ღირსი თეონას, სვიმეონისა და ფორბინეს შესახებ ცნობები თითქმის არ მოგვეპოვება, მათი სახელები მხოლოდ საეკლესიო კალენდარმა შემოგვინახა. ცნობილია, რომ ისინი IV საუკუნეში მოღვაწეობდნენ და თავიანთი წმიდა ცხოვრებით საუკუნო სასუფეველი დაიმკვიდრეს. წმიდა ეკლესია სათუთად ინახავს მათ ხსოვნას და ყოველი წლის 5 აპრილს იხსენიებს და ითხოვს მათგან შეწევნასა და მეოხებას.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.