უკან დაბრუნება

VI ჟამ. - ეს. IV, 2 - V, 7.

ესაია IV, 2 - V, 7

2. ამას იტყვის უფალი: მას დღესა ზედგამობრწყინდეს ღმერთი განზრახვისა მიერ დიდებისა თანა ქვეყანასა ზედა, ამაღლებად და დიდებად ნეშტსა ისრაილისასა.

3. და იყოს დატევებული სიონს და დაშთომილი იერუსალიმს შინა, წმიდად იწოდებოდიან ყოველნი დაწერილნი ცხოვრებად იერუსალიმს შინა,

4. რამეთუ განჰრცხის უფალი მწიკულსა ძეთა და ასულთა სიონისათასა და სისხლსა იერუსალიმისასა განსწმედს, საშუალისაგან მისისა სულითა განკითხვისათა და სულითა დაწუვისათა.

5. და მოვიდეს და იყოს ყოველი ადგილი მთისა სიონისაჲსა და ყოველნი გარემონი მისნი, აგრილობდეს ღრუბელი დღისი და ვითარცა კუამლითა და ნათლითა ცეცხლისა მგზებარისათა - ღამე, დიდებითა დაფაროს ყოველი.

6. და იყოს საჩრდილობელად სიცხისაგან, დასაფარველისა შორის და დაფარულსა შინა სიფიცხისაგან და წჳმისა.

5

1. უქო შეყუარებულსა ქება საყვარელისა ვენაჴსა ჩემსა.

2. ვენაჴი ექმნა შეყვარებულსა რქისა მიერ ადგილსა შინა პოხილსა და ზღუდე გარემოვსდევ და მოვიკრძალე და დავჰნერგე ვენაჴი სორექი და აღვაშენე გოდოლი საშუალ მისა, და წინ სასაწნეხელე მოვთხარე მას შინა, და ველოდე ყოფად ყურძნისა, ხოლო ყუნა ეკალნი.

3. და აწ, მკჳდრთა იერუსალიმისათა და კაცმან იუდასმან, საჯეთღა ჩემ შორის და საშუალ ვენაჴისა ჩემისა!

4. რაჲ უყო მერმე ვენაჴსა ჩემსა, და არა უყავ მას? მით, რამეთუ ვჰგებდი, რაჲთა ყოს ყურძენი, ხოლო ყვნა ეკალნი?

5. აწ უკვე მიგითხრა თქვენ, თუ რაჲ უყო მე ვენაჴსა ჩემსა: მოვძარცო ღობე მისი და იყოს დასატაცებელ, და დავარღჳო ზღუდე მისი და იყოს დასათრგუნველ,

6. და დაუტევო ვენაჴი ჩემი: და არა მოისხლას და არცა მოითოჴნოს, და აღმოსცენდენ, ვითარცა კორდსა შინა ეკალნი და ღრუბელთა ვამცნებ არა წჳმად მის ზედა წვიმაჲ.

7. რამეთუ ვენაჴი უფლისა საბაოთისი სახლი ისრაილისა არს და კაცი იუდაჲსაი - ახალნერგი შეყვარებული.