უკან დაბრუნება

მოწამისა საბინესი (287);

წმიდა მოწამე საბინე (+287) ეგვიპტის ქალაქ ჰერმოპოლისის მმართველი იყო. იმპერატორ დიოკლეტიანეს მიერ ქრისტიანთა დევნისას საბინე, თანამოსაგრეებთან ერთად, მივარდნილ სოფელში დაიმალა. მისი ადგილსამყოფელი ორი ოქროს მონეტის ფასად გასცა ერთმა უმადურმა ღატაკმა, რომელსაც წმიდანი ყოველთვის ეხმარებოდა. სხვა ექვს ქრისტიანთან ერთად საბინე შეიპყრეს და წამების შემდეგ ნილოსში დაახრჩვეს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.