საღამოს მსახურება: დიდი სერობის ჟამი.
დილის მსახურება: შუაღამის ჟამნი _ ცისკრის ჟამნი _ I ჟამი.
დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.
წლის ციკლის მსახურება აღესრულება - საზიარო თვენიდან (მღვდელმოწამისა).
კვირის ციკლისა - - - მარხვანიდან და პარაკლოტონიდან.
სადღეღამისო ციკლისა - - - ჟამნიდან.
დროითი ინტერვალი: საპასექო წლის III პერიოდი.
ტიპიკონი: დიდი მარხვის IV შვიდეულის შაბათს მიცვალებულთა მსახურება.
შენიშვნა: შუაღამის ჟამნი სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
დიდი სერობა:
აღსავლის კარი და კრეტსაბმელი დახურულია.
_ მღვდელი: „კურთხეულ არს ღმერთი ჩვენი...“ (დახურული აღსავლის კარის წინ).
_მედავითნე: ამინ. დასაწყისი ლოცვები: „დიდება შენდა ღმერთო ჩვენო დიდება შენდა“.
- „მეუფეო ზეცათაო“. „წმიდაო ღმერთო“. „ყოვლადწმიდაო სამებაო“. „მამაო ჩვენო“.
_ მღვდელი: „რამეთუ შენი არს სუფევა...“
_ მედავითნე: ამინ.
- „უფალო შეგვიწყალენ“ - 12-გზის.
- „დიდება“ „აწ და“.
- „მოვედით თაყვანის-ვსცეთ...“ - 3-გზის.
_ მედავითნე: მე-4, მე-6 და მე-12 ფსალმუნები.
- „დიდება“ „აწ და“.
- „ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო“ - 3-გზის.
-„უფალო შეგვიწყალენ“ - 3-გზის.
- „დიდება“ „აწ და“.
_ მედავითნე: 24-ე, 30-ე და 90-ე ფსალმუნები.
- „დიდება“ „აწ და“.
- „ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო“ - 3 გზის.
-„უფალო შეგვიწყალენ“ - 3-გზის.
- „დიდება“ „აწ და“.
_ მედავითნე: „ჩვენთან არს ღმერთი, სცანთ წარმართთა და იძლიენით, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი“.
_ გუნდი: „ჩვენთან არს ღმერთი, სცანთ წარმართთა და იძლიენით, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი“.
_ მედავითნე: „ისმინეთ ესე ვიდრე დასასრულადმდე ქუეყანისა“.
_ გუნდი: „რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი“.
და შემდგომი ჟამნიდან.
შენიშვნა: ასე გრძელდება მე-20 მუხლის ჩათვლით.
დასასრული:
_ მედავითნე: „ჩვენთან არს ღმერთი, სცანთ წარმართთა და იძლიენით, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი“.
_ გუნდი: „ჩვენთან არს ღმერთი, სცანთ წარმართთა და იძლიენით, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი“.
_ მედავითნე: „დიდება“.
_ გუნდი: „ჩვენთან არს ღმერთი, სცანთ წარმართთა და იძლიენით“.
_ მედავითნე: „აწ და“.
_ გუნდი: „ჩვენთან არს ღმერთი, სცანთ წარმართთა და იძლიენით, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი“.
_ მედავითნე: ტროპარი: „დღე ესე წარვლეთ მშვიდობით...“
_ გუნდი: „დიდება“.
_ მედავითნე: ტროპარი: „დღე ესე განვლეთ მშვიდობით...“
_ გუნდი: „აწ და“.
_ მედავითნე: ტროპარი: „დღე ესე წარვლეთ მშვიდობით...“
- მუხლები: „უხორცოთა ბუნება...“ და შემდგომი.
- მრწამსი.
_ მღვდელი: ამბიონზე დახურული აღსავლის კარის წინ: „ყოვლადწმიდაო დედოფალო ღმრთისმშობელო, მეოხ-გვეყავ ჩუენ ცოდვლთა“ - და შემდგომი.
I „წმიდაო ღმერთო“:
_ მედავითნე: „წმიდაო ღმერთო“. „ყოვლადწმიდაო სამებაო“. „მამაო ჩვენო“.
_ მღვდელი: „რამეთუ შენი არს სუფევა...“
_ მედავითნე: ტროპარი: “წმიდანო დიდებულნო მოციქულნო...”
„დიდება“ – „მოიხსენენ უფალო, ვითარცა...“
„აწ და“ – „წმიდაო დედაო, უხრწნელისა ნათლისაო...“
- „უფალო შეგვიწყალენ“ - 40-გზის.
- „დიდება“ „აწ და“.
- „უპატიოსნესსა ქერუბიმთასა...“ „სახელითა უფლისათა... გვაკურთხენ“.
_ მღვდელი: „ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა...“
_ მედავითნე: ამინ. ლოცვა: „უფალო უფალო რომელმან მიხსნენ...“
II ნაწილი:
_ მედავითნე: „მოვედით თაყვანის-ვსცეთ...“ - 3-გზის.
- ფსალმუნები: 50-ე და 101-ე.
- ლოცვა: „უფალო ყოვლისა მპყრობელო...“
II „წმიდაო ღმერთო“:
_ მედავითნე: „წმიდაო ღმერთო“. „ყოვლადწმიდაო სამებაო“. „მამაო ჩვენო“.
_ მღვდელი: „რამეთუ შენი არს სუფევა...“
_ გუნდი: ტროპარები: „მიწყალენ ჩვენ უფალო...“
„დიდება“ – „უფალო შეგვიწყალენ ჩვენ...“
„აწ და“ – „მოწყალებისა კარი განგვიღე...“
- „უფალო შეგვიწყალენ“ - 40-გზის.
- „დიდება“ „აწ და“.
- „უპატიოსნესსა ქერუბიმთასა...“ „სახელითა უფლისათა... გვაკურთხენ“.
_ მღვდელი: „ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა...“
_ მედავითნე: ამინ. ლოცვა: „მეუფეო ღმერთო მამაო...“
III ნაწილი:
_ მედავითნე: „მოვედით თაყვანის-ვსცეთ...“ - 3-გზის.
- ფსალმუნი: 69-ე და 142-ე.
- დიდებამაღალიანი.
- კანონი: ღირსისა დედისა მარიამ მეგვიპტელისა (ხსენება ძვ. სტ-ით 1 აპრილი) (საზიარო თვენიდან ან შეგვიძლია დიდი მარხვის V კვირის საკითხავები გამოვიყენოთ) და კანონი მიცვალებულთა (პარაკლიტონიდან) (მიმდინარე ხმისა).
შენიშვნა: III გალობის შემდეგ წაიკითხება კონდაკი და წარდგომა წმიდისა.
_ გუნდი: ,,ღირს არსი~.
_ მედავითნე: „უფალო ღაღად-ვჰყავსა“ ზედა დასდებლები, თავისი „დიდება“ „აწ და“ - თი, იმ წმიდისა რომლის საცისკრო კანონიც იკითხება სერობაზე, ამ შემთხვევაში ღირ. მარიამ მეგვიპტელისა.
III „წმიდაო ღმერთო“:
_ მედავითნე: „წმიდაო ღმერთო“. „ყოვლადწმიდაო სამებაო“. „მამაო ჩვენო“.
_ მღვდელი: „რამეთუ შენი არს სუფევა...“
_ მედავითნე: ამინ.
- კონდაკი: „წმიდათა თანა განუსვენე...“
- „უფალო შეგვიწყალენ“ - 40-გზის.
- ლოცვა: „რომელი ყოველსა დღესა...“
- „დიდება“ „აწ და“.
- „უპატიოსნესა ქერუბიმთასა...“
- „სახელითა უფლისათა... გვაკურთხენ“!
_ მღვდელი: „ღმერთო მიწყალენ ჩვენ და მაკურთხენ ჩვენ...“
_ გუნდი: ამინ.
- ლოცვა: „უბიწოო შეუგინებელო...“
- ლოცვა: „მომეც ჩვენ მეუფეო...“
- ლოცვა: „უფროსად დიდებულო...“
- ლოცვა: „სასოება ჩემდა მამა...“
_ მღვდელი: „დიდება შენდა ქრისტე ღმერთო სასოებაო ჩვენო დიდება შენდა“.
_ მედავითნე: „დიდება“ „აწ და“. „უფალო შეგვიწყალენ“ - 3-გზის. „სახელითა უფლისათა... გვაკურთხენ“.
_ მღვდელი: ამბიონზე (მხედველი დასავლეთისაკენ) აღასრულებს ჩამოლოცვას: „ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან...“
_ გუნდი: ამინ.
ცისკრის ჟამი:
_ „ღმერთი უფალი“ -ს ნაცვლად იგალობება „ალილუია“ - 3-ჯერ (ხმა II) თავისი მუხლებით:
1. „ნეტარ-არს, რომელი გამოირჩიე და შეიწყნარე უფალო და სახსენებელი მათი იყოს თესლითი თესლადმდე“.
2. „სულმან მათმან კეთილთა შინა განისვენოს და ნათესავმან მათმან დაიმკვიდროს ქვეყანა“.
ტროპარი: „წმიდანო დიდებულნო მოციქულნო...“ - 2-გზის (ჴმა II).
„დიდება“ – „მოიხსენენ, უფალო, ვითარცა სახიერ ხარ...“ (ჴმა II).
„აწ და“ – „წმიდაო დედაო უხრწნელისა...“ (ჴმა II).
_ რიგითი კანონები: მე-16 და მე-17.
_ I რიგითი კანონის შემდეგ მცირე კვერექსი.
_ წარდგომები შემდგომად I სტიქოლოგიისა (პარაკლიტონიდან).
მოწამეთა 2 მუხლი შემდგომად I სტიქოლოგიის წარდგომიდან.
ჩასართავი: „საკვირველ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა, ღმერთი ისრაელისა“.
მოწამეთა 1 მუხლი შემდგომად II სტიქოლოგიის წარდგომიდან.
ჩასართავი: „ნეტარ არს რომელი გამოირჩიე და შეიწყნარე უფალო და სახსენებელი მათი იყოს თესლითი თესლამდე“.
მიცვალებულთა 1 მუხლი შემდგომად II სტიქოლოგიის წარდგომიდან.
„დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა შემდგომად II სტიქოლოგიის წარდგომიდან (პარაკლიტონიდან).
_ წაიკითხება მე-17 კანონის I ნაწილი დავითნიდან (1-ლი ნაწილის ბოლო მუხლი: „უკუნისამდე არა დავივიწყნე...” - წაიკითხება 3-გზის).
ჩასართავი: „კურთხეულ-ხარ შენ უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი“.
_ მიცვალებულთა კვერექსი (მცირე).
_ წაიკითხება მე-17 კანონის მე-2 ნაწილი დავითნიდან (მე-2 ნაწილის ბოლო მუხლი: „შევსცეთი მე ვითარცა...” - წაიკითხება 3-გზის).
ჩასართავი: „მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე“.
_ შემდგომად მე-17 კანონისა, წაიკითხება ან იგალობება: „კურთხეულ ხარ შენ უფალო...“ და ტროპარები შემდგომად „ნეტარარიანისა“ (ჟამნიდან).
_ მიცვალებულთა კვერექსი (მცირე).
- წარდგომა: „განუსვენე მაცხოვარო ჩვენო...“ (ჴმა V).
„დიდება“ – „უგულებელს-ჰყვენ შეცოდებანი მათნი...“
„აწ და“ – „რომელი ქალწულისაგან...“ (მარხვანიდან).
_ 50-ე ფსალმუნი.
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
ა) I, III, IV და V გალობები
თუ ტაძარი მაცხოვრისა და ღმრთისმშობლის სახელობისაა:
I კანონი - ტაძრისა - 6 მუხლად (ძლისპირი 1-გზის).
II კანონი - მღვდელმოწამისა - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე) (საზიარო თვენიდან).
თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა
I კანონი - მღვდელმოწამისა - 6 მუხლად (ძლისპირი 1-გზის) (საზიარო თვენიდან).
II კანონი - ტაძრისა - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
შენიშვნა: ყოველ შაბათს, დაუჯდომლის შაბათამდე, I, III, IV და V გალობებს არ ჩაერთვის „უმცირესის დასაწყისი მუხლები, ჩართვას ვიწყებთ „8-სა ზედა“-დან, ძლისპირისა და ტროპრის შემდეგ. III გალობის ბოლოს კატავასია იქნება II კანონის ძლისპირი.
ბ) VI, VII, VIII და IX გალობები
I კანონი - მღვდელმოწამისა - 6 მუხლად (ძლისპირი 1-გზის) (საზიარო თვენიდან).
II კანონი - მარხვანის ოთხსაგალობლის I კანონიდან - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე).
III კანონი - მარხვანის ოთხსაგალობლის II კანონიდან - 6 მუხლი (ძლისპირის გარეშე).
_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- კონდაკი მღვდელმოწამისა: „საქმით მიემსგავსე...“ (საზოგადო).
შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.
- წარდგომა მღვდელმოწამისა: „დიდმან მღდელმოწამემან...“ (საზიარო თვენიდან).
„დიდება“ „აწ და“ – „რომელმან ჰშევ უთესლოდ...“
_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
_ მიცვალებულთა კვერექსი (მცირე).
- კონდაკი და იკოსი მარხვანისა (ჴმა VIII) (ტრიოდიონიდან, იხ. ხორციელის შაბათი).
_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): „ღირს არსი“ - იგალობება.
_ „განმანათლებელი“ მარხვანისა: „რომელმან ცისა...“ (ტრიოდიონიდან, მე-2 შაბათს წერია).
„დიდება“ „აწ და“ მისივე.
_ „აქებდითსა უფალსა ცათაგან“ - იკითხება.
_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - 4 მუხლად (პარაკლიტონიდან) (ჴმა III).
„დიდება“ „აწ და“ მისივე.
_ „დიდებამაღალიანი“ - იკითხება.
_ „აღვივსენითსა“ ზედა დასდებლები: პარაკლიტონიდან (ჴმა III)
(ჩასართავები):
1. „ნეტარ-არს, რომელი გამოირჩიე და შეიწყნარე უფალო და სახსენებელი მათი იყოს თესლითი თესლადმდე“.
2. „სულმან მათმან კეთილთა შინა განისვენოს“.
„დიდება“ „აწ და“ მისივე.
_ „კეთილ არს აღსარებად უფლისა“ - 1-გზის.
ტროპარი: „წმიდანო დიდებულნო მოციქულნო...“ (ჴმა II).
„დიდება“ – „მოიხსენენ, უფალო, ვითარცა სახიერ ხარ...“ (ჴმა II).
„აწ და“ – „წმიდაო დედაო უხრწნელისა...“ (ჴმა II).
I, III და VI ჟამებზე:
_ ტროპარები: „წმიდანო დიდებულნო მოციქულნო...“
„დიდება“ – „მოიხსენენ, უფალო, ვითარცა სახიერ ხარ...“
_ კონდაკი: „წმიდათა თანა განუსვენე...“
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:
_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.
_ „ნეტარებების“ გალობისას ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 6 მუხლად (პარაკლიტონიდან).
შესვლად:
ტროპარები: „წმიდანო დიდებულნო მოციქულნო...“
- „მოიხსენენ, უფალო, ვითარცა სახიერ ხარ...“
კონდაკები: „დიდება“ – „წმიდათა თანა განუსვენე...“
„აწ და“ – „შენ ხარ ზღუდე...“
წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და მიცვალებულთა.
სამოციქულო და სახარება - დღისა და მიცვალებულთა.
წარდგომა (ჴმა VI): „იხარებდით უფლისა მიმართ და იშვებდით მართალნი“ (დღისა).
მუხლი (ჴმა VI): „ნეტარ არიან რომელთა მიეტევნეს უსჯულოებანნი და რომელთა დაეფარნეს ცოდვანი“.
წარდგომა (ჴმა VI): „სულმან მათმან კეთილთა შინა განისვენოს...“ (მიცვალებულთა).
ალილუია (ჴმა VI): „ხმობდეს მართალნი და უფალმან ისმინა მათი და ყოველთა ჭირთა მათთაგან იხსნა იგინი“ (დღისა).
მუხლი (ჴმა VI): „მრავალ არიან ჭირნი მართალთანი და ყოვლისავე მისგან იხსნეს იგინი უფალმან“.
ალილუია (ჴმა VI): „ნეტარ არს რომელი გამოირჩიე და შეიწყნარე უფალო და სახსენებელი მათი იყოს თესლითი თესლადმდე“ (მიცვალებულთა).
განიცადე: „იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ და წრფელთა შვენის ქება“ (დღისა).
განიცადე: „ნეტარ არს რომელი გამოირჩიე და შეიწყნარე უფალო და სახსენებელი მათი იყოს თესლითი თესლამდე“ (მიცვალებულთა).