უკან დაბრუნება

VI ჟამ. - ეს. I, 19 - II, 3.

ესაია. I, 19 - II, 3

19. ამას იტყვის უფალი: უკეთუ გინდესთ, და ისმინოთ ჩემი, კეთილნი ქვეყანისანი შჭამნეთ.

20. ხოლო უკეთუ არ გინდესთ, არცა ისმინოთ ჩემი, მახჳლმან შეგჭამნეს თქვენ, რამეთუ პირი უფლისაჲ იტყოდა ამათ:

21. ვითარ იქმნა მეძავ ქალაქი სარწმუნოჲ სიონ, რომელსა შინა სიმართლემან დაიძინა მის შორის, ხოლო აწ კაცისმკლველთა.

22. ვეცხლი თქვენი გამოუცდელ, ხამარნი თქვენნი შერევენ ღვინოსა წყლითა.

23. მთავარნი თქვენნი ურწმუნო, ზიარებ მპარავთა, მოყუარე ძღვენთა, მდევარ მოსაგებელთა ობოლთა არა მშჯელ და მშჯავრსა ქურივთასა არ მიმხედველ.

24. ამისთვის ამათ იტყვის მეფჱ, უფალი საბაოთ ძლიერი ისრაჱლისა: ვაჲ ძლიერთა ისრაჱლისათა, რამეთუ არ დასცხრეს გულისწყრომაჲ ჩემი წინააღმდგომთა შორის, და მშჯავრი მტერთა ჩემთაგან ვყო.

25. და მოვაწიო ჴელი ჩემი შენ ზედა და გამოგაჴურვო შენ სიწმიდედ, ხოლო უსმნი წარვწყმიდნე, და მოვსპნე ყოველნი უშჯულონი შენგან და ყოველნი ამპარტავანნი.

26. დავადგინნე მსაჯულნი შენნი ვითარცა პირველ, და თანმზრახვალნი შენნი ვითარცა დასაბამსა და ამის შემდგომად გეწოდოს! ქალაქი სიმართლისაჲ, დედაქალაქი სარწმუნოჲ - სიონ.

27. რამეთუ მშჯავრისა თანა ცხოვნდეს ტყუეობაჲ მისი და მოწყალებისა თანა.

28. და შეიმუსრნენ უშჯულონი და ცოდვილნი ერთბამად, და დამტევებელნი უფლისანი მოესრულნენ

29. მით, რამეთუ სირცხჳლეულ იქმნენ კერპთა მათთა ზედა, რომელნი მათ ინებნეს, და ჰრცხუენეს გამოქანდაკებულთა მათთა ზედა, რომელნი მათ ქმნნეს. და კდემულ იქმნნეს მტილთა მათთა ზედა, რომელთა გული უთქმიდა,

30. რამეთუ იყვნენ, ვითარცა ბელეკონნი, განმყრელნი ფურცელთანი, და ვითარცა სამოთხე, არმქონებელი წყლისაჲ.

31. და იყოს ძალი მათი, ვითარცა ლელწამი სელისაჲ, და მოქმედებანი მათნი, ვითარცა ნაბერწყალი ცეცხლისაჲ. და დაიწუნენ უშჯულონი და ცოდვილნი ერთბამად, და არა იყოს დამშრეტელ.

2

1. სიტყვა ქმნილი ესაიაჲს მიმართ, ძისა ამოსისა, იუდეასათჳს და იერუსალჱმისა.

2. ვითარმედ იყოს უკანასკნელთა დღეთა საჩინო მთაჲ უფლისაჲ და სახლი ღმრთისაჲ მწუერვალთა ზედა მთათასა და ამაღლდეს ზეშთა ზედაჲთ ბორცუთასა და მოვიდოდიან მისდამი ყოველნი წარმართნი.

3. და მოუჴდენ ნათესავნი მრავალნი და იტყოდიან: მოვედით, აღვიდეთ მთად უფლისა და სახიდ ღმრთისა იაკობისსა. და მომითხრას ჩვენ გზაჲ თჳსი, და ვიდოდით მას შინა.