგითი კანონების შემდგომ მცირე კვერექსები - არ აღესრულება.
_ წარდგომა შემდგომად I სტიხოლოღიისა „რვახმათა“ (დღისა და მიმდინარე ხმის მიხედვით) (ხმა VIII) (იხ. მარხვანი გვ. 598).
_ წარდგომები შემდგომად II და III სტიხოლოღიებისა - მარხვანიდან.
„დიდება“ „აწ და“ - მისივე.
_ 50-ე ფსალმუნი.
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
შენიშვნა: „უმცირესის“ კითხვის წესი დიდმარხვაში მოიძიეთ: „ლიტურგიკული კრებული“ I ნომერი, გვ. 20.
I გალობა:
კანონი მოწამისა - 6 მუხლი (ძლისპირით).
სამსაგალობელი - 8 მუხლი (ძლისპირის გარეშე).
შენიშვნა: „კატავასია“ მარხვანისა.
III გალობა:
კანონი მოწამისა - 4 მუხლი + ძლისპირი (საზიარო თვენიდან).
შენიშვნა: „კატავასია“ ამ შემთხვევაში არის მოწამის კანონის ძლისპირი.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- წარდგომა მოწამისა: „ვითარცა ოქროი ბრძმედსა...“ (ხმა I).
„დიდება“ „აწ და“ - იგივე.
IV გალობა:
კანონი მოწამისა - ძლისპირი + 4 მუხლი.
V გალობა:
კანონი მოწამისა - ძლისპირი + 4 მუხლი.
VI გალობა:
კანონი მოწამისა - 4 მუხლი + ძლისპირი.
შენიშვნა: „კატავასია“ ამ შემთხვევაში არის მოწამის კანონის ძლისპირი.
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი მოწამისა: „ვითარცა რა ანგელოზი...“ (ჴმა III).
შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემ-დეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.
VII გალობა:
კანონი მოწამისა - ძლისპირი + 4 მუხლი.
VIII გალობა:
კანონი მოწამისა - 6 მუხლი (ძლისპირით).
სამსაგალობელი - 8 მუხლი (ძლისპირის გარეშე).
შენიშვნა: „კატავასია“ მარხვანისა.
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
IX გალობა:
კანონი მოწამისა - 6 მუხლი (ძლისპირით).
სამსაგალობელი - 8 მუხლი (ძლისპირის გარეშე).
შენიშვნა: „კატავასია“ მარხვანისა.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): „ღირს არსი“.
_ „განმანათლებელი“ სამებიანი (ხმა VII) - წესისამებრ.
_ „აქებდით უფალსა ცათაგან“ - იკითხება (დასდებლების გარეშე).
„დიდება“ „აწ და“ – „შენდა დიდება შვენის ქრისტე ღმერთო ჩვენო...“
_ „დიდებამაღალიანი“ - იკითხება.
_ „აღვივსენითსა“ ზედა დასდებლები: მარხვანისა (ჟამნის ჩასართავებით).
„დიდება“ „აწ და“ მარხვანისა: „შენ დედაო ღმრთისაო...“ (ჴმა VIII).
_ „კეთილ არს აღსარებად უფლისა...“ - 2-გზის.
- ტროპარი: „ტაძარსა ამას დიდებისა...“
- „უფალო შეგვიწყალენ“ - 40-გზის.
- „დიდება“ „აწ და“. „უპატიოსნესსა ქერუბიმთასა...“ „სახელითა უფლისათა გვაკურთხენ...“
- ამინ. ლოცვა: „ზეცათა მეუფეო...“
- წმ. ეფრემ ასურის ლოცვა 16 მეტანიით.
შენიშვნა: აღესრულება „ალილუიას“ ჟამები:
I ჟამი:
_ მედავითნე: „მოვედით თაყვანის ვსცეთ“ - 3-გზის.
_ მედავითნე: ფსალმუნები: მე-5, 89-ე და მე-100.
_ რიგითი კანონი - არ აღესრულება.
- „დიდება“ „აწ და“ „ალილუია“ - 3-გზის. „უფალო შეგვიწყალენ“ - 3-გზის.
- „განთიად შეისმინე ხმისა ჩემისა“... (ამ ტროპარს დიდმარხვის I შვიდეულში წაიკითხავს მღვდელი, დანარჩენ შვიდეულებში კი - მედავითნე აღნიშნული ეხება III, VI და IX ჟამებსაც).
_ გუნდი: გაიმეორებს.
_ მღვდელი: „სიტყვანი ჩემნი ყურად იხვენ...“
_ გუნდი: „განთიად შეისმინე ხმისა ჩემისა...“
_ მღვდელი: „რამეთუ შენდამი ვილოცო...“
_ გუნდი: „განთიად შეისმინე ხმისა ჩემისა...“
_ მღვდელი: „დიდება“.
_ მედავითნე: „აწ და“ - „რამე სახელ გდვათ შენ...“
_ მღვდელი: „სლვანი ჩემნი წარმართენ...“
_ გუნდი: „სლვანი ჩემნი წარმართენ...“
_ მედავითნე: „მიხსენ მე ცილისწამებისაგან...“
_ გუნდი: გაიმეორებს.
_ მედავითნე: „გამოაჩინე პირი შენი...“
_ გუნდი: გაიმეორებს.
_ მედავითნე: „აღავსე პირი ჩემი ქებითა...“
_ გუნდი: გაიმეორებს.
_ მედავითნე: „წმიდაო ღმერთო“. „ყოვლად წმიდაო სამებაო“. „მამაო ჩვენო“.
- კონდაკი: „ყოვლად დიდებულო დედაო...“
- „უფალო შეგვიწყალენ...” - 3-გზის.
- ლოცვა: „რომელი ყოველსა დღესა...“
- „სახელითა უფლისათა გვაკურთხენ...“
_ მღვდელი - ამბიონზე აღასრულებს ეფრემ ასურის ლოცვას 16 მეტანიით.
შენიშვნა: დიდმარხვაში თუ I ჟამნის ჩამოლოცვის შემდეგ III ჟამნს გარკვეული ხნის შემდეგ დავიწყებთ, ვიტყვით, ბოლო „წმიდაო ღმერთოს“ და „უფალო შეგვიწყალენ“ - 12გზის, ხოლო თუ I ჟამნს პირდაპირ მოებმის III ჟამნი, მაშინ მღვდელი ეფრემ ასურის ლოცვის აღსრულების შემდეგ იტყვის ლოცვას „ქრისტე ნათელო ჭეშმარიტო...“
_ მედავითნე: „წმიდაო ღმერთო“. „ყოვლად წმიდაო სამებაო“. „მამაო ჩვენო“.
- „უფალო შეგვიწყალენ...“ - 12-გზის.
_ მღვდელი: „ქრისტე ნათელო ჭეშმარიტო...“
_ გუნდი: ამინ. „ზესთა მბრძოლოსა ჩემისათვის...“
_ მღვდელი: დიდი ჩამოლოცვა.
III ჟამი:
_ მღვდელი: „კურთხეულ არს ღმერთი ჩვენი...”
- დასაწყისი ლოცვები.
_ მედავითნე: ფსალმუნები: მე-16, 24-ე და 50-ე.
- „დიდება” „აწ და” „ალილუია” - 3-გზის. „უფალო შეგვიწყალენ” - 3-გზის.
„დიდება” „აწ და”.
_ რიგითი კანონი - მე-7.
- „დიდება“ „აწ და“ „ალილუია“ - 3ჯერ. „უფალო შეგვიწყალენ“ - 3-გზის.
_ მღვდელი: „უფალო რომელმან ყოვლადწმიდა სული შენი...“
_ გუნდი: გაიმეორებს.
_ მღვდელი: „გული წმიდა დაბადე ჩემთანა ღმერთო...“
_ გუნდი: „უფალო რომელმან ყოვლადწმიდა სული შენი...“
_ მღვდელი: „ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან...“
_ გუნდი: „უფალო რომელმან ყოვლადწმიდა სული შენი...“
_ მღვდელი: „დიდება“.
_ მედავითნე: „აწ და“ - „ღმრთისმშობელო ქალწულო შენ ხარ ვენახი...“
- „წმიდაო ღმერთო“. „ყოვლად წმიდაო სამებაო“. „მამაო ჩვენო“.
_ მღვდელი: „რამეთუ შენი არს სუფევა...“
_ მედავითნე: „კურთხეულ ხარ შენ ქრისტე ღმერთო ჩვენო...“
- „დიდება“ - „მსწრაფლი, მყურდო და უშფოთველი...“
- „აწ და” - „სასო და სიქადული...“
- „უფალო შეგვიწყალენ...“ - 40-გზის.
- ლოცვა: „რომელი ყოველსა დღესა...“ „სახელითა უფლისათა გვაკურთხენ...
_ მღვდელი: ამბიონზე აღასრულებს წმ. ეფრემ ასურის ლოცვას 16 მეტანიით.
_ მედავითნე: „მეუფეო ღმერთო მამაო ყოვლისა მპყრობელო...“
VI ჟამი:
_ მედავითნე: „მოვედით თაყვანის ვსცეთ“ - 3-ჯერ
_ მედავითნე: ფსალმუნები: 53-ე, 54-ე და 90-ე.
- „დიდება“ „აწ და“ „ალილუია“ - 3-გზის. „უფალო შეგვიწყალენ“ - 3-გზის.
„დიდება“ „აწ და“.
_ რიგითი კანონი - მე-8.
- „დიდება“ „აწ და“ „ალილუია“ - 3ჯერ. „უფალო შეგვიწყალენ“ - 3-გზის.
_ მღვდელი: „რომელმან მეექვსესა დღესა და ჟამსა...“
_ გუნდი: გაიმეორებს.
_ მღვდელი: „ყურად-იღე ღმერთო ლოცვისა ჩემისა...“
_ გუნდი: „რომელმან მეექვსესა დღესა და ჟამსა...“
_ მღვდელი: „მე ღმრთისა მიმართ ღაღად-ვჰყავ...“
_ გუნდი: „რომელმან მეექვსესა დღესა და ჟამსა...“
_ მღვდელი: „დიდება“.
_ მედავითნე: „აწ და“ - „რამეთუ არა მაქუს...“ ვიდრე: „თავს იდვა...“ - მდე.
- ტროპარი საწინასწარმეტყველოსი: „უფალო, უფალო...“ (ხმა IV).
_ გუნდი: იგივე ტროპარი - „დიდება“ „აწ და“ - იგივე ტროპარი.
_ მედავითნე: წარდგომა: „რამეთუ უწყის უფალმან გზაი მართალთაი...“
მუხლი: „ნეტარ არს კაცი რომელი არა მივიდა...“
საწინასწარმეტყველო - ესაია I, 1-20.
_ მედავითნე: წარდგომა - შემდგომად საწინასწარმეტყველოსი: „ჰმონეთ უფალს...“
მუხლი: „რად აღიძრნეს წარმართნი...“
- „წმიდაო ღმერთო“. „ყოვლად წმიდაო სამებაო“. „მამაო ჩვენო“.
_ მღვდელი: „რამეთუ შენი არს სუფევა...“
_ მედავითნე: „ჰქმენ ცხოვრება შორის...“
- „დიდება“ - უხრწნელსა ხატსა შენსა...“
- „აწ და“ – „სახიერებისა წყარო...“
- „უფალო შეგვიწყალენ“ - 40-გზის.
- ლოცვა: „რომელი ყოველსა დღესა...“ „სახელითა უფლისათა გვაკურთხენ...“
_ მღვდელი: ამბიონზე აღასრულებს წმ. ეფრემ ასურის ლოცვას 16 მეტანიით.
_ მედავითნე: „ღმერთო და უფალო ძალთაო...“
IX ჟამი:
_ მედავითნე: „მოვედით თაყვანის ვსცეთ“ - 3-გზის.
_ მედავითნე: ფსალმუნები: 83-ე, 84-ე და 85-ე.
- „დიდება“ „აწ და“ „ალილუია“ - 3-გზის. „უფალო შეგვიწყალენ“ - 3-გზის.
„დიდება“ „აწ და“.
_ რიგითი კანონი - მე-9.
- „დიდება“ „აწ და“ „ალილუია“ - 3-გზის. „უფალო შეგვიწყალენ“ - 3-გზის.
_ მღვდელი: „რომელმან მეცხრესა ჟამსა...“
_ გუნდი: გაიმეორებს.
_ მღვდელი: „მიგეახლენ ლოცვაი ჩემი...“
_ გუნდი: „რომელმან მეცხრესა ჟამსა...“
_ მღვდელი: „შევედინ შენს წინაშე ვედრება...“
_ გუნდი: „რომელმან მეცხრესა ჟამსა...“
_ მღვდელი: „დიდება“.
_ მედავითნე: „აწ და” - „რომელი ჩვენთვის იშევ ქრისტე...“
- „წმიდაო ღმერთო“. „ყოვლად წმიდაო სამებაო“. „მამაო ჩვენო“.
_ მღვდელი: „რამეთუ შენი არს სუფევა...“
_ მედავითნე: ამინ. „ჰხედვიდა რა ავაზაკი...“
- „დიდება“ - „შორის ორთა ავაზაკთა...“
- „აწ და“ - „ტარიგი, მწყემსი და მაცხოვარი...“
- „უფალო შეგვიწყალენ...“ - 40-გზის.
- ლოცვა: „რომელი ყოველსა დღესა“... „სახელითა უფლისათა გვაკურთხენ...“
_ მღვდელი: ამბიონზე აღასრულებს წმ. ეფრემ ასურის ლოცვას 3 მეტანიით.
_ მღვდელი: „მეუფეო უფალო იესო ქრისტე...“
სადილის ჟამი:
_ გუნდი: „სასუფეველსა შენსა მომიხსნენე ჩვენ უფალო...“ (ხმა VIII).
- „ნეტარებები“ ჩასართავით: „მომიხსენენ ჩვენ უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა“ (ჟამნიდან).
„დიდება“ - იგივე ჩასართავი.
„აწ და“ – „მომიხსენენ ჩვენ უფალო...“ „მომიხსენენ ჩვენ მეუფეო...“ „მომიხსენენ ჩვენ წმიდაო...“ (ჟამნიდან).
- „გუნდნი ზეცისა ძალთანი...“
- „მოვედით მისსა და განათლდით...“
- „გუნდნი ზეცისა ძალთანი...“
„დიდება“ – „ბანაკი წმიდათა ანგელოზთა...“
„აწ და“ - მრწამსი.
- „გვიხსენ, გვილხინე...“
_ „მამაო ჩვენო“.
_ წაიკითხება კონდაკები:
თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა:
- კონდაკები - ტაძრისა;
- შვიდეულის დღისა;
- რიგის წმიდისა;
- „დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“
- „აწ და“ - „სასოო და შესავედრებელო...“
თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა:
- კონდაკები - შვიდეულის დღისა;
- რიგის წმიდისა;
- „დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“
- „აწ და“ - ტაძრისა.
თუ ტაძარი რომელიმე წმიდის სახელობისაა:
- კონდაკები - შვიდეულის დღისა;
- ტაძრის წმიდისა;
- რიგის წმიდისა;
- „დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“
- „აწ და“ - „სასოო და შესავედრებელო...“
შენიშვნა: დიდმარხვაში კონდაკი „მთასა ზედა ფერი იცვალე...“ არ იკითხება.
_ მედავითნე: „უფალო შეგვიწყალენ“ - 40-გზის.
- „დიდება“ „აწ და“. „უპატიოსნესსა ქერუბიმთასა...“ „სახელითა უფლისათა... გვაკურთხენ“.
_ მღვდელი: „ღმერთო მიწყალენ ჩვენ და მაკურთხენ ჩვენ...“
_ მღვდელი: ამბიონზე აღასრულებს წმ. ეფრემ ასურის ლოცვას 16 მეტანიით.
მწუხრის ჟამი:
_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ - იკითხება.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.
_ „რიგითი კანონი“ - მე-18.
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება VII ხმაზე).
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად:
- დღისა - 3 მუხლი (ხმა VII) (მარხვანიდან).
- მღვდელმოწამისა - 3 მუხლი (ჴმა II) (საზიარო თვენიდან).
„დიდება“ - მღვდელმოწამისა: „სამღვდელოითა კუართითა...“ (ჴმა IV).
„აწ და“ - ღმრთისმშობლისა „რვა ხმათა“ (დღისა და „დიდების” ხმის მიხედვით): „გვიხსენ ჩუენ ჭირთაგან...“ (ჴმა IV).
_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.
_ საწინასწარმეტყველო - 2 - შესქ. I, 1-13. იგავ. I, 1-20.
- I საწინასწარმეტყველოს წარდგომა: „უფლისა არს ცხოვრება...“ (ხმა VI).
მუხლი: „უფალო რად განმრავლდეს მაჭირვებელნი ჩემნი“.
- II საწინასწარმეტყველოს წარდგომა: „უფალსა შეესემინ ჩემი...“ (ხმა V).
მუხლი: „ხადილსა ჩემსა ესმა ჩემი ღმერთსა სიმართლისა ჩემისასა“.
_ „და ღირს მყუენ...“.
_ თხოვნითი კვერექსი.
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: მარხვანისა (ჟამნის ჩასართავებით).
„დიდება“ - მღვდელმოწამისა: „ყოველივე გონებაი შენი...“ (ჴმა III).
„აწ და“ - ღმრთისმშობლისა „რვა ხმათა“ (დღისა და „დიდების” ხმის მიხედვით): „დედათა შორის წმინდაო...“ (ჴმა III).
_ „აწ განუტევე“.
_ შემდგომად „მამაო ჩვენო“-სი:
- „ღმრთისმშობელო ქალწულო...“ (ჴმა IV).
- „დიდება“ „ნათლისმცემელო ქრისტესო...“
- „აწ და“ „მეოხ გვეყუენით...“
- „მოწყალებასა შენსა...“
- „უფალო შეგვიწყალენ“ - 40-გზის.
- „დიდება“ „აწ და“.
- „უპატიოსნესსა ქერუბიმთასა...“ „სახელითა უფლისათა... გვაკურთხენ“.
- ასამაღ: „რომელი კურთხეულ არს ქრისტე ღმერთი ჩვენი...“
- ამინ. ლოცვა: „ზეცათა მეუფეო...“ (ჟამნიდან).
_ მღვდელი: ამბიონზე აღასრულებს ეფრემ ასურის ლოცვას 16 მეტანიით.
_ მედავითნე: „წმიდაო ღმერთო“. „ყოვლადწმიდაო სამებაო“. „მამაო, ჩვენო“.
_ მღვდელი: „რამეთუ შენი არს სუფევა...~
_ მედავითნე: „უფალო შეგვიწყალენ“ - 12-გზის.
_ მედავითნე: ლოცვა: „წმიდაო სამებაო, ერთარსებაო...“ (ჟამნიდან).
_ გუნდი: „იყავნ სახელი უფლისა კურთხეულ...” - 3-გზის.
_ მედავითნე: „დიდება“ „აწ და“ - 33-ე ფსალმუნი (ბოლომდე).
_ დიაკონი: სიბრძნით (არ გაიღება აღსავლის კარი).
_ გუნდი: „ღირს არსის“ ნახევარი.
_ მღვდელი: „ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გვაცხოვნენ ჩვენ“.
_ გუნდი: „უპატიოსნესსა ქერუბიმთასა...“
_ მღვდელი: „დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩვენო, დიდება შენდა“.
_ გუნდი: „დიდება“ „აწდა“. „უფალო შეგვიწყალენ“ 3-გზის. „სახელითა უფლისათა ...გვაკურთხენ“.
_ მღვდელი: აღასრულებს ჩამოლოცვას რომელზეც მოიხსენებს მომდევნო დღის (ძვ. სტ. 6 მარტი) წმიდანებს.
_ გუნდი: ამინ. „უფალო შეგვიწყალენ” - 3-გზის.