უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მცირე მწუხრი.

ღამისთევის მსახურება: დიდი მწუხრი _ დიდი ცისკარი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება - - - არ აღესრულება.

კვირის ციკლის - - - - პარაკლიტონიდან და მარხვანიდან.

სადღეღამისო ციკლის - - - - ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის III პერიოდი.

ტიპიკონი: დიდი მარხვის პირველი კვირის „ღამისთევის“ მსახურება.

 

დიდი მწუხრის ჟამი:

_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ - იგალობება.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ - იგალობება.

_ „ნეტარ არს კაცი“ - I კანონი სრულიად.

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება I ხმაზე).

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები - 10 მუხლად:

- აღდგომისა - 3 მუხლი (Ãმა I).

- აღმოსავლურისა - 3 მუხლი.

- მარხვანისა - 4 მუხლი.

„დიდება“ მარხვანისა: „ჭეშმარიტებისა მადლი...“ (ჴმა II).

„აწ და“ ღმრთისმშობლისა ,,დოგმატიკონი“ (მიმდინარე ხმისა) (ჴმა I): „ყოვლისა სოფლისა დიდებასა...“

_ შესვლა საცეცხლურით.

_ წარდგომა დღისა.

_ „ლიტიასა“ ზედა დასდებლები: ტაძრისა - 1 მუხლი.

„დიდება“ მარხვანისა: „გიხაროდენ ყოვლად-პატიოსანო...“ (ჴმა II).

„აწ და“ მისივე: „ყოველი სასოება...“ (ჴმა II).

_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: აღდგომისა (მიმდინარე ხმისა).

„დიდება“ მარხვანისა: „რომელნი საცთურისაგან...“ (ჴმა II).

„აწ და” ღმრთისმშობლისა „აღდგომისა“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „ჰოი, სასწაული ახალი...“ (ჴმა II).

_ შემდგომად „მამაო ჩვენო“-სი:

- „ღმრთისმშობელო ქალწულო...“ 2-გზის.

- ტროპარი დღესასწაულისა: „უხრწნელსა ხატსა შენსა...“ (ჴმა II). _ 1-გზის.

 

დიდი ცისკრის ჟამი:

_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება I ხმაზე).

ტროპარი აღდგომისა: „რაჟამს ლოდი იგი...“ - 2-გზის (ჴმა I).

„დიდება“ _ ტროპარი დღესასწაულისა: „უხრწნელსა ხატსა შენსა...“ (ჴმა II).

„აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპრის ხმის მიხედვით) (ჴმა II): „ყოველივე საიდუმლო შენი...“

_ რიგითი კანონები: მე-2 და მე-3.

_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.

_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - პარაკლიტონიდან.

„დიდება“ „აწ და“ მისივე.

შენიშვნა: შემდგომად პირველი სტიქოლოგიის წარდგომის „აწ და“-ზე უნდა წავიკითხოთ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (მიმდინარე ხმის მიხედვით): „გაბრიილ გიღაღადა...

ჩასართავები:

- შემდგომად I სტიქოლოგიის წარდგომისა: „აღსდეგ უფალო ღმერთო ჩვენო, ამაღლდინ ხელი შენი და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად“.

- შემდგომად II სტიქოლოგიისა წარდგომისა: „აღგიარო შენ უფალო ყოვლითა გულითა ჩემითა, და მიუთხრა მე ყოველი საკვირველებაი შენი“.

_ ნეტარარიანი მე-17 კანონი (გამოკრებილი მუხლები).

_ აღდგომის ტროპარები: „გუნდნი ანგელოზთანი...“ „ჰოი მოწაფენო...“ და ა.შ.

_ იპაკო და ანტიფონები (ჴმა I).

_ წარდგომა (საცისკრო სახარებისა): „აწ აღვსდგე, იტყვის უფალი, დავსდვა ცხოვრება და განვსცხადნე მას ზედა“ (ჴმა I).

მუჴლი: „სიტყვანი უფლისანი არიან სიტყვა წმიდა“.

_ საცისკრო სახარება: სახ. IX, ინ. 65 დას. XX, 19-31.

_ „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...“ - იგალობება.

_ 50-ე ფსალმუნი.

„დიდება“ - „მსწრაფლ განუხვენ სინანულისა ბჭენი...“ (ჴმა VIII).

„აწ და“ - „ცხოვრებისა გზასა შეცდომილმან...“

- „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“).

- „მრავალთა ცოდვათა ჩემ მიერ...“

შენიშვნა: ამ ლოცვების გალობისას (კითხვისას) ტაძარში მდგომარენი მოიყრიან მუხლს.

_ „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)

I კანონი - აღდგომისა - 4 მუხლი (ძლისპირი 1-გზის).

II კანონი - ჯვარაღდგომისა - 2 მუხლი (ძლისპირის გარეშე).

III კანონი - ღმრთისმშობლისა - 2 მუხლი (ძლისპირის გარეშე).

IV კანონი - მარხვანისა - 6 მუხლი (ძლისპირის გარეშე).

_ კატავასია - მარხვანის კანონის სძლისპირი.

_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.

_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):

- წარდგომა მარხვანისა: „საღმრთოითა ამით ხატითა...“ (ჴმა I).

„დიდება“ მისივე: „პირველ მოსწავებითა...“ (ჴმა I).

„აწ და“ მისივე: „სიყვარულით პატივსვცემთ...“

_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):

- კონდაკი და იკოსი - მარხვანისა.

_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.

_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): „წმიდა არს უფალი ღმერთი ჩვენი“.

_ „განმანათლებელი“ აღდგომისა (ათერთმეტთაგანი) (IX).

„დიდება“ მარხვანისა: „იხარებდით და განსცხრებოდეთ...“

„აწ და“ მისივე: „აწ მახვილი იგი...“

_ „ყოველი სული“ - იგალობება.

_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - 8 მუხლად:

- აღდგომისა - 4 მუხლი.

- აღმოსავლური - 1 მუხლი.

- მარხვანისა - 3 მუხლი (თავისი ჩასართავებით).

„დიდება“ მარხვანისა: „მარხვისა მიერ მოსე..“

„აწ და“ „უმეტესად კურთხეულ ხარ შენ...“

_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.

- ტროპარი აღდგომისა (კენტი ხმისა).

 

I ჟამზე:

„დიდება“ „აწ და“ - გერი IX სახარებისა.

_ ტროპარი: აღდგომისა (ჴმა I) და დღესასწაულისა.

_ კონდაკი: დღესასწაულისა.

 

ჟამებზე:

_ ტროპარი: აღდგომისა (ჴმა I) და დღესასწაულისა.

_ კონდაკი: დღესასწაულისა.

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.

_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 10 მუხლად:

- მიმდინარე ხმისა - 6 მუხლი (პარაკლიტონიდან).

- მარხვანის VI გალობიდან - 4 მუხლი (ტრიოდიონიდან), თავისი „დიდება“ „აწ და“-თი.

შესვლად:

ტროპრები: - აღდგომისა და დღესასწაულისა.

„დიდება“ „აწ და“ - კონდაკი დღესასწაულისა.

 

წარდგომა და ალილუია – დიდმარხვის პირველი კვირისა (მართლმადიდებლობის ზეიმისა).

სამოციქულო და სახარება – დიდმარხვის პირველი კვირისა.

განიცადე _ კვირისა და დღესასწაულისა

 

წარდგომა, გალობა მამათა (ხმა IV): „კურთხეულ ხარ შენ უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო, ქებულ და დიდებულ არს სახელი შენი უკუნისამდე“.

მუხლი: „რამეთუ მართალ არს ყოველივე, რომელ ჰქმენ ჩუენ შორის“.

ალილუია (ხმა IV): „მოსე და აჰრონ მღუდელთა შორის მისთა, და სამოელ მათთანა, რომელ ხადოდეს სახელსა მისსა“.

მუხლი: „ხადოდეს უფალსა და მან ისმინა მათი“.

განიცადე: „აქებდით უფალსა ცათაგან...“

განიცადე: „იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ და ესევდით მას“.

ნაცვლად „ღირს-არსისა“ _ „შენდამი იხარებს მიმადლებულო...“