უკან დაბრუნება

მართლისა ტარასისა.

მართალი ტარასის ცხოვრების წლები უცნობია. გარდამოცემის თანახმად, წმინდანმა ბავშვობიდანვე მიუძღვნა ცხოვრება ღვთისმსახურებას. წმინდა ცხოვრების გამო მას ღვთისგან სასწაულმოქმედების ნიჭი ებოძა. მისი ლოცვით ეშმაკნი იდევნებოდნენ, კეთროვნები იკურნებოდნენ, მკვდრები აღდგებოდნენ. წმიდა ტარასის წინასწარ ჰქონდა უწყებული მისი ამქვეყნიდან გასვლის ჟამი. მან მშვიდად მიაბარა სული უფალს.