ეს. X, 12-20
და იყოს, ოდეს შეასრულნეს უფალმან ყოველთა მოქმედმან, შორის მთასა სიონსა და იერუსალიმსა, და მოაწიოს გონებასაცა ზედა დიდსა მთავარსა ზედა ასსურასტანელთასა და სიმაღლესა ზედა დიდებისა თვალთა მისთასა,
რამეთუ თქვა: ძალითა ჴელისა ჩემისათა ვყო და სიბრძნითა გულისხმის-ყოფისა ჩემისათა, მოვიპყრნე და საზღვარნი წარმართთანი და ძალითა მით წარმოვტყუენო და შევძრნე ქალაქნი დამკჳდრებულნი.
და მკჳდროსანი სრული მოვიღო, დავიპყრა ჴელითა ჩემითა, ვითარცა ბუდე, და, ვითარცა დატევებულნი კუერცხნი, აღვიხუნე და არავინ იყოს, რომელი განმერეს მე, ანუ განმსიტყოს მე და აღმიღებდეს პირთა და მჭრტინავთა.
ამას იტყვის უფალი: ნუ იდიდოს ცული თჳნიერ მკუეთელისა მის მიერ, ანუ ამაღლდეს ხერხი თჳნიერ მზიდველისა მისისა? ეგრეთვე უკუეთუ ვინ აღიღოს კუერთხი, ანუ ხე, და არა ესრეთ,
არამედ მოავლენს უფალი საბაოთ პატივსა შენსა ზედა უპატიოებასა, და დიდებასა შენსა ზედ ცეცხლი მოტყინარე აღეგზნას.
და იყოს ნათელი ისრაილისა ცეცხლად და განვწმიდო იგი ცეცხლითა მგზებარითა და ჭამდეს, ვითარცა თივასა, ნივთსა. მას დღესა
დაშრტენ მთანი და ბორცუნი და მაღნარნი, და შეიჭამოს სულითგან ვიდრე ჴორცთამდე. და იყოს მლტოლვარე, ვითარცა მლტოლვარე ალისაგან მგზებარისა.
და დაშთომილნი მათნი იყვნენ რიცხვეულ და ყრმამან დაწერნეს იგინი.
და იყოს მას დღესა შინა, არღა მერმე შეეძინოს დაშთომილი ისრაილსა და განრომილნი იაკობისანი არღა მერმე არმოსავ იყვნენ, მიმძლავრებულთა მიმართ მათთა, არამედ იყვნენ მოსავ ღმრთისა მიმართ წმიდისა ისრაილისასა ჭეშმარიტებითა.