უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მცირე მწუხრი.

ღამისთევის მსახურება: დიდი მწუხრი _ დიდი ცისკარი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება - - - არ აღესრულება.

კვირის ციკლის - - - - პარაკლიტონიდან და მარხვანიდან.

სადღეღამისო ციკლის - - - ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის III პერიოდი.

ტიპიკონი: დიდი მარხვის IV კვირის „ღამისთევის“ მსახურება.

 

დიდი მწუხრის ჟამი:

_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ” - იგალობება.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა” - იგალობება.

_ „ნეტარ არს კაცი” - I კანონი სრულიად.

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ” (იგალობება IV ჴმაზე).

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ -სა ზედა დასდებლები - 10 მუხლად:

- აღდგომისა - 3 მუხლი (პარაკლიტონიდან) (ჴმა IV).

- აღმოსავლური - 4 მუხლი (პარაკლიტონიდან).

- ღირსისა - 3 მუხლი (ტრიოდიონიდან) (ჴმა VIII).

„დიდება“ ღირსისა: „სამგზის სანატრელო მამაო...“ (ტრიოდიონიდან) (ჴმა V).

„აწ და“ - ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“ (მიმდინარე ხმისა) (ჴმა IV): „რომელი იგი შენ მიერ...“

_ შესვლა საცეცხლურით.

_ წარდგომა - დღისა.

_ „ლიტიასა“ ზედა დასდებლები: ტაძრისა.

„დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომისა“ (ტაძრის მუხლის ხმის მიხედვით).

_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: აღდგომისა (მიმდინარე ხმისა) (პარაკლიტონიდან).

„დიდება“ ღირსისა: „ქვეყანისა ანგელოზი...“ (ტრიოდიონიდან) (ჴმა II).

„აწ და“ ღმრთისმშობლისა „აღდგომისა“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „ჰოი სასწაული ახალი...“ (ჴმა II).

_ „აწ განუტევე“.

_ შემდგომად „მამაო ჩვენო“-სი:

- „ღმრთისმშობელო ქალწულო...“ - 3-გზის.

 

დიდი ცისკრის ჟამი:

_ „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ჴმაზე).

ტროპარი აღდგომისა: „ბრწყინვალე იგი აღდგომისა...“ - 2-გზის (ჴმა IV).

„დიდება“ ღირსისა: „უდაბნოსა მოქალაქედ...“ (ჴმა I) (ჟამნიდან).

„აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ („დიდების“ ხმის მიხედვით): „გაბრიილ გიღაღადა...“ (ჴმა I).

_ რიგითი კანონები: მე-2 და მე-3.

_ რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები.

_ წარდგომები შემდგომად სტიხოლოღიებისა - პარაკლიტონიდან.

„დიდება“ „აწ და“ - მისივე.

შენიშვნა: შემდგომად პირველი სტიქოლოგიის წარდგომის „აწ და“-ზე უნდა წავიკითხოთ ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (მიმდინარე ხმის მიხედვით): „შენ შუამდგომელსა...

ჩასართავები:

- შემდგომად I სტიხოლოღიის წარდგომისა: „აღსდეგ უფალო ღმერთო ჩვენო, ამაღლდინ ხელი შენი და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად“.

- შემდგომად II სტიხოლოღიის წარდგომისა: „აღგიარო შენ უფალო ყოვლითა გულითა ჩემითა, და მიუთხრა მე ყოველი საკვირველებაი შენი“.

_ „ნეტარარიანი“ მე-17 კანონი.

_ აღდგომის ტროპრები: „გუნდნი ანგელოზთანი...“; „ჰოი მოწაფენო...“ და სხვანი.

_ იპაკო (პარაკლიტონიდან) (ჴმა IV).

_ ანტიფონები (პარაკლიტონიდან) (ჴმა IV).

_ წარდგომა (საცისკრო სახარებისა): „აღსდეგ უფალო შემეწიენ ჩვენ და მიხსნენ ჩვენ სახელისა შენისათვის“ (ჴმა IV).

მუხლი: „ღმერთო ყურთა ჩუენთა გვესმა ჩვენ და მამათა ჩუენთა გვითხრეს ჩვენ“.

_ საცისკრო სახარება: სახ. I მთ. 116 დას. XXVIII, 16-20.

_ „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...“ - იგალობება - 1 გზის.

_ 50-ე ფსალმუნი.

„დიდება“ - „მსწრაფლ განუხვენ სინანულისა ბჭენი...“ (ჴმა VIII).

„აწ და“ - „ცხოვრებისა გზასა შეცდომილმან...“

- „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“).

- „მრავალთა ცოდვათა ჩემ მიერ...“ (ჟამნიდან).

შენიშვნა: ამ ლოცვების გალობისას (კითხვისას) ტაძარში მდგომარენი მოიყრიან მუხლს.

_ „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)

I კანონი - აღდგომისა - 4 მუხლი (ძლისპირი 1-გზის) (პარაკლიტონიდან).

II კანონი - ღმრთისმშობლისა - 2 მუხლი (ძლისპირის გარეშე) (პარაკლიტონიდან).

III კანონი - მარხვანისა - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე) (მარხვანიდან).

IV კანონი - ღირსისა - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე) (მარხვანიდან).

_ კატავასია - „აღაღე პირი ჩემი“.

_ „უმცირესი“ – „უგალობდით უფალსა...“

_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):

-კონდაკი და იკოსი – ღირსისა (VI გალობის შემდეგ წერია).

- წარდგომა მარხვანისა: „ყოვლად პატიოსანი ჯვარი...“ (ჴმა V).

„დიდება“ ღირსისა: „ზეცად აღმყვანებელად...“

„აწ და“ მარხვანისა: „საყდართა ზედა...“

_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):

- კონდაკი და იკოსი - აღდგომისა (ჴმა IV).

_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.

_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): „წმიდა არს უფალი ღმერთი ჩვენი“.

_ „განმანათლებელი“ აღდგომისა (ათერთმეტთაგანი) (I) (პარაკლიტონიდან).

„დიდება“ ღირსისა: „ვნებანი სოფლისა ამის...“ (მარხვანიდან).

„აწ და“ მისივე: „უფლისა დედად და ღვთისმშობლად...“

_ „ყოველი სული“ - იგალობება.

_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - 8 მუხლად:

- აღდგომისა - 4 მუხლი (პარაკლიტონიდან).

- აღმოსავლური - 4 მუხლი.

ჩასართავი: „აღსდეგ უფალო ღმერთო ჩვენო...“

- დასდებელი მარხვანისა: „მოვედით და ვიქმოდეთ...“ (ტრიოდიონიდან) (ჴმა VII).

„დიდება“ იგივე;

„აწ და“ - „უმეტესად კურთხეულ ხარ შენ...“ (ჴმა VI).

_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.

_ ტროპარი - ლუწი ხმისა.

 

I ჟამზე:

„დიდება“ „აწ და“ - გერი I სახარებისა.

_ ტროპრები: აღდგომისა (ჴმა IV) და ღირსისა.

_ კონდაკი: ღირსისა.

 

III ჟამზე:

_ ტროპრები: აღდგომისა (ჴმა IV) და ღირსისა.

_ კონდაკი: აღდგომისა.

 

VI ჟამზე:

_ ტროპრები: აღდგომისა (ჴმა IV) და ღირსისა.

_ კონდაკი: ღირსისა.

 

წმ. ბასილი დიდის საღმრთო ლიტურგია:

_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.

_ III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:

- მიმდინარე ხმის - 8 მუხლი (პარაკლიტონიდან) თავისი „დიდება“ „აწ და“- თი.

შესვლად:

ა) თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა:

ტროპრები: - აღდგომისა;

- ღირსისა;

კონდაკები: - აღდგომისა;

„დიდება“ - ღირსისა;

„აწ და“ – „სასოო და შესავედრებელო...“

(შენიშვნა: Богослужебные указания на 2024г. კვირას მაცხოვრის სახელობის ტაძარში, „აწ და“-ზე ყოველთვის უთითებს აღდგომის კონდაკს და არა „სასოო და შესავედრებელოს“).

ტროპრები: - აღდგომისა;

- ღირსისა;

კონდაკები: „დიდება“ - ღირსისა.

„აწ და“ - აღდგომისა.

ბ) თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა:

ტროპრები: - აღდგომისა;

- ტაძრისა;

- ღირსისა;

კონდაკები: - აღდგომისა;

„დიდება“ - ღირსისა;

„აწ და“ - ტაძრისა.

გ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:

ტროპრები: - აღდგომისა;

- ტაძრისა;

- ღირსისა;

კონდაკები: - აღდგომისა;

- ტაძრისა;

„დიდება“ - ღირსისა;

„აწ და“ – „სასოო და შესავედრებელო...“

წარდგომა, ალილუია და განიცადე – აღდგომისა (ხმისა) და ღირსისა.

სახარება და სამოციქულო – დიდი მარხვის IV კვირისა და ღირსისა.

წარდგომა (ჴმა IV): „ვითარ განდიდნეს საქმენი შენნი უფალო და ყოველივე სიბრძნით ჰქმენ“.

მუხლი: „აკურთხევს სული ჩემი უფალსა, უფალო ღმერთო ჩემო განსდიდენ ფრიად“.

წარდგომა (ჴმა VII): „იქადიან წმიდანი დიდებითა და იხარებდენ სარეცელსა ზედა მათსა“ (ღირსისა).

ალილუია (ჴმა IV): „გარდააცუ და წარემართე და სუფევდი ჭეშმარიტებისათვის და სიმშვიდისა და სიმართლისა “.

მუხლი: „შეიყვარე სიმართლე და მოიძულე უსჯულოება“.

ალილუია (ჴმა IV): „დანერგული სახლსა შინა უფლისასა, ეზოთა სახლსა ღმრთისა ჩვენისათა ჰყვაოდიან“ (ღირსისა).

განიცადე: „აქებდით უფალსა ცათაგან...“

განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.

„ღირს არსის“ ნაცვლად იგალობება: „შენდამი იხარებს მიმადლებულო...