საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მცირე მწუხრი.
ღამისთევის მსახურება: დიდი მწუხრი _ დიდი ცისკარი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.
წლის ციკლის მსახურება - - - სადღესასწაულოდან.
კვირის ციკლის - - - პარაკლიტონიდან და მარხვანიდან.
სადღეღამისო ციკლის - - - ჟამნიდან.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის III პერიოდი.
ტიპიკონი: დიდი მარხვის III კვირას ხარების (ათთორმეტთაგანი დღესასწაულის) მსახურება.
დიდი მწუხრის ჟამი:
_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ - იგალობება.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ - იგალობება.
_ „ნეტარ არს კაცი“ - I კანონი სრულიად.
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება III ჴმაზე).
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“-სა ზედა დასდებლები - 10 მუხლად:
- აღდგომისა - 3 მუხლი (ჴმა III).
- მარხვანისა - 3 მუხლი.
- ხარებისა - 4 მუხლი (პირველი დასდებელი 2-გზის).
„დიდება“ მარხვანისა: „ქრისტე ღმერთო ჩვენო...“ (ჴმა III).
„აწ და“ დღესასწაულისა: „მოივლინა ზეცით გაბრიილ...“
_ შესვლა საცეცხლურით.
_ წარდგომა - დღისა.
_ საწინასწარმეტყველო – 3 _ ხარებისა; 2 _ ჯვარისა (სადღესასწაულოდან. იხ. ძვ. სტ-ით 14 სექტემბერი).
შენიშვნა: საქართველოს ეკლესიის ტრადიციით ჯვრისთაყვანისცემის კვირის მსახურება უფრო საზეიმო ხასიათს ატარებს, ვიდრე ეს მითითებულია ტრიოდიონ-მარხვანში. მართებულად მიგვაჩნია დავუტეოთ ხარების 2 და ჯვარის 1 საწინასწარმეტყველო, თუმცა თუ ისურვებს უპირატესი, შესაძლებელია წავიკითხოთ ხარების 5 და ჯვარის სამივე საწინასწარმეტყველო.
_ „ლიტიასა“ ზედა დასდებლები: ხარებისა და ჯვარისა („აქებდითსა“-ზედა დასდებლებიდან)
„დიდება“ _ ხარებისა: „იხარებენ ცანი...“ (ჴმა VIII).
„აწ და“ მარხვანისა: „გიხილა რა შენ...“ (ჴმა V).
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: აღდგომისა (მიმდინარე ხმისა).
„დიდება“ _ მარხვანისა: „ღმერთო რომელი...“ (ჴმა I).
„აწ და“ _ ხარებისა: „დღეს სიხარული ხარებისა...“ (ჴმა IV).
_ „აწ განუტევე“.
_ შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“:
- ტროპარი ხარებისა: „დღეს ცხოვრებისა ჩუენისა...“ (ჴმა IV) - 2-გზის.
- ტროპარი ჯვრისა: „აცხოვნე უფალო ერი შენი...“ (ჴმა I) 1გზის.
_ პურის კურთხევა.
დიდი ცისკრის ჟამი:
_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება III ჴმაზე).
ტროპარი აღდგომისა: „იხარებდინ ცანი...“ - 2-გზის (ჴმა III).
„დიდება“ ტროპარი ჯვრისა: „აცხოვნე უფალო ერი შენი...“ (ჴმა I) (ჟამნიდან).
„აწ და“ ტროპარი ხარებისა: „დღეს ცხოვრებისა ჩუენისა...“ (ჴმა IV)
_ რიგითი კანონები: მე-2 და მე-3.
_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები - აღესრულება.
_ წარდგომები შემდგომად სტიქოლოგიებისა - პარაკლიტონიდან.
„დიდება“ „აწ და“ - მისივე.
ჩასართავები:
- შემდგომად I სტიქოლოგიის წარდგომისა: „აღსდეგ უფალო ღმერთო ჩვენო, ამაღლდინ ხელი შენი და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად“.
- შემდგომად II სტიქოლოგიის წარდგომისა: „აღგიარო შენ უფალო ყოვლითა გულითა ჩემითა, და მიუთხრა მე ყოველი საკვირველებაი შენი“.
_ „სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები).
_ „გადიდებსა“ ხარებისა (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით დავითნიდან).
_ აღდგომის ტროპრები: „გუნდნი ანგელოზთანი...“, „ჰოი მოწაფენო...“ და სხვანი.
_ იპაკო (ჴმა III).
_ წარდგომა შემდგომად „სადიდებელისა“: წარდგომა შემდგომად მე-2 სტიქოლოგიისა – ხარებისა (თვენიდან): „დიდი მძღუანი მხედართა...“ წარდგომა შემდგომად მე-3 სტიქოლოგიისა: „დღეს ყოველი დაბადებული...“
„დიდება“ _ წარდგომა შემდგომად სადიდებელისა: „გაბრიილ ზეცით...“
„აწ და“ - მისივე: „მოივლინა გაბრიილ...“
_ ანტიფონები (ჴმა III).
_ წარდგომა (სახარებისა) ხარებისა: „ახარებდით დღითი დღე მაცხოვარებასა ღმრთისა ჩუენისასა“ (ჴმა IV).
მუხლი: „უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა, უგალობდით უფალსა ყოველი ქუეყანა“.
_ სახარება: ლკ. 4 დას. I, 39-49, 56
_ „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...“
_ 50-ე ფსალმუნი.
„დიდება“ - „მეოხებითა ღმრთისმშობელისათა...“
„აწ და“ - „მეოხებითა ღმრთისმშობელისათა...“
- „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“).
_ წარდგომა შემდგომად 50-ე ფსალმუნისა: „ახარებს დღეს გაბრიილ...“
_ „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
I კანონი - აღდგომისა - 4 მუხლი (ძლისპირი 1-გზის).
II კანონი – მარხვანისა (ჯვარისა) – 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე).
III კანონი - ხარებისა - 6 მუხლი (ძლისპირის გარეშე, თვენიდან).
_ კატავასია – დღესასწაულისა (ხარების კანონის ძლისპირი).
_ „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- კონდაკი და იკოსი - მარხვანისა (ჴმა VII).
- წარდგომა ჯვრისა: „ჯვარი შენი...“ ან ... (ნებისმიერი) (ჴმა VI).
„დიდება, აწ და“ ხარებისა: „ანგელოზი უღაღადებდა...“ ან „ზეცით მოივლინა...“
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი და იკოსი - ხარებისა (ჴმა VIII).
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): „წმიდა არს უფალი ღმერთი ჩვენი“.
_ „განმანათლებელი“ აღდგომისა (ათერთმეტთაგანი) (XI).
„დიდება“ განმანათლებელი ჯვრისა: „ჯვარსა შენსა...“
„აწ და“ განმანათლებელი ხარებისა: „ანგელოზთა ძალთა ..“ ან „საუკუნითგან დაფარული...“
_ „ყოველი სული“ - იგალობება.
_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - 8 მუხლად:
- აღდგომისა - 4 მუხლი.
- ხარებისა - 4 მუხლი (ჩასართავები „სტიქარონსა“-ზედა დასდებლებიდან).
ჩასართავი: „აღსდეგ უფალო ღმერთო ჩვენო, ამაღლდინ ხელი შენი და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად“.
დასდებელი მარხვანისა: „ბოროტისა მის ფარისეველისა...“
„დიდება“ იგივე.
„აწ და“ - „უმეტესად კურთხეულ ხარ შენ...“ (ჴმა VI).
_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
შენიშვნა: „დიდება მაღალიანის“ გალობისას, მღვდელი იმოსება სრული შესამოსელით შესაბამისი ლოცვის წაკითხვის გარეშე, ბოლო „წმიდაო ღმერთოზე“ ხდება ჯვრის გამოსვენება შუა ტაძარში. მღვდელი აიღებს წმიდა ტრაპეზზე დასვენებულ ჯვარს და ჩრდილოეთის კარით გამოდის ამბიონზე, ღია აღსავლის კარში, მხედველი აღმოსავლეთისაკენ აღამაღლებს ჯვარს და ხმამაღლა იტყვის: „სიბრძნით აღემართენით“, გუნდი იგალობებს: „აცხოვნე უფალო ერი შენი...“ 3 გზის, რის შემდეგაც დაასვენებს მას შუა ტაძარში ანალოღიაზე. „ჯვარსა შენსა თაყვანის-ვცემთ...“ 3 გზის, აღესრულება ჯვარზე მთხვევა და ზეთისცხება. ხოლო მედავითნე კითხელობს მუხლებს: „მოვედით მორწმუნენო...“ და „დღეს მფლობელი დაბადებულთა...“ „დიდება“ – „დღეს ბუნებით შეუხებელი...“ „აწ და“ – „დღეს საწინასწარმეტყველო...“
_ მრჩობლი კვერექსი.
_ თხოვნითი კვერექსი.
_ დიდი ჩამოლოცვა.
I ჟამის წინ:
„დიდება“ „აწ და“ - გერი XI სახარებისა.
I და VI ჟამებზე:
_ ტროპარები: აღდგომისა (ჴმა III) და ჯვრისა.
_ კონდაკი: ჯვრისა.
III და IX ჟამებზე:
_ ტროპარები: აღდგომისა (ჴმა III) და ხარებისა.
_ კონდაკი: ხარებისა.
წმ. ბასილი დიდის საღმრთო ლიტურგია:
_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.
_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 10 მუხლად:
- მიმდინარე ხმის - 4 მუხლი.
- ხარების კანონის III გალობიდან _ 4 მუხლი,
- მარხვანის კანონის VI გალობიდან - 4 მუხლი, თავისი „დიდება“ „აწ და“-თი.
შესვლად:
ტროპარები: აღდგომისა;
- ჯვარისა;
- ხარებისა.
კონდაკი: „დიდება“ - ჯვარისა;
„აწ და“ _ ხარებისა.
„წმიდაო ღმერთოს“ ნაცვლად იგალობება: „ჯვარსა შენსა თაყვანის-ვსცემთ...“
წარდგომა, ალილუია და განიცადე _ ხარებისა და ჯვრისთაყვანისცემისა.
სამოციქულო და სახარება – ხარებისა და ჯვრისთაყვანისცემისა.
წარდგომა (ჴმა IV): „ახარებდით დღითი-დღე მაცხოვარებასა ღმრთისა ჩვენისასა“.
მუხლი: „უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა, უგალობდით უფალსა ყოველი ქვეეყანა“.
წარდგომა (ჴმა VI): „აცხოვნე უფალო ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი“.
ალილუია (ჴმა I): „გარდამოხდა ვითარცა წვიმა საწმისსა ზედა და ვითარცა ცვარი რა ცურინ ქვეყანასა ზედა“.
მუხლი: „იყავნ სახელი მისი კურთხეულ უკუნისამდე, უწინარეს მზისა ეგოს სახელი მისი“.
ალილუია (ჴმა I): „მოიხსენე კრებული შენი რომელ მოიგე დასაბამითგან“.
განიცადე: „გამოირჩია უფალმან სიონი და სათნო-იყო სამკვიდრებელად თვისა“.
განიცადე: „გამოსჩნდა ჩვენ ზედა ნათელი პირისა შენისა უფალო“.
„ღირს არსის“ ნაცვლად იგალობება ჩასართავი: „აუწყებდით ქვეყანა...“ და დღესასწაულის IX გალობის ძლისპირი: „კიდობანსა მას სჯულისასა...“.