უკან დაბრუნება

VI ჟამ. - ეს. II, 11-21.

ესაია II, 11-21.

11. ამაღლდეს უფალი მხოლოჲ მას დღესა შინა,

12. რამეთუ დღე უფლისა საბაოთისა მოიწიოს ყოველსა ზედა მაგინებელსა და ამპარტავანსა და ყოველსა ზედა მაღალსა და განსაცხრომელსა, და დამდაბლდენ,

13. და ყოველსა ზედა ნაძუსა ლიბანისსა, მაღალთა და განსაცხრომელთა და ყოველსა ზედა ხესა რკოჲსასა ბასანურსა,

14. და ყოველსა ზედა მთასა მაღალსა, და ყოველსა ზედა ბორცუსა მაღალსა,

15. და ყოველსა ზედა ზღუდესა მაღალსა, და ყოველსა ზედა გოდოლსა მაღალსა,

16. და ყოველსა ზედა ნავსა ზღჳსასა, და ყოველსა ზედა ხილვასა ნავთა შუენიერებისასა.

17. და დამდაბლდეს ყოველი კაცი და დაეცეს სიმაღლე კაცთაჲ და ამაღლდეს უფალი მხოლოჲ მას დღესა შინა.

18. და ჴელითქმნულნი ყოველნი დამალნენ

19. შემხუმელთა ქუაბებისა მიმართ და დანახეთქებისა კლდეთასა და ნაპრალთა მიმართ ქუეყანისათა პირისაგან შიშისა უფლისა და დიდებისაგან ძალისა მისისა, ოდეს აღდგეს სრვად ქვეყანისა,

20. რამეთუ მას დღესა გამოიხუნეს კაცმან საძაგელნი თვისნი ოქროსანი და ვეცხლისანი, რომელნი ქმნნეს თაყვანის-საცემელად ამაოთა და მღამიობთა,

21. შესლვად ნაპრალებსა მყარისა კლდისასა, და ჴურელებსა კლდეთასა პირისაგან შიშისა უფლისა და დიდებისაგან ძლიერებისა მისისა, ოდეს აღდგეს სრვად ქვეყანისა.