უკან დაბრუნება

VI ჟამ. - ეს. VII, 1-14.

ეს. VII, 1-14

და იქმნა დღეთა შინა აქაზისთა და იოათამისთა ძისა ოზიასთა, მეფისა იუდაჲსთა, აღმოვიდა რაასონ, მეფე არამისა და ფაკე, ძე რომაელისი, მეფისა ისრაჱლისა, იერუსალჱმსა ზედა ბრძოლად მისსა, და ვერ შეუძლეს გამოღება მისი.

და მითხრობილ იქმნა სახლისა მიმართ დავითისისა თქუმითა: შეერთჴმავდა არამ ეფრემის თანა. და განჰკრთა სული მისი და სული ერისა მისისა ვითარსახედ ოდენ მაღნარსა შინა ხე შეირყიოს ქარისა მიერ.

და თქვა უფალმან ესაიას მიმართ: გამოვედ შემთხუევად აქაზისსა შენ და დაშთომილი იასუთ, ძე შენი, საბანელსა თანა ზენასა, გზისა აგარაკისა მმურკნველისასა.

და არქუ მას: დაიცევ დაწყნარებულად და ნუ გეშინინ, ნუცა მოუძლურდებინ სული შენი ორთაგან შეშათა, მუგუზთა ამათ მკუმოლვარეთა, რამეთუ ოდეს რისხვა გულისწყრომისა ჩემისა იქმნეს, კუალად განეკურნო და ძემან არამისმან და ძემან რომაელისმან.

განიზრახეს განზრახვაჲ ბოროტი შენთჳს, მეტყუელთა:

აღვიდეთ იუდეად და შეზრახებულთა მათთა მოვაქცინეთ იგინი ჩუენდამო და მეფე მათდა ვყოთ ძე ტაბავეელისი.

ამათ იტყჳს უფალი საბაოთ: არა დაადგრეს განზრახვაჲ ესე, არცა იყოს;

არამედ თავი არამისსა - დამასკოჲ და თავი დამასკოსა - რაასინ, არამედ სამეოცთადახუთთა წელიწადთა ზე მოაკლდეს მეფობა ეფრემისი ერისაგან.

და თავ ეფრემისსა სომორონ და თავ სომორონისსა - ძე რომაელისი, და უკეთუ არა ირწმუნოთ, არცა გულისხმა-ჰყოთ.

და შესძინა უფალმან სიტყვად აქაზისსა მეტყუელმან:

ითხოვე თავისა შენისა სასწაული უფლისა მიერ ღმრთისა შენისა, სიღრმედ მიმართ, ანუ სიმაღლედ მიმართ.

და თქვა აქაზ: არა ვითხოო, არცა განვცადო უფალი.

და თქვა ისაიამან: ისმინეთ აწ, სახლო დავითისო! ნუ მცირესა ღუაწლსა მიატყუებთ კაცთა, და ვითარ უფალსა მიატყუებთ ღვაწლსა?

ამისთჳს თჳთ უფალმან მოგცეს სასწაული თქვენ: აჰა, ქალწულმან მუცლად-იღოს და შვეს ძე და უწოდონ სახელი მისი ემმანუილ.