უკან დაბრუნება

მოწამეთა: ალექსანდრასი, კლავდიასი, ევფრასიასი, მატრონასი, იულიანასი, ეფემიასი და თეოდოსიასი (310);

წმიდა ქალწულმოწამენი: ალექსანდრა, ევფრასია, კლავდი, მატრონა, იულიანა, ეფემია და თეოდორა მაქსიმიანე გალერიუსის (305- 311) დროს შეიპყრეს ქალაქ ამასიაში (შავი ზღვის ნაპირას). დაკითხვაზე მათ უშიშრად აღიარეს ქრისტე, რისთვისაც სასტიკად აწამეს. ქალწულმოწამენი სასტიკად სცემეს, მკერდი მოაჭრეს, ალესილი კავებით დაუსერეს სხეული, ბოლოს კი ცოცხლად დაწვეს გახურებულ ღუმელში.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.