ესაია XXXVII, 33 - XXXVIII, 6
33. ამისთჳს ესრეთ იტყჳს უფალი მეფესა ზედა ასსურასტანელთასა: არ შემოვიდეს ქალაქსა ამას, არცა სტყორცოს მას ზედა ისარი, არცა ზედადადვას მის ზედა ფარი, არცა ამრგულივოს მის ზედა პატნეზი,
34. არამედ გზასა, რომელსა მოვიდა, მის მიერვე მიიქცეს და ქალაქსა ამას შინა არ შემოვიდეს. ამათ იტყჳს უფალი:
35. შეწევნა-ყო მწედ ქალაქისა ამის, განრინებად მისსა ჩემთჳს და მათთჳს, მონისა ჩემისა დავითისა.
36. და გამოვიდა ანგელოზი უფლისაჲ და მოკლა ბანაკისაგან ასსურასტენელთასა ასოთხმეოცდახუთი ათასეული, და აღდგომილთა განთიად პოვნეს ყოველნი სხეულნი მკუდარნი.
37. და უკუნქცეული წარვიდა სენაქირიმ, მეფე ასსურასტანელთა, და დაადგრა ნინევს შინა.
38. და თაყვანის-ცემასა შინა მისსა შორის სახლსა ასარახ ღმრთისა მისისასა ადრამელიქ და სარასარ, ძეთა მისთა, დასცეს იგი მახჳლებითა, ხოლო იგინი განრომილ იქმნეს სომხეთად, და მეფე იქმნა ასორდან, ძე მისი, მის წილ.
1. და იყო მას ჟამსა შინა, მოუსუსურდა ეზეკია ვიდრე სიკუდიდმდე და მოვიდა მისსა ესაია, ძე ამოსისი, წინაწარმეტყუელი და თქუა მისდამი: ამათ იტყჳს უფალი: განაწესე სახლისათჳს შენისა, მოჰკუდები რამეთუ შენ, და არა სცხოვნდე.
2. და მიიქცია ეზეკიამან პირი თჳსი კედლად მიმართ და ილოცა უფლისა მიმართ,
3. მეტყუელმან: ჵ უფალო, მოიჴსენე, უფალო, ვითარ ვიდოდე წინაშე შენსა ჭეშმარიტებისა თანა გულისა მიერ ჭეშმარიტისა და სათნონი წინაშე შენსა ვყვენ. და ტიროდა ეზეკია ტირილსა დიდსა.
4. და იქმნა სიტყვა უფლისაჲ ესაიას მიმართ, მეტყუელი:
5. ვიდოდე და არქუ ეზეკიასა: ამათ იტყჳს უფალი, ღმერთი დავითის, მამისა შენისა: მესმა ლოცვისა შენისა და ვიხილნე ცრემლნი შენნი. აჰა, შევსძინე ჟამსა ზედა შენსა წელიწადი ათხუთმეტი.
6. და ჴელისაგან მეფისა ასსურასტანელთასა გიჴსნა მე შენ, და მწედ ქალაქისა ამის შეწევნა-ვყო.