უკან დაბრუნება

VI ჟამ. - ეს. XLV, 11-17

ეს. XLV, 11-17

რამეთუ ესრეთ იტყჳს უფალი ღმერთი წმიდაჲ ისრაჱლისა, რომელი იქმს ზედმომავალთა: მკითხეთ მე ძეთა და ასულთა ჩემთათჳს და საქმეთათჳს ჴელთა ჩემთასა მომცენით მე.

მე შევქმენ ქვეყანა და კაცი მას ზედა, მე ჴელითა ჩემითა დავამყარე ცაჲ, მე ყოველთა ვარსკულავთა ვამცენ.

მე აღვადგინებ სიმართლისა თანა მეფედ. და ყოველნი გზანი მისნი წრფელებენ. ამან აღაშენოს ქალაქი ჩემი და ტყუეობაჲ ერისა ჩემისა მოაქციოს არა საჴსართა მიერ, არცა ქრთამითა, თქუა უფალმან საბაოთ.

ესრეთ იტყჳს უფალი საბაოთ: დაშურა ეგჳპტე და ვაჭრობა ეთიოპელთა და საბაიმელნი, კაცნი მაღალნი, შენ ზედა გარდაჴდენ. და შენდა იყვნენ მონებ და უკანა შენსა შეგიდგენ შეკრულნი ბორკილებითა. და თაყვანის-გცემდენ შენ და შენდამი ილოცვიდენ, რამეთუ შენ შორის ღმერთი არს, და თქვან: არა არს ღმერთი თჳნიერ შენსა,

რამეთუ შენ ხარ ღმერთი და არა უწყოდეთ ღმერთი ისრაელისა მაცხოვარი.

სირცხჳლეულ და კდემულ იქმნენ ყოველნი წინააღმდგომნი მისნი და ვიდოდიან სირცხჳლსა შინა, განახლდებოდეთ ჩემდამო ჭალაკნი.

რამეთუ ისრაელი ცხოვნდების უფლისა მიერ მაცხოვარებითა საუკუნოთა არა ჰრცხუენესყე, არცაღა ჰკდემეს ვიდრე საუკუნოდმდე მერმე, რამეთუ არღა მერმე ჰკდემესყე, დაღათუ საცთურისათჳს კერპთასა ჰკდემაყე პირველ.