საღამოს მსახურება: დიდი სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ IX ჟამი _ სადილის ჟამი _(მწუხრი) პირველშეწირულის ლიტურგია.
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - - არ აღესრულება.
კვირის ციკლის - - - - მარხვანიდან.
სადღეღამისო ციკლის - - - ჟამნიდან.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის III პერიოდი.
ტიპიკონი: დიდი მარხვის განზოგება
შენიშვნა: შუაღამის ჟამი სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
დიდი სერობა:
აღსავლის კარი და კრეტსაბმელი დახურულია.
_ მღვდელი: „კურთხეულ არს ღმერთი ჩვენი...“ (დახურული აღსავლის კარის წინ).
_მედავითნე: ამინ. დასაწყისი ლოცვები: „დიდება შენდა ღმერთო ჩვენო დიდება შენდა“.
- „მეუფეო ზეცათაო“. „წმიდაო ღმერთო“. „ყოვლადწმიდაო სამებაო“. „მამაო ჩვენო“.
_ მღვდელი: „რამეთუ შენი არს სუფევა...“
_ მედავითნე: ამინ.
- „უფალო შეგვიწყალენ“ - 12-გზის.
- „დიდება“ „აწ და“.
- „მოვედით თაყვანის-ვსცეთ...“ - 3-გზის.
_ მედავითნე: მე-4, მე-6 და მე-12 ფსალმუნები.
- „დიდება“ „აწ და“.
- „ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო“ - 3-გზის.
-„უფალო შეგვიწყალენ“ - 3-გზის.
- „დიდება“ „აწ და“.
_ მედავითნე: 24-ე, 30-ე და 90-ე ფსალმუნები.
- „დიდება“ „აწ და“.
- „ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო“ - 3 გზის.
-„უფალო შეგვიწყალენ“ - 3-გზის.
- „დიდება“ „აწ და“.
_ მედავითნე: „ჩვენთან არს ღმერთი, სცანთ წარმართთა და იძლიენით, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი“.
_ გუნდი: „ჩვენთან არს ღმერთი, სცანთ წარმართთა და იძლიენით, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი“.
_ მედავითნე: „ისმინეთ ესე ვიდრე დასასრულადმდე ქუეყანისა“.
_ გუნდი: „რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი“.
და შემდგომი ჟამნიდან.
შენიშვნა: ასე გრძელდება მე-20 მუხლის ჩათვლით.
დასასრული:
_ მედავითნე: „ჩვენთან არს ღმერთი, სცანთ წარმართთა და იძლიენით, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი“.
_ გუნდი: „ჩვენთან არს ღმერთი, სცანთ წარმართთა და იძლიენით, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი“.
_ მედავითნე: „დიდება“.
_ გუნდი: „ჩვენთან არს ღმერთი, სცანთ წარმართთა და იძლიენით“.
_ მედავითნე: „აწ და“.
_ გუნდი: „ჩვენთან არს ღმერთი, სცანთ წარმართთა და იძლიენით, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი“.
_ მედავითნე: ტროპარი: „დღე ესე წარვლეთ მშვიდობით...“
_ გუნდი: „დიდება“.
_ მედავითნე: ტროპარი: „დღე ესე განვლეთ მშვიდობით...“
_ გუნდი: „აწ და“.
_ მედავითნე: ტროპარი: „დღე ესე წარვლეთ მშვიდობით...“
- მუხლები: „უხორცოთა ბუნება...“ და შემდგომი.
- მრწამსი.
_ მღვდელი: ამბიონზე დახურული აღსავლის კარის წინ: „ყოვლადწმიდაო დედოფალო ღმრთისმშობელო, მეოხ-გვეყავ ჩუენ ცოდვლთა“ - და შემდგომი.
I „წმიდაო ღმერთო“:
_ მედავითნე: „წმიდაო ღმერთო“. „ყოვლადწმიდაო სამებაო“. „მამაო ჩვენო“.
_ მღვდელი: „რამეთუ შენი არს სუფევა...“
_ მედავითნე: ტროპრები: „უხილავი და დაუძინებელი...“
მუხლი - „მოიხილე ჩემ ზედა...“
- „ვითარ საშინელ არს სასჯელი შენი...“
„დიდება“ – „ცრემლნი მომეც მე ქრისტე...“
„აწ და“ – „ურცხვენელისა სასოებისა...“
- „უფალო შეგვიწყალენ“ - 40-გზის.
- „დიდება“ „აწ და“.
- „უპატიოსნესსა ქერუბიმთასა...“ „სახელითა უფლისათა... გვაკურთხენ“.
_ მღვდელი: „ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა...“
_ მედავითნე: ამინ. ლოცვა: „უფალო უფალო რომელმან მიხსნენ...“
II ნაწილი:
_ მედავითნე: „მოვედით თაყვანის-ვსცეთ...“ - 3-გზის.
- ფსალმუნები: 50-ე და 101-ე.
- ლოცვა: „უფალო ყოვლისა მპყრობელო...“
II „წმიდაო ღმერთო“:
_ მედავითნე: „წმიდაო ღმერთო“. „ყოვლადწმიდაო სამებაო“. „მამაო ჩვენო“.
_ მღვდელი: „რამეთუ შენი არს სუფევა...“
_ გუნდი: ტროპარები: „მიწყალენ ჩვენ უფალო...“
„დიდება“ – „უფალო შეგვიწყალენ ჩვენ...“
„აწ და“ – „მოწყალებისა კარი განგვიღე...“
- „უფალო შეგვიწყალენ“ - 40-გზის.
- „დიდება“ „აწ და“.
- „უპატიოსნესსა ქერუბიმთასა...“ „სახელითა უფლისათა... გვაკურთხენ“.
_ მღვდელი: „ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა...“
_ მედავითნე: ამინ. ლოცვა: „მეუფეო ღმერთო მამაო...“
III ნაწილი:
_ მედავითნე: „მოვედით თაყვანის-ვსცეთ...“ - 3-გზის.
- ფსალმუნი: 69-ე და 142-ე.
- დიდებამაღალიანი.
- კანონები: ღმრთისმშობლისა (მიმდინარე ხმისა) (პარაკლიტონიდან) და წმ. იოანესი, მანგლელი ეპ. (ძვ. სტ-ით 28 მარტი).
შენიშვნა: III გალობის შემდეგ წაიკითხება კონდაკი და წარდგომა წმიდისა.
_ გუნდი: „ღირს არსი“.
_ მედავითნე: „უფალო, ღაღად-ვყავსა“ ზედა დასდებლები, თავისი „დიდება“, „აწ და“-თი, იმ წმიდისა, რომლის საცისკრო კანონი წაკითხულ იქნა სერობაზე, ამ შემთხვევაში წმ. იოანესი, მანგლელი ეპ.
III „წმიდაო ღმერთო“:
_ მედავითნე: „წმიდაო ღმერთო“. „ყოვლადწმიდაო სამებაო“. „მამაო ჩვენო“.
_ მღვდელი: „რამეთუ შენი არს სუფევა...“
_ მედავითნე: ამინ.
- ტროპარი: „უფალო ძალთაო ჩვენთანა იყავ...“
_ გუნდი: იმეორებს: „უფალო ძალთაო ჩვენთანა იყავ...“
_ მედავითნე: 1-ლი მუხლი: „აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა...“
_ გუნდი: იმეორებს: „უფალო ძალთაო ჩვენთანა იყავ...“
_ მედავითნე: მე-2 მუხლი: „აქებდით მას ძლიერებითა მისითა...“
_ გუნდი: იმეორებს: „უფალო ძალთაო ჩვენთანა იყავ...“
_ მედავითნე: მე-3 მუხლი: „აქებდით მას ხმითა ნესტვისაითა...“
_ გუნდი: იმეორებს: „უფალო ძალთაო ჩვენთანა იყავ...“
_ მედავითნე: მე-4 მუხლი: „აქებდით მას ბობღნითა და მწყობრითა...“
_ გუნდი: იმეორებს: „უფალო ძალთაო ჩვენთანა იყავ...“
_ მედავითნე: მე-5 მუხლი: „აქებდით მას წინწილითა კეთილ ხმითა...“
_ გუნდი: იმეორებს: „უფალო ძალთაო ჩვენთანა იყავ...“
_ მედავითნე: 1-ლი მუხლი: „აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა...“
_ გუნდი: იმეორებს: „უფალო ძალთაო ჩვენთანა იყავ...“
_ მედავითნე: „დიდება“ – „უფალო არა თუმცა წმიდანი შენნი...“
„აწ და“ – „აურაცხელ არიან სიმრავლენი...“
- „ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო...“
- „ყოველი სასოებაი ჩემი...“
- „უფალო შეგვიწყალენ“ - 40-გზის.
- ლოცვა: „რომელი ყოველსა დღესა...“
- „დიდება“ „აწ და“.
- „უპატიოსნესა ქერუბიმთასა...“
- „სახელითა უფლისათა... გვაკურთხენ“!
_ მღვდელი: „ღმერთო მიწყალენ ჩვენ და მაკურთხენ ჩვენ...“
_ გუნდი: ამინ.
_ მღვდელი: აღასრულებს წმ. ეფრემ ასურის ლოცვას 16 მეტანიით.
ბოლო „წმიდაო ღმერთო“:
_ მედავითნე: „წმიდაო ღმერთო“. „ყოვლადწმიდაო სამებაო“. „მამაო ჩვენო“.
_ მღვდელი: „რამეთუ შენი არს სუფევა...“
_ მედავითნე: ამინ. „უფალო შეგვიწყალენ“ - 12-გზის.
- ლოცვა: „უბიწოო შეუგინებელო...“
- ლოცვა: „მომეც ჩვენ მეუფეო...“
- ლოცვა: „უფროსად დიდებულო...“
- ლოცვა: „სასოება ჩემდა მამა...“
_ მღვდელი: „დიდება შენდა ქრისტე ღმერთო სასოებაო ჩვენო დიდება შენდა“.
_ მედავითნე: „დიდება“ „აწ და“. „უფალო შეგვიწყალენ“ - 3-გზის. „სახელითა უფლისათა... გვაკურთხენ“.
_ მღვდელი: ამბიონზე (მხედველი დასავლეთისაკენ) აღასრულებს ჩამოლოცვას:
- „მეუფეო მრავალმოწყალეო...“ (ჟამნიდან), რომლის დროსაც ტაძარში მდგომარენი მოიდრეკენ მუხლს.
_ გუნდი: ამინ.
ცისკრის ჟამი:
_ ნაცვლად „ღმერთი უფალი“-სა ითქმის „ალილუია“ (მიმდინარე III ჴმაზე).
ტროპარები წმიდა არსისა (ჴმა III) - წესისამებრ.
_ რიგითი კანონები: მე-19, მე-20 და 1-ლი.
_ რიგითი კანონების შემდგომ მცირე კვერექსები - არ აღესრულება.
_ წარდგომა შემდგომად I სტიხოლოღიისა „რვა-ხმათა“ (დღისა და მიმდინარე ხმის მიხედვით) (ხმა III) (იხ. მარხვანი გვ. 598).
_ წარდგომები შემდგომად II და III სტიხოლოღიებისა - მარხვანიდან.
„დიდება“, „აწ და“ - მისივე.
_ 50-ე ფსალმუნი.
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
შენიშვნა: „უმცირესის“ კითხვის წესი დიდმარხვაში მოიძიეთ: „ლიტურგიკული კრებული“ I ტომი, გვ. 20.
I, IV, V და VII გალობები:
კანონი ჯვრისა - 5 მუხლი (ძლისპირის გარეშე) (მარხვანიდან).
VI გალობა:
კანონი ჯვრისა - 5 მუხლი (ძლისპირის გარეშე) (მარხვანიდან).
შენიშვნა: „კატავასია“ ჯვრის კანონის ძლისპირი.
III, VIII და IX გალობა
კანონი ჯვრისა - 6 მუხლი (ძლისპირით) (მარხვანიდან).
სამ-საგალობელი - 8 მუხლი (ძლისპირის გარეშე) (მარხვანიდან).
შენიშვნა: „კატავასია“ მარხვანისა.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- წარდგომა ჯვრისა: „დღეს საწინაჲსწარმეტყუელო იგი...“ (ჴმა VI) (მარხვანიდან).
„დიდება“ – „ჯუარი შენი უფალო...”
„აწ და“ მისივე.
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი და იკოსი მარხვანისა (ტრიოდიონიდან) (ჴმა VIII).
_ შემდგომად „აკურთხევდითსა” (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
_ შემდგომად „ადიდებდითსა” (IX გალობისა): „ღირს არსი“.
_ „განმანათლებელი“ ჯვრისა: „განზოგებასა ამას...“ (მარხვანიდან).
„დიდება“, „აწ და“ მისივე.
_ „აქებდით უფალსა ცათაგან“ - იკითხება.
_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები: ჯვრისა - 4 მუხლი (იხ. IV შვიდეულის სამშაბათს „უფალო, ღაღად-ვყავსა“ ზედა დასდებლები).
„დიდება“ „აწ და“ მისივე: „დღეს მფლობელი...“ (ტრიოდიონიდან).
_ „დიდებამაღალიანი“ - იკითხება.
_ „აღვივსენითსა“ ზედა დასდებლები: მარხვანისა (ჟამნის ჩასართავებით).
„დიდება“, „აწ და“ მარხვანისა: „რომელთა-ესე განვაზოგეთ...“ (ჴმა VIII).
_ „კეთილ არს აღსარებად” - 2-გზის.
- ტროპარი - „ტაძარსა ამას დიდებისა...“.
- „უფალო, შეგვიწყალენ“ - 40-გზის.
- „დიდება“, „აწ და“. „უპატიოსნესსა ქერუბიმთასა...“. „სახელითა უფლისათა, გვაკურთხენ...“.
- ამინ. „ზეცათა მეუფეო...“.
- მღვდელი ამბიონზე აღასრულებს წმ. ეფრემ ასურის ლოცვას 16 მეტანიით.
შენიშვნა: აღესრულება „ალილუიას“ ჟამები:
I ჟამი:
_ მედავითნე: „მოვედით, თაყუანის-ვსცეთ“ - 3-გზის.
_ მედავითნე: ფსალმუნები: მე-5, 89-ე და მე-100.
_ რიგითი კანონი - მე-2.
- „დიდება“, „აწ და“, „ალილუია“ - 3-გზის. „უფალო, შეგვიწყალენ“ - 3-გზის.
- „განთიად შეისმინე ჴმისა ჩემისაჲ...“.
_ გუნდი: გაიმეორებს.
_ მღვდელი: „სიტყუანი ჩემნი ყურად-იხვენ...“.
_ გუნდი: „განთიად შეისმინე ჴმისა ჩემისაჲ...“.
_ მღვდელი: „რამეთუ შენდამი ვილოცო...“.
_ გუნდი: „განთიად შეისმინე ჴმისა ჩემისაჲ...“.
_ მღვდელი: „დიდება“.
_ მედავითნე: „აწ და“ - „რაჲმე სახელ გდვათ შენ...“.
შენიშვნა: - ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს I ჟამნზე, ღვთისმშობლის მუხლის: ,,რაჲმე სახელ გდვათ შენ...“ კითხვისას გაიღება აღსავალის კარი, მღვდელი საცეცხლურით, ხოლო დიაკონი ანთებული სანთლით გამოვლენ აღსავლის კარით საკურთხველიდან და დადგებიან შუა ტაძარში ანალოღიის წინ, რომელზეც დასვენებულია პატიოსანი ჯვარი, მედავითნე დაამთავრებს კითხვას: „მას ევედრე ცხოვრებად სულთა ჩუენთათვის...“ მღვდელი დიაკონთან ერთად 3-გზის შემოუკმევს ანალოღიას, რის შემდეგაც 3-გზის იგალობებენ: „ჯუარსა შენსა თაყუანის-ვსცემთ...“ და თითო ჯერზე აღასრულებენ ერთ დიდი მეტანისას. გუნდი 3-გზის გალობს: „ჯუარსა შენსა თაყუანის-ვსცემთ...“. აღესრულება ჯვარზე მთხვევა. ხოლო მედავითნე კითხელობს მუხლებს: „მოვედით, მორწმუნენო...“ და „დღეს მფლობელი დაბადებულთა...“, „დიდება“ – „დღეს ბუნებით შეუხებელი...“, „აწ და“ – „დღეს საწინაჲსწარმეტყუელო...“.
_ მედავითნე: „სლვანი ჩემნი წარმართენ...“.
_ გუნდი: „სლვანი ჩემნი წარმართენ...“.
_ მედავითნე: „მიჴსენ მე ცილისწამებისაგან...“.
_ გუნდი: გაიმეორებს.
_ მედავითნე: „გამოაჩინე პირი შენი...“.
_ გუნდი: გაიმეორებს.
_ მედავითნე: „აღავსე პირი ჩემი ქებითა...“.
_ გუნდი: გაიმეორებს.
_ მედავითნე: „წმიდაო ღმერთო...“; „ყოვლად წმიდაო სამებაო...“; „მამაო ჩუენო...“.
- კონდაკი ჯვრისა: „არღარა სცავს...“.
- „უფალო, შეგვიწყალენ...“ - 3-გზის.
- ლოცვა: „რომელი ყოველსა დღესა...“.
- „სახელითა უფლისაჲთა, გუაკურთხენ...“.
_ მღვდელი - ამბიონზე აღასრულებს წმ. ეფრემ ასურის ლოცვას 16 მეტანიით.
შენიშვნა: დიდმარხვაში თუ I ჟამნის ჩამოლოცვის შემდეგ III ჟამნს გარკვეული ხნის შემდეგ დავიწყებთ, ვიტყვით, ბოლო „წმიდაო ღმერთოს“ და „უფალო, შეგვიწყალენ“ – 12-გზის, ხოლო თუ I ჟამნს პირდაპირ მოებმის III ჟამნი, მაშინ მღვდელი ეფრემ ასურის ლოცვის აღსრულების შემდეგ იტყვის ლოცვას: „ქრისტე ნათელო ჭეშმარიტო...“.
_ მედავითნე: „წმიდაო ღმერთო...“; „ყოვლად წმიდაო სამებაო...“; „მამაო ჩუენო...“.
- „უფალო, შეგვიწყალენ...“ - 12-გზის.
_ მღვდელი: „ქრისტე ნათელო ჭეშმარიტო...“.
_ გუნდი: ამინ. „ზესთა მბრძოლოსა ჩემისათვის...“.
_ მღვდელი: დიდი ჩამოლოცვა.
III, VI და IX ჟამები - აღესრულება „ალილუიას“ თანმიმდევრობით:
_ დავითნის კანონები: III ჟამზე - მე-3. VI ჟამზე - მე-4. IX ჟამზე - მე-5.
_ „მამაო ჩუენოს“ შემდეგ წაიკითხება კონდაკი ჯვრისა: „არღასა სცავს...“.
_ VI ჟამზე: ღმრთისმშობლის მუხლებს შორის იკითხება ტროპარი, წარდგომა და
საწინასწარმეტყველო ეს. XXVI, 21 - XXVII, 9 (მარხვანიდან).
_ შემდგომად ასამაღლებელისა: „ღმერთო, მიწყალენ ჩუენ...“, აღესრულება წმ. ეფრემ ასურის ლოცვა 16 მეტანიით, ხოლო IX ჟამზე 3 მეტანიით.
სადილის ჟამი:
შენიშვნა: IX ჟამის ბოლო ლოცვის კითხვის დროს მღვდელი და დიაკონი ამბიონზე, აღსავლის დახურულ კართან, წაიკითხავენ ლოცვებს ისე, როგორც იკითხება წმ. იოანე ოქროპირის ლიტურგიის წინ. არ წაიკითხება მხოლოდ ლოცვა: „უფალო, გარდამოავლინე ჴელი შენი...“. შემდეგ, ემთხვევიან რა წმიდა ხატებს, მოუდრეკენ თავს ტაძარში მდგომარეთ და შევლენ საკურთხეველში სამხრეთის კარით. ხდება შემოსვა სრული შესამოსლით.
_ გუნდი: „სასუფეველსა შენსა მომიჴსენენ ჩუენ, უფალო...“ (ხმა VIII).
- „ნეტარებები“ ჩასართავით: „მომიჴსენენ ჩუენ, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა“ (ჟამნიდან).
„დიდება“ - იგივე ჩასართავი.
„აწ და“ – „მომიჴსენენ ჩუენ, უფალო...“, „მომიჴსენენ ჩუენ, მეუფეო...“, „მომიჴსენენ ჩუენ, წმიდაო...“ (ჟამნიდან).
- „გუნდნი ზეცისა ძალთანი...“.
- „მოვედით მისსა და განათლდით...“.
- „გუნდნი ზეცისა ძალთანი...“.
„დიდება“ – „ბანაკი წმიდათა ანგელოზთა...“.
„აწ და“ - მრწამსი.
- „გვიჴსენ, გვილხინე...“.
_ „მამაო ჩუენო“....
_ წაიკითხება კონდაკი: ჯვრის თაყანისცემისა: „არღარა სცავს ედემისა...“ (ხმა VII).
_ მედავითნე: „უფალო, შეგვიწყალენ“ - 40-გზის.
- „დიდება“, „აწ და“, „უპატიოსნესსა ქერუბიმთასა...“, „სახელითა უფლისაჲთა... გვაკურთხენ“.
_ მღვდელი: „ღმერთო, მიწყალენ ჩუენ და მაკურთხენ ჩუენ...“.
_ მღვდელი: ამბიონზე აღასრულებს წმ. ეფრემ ასურის ლოცვას 16 მეტანიით.
_ მედავითნე: „წმიდაო ღმერთო...“; „ყოვლად წმიდაო სამებაო...“; „მამაო ჩუენო...“.
_ მღვდელი: „რამეთუ შენი არს სუფევა...“.
_ მედავითნე: „უფალო, შეგვიწყალენ“ - 12-გზის.
_ მედავითნე: „წმიდაო სამებაო ერთარსებაო...“.
_ დიაკონი: სიბრძნით (გაიღება აღსავლის კარი).
_ გუნდი: „ღირს არსის“ ნახევარი.
_ მღვდელი: „ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ“.
_ გუნდი: „უპატიოსნესსა ქერუბიმთასა...“.
_ მღვდელი: „დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩუენო, დიდება შენდა“.
_ გუნდი: „დიდება“, „აწდა“, „უფალო, შეგვიწყალენ“ 3-გზის. „სახელითა უფლისაჲთა... გუაკურთხენ“.
_ მღვდელი: აღასრულებს ჩამოლოცვას (მოიხსენებს მიმდინარე დღის წმინდანებს).
_ გუნდი: ამინ. „უფალო, შეგვიწყალენ“ - 3-გზის.
პირველშეწირულის ლიტურგია:
მწუხრის ჟამი:
_ „მოვედით, თაყუანის-ვსცეთ“ - იკითხება.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103 - ე ფსალმუნი) - იკითხება.
_ „რიგითი კანონი“ - მე-18.
_ „უფალო, ღაღად-ვყავ“ (იგალობება V ხმაზე).
_ „უფალო, ღაღად-ვყავ“-სა ზედა დასდებლები - 10 მუხლად:
- თვითხმოვანი დღისა - 2 გზის (ტრიოდიონიდან) (ჴმა V).
- მოწამეთა - 1 მუხლი (ტრიოდიონიდან).
- მარხვანისა - 3 მუხლი (ტრიოდიონიდან).
- მღვდელმთავრისა - 4 მუხლი (საზიარო თვენიდან).
„დიდება“, „აწ და“ მისივე: „დღეს ბუნებით შეუხებელი...“ (ჴმა II) (ტრიოდიონიდან).
_ შესვლა საცეცხლურით - აღესრულება.
_ საწინასწარმეტყველო - 2 - შესაქ. IX, 18 - X, 1. იგავ. XII, 23 - XIII, 9.
- I საწინასწარმეტყველოს წარდგომა: „კურთხეულ არს უფალი...“ (ჴმა VI).
- II საწინასწარმეტყველოს წარდგომა: „ხოლო ჩემი მიახლება...“ (ჴმა IV).
_ მღვდელი - მდგომარე წმინდა ტრაპეზის წინ ორივე ხელით აღამაღლებს საცეცხლურს და სასანთლეს სანთლით, აღმოსავლეთისაკენ მხედველი გამოისახავს ჯვარს და იტყვის: „სიბრძნით აღემართენით“! მობრუნდება დასავლეთისკენ ტაძარში მდგომარეთა მიმართ და იტყვის: „ნათელი ქრისტესი განგუანათლებს ყოველთა“.
_ მღვდელი II საწინასწარმეტყველოს წაკითხვის შემდეგ: „მშვიდობა შენდა“.
შენიშვნა: აქ მედავითნე არ პასუხობს „და სულისაცა შენისათანა“.
_ მღვდელი წარმოთქვამს - დიდ წარდგომას:
- „წარემართენ ლოცვაჲ ჩემი, ვითარცა საკუმეველი შენ წინაშე, აღპყრობად ჴელთა ჩემთა მსხუერპლ სამწუხროდ“.
_ გუნდი - იმეორებს წარდგომას.
_ მღვდელი ან დიაკონი - მუხლი I – „უფალო, ღაღად-ვყავ შენდამი, ისმინე ჩემი, მოხედენ ჴმასა ლოცვისა ჩემისასა, ღაღადებასა ჩემსა შენდამი“.
_ გუნდი - იმეორებს წარდგომას.
_ მღვდელი ან დიაკონი - მუხლი II – „დასდევ უფალო საცოჲ პირსა ჩემსა და კარი ძნელი ბაგეთა ჩემთა“.
_ გუნდი - იმეორებს წარდგომას.
_ მღვდელი ან დიაკონი - მუხლი III – „ნუ მისდრეკ გულსა ჩემსა სიტყუათა მიმართ უკეთურებისათა, მიზეზებად მიზეზთა ცოდვისათა“.
_ გუნდი - იმეორებს წარდგომას.
_ მღვდელი ან დიაკონი - „წარემართენ ლოცვაჲ ჩემი, ვითარცა საკუმეველი შენ წინაშე“.
_ გუნდი: „აღპყრობად ჴელთა ჩემთა მსხუერპლ სამწუხროდ“.
_ მღვდელი - წმინდა ტრაპეზის წინ აღასრულებს წმ. ეფრემ ასურის ლოცვას 3 მეტანიით.
შენიშვნა: წმ. ეფრემ ასურის ლოცვით მთავრდება მწუხრის ჟამნი და იწყება პირველშეწირულის ლიტურგია.