ესაია II, 3-11
3.ამას იტყვის უფალი: სიონით გამოვიდეს შჯული და სიტყვა უფლისაჲ იერუსალჱმით.
4. და შჯიდეს შორის ნათესავთასა და ამხილოს ერსა მრავალსა, და თანად დაშჭრიდენ მახვილებსა მათსა საჴნისად და ლახურებსა მათსა მანგლად. და არა აღიღოს ნათესავმან ნათესავსა ზედა მახჳლი და არღა ისწავებდენ მერმე ბრძოლასა.
5. და აწ შენ, სახლო იაკობისაო, მოვედით და ვიდოდით ნათელსა უფლისასა,
6. რამეთუ დაუტევა ერი თჳსი, სახლი იაკობისი, რამეთუ აღივსო ვითარცა დასაბამსა სოფელი მათი მისნობითა, ვითარცა უცხოტომთაჲ და შვილნი მრავალნი უცხოტომნი იყვნეს მათდა,
7. რამეთუ აღივსო სოფელი მათი ვერცხლითა და ოქროჲთა, და არა იყო რიცხჳ საუნჯეთა მათთა და აღივსო ქვეყანა მათი ცხენებითა, და არა იყო რიცხჳ ეტლებისა მათისაჲ.
8. და აღივსო ქვეყანაჲ საძაგელებათაგან საქმეთა ჴელთა მათთასა და თაყვანის-სცეს, რომელნი ქმნნეს თითთა მათთა.
9. და მოდრკა კაცი და დამდაბლდა მამაკაცი, და არა ულხინო მათ.
10. და აწ შევედით კლდეთა მიმართ და დაიმალენით ქვეყანასა შინა პირისაგან შიშისა უფლისაჲსა და დიდებისაგან ძალისა მისისა, ოდეს აღდგეს მოსრვად ქვეყანისა,
11. რამეთუ თვალნი უფლისანი მაღალ, ხოლო კაცი მდაბალ. და დამდაბლდეს სიმაღლე კაცთა და ამაღლდეს უფალი მხოლოჲ მას დღესა შინა,