საღამოს მსახურება: დიდი სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ IX ჟამი _ სადილის ჟამი _(მწუხრი) პირველშეწირულის ლიტურგია.
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - საზიარო თვენიდან (ღირსისა და მღვდელმოწამისა).
კვირის ციკლის - - - - მარხვანიდან.
სადღეღამისო ციკლის - - - ჟამნიდან.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის III პერიოდი.
ტიპიკონი: დიდი მარხვის III შვიდეულის ოთხშაბათი.
შენიშვნა: შუაღამის ჟამნი სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
დიდი სერობა:
აღსავლის კარი და კრეტსაბმელი დახურულია.
_ მღვდელი: „კურთხეულ არს ღმერთი ჩვენი...“ (დახურული აღსავლის კარის წინ).
_მედავითნე: ამინ. დასაწყისი ლოცვები: „დიდება შენდა ღმერთო ჩვენო დიდება შენდა“.
- „მეუფეო ზეცათაო“. „წმიდაო ღმერთო“. „ყოვლადწმიდაო სამებაო“. „მამაო ჩვენო“.
_ მღვდელი: „რამეთუ შენი არს სუფევა...“
_ მედავითნე: ამინ.
- „უფალო შეგვიწყალენ“ - 12-გზის.
- „დიდება“ „აწ და“.
- „მოვედით თაყვანის-ვსცეთ...“ - 3-გზის.
_ მედავითნე: მე-4, მე-6 და მე-12 ფსალმუნები.
- „დიდება“ „აწ და“.
- „ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო“ - 3-გზის.
-„უფალო შეგვიწყალენ“ - 3-გზის.
- „დიდება“ „აწ და“.
_ მედავითნე: 24-ე, 30-ე და 90-ე ფსალმუნები.
- „დიდება“ „აწ და“.
- „ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო“ - 3 გზის.
-„უფალო შეგვიწყალენ“ - 3-გზის.
- „დიდება“ „აწ და“.
_ მედავითნე: „ჩვენთან არს ღმერთი, სცანთ წარმართთა და იძლიენით, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი“.
_ გუნდი: „ჩვენთან არს ღმერთი, სცანთ წარმართთა და იძლიენით, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი“.
_ მედავითნე: „ისმინეთ ესე ვიდრე დასასრულადმდე ქუეყანისა“.
_ გუნდი: „რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი“.
და შემდგომი ჟამნიდან.
შენიშვნა: ასე გრძელდება მე-20 მუხლის ჩათვლით.
დასასრული:
_ მედავითნე: „ჩვენთან არს ღმერთი, სცანთ წარმართთა და იძლიენით, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი“.
_ გუნდი: „ჩვენთან არს ღმერთი, სცანთ წარმართთა და იძლიენით, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი“.
_ მედავითნე: „დიდება“.
_ გუნდი: „ჩვენთან არს ღმერთი, სცანთ წარმართთა და იძლიენით“.
_ მედავითნე: „აწ და“.
_ გუნდი: „ჩვენთან არს ღმერთი, სცანთ წარმართთა და იძლიენით, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი“.
_ მედავითნე: ტროპარი: „დღე ესე წარვლეთ მშვიდობით...“
_ გუნდი: „დიდება“.
_ მედავითნე: ტროპარი: „დღე ესე განვლეთ მშვიდობით...“
_ გუნდი: „აწ და“.
_ მედავითნე: ტროპარი: „დღე ესე წარვლეთ მშვიდობით...“
- მუხლები: „უხორცოთა ბუნება...“ და შემდგომი.
- მრწამსი.
_ მღვდელი: ამბიონზე დახურული აღსავლის კარის წინ: „ყოვლადწმიდაო დედოფალო ღმრთისმშობელო, მეოხ-გვეყავ ჩუენ ცოდვლთა“ - და შემდგომი.
I „წმიდაო ღმერთო“:
_ მედავითნე: „წმიდაო ღმერთო“. „ყოვლადწმიდაო სამებაო“. „მამაო ჩვენო“.
_ მღვდელი: „რამეთუ შენი არს სუფევა...“
_ მედავითნე: ტროპარები: „უხილავი და დაუძინებელი...“
მუხლი - „მოიხილე ჩემ ზედა...“
- „ვითარ საშინელ არს სასჯელი შენი...“
„დიდება“ – „ცრემლნი მომეც მე ქრისტე...“
„აწ და“ – „ურცხვენელისა სასოებისა...“
- „უფალო შეგვიწყალენ“ - 40-გზის.
- „დიდება“ „აწ და“.
- „უპატიოსნესსა ქერუბიმთასა...“ „სახელითა უფლისათა... გვაკურთხენ“.
_ მღვდელი: „ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა...“
_ მედავითნე: ამინ. ლოცვა: „უფალო უფალო რომელმან მიხსნენ...“
II ნაწილი:
_ მედავითნე: „მოვედით თაყვანის-ვსცეთ...“ - 3-გზის.
- ფსალმუნები: 50-ე და 101-ე.
- ლოცვა: „უფალო ყოვლისა მპყრობელო...“
II „წმიდაო ღმერთო“:
_ მედავითნე: „წმიდაო ღმერთო“. „ყოვლადწმიდაო სამებაო“. „მამაო ჩვენო“.
_ მღვდელი: „რამეთუ შენი არს სუფევა...“
_ გუნდი: ტროპარები: „მიწყალენ ჩვენ უფალო...“
„დიდება“ – „უფალო შეგვიწყალენ ჩვენ...“
„აწ და“ – „მოწყალებისა კარი განგვიღე...“
- „უფალო შეგვიწყალენ“ - 40-გზის.
- „დიდება“ „აწ და“.
- „უპატიოსნესსა ქერუბიმთასა...“ „სახელითა უფლისათა... გვაკურთხენ“.
_ მღვდელი: „ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა...“
_ მედავითნე: ამინ. ლოცვა: „მეუფეო ღმერთო მამაო...“
III ნაწილი:
_ მედავითნე: „მოვედით თაყვანის-ვსცეთ...“ - 3-გზის.
- ფსალმუნი: 69-ე და 142-ე.
- დიდებამაღალიანი.
- კანონები: ღმრთისმშობლისა (მიმდინარე ხმისა) (პარაკლიტონიდან) ღირსი თეოდორე ტრიქინასი (ძვ. სტ-ით 20 აპრილი).
შენიშვნა: III გალობის შემდეგ წაიკითხება კონდაკი და წარდგომა წმიდისა.
_ გუნდი: „ღირს არსი“.
_ მედავითნე: „უფალო ღაღად-ვჰყავსა“ ზედა დასდებლები, თავისი „დიდება“ „აწ და“ -თი, იმ წმიდისა რომლის საცისკრო კანონი წაკითხული სერობაზე, ამ შემთხვევაში ღირსი თეოდორე ტრიქინასი.
III „წმიდაო ღმერთო“:
_ მედავითნე: „წმიდაო ღმერთო“. „ყოვლადწმიდაო სამებაო“. „მამაო ჩვენო“.
_ მღვდელი: „რამეთუ შენი არს სუფევა...“
_ მედავითნე: ამინ.
- ტროპარი: „უფალო ძალთაო ჩვენთანა იყავ...“
_ გუნდი: იმეორებს: „უფალო ძალთაო ჩვენთანა იყავ...“
_ მედავითნე: 1-ლი მუხლი: „აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა...“
_ გუნდი: იმეორებს: „უფალო ძალთაო ჩვენთანა იყავ...“
_ მედავითნე: მე-2 მუხლი: „აქებდით მას ძლიერებითა მისითა...“
_ გუნდი: იმეორებს: „უფალო ძალთაო ჩვენთანა იყავ...“
_ მედავითნე: მე-3 მუხლი: „აქებდით მას ხმითა ნესტვისაითა...“
_ გუნდი: იმეორებს: „უფალო ძალთაო ჩვენთანა იყავ...“
_ მედავითნე: მე-4 მუხლი: „აქებდით მას ბობღნითა და მწყობრითა...“
_ გუნდი: იმეორებს: „უფალო ძალთაო ჩვენთანა იყავ...“
_ მედავითნე: მე-5 მუხლი: „აქებდით მას წინწილითა კეთილ ხმითა...“
_ გუნდი: იმეორებს: „უფალო ძალთაო ჩვენთანა იყავ...“
_ მედავითნე: 1-ლი მუხლი: „აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა...“
_ გუნდი: იმეორებს: „უფალო ძალთაო ჩვენთანა იყავ...“
_ მედავითნე: „დიდება“ – „უფალო არა თუმცა წმიდანი შენნი...“
„აწ და“ – „აურაცხელ არიან სიმრავლენი...“
- „ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო...“
- „ყოველი სასოებაი ჩემი...“
- „უფალო შეგვიწყალენ“ - 40-გზის.
- ლოცვა: „რომელი ყოველსა დღესა...“
- „დიდება“ „აწ და“.
- „უპატიოსნესა ქერუბიმთასა...“
- „სახელითა უფლისათა... გვაკურთხენ“!
_ მღვდელი: „ღმერთო მიწყალენ ჩვენ და მაკურთხენ ჩვენ...“
_ გუნდი: ამინ.
_ მღვდელი: აღასრულებს წმ. ეფრემ ასურის ლოცვას 16 მეტანიით.
ბოლო „წმიდაო ღმერთო“:
_ მედავითნე: „წმიდაო ღმერთო“. „ყოვლადწმიდაო სამებაო“. „მამაო ჩვენო“.
_ მღვდელი: „რამეთუ შენი არს სუფევა...“
_ მედავითნე: ამინ. „უფალო შეგვიწყალენ“ - 12-გზის.
- ლოცვა: „უბიწოო შეუგინებელო...“
- ლოცვა: „მომეც ჩვენ მეუფეო...“
- ლოცვა: „უფროსად დიდებულო...“
- ლოცვა: „სასოება ჩემდა მამა...“
_ მღვდელი: „დიდება შენდა ქრისტე ღმერთო სასოებაო ჩვენო დიდება შენდა“.
_ მედავითნე: „დიდება“ „აწ და“. „უფალო შეგვიწყალენ“ - 3-გზის. „სახელითა უფლისათა... გვაკურთხენ“.
_ მღვდელი: ამბიონზე (მხედველი დასავლეთისაკენ) აღასრულებს ჩამოლოცვას:
- „მეუფეო მრავალმოწყალეო...“ (ჟამნიდან), რომლის დროსაც ტაძარში მდგომარენი მოიდრეკენ მუხლს.
_ გუნდი: ამინ.
ცისკრის ჟამი:
_ ნაცვლად „ღმერთი უფალი“-სა ითქმის „ალილუია“ (მიმდინარე II ჴმაზე).
ტროპარები წმიდა არსისა (ჴმა II) - წესისამებრ.
_ რიგითი კანონები: მე-19, მე-20 და 1-ლი.
_ რიგითი კანონების შემდგომ მცირე კვერექსები - არ აღესრულება.
_ წარდგომა შემდგომად I სტიხოლოღიისა „რვახმათა“ (დღისა და მიმდინარე ხმის მიხედვით) (ხმა II) (იხ. მარხვანი გვ. 598).
_ წარდგომები შემდგომად II და III სტიხოლოღიებისა - მარხვანიდან.
„დიდება“ „აწ და“ - მისივე.
_ 50-ე ფსალმუნი.
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
შენიშვნა: „უმცირესის“ კითხვის წესი დიდმარხვაში მოიძიეთ: „ლიტურგიკული კრებული“ I ტომი, გვ. 20.
I გალობა
კანონი ღირსისა - ძლისპირი + 4 მუხლი (საზიარო თვენიდან).
III გალობა
კანონი ღირსისა - 6 მუხლი (ძლისპირით) (საზიარო თვენიდან).
სამსაგალობელი - 8 მუხლი (ძლისპირის გარეშე) (მარხვანიდან).
შენიშვნა: „კატავასია“ მარხვანისა.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- წარდგომა ღირსისა: „მოღუაწებისა ზეთითა...“ (ხმა VIII).
„დიდება“ „აწ და“ იგივე.
IV გალობა
კანონი ღირსისა - ძლისპირი + 4 მუხლი (საზიარო თვენიდან).
V გალობა
კანონი ღირსისა - ძლისპირი + 4 მუხლი (საზიარო თვენიდან).
VI გალობა
კანონი ღირსისა - 4 მუხლი + ძლისპირი (საზიარო თვენიდან).
შენიშვნა: „კატავასია“ ამ შემთხვევაში არის ღირსის კანონის ძლისპირი.
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VIგალობისა):
- კონდაკი ღირსისა: „სიწმიდისა სულისათა...“ (საზიარო) (ხმა II).
შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.
VII გალობა
კანონი ღირსისა - ძლისპირი + 4 მუხლი (საზიარო თვენიდან).
VIII გალობა
კანონი ღირსისა - 6 მუხლი (ძლისპირით) (საზიარო თვენიდან).
სამსაგალობელი - 8 მუხლი (ძლისპირის გარეშე) (მარხვანიდან).
შენიშვნა: „კატავასია“ მარხვანისა.
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
IX გალობა
კანონი ღირსისა - 6 მუხლი (ძლისპირით) (საზიარო თვენიდან).
შამსაგალობელი - 8 მუხლი (ძლისპირის გარეშე) (მარხვანიდან).
შენიშვნა: „კატავასია“ მარხვანისა.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): „ღირს არსი“.
_ „განმანათლებელი“ სამებიანი (ხმა II) - წესისამებრ (ჟამნიდან).
_ „აქებდით უფალსა ცათაგან“ - იკითხება (დასდებლების გარეშე).
„დიდება“ „აწ და“ – „შენდა დიდება შვენის ქრისტე ღმერთო ჩვენო...“
_ „დიდებამაღალიანი“ - იკითხება.
_ „აღვივსენითსა“ ზედა დასდებლები: მარხვანისა (ჟამნის ჩასართავებით).
„დიდება“ „აწ და“ მარხვანისა: „წყლულებაი მრავალი დაითმინე...“ (ჴმა V).
_ „კეთილ არს აღსარებად უფლისა...“ - 2-გზის.
- „ტაძარსა ამას...“ (ჟამნიდან).
- „უფალო შეგვიწყალენ“ - 40-გზის.
- „დიდება“ „აწ და“.
- „უპატიოსნესსა ქერუბიმთასა...“ „სახელითა უფლისათა... გვაკურთხენ“.
- ასამაღ: „რომელი კურთხეულ არს ქრისტე ღმერთი ჩვენი...“
- ამინ. ლოცვა: „ზეცათა მეუფეო...“ (ჟამნიდან).
_ მღვდელი ამბიონზე აღასრულებს ეფრემ ასურის ლოცვას 16 მეტანიით.
შენიშვნა: აღესრულება „ალილუიას“ ჟამები:
_ დავითნის კანონები: I ჟამზე - მე-2. III ჟამზე - მე-3. VI ჟამზე - მე-4. IX ჟამზე - მე-5.
_ VI ჟამნზე: ღმრთისმშობლის მუხლებს შორის იკითხება ტროპარი, წარდგომა და
საწინასწარმეტყველო ეს. X, 12-20 მარხვანიდან.
_ შემდგომად ასამაღლებელისა: „ღმერთო მიწყალენ ჩუენ...“ აღესრულება ღირ. ეფრემ ასურის ლოცვა 16 მეტანიით, ხოლო IX ჟამზე 3 მეტანიით.
სადილის ჟამი:
შენიშვნა: IX ჟამნის ბოლო ლოცვის კითხვის დროს - მღვდელი და დიაკონი ამბიონზე დახურული აღსავლის კართან წაიკითხავენ ლოცვებს ისე, როგორც იკითხება წმ. იოანე ოქროპირის ლიტურგიის წინ. არ წაიკითხება მხოლოდ ლოცვა: „უფალო, გარდამოავლინე ხელი შენი...“ შემდეგ, ემთხვევიან რა წმიდა ხატებს, მოუდრეკენ თავს ტაძარში მდგომარეთ და შევლენ საკურთხეველში სამხრეთის კარით. ხდება შემოსვა სრული შესამოსლით.
_ გუნდი: „სასუფეველსა შენსა მომიხსნენე ჩვენ უფალო...“ (ხმა VIII).
- „ნეტარებები“ ჩასართავით: „მომიხსენენ ჩვენ უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა“ (ჟამნიდან).
„დიდება“ - იგივე ჩასართავი.
„აწ და“ – „მომიხსენენ ჩვენ უფალო...“ „მომიხსენენ ჩვენ მეუფეო...“ „მომიხსენენ ჩვენ წმიდაო...“ (ჟამნიდან).
- „გუნდნი ზეცისა ძალთანი...“
- „მოვედით მისსა და განათლდით...“
- „გუნდნი ზეცისა ძალთანი...“
„დიდება“ – „ბანაკი წმიდათა ანგელოზთა...“
„აწ და“ - მრწამსი.
-„გვიხსენ, გვილხინე...“
_ „მამაო ჩვენო“.
_ წაიკითხება კონდაკები:
თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა:
- კონდაკები - ტაძრისა;
- შვიდეულის დღისა;
- რიგის წმიდისა;
- „დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“
- „აწ და“ - „სასოო და შესავედრებელო...“
თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა:
- კონდაკები - შვიდეულის დღისა;
- რიგის წმიდისა;
- „დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“
- „აწ და“ - ტაძრისა.
თუ ტაძარი რომელიმე წმიდის სახელობისაა:
- კონდაკები - შვიდეულის დღისა;
- ტაძრის წმიდისა;
- რიგის წმიდისა;
- „დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“
- „აწ და“ - „სასოო და შესავედრებელო...“
შენიშვნა: დიდმარხვაში კონდაკი „მთასა ზედა ფერი იცვალე...“ არ იკითხება.
_ მედავითნე: „უფალო შეგვიწყალენ“ - 40-გზის.
- „დიდება“ „აწ და“. „უპატიოსნესსა ქერუბიმთასა...“ „სახელითა უფლისათა... გვაკურთხენ“.
_ მღვდელი: „ღმერთო მიწყალენ ჩვენ და მაკურთხენ ჩვენ...“
_ მღვდელი: ამბიონზე აღასრულებს წმ. ეფრემ ასურის ლოცვას 16 მეტანიით.
_ მედავითნე: „წმიდაო ღმერთო“. „ყოვლად წმიდაო სამებაო“. „მამაო ჩვენო“.
_ მღვდელი: „რამეთუ შენი არს სუფევა...“
_ მედავითნე: „უფალო შეგვიწყალენ“ - 12-გზის.
_ მედავითნე: „წმიდაო სამებაო ერთარსებაო...“
_ დიაკონი: სიბრძნით (გაიღება აღსავლის კარი).
_ გუნდი: „ღირს არსის“ ნახევარი.
_ მღვდელი: „ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გვაცხოვნენ ჩვენ“.
_ გუნდი: „უპატიოსნესსა ქერუბიმთასა...“
_ მღვდელი: „დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩვენო, დიდება შენდა“.
_ გუნდი: „დიდება“ „აწდა“. „უფალო შეგვიწყალენ“ 3-გზის. „სახელითა უფლისათა... გვაკურთხენ“.
_მღვდელი: აღასრულებს ჩამოლოცვას (მოიხსენებს მიმდინარე დღის წმიდანებს).
_ გუნდი: ამინ. „უფალო შეგვიწყალენ“ - 3-გზის.
პირველშეწირულის ლიტურგია:
მწუხრის ჟამი:
_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“- იკითხება.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103 - ე ფსალმუნი) - იკითხება.
_ „რიგითი კანონი“ - მე-18 (სამ „დიდებად“).
შენიშვნა: კანონის დაწყების წინ, „უფალო შეგვიწყალენ“ - 3 გზის და „დიდება“ „აწ და“ არ ითქმის. ყოველი „დიდების“ შემდეგ აღესრულება მცირე კვერექსი.
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება VI ხმაზე).
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“-სა ზედა დასდებლები - 10 მუხლად:
- თვითხმოვანი დღისა -2 გზის (მარხვანიდან) (ჴმა VI).
- მოწამეთა - 1 მუხლი (მარხვანიდან).
- მარხვანისა - 4 მუხლი (მარხვანიდან).
- მღვდელმოწამისა - 3 მუხლი (საზიარო თვენიდან).
„დიდება“ მღვდელმოწამისა: „სიჩჩოთგან ღმრთისა შეევედრე...“ (ჴმა VI).
„აწ და“ - ღმრთისმშობლისა „რვა ხმათა“ (დღისა და „დიდების” ხმის მიხედვით).
_ შესვლა საცეცხლურით - აღესრულება.
_ საწინასწარმეტყველო - 2 -შესქ. VII, 6-9. იგავ. IX, 12-18.
- I საწინასწარმეტყველოს წარდგომა: „ვესავ მე წყალობასა...“ (ჴმა IV).
მუხლი: „რადმე იქადინ უკეთურებითა...“
- II საწინასწარმეტყველოს წარდგომა: „რაჟამს მოაქციოს უფალმან...“ (ჴმა IV).
მუხლი: „ჰსთქუა უგუნურმან გულსა...“
_ მღვდელი - მდგომარე წმიდა ტრაპეზის წინ, ორივე ხელით აღამაღლებს საცეცხლურს და სასანთლეს სანთლით, აღმოსავლეთისაკენ მხედველი გამოისახავს ჯვარს და იტყვის: „სიბრძნით აღემართენით“ მობრუნდება დასავლეთისკენ ტაძარში მდგომარეთა მიმართ და იტყვის: „ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა“.
_ მღვდელი II საწინასწარმეტყველოს წაკითხვის შემდეგ: „მშვიდობა შენდა“.
შენიშვნა: აქ მედავითნე არ პასუხობს „და სულისაცა შენისათანა“.
_ მღვდელი წარმოთქვამს - დიდ წარდგომას:
- „წარემართენ ლოცვა ჩემი, ვითარცა საკმეველი შენ წინაშე, აღპყრობად ხელთა ჩემთა მსხვერპლ სამწუხროდ“.
_ გუნდი - იმეორებს წარდგომას.
_ მღვდელი ან დიაკონი - მუხლი I – „უფალო ღაღად-ვჰყავ შენდამი, ისმინე ჩემი, მოხედენ ხმასა ლოცვისა ჩემისასა, ღაღადებასა ჩემსა შენდამი“.
_ გუნდი - იმეორებს წარდგომას.
_ მღვდელი ან დიაკონი - მუხლი II – „დასდევ უფალო საცოი პირსა ჩემსა და კარი ძნელი ბაგეთა ჩემთა“.
_ გუნდი - იმეორებს წარდგომას.
_ მღვდელი ან დიაკონი - მუხლი III – „ნუ მისდრეკ გულსა ჩემსა სიტყვათა მიმართ უკეთურებისათა, მიზეზებად მიზეზთა ცოდვისათა“.
_ გუნდი - იმეორებს წარდგომას.
_ მღვდელი ან დიაკონი - „წარემართენ ლოცვა ჩემი ვითარცა საკმეველი შენ წინაშე”.
_ გუნდი: „აღპყრობად ხელთა ჩემთა მსხვერპლ სამწუხროდ“.
_ მღვდელი - წმ. ტრაპეზის წინ აღასრულებს წმ. ეფრემ ასურის ლოცვას 3 მეტანიით.