ესაია V, 7-16
7. ესრეთ იტყვის უფალი: ვენაჴი უფლისა საბაოთისი სახლი ისრაილისა არს და კაცი იუდაჲსაი - ახალნერგი შეყვარებული. ველოდე, რაჲთამცა ყო მშჯავრი, ხოლო ყო უშჯულოება; და არა სიმართლე, არამედ ღაღადება.
8. ვაჲ, რომელნი შეაყოფენ სახლსა სახლისა მიმართ, და აგარაკსა აგარაკისა მიმართ შეაახლებენ, რაჲთა მოყვასსა მო-რამე-ჰხუეჭონ, ნუ მარტონი დაემკჳდრნეთა ქვეყანასა ზედა?
9. რამეთუ ისმინეს ყურთა უფლისა საბაოთისთა ესენი: რამეთუ, უკეთუ იქმნენ სახლნი მრავალნი, საოჴრად იყვნენ დიდნი და კარგნი, და არა იყვნენ შორის მკვიდრნი,
10. რამეთუ სადა იქმოდის ათი უღელი ჴართაჲ, ქმნას ლაგვინი ერთი, და მთესველმან სათუელისა ექუსისამან ქმნას საწყაული სამი.
11. ვაჲ, რომელნი აღდგებიან განთიად და თაფლუჭსა სდევენ, დაადგრებიან მწუხრამდე, რამეთუ ღვინომან შეწუნეს იგინი.
12. რამეთუ ქნარისა თანა და საფსალმუნისა და ავლთა ღვინოსა სუმენ, ხოლო საქმეთა უფლისათა არა ხედვენ და საქმეთა ჴელთა მისთასა არ განიცდიან.
13. ვინაჲცა ტყუე იქმნა ერი ჩემი არცნობისათვის მათგან უფლისა, და სიმრავლე მკუდართა შეიქმნა სიყმილისა მიერ და წყურილისა წყლისა.
14. განავრცო ჯოჯოხეთმან გუამი თვისი და აღაღო პირი მისი არა მოკლებად და შთავიდედ დიდებულნი და დიდნი და მდიდარნი და ბილწებანი მისნი და მოხარულნი მას შინა.
15. და დამდაბლდეს კაცი, და შეურაცხ იქმნეს მამაკაცი და თვალნი განმცხრომელნი დამდაბლდენ.
16. და ამაღლდეს უფალი საბაოთ საშჯელსა შინა და ღმვრთი წმიდა იდიდოს სიმართლესა შინა.