საღამოს მსახურება: დიდი სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ IX ჟამი _ სადილის ჟამი _ მწუხრი.
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - საზიარო თვენიდან (მღვდელმოწამისა).
კვირის ციკლის - - - - მარხვანიდან.
სადღეღამისო ციკლის - - - - ჟამნიდან.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის III პერიოდი.
ტიპიკონი: დიდი მარხვის I შვიდეულის სამშაბათი.
შენიშვნა: შუაღამის ჟამი სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
დიდი სერობა:
აღსავლის კარი დახურულია და კრეტსაბმელი გახსნილია.
_ მღვდელი: „კურთხეულ არს ღმერთი ჩვენი...“ (დახურული აღსავლის კარის წინ).
_ მედავითნე: ამინ. დასაწყისი ლოცვები: „დიდება შენდა ღმერთო ჩვენო დიდება შენდა“.
- „მეუფეო ზეცათაო“. „წმიდაო ღმერთო“. „ყოვლადწმიდაო სამებაო“. „მამაო ჩვენო“.
_ მღვდელი: „რამეთუ შენი არს სუფევა...“
_ მედავითნე: ამინ.
- „უფალო შეგვიწყალენ“ - 12-გზის.
- „დიდება“ „აწ და“.
- „მოვედით თაყვანის-ვსცეთ...“ - 3-გზის.
_ მედავითნე: 69-ე ფსალმუნი.
_ იკითხება წმ. ანდრია კრიტელის დიდი კანონი.
სამღვდელოება გამოდის შუა ტაძარში ჩრდილოეთის კარით. ძლის-პირებს და ტროპრებს შორის ჩასართავებს გალობს გუნდი. მცირე კვერექსები გალობებს შორის არ აღესრულება, VI გალობის შემდგომ მღვდელი იტყვის „უფალო შეგვიწყალენ - 3 გზის და „დიდება“ „აწ და“-ს, ხოლო გუნდი გალობს კონდაკს: „სულო ჩემო...“. კატავასია დაეფარება მხოლოდ IX გალობას.
_ მედავითნე: მე-4, მე-6 და მე-12 ფსალმუნები.
- „დიდება“ „აწ და“.
- „ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო“ - 3-გზის.
- „უფალო შეგვიწყალენ“ - 3-გზის.
- „დიდება“ „აწ და“.
_ მედავითნე: 24-ე, 30-ე და 90-ე ფსალმუნები.
- „დიდება“ „აწ და“.
- „ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო“ - 3 გზის.
- „უფალო შეგვიწყალენ“ - 3-გზის.
- „დიდება“ „აწ და“.
_ მედავითნე: „ჩვენთან არს ღმერთი, სცანთ წარმართთა და იძლიენით, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი“.
_ გუნდი: „ჩვენთან არს ღმერთი, სცანთ წარმართთა და იძლიენით, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი“.
_ მედავითნე: „ისმინეთ ესე ვიდრე დასასრულადმდე ქუეყანისა“.
_ გუნდი: „რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი“.
და შემდგომი ჟამნიდან.
შენიშვნა: ასე გრძელდება მე-20 მუხლის ჩათვლით.
დასასრული:
_ მედავითნე: „ჩვენთან არს ღმერთი, სცანთ წარმართთა და იძლიენით, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი“.
_ გუნდი: „ჩვენთან არს ღმერთი, სცანთ წარმართთა და იძლიენით, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი“.
_ მედავითნე: „დიდება“.
_ გუნდი: „ჩვენთან არს ღმერთი, სცანთ წარმართთა და იძლიენით“.
_ მედავითნე: „აწ და“.
_ გუნდი: „ჩვენთან არს ღმერთი, სცანთ წარმართთა და იძლიენით, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი“.
_ მედავითნე: ტროპარი: „დღე ესე წარვლეთ მშვიდობით...“
_ გუნდი: „დიდება“.
_ მედავითნე: ტროპარი: „დღე ესე განვლეთ მშვიდობით...“
_ გუნდი: „აწ და“.
_ მედავითნე: ტროპარი: „დღე ესე წარვლეთ მშვიდობით...“
- მუხლები: „უხორცოთა ბუნება...“ და შემდგომი.
- მრწამსი.
_ მღვდელი: ამბიონზე დახურული აღსავლის კარის წინ: „ყოვლადწმიდაო დედოფალო ღმრთისმშობელო, მეოხ-გვეყავ ჩუენ ცოდვლთა“ - და შემდგომი.
I „წმიდაო ღმერთო“:
_ მედავითნე: „წმიდაო ღმერთო“. „ყოვლადწმიდაო სამებაო“. „მამაო ჩვენო“.
_ მღვდელი: „რამეთუ შენი არს სუფევა...“
_ მედავითნე: ტროპარები: „განანათლენ თვალნი ჩემნი...“
„დიდება“ – „შემწე სულისა ჩემისა...“
„აწ და“ – „რამეთუ არა მაქუს ჩვენ...“
- „უფალო შეგვიწყალენ“ - 40-გზის.
- „დიდება“ „აწ და“.
- „უპატიოსნესსა ქერუბიმთასა...“ „სახელითა უფლისათა... გვაკურთხენ“.
_ მღვდელი: „ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა...“
_ მედავითნე: ამინ. ლოცვა: „უფალო უფალო რომელმან მიხსნენ...“
II ნაწილი:
_ მედავითნე: „მოვედით თაყვანის-ვსცეთ...“ - 3-გზის.
- ფსალმუნები: 50-ე და 101-ე.
- ლოცვა: „უფალო ყოვლისა მპყრობელო...“
II „წმიდაო ღმერთო“:
_ მედავითნე: „წმიდაო ღმერთო“. „ყოვლადწმიდაო სამებაო“. „მამაო ჩვენო“.
_ მღვდელი: „რამეთუ შენი არს სუფევა...“
_ გუნდი: ტროპარები: „მიწყალენ ჩვენ უფალო...“
„დიდება“ – „უფალო შეგვიწყალენ ჩვენ...“
„აწ და“ – „მოწყალებისა კარი განგვიღე...“
- „უფალო შეგვიწყალენ“ - 40-გზის.
- „დიდება“ „აწ და“.
- „უპატიოსნესსა ქერუბიმთასა...“ „სახელითა უფლისათა... გვაკურთხენ“.
_ მღვდელი: „ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა...“
_ მედავითნე: ამინ. ლოცვა: „მეუფეო ღმერთო მამაო...“
III ნაწილი:
_ მედავითნე: „მოვედით თაყვანის-ვსცეთ...“ - 3-გზის.
- ფსალმუნი: 142-ე.
- დიდებამაღალიანი.
- კანონები: პარაკლიტონიდან და თვენიდან: არ აღესრულება.
III „წმიდაო ღმერთო“:
_ მედავითნე: „წმიდაო ღმერთო“. „ყოვლადწმიდაო სამებაო“. „მამაო ჩვენო“.
_ მღვდელი: „რამეთუ შენი არს სუფევა...“
_ მედავითნე: ამინ.
- ტროპარი: „უფალო ძალთაო ჩვენთანა იყავ...“
_ გუნდი: იმეორებს: „უფალო ძალთაო ჩვენთანა იყავ...“
_ მედავითნე: 1-ლი მუხლი: „აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა...“
_ გუნდი: იმეორებს: „უფალო ძალთაო ჩვენთანა იყავ...“
_ მედავითნე: მე-2 მუხლი: „აქებდით მას ძლიერებითა მისითა...“
_ გუნდი: იმეორებს: „უფალო ძალთაო ჩვენთანა იყავ...“
_ მედავითნე: მე-3 მუხლი: „აქებდით მას ხმითა ნესტვისაითა...“
_ გუნდი: იმეორებს: „უფალო ძალთაო ჩვენთანა იყავ...“
_ მედავითნე: მე-4 მუხლი: „აქებდით მას ბობღნითა და მწყობრითა...“
_ გუნდი: იმეორებს: „უფალო ძალთაო ჩვენთანა იყავ...“
_ მედავითნე: მე-5 მუხლი: „აქებდით მას წინწილითა კეთილ ხმითა...“
_ გუნდი: იმეორებს: „უფალო ძალთაო ჩვენთანა იყავ...“
_ მედავითნე: 1-ლი მუხლი: „აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა...“
_ გუნდი: იმეორებს: „უფალო ძალთაო ჩვენთანა იყავ...“
_ მედავითნე: „დიდება“ – „უფალო არა თუმცა წმიდანი შენნი...“
„აწ და“ – „აურაცხელ არიან სიმრავლენი...“
- „ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო...“
- „ყოველი სასოებაი ჩემი...“
- „უფალო შეგვიწყალენ“ - 40-გზის.
- ლოცვა: „რომელი ყოველსა დღესა...“
- „დიდება“ „აწ და“.
- „უპატიოსნესა ქერუბიმთასა...“
- „სახელითა უფლისათა... გვაკურთხენ“!
_ მღვდელი: „ღმერთო მიწყალენ ჩვენ და მაკურთხენ ჩვენ...“
_ გუნდი: ამინ.
_ მღვდელი აღასრულებს წმ. ეფრემ ასურის ლოცვას 16 მეტანიით.
ბოლო „წმიდაო ღმერთო“:
_ მედავითნე: „წმიდაო ღმერთო“. „ყოვლადწმიდაო სამებაო“. „მამაო ჩვენო“.
_ მღვდელი: „რამეთუ შენი არს სუფევა...“
_ მედავითნე: ამინ. „უფალო შეგვიწყალენ“ - 12-გზის.
- ლოცვა: „უბიწოო შეუგინებელო...“
- ლოცვა: „მომეც ჩვენ მეუფეო...“
- ლოცვა: „უფროსად დიდებულო...“
- ლოცვა: „სასოება ჩემდა მამა...“
_ მღვდელი: „დიდება შენდა ქრისტე ღმერთო სასოებაო ჩვენო დიდება შენდა“.
_ მედავითნე: „დიდება“ „აწ და“. „უფალო შეგვიწყალენ“ - 3-გზის. „სახელითა უფლისათა... გვაკურთხენ“.
_ მღვდელი: ამბიონზე (მხედველი დასავლეთისაკენ) აღასრულებს ჩამოლოცვას:
- „მეუფეო მრავალმოწყალეო...“ (ჟამნიდან), რომლის დროსაც ტაძარში მდგომარენი მოიდრეკენ მუხლს.
_ გუნდი: ამინ.
ცისკრის ჟამი:
_ ნაცვლად „ღმერთი უფალი“-სა ითქმის „ალილუია“ (მიმდინარე VIII ჴმაზე).
ტროპარები წმიდა არსისა (ჴმა VIII) - წესისამებრ.
_ რიგითი კანონები: მე-10, მე-11 და მე-12.
_ რიგითი კანონების შემდგომ მცირე კვერექსები - არ აღესრულება.
_ წარდგომა შემდგომად I სტიხოლოღიისა „რვახმათა“ (დღისა და მიმდინარე ხმის მიხედვით) (ხმა VIII) (იხ. მარხვანი გვ. 598).
_ წარდგომები შემდგომად II და III სტიხოლოღიებისა - მარხვანიდან.
„დიდება“ „აწ და“ - მისივე.
_ 50-ე ფსალმუნი.
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
შენიშვნა: „უმცირესის“ კითხვის წესი დიდმარხვაში მოიძიეთ: „ლიტურგიკული კრებული“ I ნომერი, გვ. 20.
I გალობა
კანონი მღვდელმოწამისა - ძლისპირი + 4 მუხლი (საზიარო თვენიდან).
II გალობა
სამსაგალობელი - 8 მუხლი (ძლისპირით) (მარხვანიდან).
შენიშვნა: „კატავასია“ მარხვანისა.
III გალობა
კანონი მღვდელმოწამისა - 4 მუხლი + ძლისპირი (საზიარო თვენიდან).
შენიშვნა: „კატავასია“ ამ შემთხვევაში არის მღვდელმოწამის კანონის ძლისპირი.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- წარდგომა მღვდელმოწამისა: „დიდმან მღდელმოწამემან...“ (ხმა IV)
„დიდება“ „აწ და“ - იგივე.
IV გალობა
კანონი მღვდელმოწამისა - ძლისპირი + 4 მუხლი (საზიარო თვენიდან).
V გალობა
კანონი მღვდელმოწამისა - ძლისპირი + 4 მუხლი (საზიარო თვენიდან).
VI გალობა
კანონი მღვდელმოწამისა - 4 მუხლი + ძლისპირი (საზიარო თვენიდან).
შენიშვნა: „კატავასია“ ამ შემთხვევაში არის მღვდელმოწამის კანონის ძლისპირი.
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი მღვდელმოწამისა: „მღვდელთა შორის...“ (ჴმა IV) (საზიარო თვენიდან).
შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.
VII გალობა
კანონი მღვდელმოწამისა - ძლისპირი + 4 მუხლი (საზიარო თვენიდან).
VIII გალობა
კანონი მღვდელმოწამისა - 6 მუხლი (ძლისპირით) (საზიარო თვენიდან).
სამსაგალობელი - 8 მუხლი (ძლისპირის გარეშე) (მარხვანიდან).
შენიშვნა: „კატავასია“ მარხვანისა.
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
IX გალობა
კანონი მღვდელმოწამისა - 6 მუხლი (ძლისპირით) (საზიარო თვენიდან).
სამსაგალობელი - 8 მუხლი (ძლისპირის გარეშე) (მარხვანიდან).
შენიშვნა: „კატავასია“ მარხვანისა.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): „ღირს არსი“.
_ „განმანათლებელი“ სამებიანი (ხმა VIII) - წესისამებრ (ჟამნიდან).
_ „აქებდით უფალსა ცათაგან“ - იკითხება (დასდებლების გარეშე).
„დიდება“ „აწ და“ – „შენდა დიდება შვენის ქრისტე ღმერთო ჩვენო...“
_ „დიდებამაღალიანი“ - იკითხება.
_ „აღვივსენითსა“ ზედა დასდებლები: მარხვანისა (ჟამნის ჩასართავებით).
„დიდება“ „აწ და“ მარხვანისა: „ღმრთისმშობელო სასოო...“ (ჴმა VI).
_ „კეთილ არს აღსარებად უფლისა...“ - 2-გზის.
- „ტაძარსა ამას...“ (ჟამნიდან).
- „უფალო შეგვიწყალენ“ - 40-გზის.
- „დიდება“ „აწ და“.
- „უპატიოსნესსა ქერუბიმთასა...“ „სახელითა უფლისათა... გვაკურთხენ“.
- ასამაღ: „რომელი კურთხეულ არს ქრისტე ღმერთი ჩვენი...“
- ამინ. ლოცვა: „ზეცათა მეუფეო...“ (ჟამნიდან).
_ მღვდელი ამბიონზე აღასრულებს ეფრემ ასურის ლოცვას 16 მეტანიით.
შენიშვნა: აღესრულება „ალილუიას“ ჟამნები:
I ჟამი:
_ მედავითნე: „მოვედით თაყვანის ვსცეთ“ - 3-გზის.
_ მედავითნე: ფსალმუნები: მე-5, 89-ე და მე-100.
_ რიგითი კანონი - მე-13.
- „დიდება“ „აწ და“ „ალილუია“ - 3-გზის. „უფალო შეგვიწყალენ“ - 3-გზის.
- „განთიად შეისმინე ხმისა ჩემისა“... (ამ ტროპარს დიდმარხვის I შვიდეულში წაიკითხავს მღვდელი, დანარჩენ შვიდეულებში კი - მედავითნე აღნიშნული ეხება III, VI და IX ჟამნებსაც).
_ გუნდი: გაიმეორებს.
_ მღვდელი: „სიტყვანი ჩემნი ყურად იხვენ...“
_ გუნდი: „განთიად შეისმინე ხმისა ჩემისა...“
_ მღვდელი: „რამეთუ შენდამი ვილოცო...“
_ გუნდი: „განთიად შეისმინე ხმისა ჩემისა...“
_ მღვდელი: „დიდება“.
_ მედავითნე: „აწ და“ - „რამე სახელ გდვათ შენ...“
_ მღვდელი: „სლვანი ჩემნი წარმართენ...“
_ გუნდი: „სლვანი ჩემნი წარმართენ...“
_ მედავითნე: „მიხსენ მე ცილისწამებისაგან...“
_ გუნდი: გაიმეორებს.
_ მედავითნე: „გამოაჩინე პირი შენი...“
_ გუნდი: გაიმეორებს.
_ მედავითნე: „აღავსე პირი ჩემი ქებითა...“
_ გუნდი: გაიმეორებს.
_ მედავითნე: „წმიდაო ღმერთო“. „ყოვლად წმიდაო სამებაო“. „მამაო ჩვენო“.
- კონდაკი: „ყოვლად დიდებულო დედაო...“
- „უფალო შეგვიწყალენ...“ - 3-გზის.
- ლოცვა: „რომელი ყოველსა დღესა...“
- „სახელითა უფლისათა გვაკურთხენ...“
_ მღვდელი - ამბიონზე აღასრულებს ეფრემ ასურის ლოცვას 16 მეტანიით.
შენიშვნა: დიდმარხვაში თუ I ჟამნის ჩამოლოცვის შემდეგ III ჟამნს გარკვეული ხნის შემდეგ დავიწყებთ, ვიტყვით, ბოლო „წმიდაო ღმერთოს“ და „უფალო შეგვიწყალენ“ - 12გზის, ხოლო თუ I ჟამნს პირდაპირ მოებმის III ჟამნი მაშინ მღვდელი ეფრემ ასურის ლოცვის აღსრულების შემდეგ იტყვის ლოცვას „ქრისტე ნათელო ჭეშმარიტო...“
_ მედავითნე: „წმიდაო ღმერთო“. „ყოვლად წმიდაო სამებაო“. „მამაო ჩვენო“.
- „უფალო შეგვიწყალენ...“ - 12-გზის.
_ მღვდელი: „ქრისტე ნათელო ჭეშმარიტო...“
_ გუნდი: ამინ. „ზესთა მბრძოლოსა ჩემისათვის...“
_ მღვდელი: დიდი ჩამოლოცვა.
III ჟამი:
_ მღვდელი: „კურთხეულ არს ღმერთი ჩვენი...“
- დასაწყისი ლოცვები.
_ მედავითნე: ფსალმუნები: მე-16, 24-ე და 50-ე.
- „დიდება“ „აწ და“ „ალილუია“ - 3-გზის. „უფალო შეგვიწყალენ“ - 3-გზის. „დიდება“ „აწ და“.
_ რიგითი კანონი - მე-14.
- „დიდება“ „აწ და“ „ალილუია“ - 3ჯერ. „უფალო შეგვიწყალენ“ - 3-გზის.
_ მღვდელი: „უფალო რომელმან ყოვლადწმიდა სული შენი...“
_ გუნდი: გაიმეორებს.
_ მღვდელი: „გული წმიდა დაბადე ჩემთანა ღმერთო...“
_ გუნდი: „უფალო რომელმან ყოვლადწმიდა სული შენი...“
_ მღვდელი: „ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან...“
_ გუნდი: „უფალო რომელმან ყოვლადწმიდა სული შენი...“
_ მღვდელი: „დიდება“.
_ მედავითნე: „აწ და“ - „ღმრთისმშობელო ქალწულო შენ ხარ ვენახი...“
- „წმიდაო ღმერთო“. „ყოვლად წმიდაო სამებაო“. „მამაო ჩვენო“.
_ მღვდელი: „რამეთუ შენი არს სუფევა...“
_ მედავითნე: „კურთხეულ ხარ შენ ქრისტე ღმერთო ჩვენო...“
- „დიდება“ - „მსწრაფლი, მყურდო და უშფოთველი...“
- „აწ და“ - „სასო და სიქადული...“
- „უფალო შეგვიწყალენ...“ - 40-გზის.
- ლოცვა: „რომელი ყოველსა დღესა...“ „სახელითა უფლისათა გვაკურთხენ...“
_ მღვდელი: ამბიონზე აღასრულებს წმ. ეფრემ ასურის ლოცვას 16 მეტანიით.
_ მედავითნე: „მეუფეო ღმერთო მამაო ყოვლისა მპყრობელო...“
VI ჟამი:
_ მედავითნე: „მოვედით თაყვანის ვსცეთ“ - 3-ჯერ
_ მედავითნე: ფსალმუნები: 53-ე, 54-ე და 90-ე.
- „დიდება“ „აწ და“ „ალილუია“ - 3-გზის. „უფალო შეგვიწყალენ“ - 3-გზის. „დიდება“ „აწ და“.
_ რიგითი კანონი - მე-15.
- „დიდება“ „აწ და“ „ალილუია“ - 3ჯერ. „უფალო შეგვიწყალენ“ - 3-გზის.
_ მღვდელი: „რომელმან მეექვსესა დღესა და ჟამსა...“
_ გუნდი: გაიმეორებს.
_ მღვდელი: „ყურად-იღე ღმერთო ლოცვისა ჩემისა...“
_ გუნდი: „რომელმან მეექვსესა დღესა და ჟამსა...“
_ მღვდელი: „მე ღმრთისა მიმართ ღაღად-ვჰყავ...“
_ გუნდი: „რომელმან მეექვსესა დღესა და ჟამსა...“
_ მღვდელი: „დიდება“.
_ მედავითნე: „აწ და“ - „რამეთუ არა მაქუს...“ ვიდრე: „თავს იდვა...“ - მდე.
- ტროპარი საწინასწარმეტყველოსი: „რამეთუ მწირ-ვართ...“ (ხმა I).
_ გუნდი: იგივე ტროპარი - „დიდება“ „აწ და“ - იგივე ტროპარი.
_ მედავითნე: წარდგომა: „მოხედენ ხმასა ლოცვისა ჩემისასა...“
მუხლი: „სიტყუანი ჩემნი ყურად იხუენ...“
საწინასწარმეტყველო - ეს. I,19 - II, 3.
_ მედავითნე: წარდგომა: შემდგომად საწინასწარმეტყველოსი: „უფალო ნუ გულისწყრომითა შენითა მამხილებ მე“.
მუხლი: „მიწყალე მე ღმერთო რამეთ უძლურ ვარ“.
- „წმიდაო ღმერთო“. „ყოვლად წმიდაო სამებაო“. „მამაო ჩვენო“.
_ მღვდელი: „რამეთუ შენი არს სუფევა...“
_ მედავითნე: „ჰქმენ ცხოვრება შორის...“
- „დიდება“ - უხრწნელსა ხატსა შენსა...“
- „აწ და“ – „სახიერებისა წყარო...“
- „უფალო შეგვიწყალენ“ - 40-გზის.
- ლოცვა: „რომელი ყოველსა დღესა...“ „სახელითა უფლისათა გვაკურთხენ...“
_ მღვდელი: ამბიონზე აღასრულებს წმ. ეფრემ ასურის ლოცვას 16 მეტანიით.
_ მედავითნე: „ღმერთო და უფალო ძალთაო...“
IX ჟამი:
_ მედავითნე: „მოვედით თაყვანის ვსცეთ“ - 3-გზის.
_ მედავითნე: ფსალმუნები: 83-ე, 84-ე და 85-ე.
- „დიდება“ „აწ და“ „ალილუია“ - 3-გზის. „უფალო შეგვიწყალენ“ - 3-გზის. „დიდება“ „აწ და“.
_ რიგითი კანონი - მე-16.
- „დიდება“ „აწ და“ „ალილუია“ - 3-გზის. „უფალო შეგვიწყალენ“ - 3-გზის.
_ მღვდელი: „რომელმან მეცხრესა ჟამსა...“
_ გუნდი: გაიმეორებს.
_ მღვდელი: „მიგეახლენ ლოცვაი ჩემი...“
_ გუნდი: „რომელმან მეცხრესა ჟამსა...“
_ მღვდელი: „შევედინ შენს წინაშე ვედრება...“
_ გუნდი: „რომელმან მეცხრესა ჟამსა...“
_ მღვდელი: „დიდება“.
_ მედავითნე: „აწ და” - „რომელი ჩვენთვის იშევ ქრისტე...“
- „წმიდაო ღმერთო“. „ყოვლად წმიდაო სამებაო“. „მამაო ჩვენო“.
_ მღვდელი: „რამეთუ შენი არს სუფევა...“
_ მედავითნე: ამინ. „ჰხედვიდა რა ავაზაკი...“
- „დიდება“ - „შორის ორთა ავაზაკთა...“
- „აწ და“ - „ტარიგი, მწყემსი და მაცხოვარი...“
- „უფალო შეგვიწყალენ...“ - 40-გზის.
- ლოცვა: „რომელი ყოველსა დღესა“... „სახელითა უფლისათა გვაკურთხენ...“
_ მღვდელი: ამბიონზე აღასრულებს წმ. ეფრემ ასურის ლოცვას 3 მეტანიით.
_ მღვდელი: „მეუფეო უფალო იესო ქრისტე...“
სადილის ჟამი:
_ გუნდი: „სასუფეველსა შენსა მომიხსნენე ჩვენ უფალო...“ (ხმა VIII).
- „ნეტარებები“ ჩასართავით: „მომიხსენენ ჩვენ უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა“ (ჟამნიდან).
„დიდება“ - იგივე ჩასართავი.
„აწ და“ – „მომიხსენენ ჩვენ უფალო...“ „მომიხსენენ ჩვენ მეუფეო...“ „მომიხსენენ ჩვენ წმიდაო...“ (ჟამნიდან).
- „გუნდნი ზეცისა ძალთანი...“
- „მოვედით მისსა და განათლდით...“
- „გუნდნი ზეცისა ძალთანი...“
„დიდება“ – „ბანაკი წმიდათა ანგელოზთა...“
„აწ და“ - მრწამსი.
- „გვიხსენ, გვილხინე...“
_ „მამაო ჩვენო“.
_ წაიკითხება კონდაკები:
თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა:
- კონდაკები - ტაძრისა;
- შვიდეულის დღისა;
- რიგის წმიდისა;
- „დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“
- „აწ და“ - „სასოო და შესავედრებელო...“
თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა:
- კონდაკები - შვიდეულის დღისა;
- რიგის წმიდისა;
- „დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“
- „აწ და“ - ტაძრისა.
თუ ტაძარი რომელიმე წმიდის სახელობისაა:
- კონდაკები - შვიდეულის დღისა;
- ტაძრის წმიდისა;
- რიგის წმიდისა;
- „დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“
- „აწ და“ - „სასოო და შესავედრებელო...“
შენიშვნა: დიდმარხვაში კონდაკი „მთასა ზედა ფერი იცვალე...“ არ იკითხება.
_ მედავითნე: „უფალო შეგვიწყალენ“ - 40-გზის.
- „დიდება“ „აწ და“. „უპატიოსნესსა ქერუბიმთასა...“ „სახელითა უფლისათა... გვაკურთხენ“.
_ მღვდელი: „ღმერთო მიწყალენ ჩვენ და მაკურთხენ ჩვენ...“
_ მღვდელი: ამბიონზე აღასრულებს წმ. ეფრემ ასურის ლოცვას 16 მეტანიით.
მწუხრის ჟამი:
_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ - იკითხება.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.
_ „რიგითი კანონი“ - მე-18.
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება II ხმაზე).
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად:
- დღისა - 3 მუხლი (მარხვანიდან) (ხმა II).
- მღვდელმოწამისა - 3 მუხლი (ჴმა II) (საზიარო თვენიდან).
„დიდება“ - მღვდელმოწამისა: „სამღვდელოითა კუართითა...“ (ჴმა IV).
„აწ და“ - ჯვარღმრთისმშობლისა („დიდების“ ხმის მიხედვით) (პარაკლიტონიდან).
_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.
_ საწინასწარმეტყველო - 2 - შესქ. I, 14-23. იგავ. I, 20-33.
- I საწინასწარმეტყველოს წარდგომა: „უფალო უფალო ჩემო...“ (ხმა VI).
მუხლი: „და ყოველთა მდევართა ჩემთაგან...“
- II საწინასწარმეტყველოს წარდგომა: „უფალო უფალო ვითარ...“ (ხმა V).
მუხლი: „რამეთუ ამაღლდა დიდად...“
_ „და ღირს მყუენ...“ (ჟამნიდან).
_ თხოვნითი კვერექსი.
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: მარხვანისა (ჟამნის ჩასართავებით).
„დიდება“ - მღვდელმოწამისა: „ყოველივე გონებაი შენი...“ (ჴმა III).
„აწ და“ - ჯვარღმრთისმშობლისა („დიდების” ხმის მიხედვით) (პარაკლიტონიდან).
_ „აწ განუტევე“.
_ შემდგომად „მამაო ჩვენო“-სი:
- „ღმრთისმშობელო ქალწულო...“ (ჴმა IV).
- „დიდება“ „ნათლისმცემელო ქრისტესო...“
- „აწ და“ „მეოხ გვეყუენით...“
- „მოწყალებასა შენსა...“
- „უფალო შეგვიწყალენ“ - 40-გზის.
- „დიდება“ „აწ და“.
- „უპატიოსნესსა ქერუბიმთასა...“ „სახელითა უფლისათა... გვაკურთხენ“.
- ასამაღ: „რომელი კურთხეულ არს ქრისტე ღმერთი ჩვენი...“
- ამინ. ლოცვა: „ზეცათა მეუფეო...“ (ჟამნიდან).
_ მღვდელი: ამბიონზე აღასრულებს ეფრემ ასურის ლოცვას 16 მეტანიით.
_ მედავითნე: „წმიდაო ღმერთო“. „ყოვლადწმიდაო სამებაო“. „მამაო, ჩვენო“.
_ მღვდელი: „რამეთუ შენი არს სუფევა...“
_ მედავითნე: „უფალო შეგვიწყალენ“ - 12-გზის.
_ მედავითნე: ლოცვა: „წმიდაო სამებაო, ერთარსებაო...“ (ჟამნიდან).
_ გუნდი: „იყავნ სახელი უფლისა კურთხეულ...” - 3-გზის.
_ მედავითნე: „დიდება“ „აწ და“ - 33-ე ფსალმუნი (ბოლომდე).
_ დიაკონი: სიბრძნით (არ გაიღება აღსავლის კარი).
_ გუნდი: „ღირს არსის“ ნახევარი.
_ მღვდელი: „ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გვაცხოვნენ ჩვენ“.
_ გუნდი: „უპატიოსნესსა ქერუბიმთასა...“
_ მღვდელი: „დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩვენო, დიდება შენდა“.
_ გუნდი: „დიდება“ „აწდა“. „უფალო შეგვიწყალენ“ 3-გზის. „სახელითა უფლისათა ...გვაკურთხენ“.
_ მღვდელი: აღასრულებს ჩამოლოცვას რომელზეც მოიხსენებს მომდევნო დღის (ძვ. სტ. 7 მარტი) წმიდანებს.
_ გუნდი: ამინ. „უფალო შეგვიწყალენ” - 3-გზის.