საღამოს მსახურება: დიდი სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ IX ჟამი _ სადილის ჟამი _ მწუხრი.
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - - საზიარო თვენიდან (მღვდელმთავრისა).
კვირის ციკლის - - - მარხვანიდან.
სადღეღამისო ციკლის - - - ჟამნიდან.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის III პერიოდი.
ტიპიკონი: დიდი მარხვის III შვიდეულის ხუთშაბათი.
შენიშვნა: შუაღამის ჟამნი სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
დიდი სერობა:
აღსავლის კარი და კრეტსაბმელი დახურულია.
_ მღვდელი: „კურთხეულ არს ღმერთი ჩვენი...“ (დახურული აღსავლის კარის წინ).
_მედავითნე: ამინ. დასაწყისი ლოცვები: „დიდება შენდა ღმერთო ჩვენო დიდება შენდა“.
- „მეუფეო ზეცათაო“. „წმიდაო ღმერთო“. „ყოვლადწმიდაო სამებაო“. „მამაო ჩვენო“.
_ მღვდელი: „რამეთუ შენი არს სუფევა...“
_ მედავითნე: ამინ.
- „უფალო შეგვიწყალენ“ - 12-გზის.
- „დიდება“ „აწ და“.
- „მოვედით თაყვანის-ვსცეთ...“ - 3-გზის.
_ მედავითნე: მე-4, მე-6 და მე-12 ფსალმუნები.
- „დიდება“ „აწ და“.
- „ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო“ - 3-გზის.
-„უფალო შეგვიწყალენ“ - 3-გზის.
- „დიდება“ „აწ და“.
_ მედავითნე: 24-ე, 30-ე და 90-ე ფსალმუნები.
- „დიდება“ „აწ და“.
- „ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო“ - 3 გზის.
-„უფალო შეგვიწყალენ“ - 3-გზის.
- „დიდება“ „აწ და“.
_ მედავითნე: „ჩვენთან არს ღმერთი, სცანთ წარმართთა და იძლიენით, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი“.
_ გუნდი: „ჩვენთან არს ღმერთი, სცანთ წარმართთა და იძლიენით, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი“.
_ მედავითნე: „ისმინეთ ესე ვიდრე დასასრულადმდე ქუეყანისა“.
_ გუნდი: „რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი“.
და შემდგომი ჟამნიდან.
შენიშვნა: ასე გრძელდება მე-20 მუხლის ჩათვლით.
დასასრული:
_ მედავითნე: „ჩვენთან არს ღმერთი, სცანთ წარმართთა და იძლიენით, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი“.
_ გუნდი: „ჩვენთან არს ღმერთი, სცანთ წარმართთა და იძლიენით, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი“.
_ მედავითნე: „დიდება“.
_ გუნდი: „ჩვენთან არს ღმერთი, სცანთ წარმართთა და იძლიენით“.
_ მედავითნე: „აწ და“.
_ გუნდი: „ჩვენთან არს ღმერთი, სცანთ წარმართთა და იძლიენით, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი“.
_ მედავითნე: ტროპარი: „დღე ესე წარვლეთ მშვიდობით...“
_ გუნდი: „დიდება“.
_ მედავითნე: ტროპარი: „დღე ესე განვლეთ მშვიდობით...“
_ გუნდი: „აწ და“.
_ მედავითნე: ტროპარი: „დღე ესე წარვლეთ მშვიდობით...“
- მუხლები: „უხორცოთა ბუნება...“ და შემდგომი.
- მრწამსი.
_ მღვდელი: ამბიონზე დახურული აღსავლის კარის წინ: „ყოვლადწმიდაო დედოფალო ღმრთისმშობელო, მეოხ-გვეყავ ჩუენ ცოდვლთა“ - და შემდგომი.
I „წმიდაო ღმერთო“:
_ მედავითნე: „წმიდაო ღმერთო“. „ყოვლადწმიდაო სამებაო“. „მამაო ჩვენო“.
_ მღვდელი: „რამეთუ შენი არს სუფევა...“
_ მედავითნე: ტროპარები: „განანათლენ თვალნი ჩემნი...“
„დიდება“ – „შემწე სულისა ჩემისა...“
„აწ და“ – „რამეთუ არა მაქუს ჩვენ...“
- „უფალო შეგვიწყალენ“ - 40-გზის.
- „დიდება“ „აწ და“.
- „უპატიოსნესსა ქერუბიმთასა...“ „სახელითა უფლისათა... გვაკურთხენ“.
_ მღვდელი: „ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა...“
_ მედავითნე: ამინ. ლოცვა: „უფალო უფალო რომელმან მიხსნენ...“
II ნაწილი:
_ მედავითნე: „მოვედით თაყვანის-ვსცეთ...“ - 3-გზის.
- ფსალმუნები: 50-ე და 101-ე.
- ლოცვა: „უფალო ყოვლისა მპყრობელო...“
II „წმიდაო ღმერთო“:
_ მედავითნე: „წმიდაო ღმერთო“. „ყოვლადწმიდაო სამებაო“. „მამაო ჩვენო“.
_ მღვდელი: „რამეთუ შენი არს სუფევა...“
_ გუნდი: ტროპარები: „მიწყალენ ჩვენ უფალო...“
„დიდება“ – „უფალო შეგვიწყალენ ჩვენ...“
„აწ და“ – „მოწყალებისა კარი განგვიღე...“
- „უფალო შეგვიწყალენ“ - 40-გზის.
- „დიდება“ „აწ და“.
- „უპატიოსნესსა ქერუბიმთასა...“ „სახელითა უფლისათა... გვაკურთხენ“.
_ მღვდელი: „ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა...“
_ მედავითნე: ამინ. ლოცვა: „მეუფეო ღმერთო მამაო...“
III ნაწილი:
_ მედავითნე: „მოვედით თაყვანის-ვსცეთ...“ - 3-გზის.
- ფსალმუნი: 69-ე და 142-ე.
- დიდებამაღალიანი.
- კანონები: ღმრთისმშობლისა (მიმდინარე ხმისა) (პარაკლიტონიდან) და მოც. და მღვდელმოწ. სვიმეონისა, ნათესავისა უფლისა (ძვ. სტ-ით 27 აპრილი).
შენიშვნა: III გალობის შემდეგ წაიკითხება კონდაკი და წარდგომა წმიდისა.
_ გუნდი: ,,ღირს არსი“.
_ მედავითნე: „უფალო ღაღად-ვჰყავსა“ ზედა დასდებლები, თავისი „დიდება“ „აწ და“- თი, იმ წმიდისა რომლის საცისკრო კანონი წაკითხულ იქნა სერობაზე, ამ შემთხვევაში მოც. და მღვდელმოწ. სვიმეონისა.
III „წმიდაო ღმერთო“:
_ მედავითნე: „წმიდაო ღმერთო“. „ყოვლადწმიდაო სამებაო“. „მამაო ჩვენო“.
_ მღვდელი: „რამეთუ შენი არს სუფევა...“
_ მედავითნე: ამინ.
- ტროპარი: „უფალო ძალთაო ჩვენთანა იყავ...“
_ გუნდი: იმეორებს: „უფალო ძალთაო ჩვენთანა იყავ...“
_ მედავითნე: 1-ლი მუხლი: „აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა...“
_ გუნდი: იმეორებს: „უფალო ძალთაო ჩვენთანა იყავ...“
_ მედავითნე: მე-2 მუხლი: „აქებდით მას ძლიერებითა მისითა...“
_ გუნდი: იმეორებს: „უფალო ძალთაო ჩვენთანა იყავ...“
_ მედავითნე: მე-3 მუხლი: „აქებდით მას ხმითა ნესტვისაითა...“
_ გუნდი: იმეორებს: „უფალო ძალთაო ჩვენთანა იყავ...“
_ მედავითნე: მე-4 მუხლი: „აქებდით მას ბობღნითა და მწყობრითა...“
_ გუნდი: იმეორებს: „უფალო ძალთაო ჩვენთანა იყავ...“
_ მედავითნე: მე-5 მუხლი: „აქებდით მას წინწილითა კეთილ ხმითა...“
_ გუნდი: იმეორებს: „უფალო ძალთაო ჩვენთანა იყავ...“
_ მედავითნე: 1-ლი მუხლი: „აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა...“
_ გუნდი: იმეორებს: „უფალო ძალთაო ჩვენთანა იყავ...“
_ მედავითნე: „დიდება“ – „უფალო არა თუმცა წმიდანი შენნი...“
„აწ და“ – „აურაცხელ არიან სიმრავლენი...“
- „ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო...“
- „ყოველი სასოებაი ჩემი...“
- „უფალო შეგვიწყალენ“ - 40-გზის.
- ლოცვა: „რომელი ყოველსა დღესა...“
- „დიდება“ „აწ და“.
- „უპატიოსნესა ქერუბიმთასა...“
- „სახელითა უფლისათა... გვაკურთხენ“!
_ მღვდელი: „ღმერთო მიწყალენ ჩვენ და მაკურთხენ ჩვენ...“
_ გუნდი: ამინ.
_ მღვდელი: აღასრულებს წმ. ეფრემ ასურის ლოცვას 16 მეტანიით.
ბოლო „წმიდაო ღმერთო“:
_ მედავითნე: „წმიდაო ღმერთო“. „ყოვლადწმიდაო სამებაო“. „მამაო ჩვენო“.
_ მღვდელი: „რამეთუ შენი არს სუფევა...“
_ მედავითნე: ამინ. „უფალო შეგვიწყალენ“ - 12-გზის.
- ლოცვა: „უბიწოო შეუგინებელო...“
- ლოცვა: „მომეც ჩვენ მეუფეო...“
- ლოცვა: „უფროსად დიდებულო...“
- ლოცვა: „სასოება ჩემდა მამა...“
_ მღვდელი: „დიდება შენდა ქრისტე ღმერთო სასოებაო ჩვენო დიდება შენდა“.
_ მედავითნე: „დიდება“ „აწ და“. „უფალო შეგვიწყალენ“ - 3-გზის. „სახელითა უფლისათა... გვაკურთხენ“.
_ მღვდელი: ამბიონზე (მხედველი დასავლეთისაკენ) აღასრულებს ჩამოლოცვას:
- „მეუფეო მრავალმოწყალეო...“ (ჟამნიდან), რომლის დროსაც ტაძარში მდგომარენი მოიდრეკენ მუხლს.
_ გუნდი: ამინ.
ცისკრის ჟამი:
_ ნაცვლად „ღმერთი უფალი“-სა ითქმის „ალილუია“ (მიმდინარე III ჴმაზე).
ტროპარები წმიდა არსისა (ჴმა III) - წესისამებრ.
_ რიგითი კანონები: მე-6, მე-7 და მე-8.
_ რიგითი კანონების შემდგომ მცირე კვერექსები - არ აღესრულება.
_ წარდგომა შემდგომად I სტიხოლოღიისა „რვახმათა“ (დღისა და მიმდინარე ხმის მიხედვით) (ხმა III) (იხ. მარხვანი გვ. 598).
_ წარდგომები შემდგომად II და III სტიხოლოღიებისა - მარხვანიდან.
„დიდება“ „აწ და“ - მისივე.
_ 50-ე ფსალმუნი.
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
შენიშვნა: „უმცირესის“ კითხვის წესი დიდმარხვაში მოიძიეთ: „ლიტურგიკული კრებული“ I ტომი, გვ. 20.
I გალობა
კანონი მღვდელმთავრისა - ძლისპირი + 4 მუხლი.
III გალობა
კანონი მღვდელმთავრისა - 4 მუხლი + ძლისპირი (საზიარო თვენიდან).
შენიშვნა: „კატავასია“ ამ შემთხვევაში არის მღვდელმთავრის კანონის ძლისპირი.
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- წარდგომა მღვდელმთავრისა: „საღმრთოი ნათელი შეიწყნარე...“ (ხმა III).
„დიდება“ „აწ და“ - იგივე.
IV გალობა
კანონი მღვდელმთავრისა - 6 მუხლი (ძლისპირით).
სამსაგალობელი - 8 მუხლი (ძლისპირის გარეშე).
შენიშვნა: „კატავასია“ მარხვანისა.
V გალობა
კანონი მღვდელმთავრისა - ძლისპირი + 4 მუხლი.
VI გალობა
კანონი მღვდელმთავრისა - 4 მუხლი + ძლისპირი.
შენიშვნა: „კატავასია“ ამ შემთხვევაში არის მღვდელმთავრის კანონის ძლისპირი.
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი მღდელმთავრისა: „გუნდი მამათმთავართა...“ (ჟამნიდან) (ხმა I).
შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.
VII გალობა
კანონი მღვდელმთავრისა - ძლისპირი + 4 მუხლი.
VIII გალობა
კანონი მღვდელმთავრისა - 6 მუხლი (ძლისპირით).
სამსაგალობელი - 8 მუხლი (ძლისპირის გარეშე).
შენიშვნა: „კატავასია“ მარხვანისა.
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
IX გალობა
კანონი მღვდელმთავრისა - 6 მუხლი (ძლისპირით).
სამსაგალობელი - 8 მუხლი (ძლისპირის გარეშე).
შენიშვნა: „კატავასია“ მარხვანისა.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): „ღირს არსი“.
_ „განმანათლებელი“ სამებიანი (ხმა III) - წესისამებრ (ჟამნიდან).
_ „აქებდით უფალსა ცათაგან“ - იკითხება (დასდებლების გარეშე).
„დიდება“ „აწ და“ – „შენდა დიდება შვენის ქრისტე ღმერთო ჩვენო...“
_ „დიდებამაღალიანი“ - იკითხება.
_ „აღვივსენითსა“ ზედა დასდებლები: მარხვანისა (ჟამნის ჩასართავებით).
„დიდება“, „აწ და“ მარხვანისა: „დაამშვიდე ვედრებითა მრთისმშობელისათა...“
_ „კეთილ არს აღსარებად უფლისა...“ - 2-გზის.
- „ტაძარსა ამას...“ (ჟამნიდან).
- „უფალო შეგვიწყალენ“ - 40-გზის.
- „დიდება“ „აწ და“.
- „უპატიოსნესსა ქერუბიმთასა...“ „სახელითა უფლისათა... გვაკურთხენ“.
- ასამაღ: „რომელი კურთხეულ არს ქრისტე ღმერთი ჩვენი...“
- ამინ. ლოცვა: „ზეცათა მეუფეო...“ (ჟამნიდან).
_ მღვდელი ამბიონზე აღასრულებს ეფრემ ასურის ლოცვას 16 მეტანიით.
შენიშვნა: აღესრულება „ალილუიას“ ჟამნები:
_ დავითნის კანონები: I ჟამზე - მე-9. III ჟამზე - მე-10. VI ჟამზე - მე-11. IX ჟამზე - მე-12.
_ VI ჟამზე: ღმრთისმშობლის მუხლებს შორის იკითხება ტროპარი, წარდგომა და
საწინასწარმეტყველო ეს. XXVIII, 14-22 მარხვანიდან.
_ შემდგომად ასამაღლებელისა: „ღმერთო მიწყალენ ჩუენ...“ აღესრულება ღირ. ეფრემ
ასურის ლოცვა 16 მეტანიით, ხოლო IX ჟამზე 3 მეტანიით.
სადილის ჟამი:
_ გუნდი: „სასუფეველსა შენსა მომიხსნენე ჩვენ უფალო...“ (ხმა VIII).
- „ნეტარებები“ ჩასართავით: „მომიხსენენ ჩვენ უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა“ (ჟამნიდან).
„დიდება“ - იგივე ჩასართავი.
„აწ და“ – „მომიხსენენ ჩვენ უფალო...“ „მომიხსენენ ჩვენ მეუფეო...“ „მომიხსენენ ჩვენ წმიდაო...“ (ჟამნიდან).
- „გუნდნი ზეცისა ძალთანი...“
- „მოვედით მისსა და განათლდით...“
- „გუნდნი ზეცისა ძალთანი...“
„დიდება“ – „ბანაკი წმიდათა ანგელოზთა...“
„აწ და“ - მრწამსი.
- „გვიხსენ, გვილხინე...“
_ „მამაო ჩვენო“.
_ წაიკითხება კონდაკები:
თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა:
- კონდაკები - ტაძრისა;
- შვიდეულის დღისა (ორივე).
- წმიდისა;
- „დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“
- „აწ და“ - „სასოო და შესავედრებელო...“
თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა:
- კონდაკები - შვიდეულის დღისა (ორივე).
- წმიდისა;
- „დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“
- „აწ და“ - ტაძრისა.
თუ ტაძარი რომელიმე წმიდის სახელობისაა:
- კონდაკები - შვიდეულის დღისა (ორივე).
- ტაძრის წმიდისა;
- წმიდისა;
- „დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“
- „აწ და“ - „სასოო და შესავედრებელო...“
შენიშვნა: დიდმარხვაში კონდაკი „მთასა ზედა ფერი იცვალე...“ არ იკითხება.
_ მედავითნე: „უფალო შეგვიწყალენ“ - 40-გზის.
- „დიდება“ „აწ და“. „უპატიოსნესსა ქერუბიმთასა...“ „სახელითა უფლისათა... გვაკურთხენ“.
_ მღვდელი: „ღმერთო მიწყალენ ჩვენ და მაკურთხენ ჩვენ...“
_ მღვდელი: ამბიონზე აღასრულებს წმ. ეფრემ ასურის ლოცვას 16 მეტანიით.
მწუხრის ჟამი:
_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ - იკითხება.
_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.
_ „რიგითი კანონი“ - მე-18.
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება IV ხმაზე).
_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“-სა ზედა დასდებელნი - 6 მუხლად:
- დღისა - 3 მუხლი (მარხვანიდან).
- ღირსისა - 3 მუხლი (საზიარო თვენიდან).
„დიდება“ ღირსისა: „შენ, მონოზონთა სიქადულო...“ (ხმა VIII).
„აწ და“ ჯვარღმრთისმშობლისა („დიდების“ ხმის მიხედვით) (პარაკლიტონიდან).
_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.
_ საწინასწარმეტყველო - 2 - შესქ. X, 32 - XI, 9. იგავ. XIII, 20 - XIV, 6.
- I საწინასწარმეტყველოს წარდგომა: „ილოცეთ და მიეცით...“ (ხმა VIII).
მუხლი: „განცხადებულ არს ჰურიასტანს...“
- II საწინასწარმეტყველოს წარდგომა: „ხმითა ჩემითა უფლისა...“ (ხმა VIII).
მუხლი: „დღესა ჭირისა ჩემისასა...“
_ „და ღირს მყუენ...“ (ჟამნიდან).
_ თხოვნითი კვერექსი.
_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: მარხვანისა (ჟამნის ჩასართავებით).
„დიდება“ ღირსისა: „რაიმე სახელ-გდვათ...“ (ხმა VIII).
„აწ და“ ჯვარღმრთისმშობლისა: „ყოვლადწმიდამან ვითარცა გიხილა...“ (ჴმა VII).
_ „აწ განუტევე“.
_ შემდგომად „მამაო ჩვენო“-სი:
- „ღმრთისმშობელო ქალწულო...“ (ჴმა IV).
- „დიდება“ „ნათლისმცემელო ქრისტესო...“
- „აწ და“ „მეოხ გვეყუენით...“
- „მოწყალებასა შენსა...“
- „უფალო შეგვიწყალენ“ - 40-გზის.
- „დიდება“ „აწ და“.
- „უპატიოსნესსა ქერუბიმთასა...“ „სახელითა უფლისათა... გვაკურთხენ“.
- ასამაღ: „რომელი კურთხეულ არს ქრისტე ღმერთი ჩვენი...“
- ამინ. ლოცვა: „ზეცათა მეუფეო...“ (ჟამნიდან).
_ მღვდელი: ამბიონზე აღასრულებს ეფრემ ასურის ლოცვას 16 მეტანიით.
_ მედავითნე: „წმიდაო ღმერთო“. „ყოვლადწმიდაო სამებაო“. „მამაო, ჩვენო“.
_ მღვდელი: „რამეთუ შენი არს სუფევა...“
_ მედავითნე: „უფალო შეგვიწყალენ“ - 12-გზის.
_ მედავითნე: ლოცვა: „წმიდაო სამებაო, ერთარსებაო...“ (ჟამნიდან).
_ გუნდი: „იყავნ სახელი უფლისა კურთხეულ...” - 3-გზის.
_ მედავითნე: „დიდება“ „აწ და“ - 33-ე ფსალმუნი (ბოლომდე).
_ დიაკონი: სიბრძნით (არ გაიღება აღსავლის კარი).
_ გუნდი: „ღირს არსის“ ნახევარი.
_ მღვდელი: „ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გვაცხოვნენ ჩვენ“.
_ გუნდი: „უპატიოსნესსა ქერუბიმთასა...“
_ მღვდელი: „დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩვენო, დიდება შენდა“.
_ გუნდი: „დიდება“ „აწდა“. „უფალო შეგვიწყალენ“ 3-გზის. „სახელითა უფლისათა ...გვაკურთხენ“.
_ მღვდელი: აღასრულებს ჩამოლოცვას რომელზეც მოიხსენებს მომდევნო დღის (ძვ. სტ. 30 მარტი) წმინდანებს.
_ გუნდი: ამინ. „უფალო შეგვიწყალენ“ - 3-გზის.
გულისხმისმყოფელი:
შენიშვნა: - ღვთისმშობლის მუხლის: „რაიმე სახელ გდვათ შენ...“ კითხვისას გაიღება აღსავალის კარი, მღვდელი საცეცხლურით, ხოლო დიაკონი ანთებული სანთლით გამოვლენ აღსავლის კარით საკურთხველიდან და დადგებიან შუა ტაძარში ანალოღიის წინ, რომელზეც დასვენებულია პატიოსანი ჯვარი, მედავითნე დაამთავრებს კითხვას: „მას ევედრე ცხოვრებად სულთა ჩვენთათვის...“, რის შემდეგაც მღვდელი დიაკონთან ერთად 3 - გზის შემოუკმევს ანალოღიას და 3-გზის იგალობებენ: „ჯვარსა შენსა თაყვანის ვჰსცემთ...“ (თითო ჯერზე აღასრულებენ ერთ დიდ მეტანიას). გუნდი 3 - გზის გალობს: „ჯვარსა შენსა თაყვანის ვჰსცემთ...“
აღესრულება ჯვარზე მთხვევა, ხოლო
მედავითნე (კითხულობს მუხლებს):
„მოვედით მორწმუნენო...“ და
„დღეს მფლობელი დაბადებულთა...“
„დიდება“ – „დღეს ბუნებით შეუხებელი...“
„აწ და“ – „დღეს საწინასწარმეტყველო...“
(იხ. ჯვრისთაყვანისცემის კვირის ცისკრის მსახურების ბოლოში).