უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

საღამოს მსახურება: IX ჟამი _ მწუხრის ჟამი _ მცირე სერობის ჟამი.

დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ IX ჟამი _ სადილის ჟამი _ მწუხრი.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება - საზიარო თვენიდან (ღირსისა).

კვირის ციკლის - - - მარხვანიდან და პარაკლიტონიდან.

სადღეღამისო ციკლის - - - ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის III პერიოდი.

ტიპიკონი: დიდი მარხვის V შვიდეულის ორშაბათი.

შენიშვნა: შუაღამის ჟამი სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

 

IX ჟამი:

_ ტროპარები: აღდგომისა (ჴმა IV) და ღირსისა.

_ კონდაკი: აღდგომისა.

 

 მწუხრის ჟამი:

_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ - იკითხება.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103 ფსალმუნი) - იკითხება.

_ რიგითი კანონი - არ იკითხება

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება VIII ხმაზე).

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები - 10 მუხლად:

- შვიდეულის დღისა - 4 მუხლი (ჴმა VIII):

ა) „სტიქარონსა“ ზედა დასდებლების - 2 მუხლი.

ბ) „აღვივსენითსა“ ზედა დასდებლების - 2 მუხლი.

- მარხვანისა - 3 მუხლი.

- ღირსისა - 3 მუხლი.

„დიდება“ ღირსისა: „შენ მონაზონთა...“ (ჴმა VIII).

 „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „რვა ხმათა“ (დღისა და „დიდების“ ხმის მიხედვით): „გაბრიილ მთავარ-ანგელოზისა ხმასა...“ (ჴმა VIII).

_ შესვლა საცეცხლურით.

_ წარდგომა დიდი: „ნუ გარე მიიქცევ პირსა შენსა...“ (ხმა II) (ჟამნიდან).

I მუხლი: „ღმერთო მაცხოვარებაი შენი შემეწიენ მე“.

II მუხლი: „იხილონ გლახაკთა და იხარებდნენ“.

III მუხლი: „გამოიძიეთ ღმერთი და სცხონდეს სული თქვენი“.

_ „ღირს მყვენ...“ (ჟამნიდან).

_ თხოვნითი კვერექსი.

_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: მარხვანისა (ჟამნის ჩასართავებით).

 „დიდება“ ღირსისა: „რაიმე სახელ-გდვათ ნეტარო...“ (ჴმა VIII).

„აწ და“ - ღმრთისმშობლისა „რვა ხმათა“ (დღისა და „დიდების“ ხმის მიხედვით): „გაბრიილ მთავარ-ანგელოზისა ხმასა...“ (ჴმა VIII).

_ „აწ განუტევე“.

_ შემდგომად „მამაო ჩვენო“-სი:

- „ღმრთისმშობელო ქალწულო...“ (ჴმა IV).

- „დიდება“ „ნათლისმცემელო ქრისტესო...“

- „აწ და“ „მეოხ გვეყუენით...“

- „მოწყალებასა შენსა...“

- „უფალო შეგვიწყალენ“ - 40-გზის.

- „დიდება“ „აწ და“.

- „უპატიოსნესსა ქერუბიმთასა...“ „სახელითა უფლისათა... გვაკურთხენ“.

 - ასამაღ: „რომელი კურთხეულ არს ქრისტე ღმერთი ჩვენი...“

 - ამინ. ლოცვა: „ზეცათა მეუფეო...“ (ჟამნიდან).

_ მღვდელი ამბიონზე აღასრულებს ეფრემ ასურის ლოცვას 3 მეტანიით.

- ასამაღ: „დიდება შენდა ქრისტე ღმერთო...“

- „დიდება“ „აწ და“. „უფალო შეგვიწყალენ“ - 3-გზის. „სახელითა უფლისათა... გვაკურთხენ“.

_ მღვდელი ამბიონზე აღასრულებს დიდ ჩამოლოცვას.

 

მცირე სერობის ჟამი:

აღსავლის კარი და კრეტსაბმელი დახურულია.

_ მღვდელი: „კურთხეულ არს ღმერთი ჩვენი...“ (დახურული აღსავლის კარის წინ).

_ მედავითნე: ამინ. დასაწყისი ლოცვები: „დიდება შენდა ღმერთო ჩვენო დიდება შენდა“.

- „მეუფეო ზეცათაო“. „წმიდაო ღმერთო“. „ყოვლადწმიდაო სამებაო“. „მამაო ჩვენო“.

_ მღვდელი: „რამეთუ შენი არს სუფევა...“

_ მედავითნე: ამინ.

- „უფალო შეგვიწყალენ“ - 12-გზის.

- „დიდება“ „აწ და“.

- „მოვედით თაყვანის-ვსცეთ...“ - 3-გზის.

_ მედავითნე: 50-ე, 69-ე და 142-ე ფსალმუნები.

_ მედავითნე: „დიდებამაღალიანი“.

_ მედავითნე: მრწამსი.

კანონი: მოწ. აღათოპოდოს დიაკონისა, თეოდულე წიგნისმკითხველისა და მათთანათა (ძვ. სტ-ით 5 აპრილი).

შენიშვნა: III გალობის შემდეგ წაიკითხება კონდაკი და წარდგომა წმიდისა.

_ იგალობება: „ღირს არსი“

_ მედავითნე: „უფალო ღაღად-ვჰყავსა“ ზედა დასდებლები, თავისი „დიდება“ „აწ და“-თი, იმ წმიდისა რომლის საცისკრო კანონი იყო წაკითხული სერობაზე, ამ შემთხვევაში მოწ. აღათოპოდოს დიაკონისა, თეოდულე წიგნისმკითხველისა და მათთანათა.

_ მედავითნე: „წმიდაო ღმერთო...“ „ყოვლად-წმიდაო სამებაო...“ „მამაო ჩვენო...“

_ მღვდელი: „რამეთუ შენი არს სუფევა...“

_ მედავითნე: ამინ.

- ტროპარი - ტაძრისა.

- ტროპარი შვიდეულის დღისა.

- „ღმერთო მამათა ჩვენთაო...“

- „ყოვლისა სოფლისა წამებულთა...“

- „დიდება“ – „წმიდათა თანა განუსვენე...“

- „აწდა“ – „მეოხებითა უფალო ყოველთა...“

- „უფალო შეგვიწყალენ“ - 40-გზის.

- ლოცვა: „რომელი ყოველსა დღესა...“

- „დიდება“ „აწდა“.

- „უპატიოსნესა ქერუბიმთასა...“

- „სახელითა უფლისათა... გვაკურთხენ“!

_ მღვდელი: აღასრულებს წმ. ეფრემ ასურის ლოცვას 16 მეტანიით.

_ მედავითნე: „წმიდაო ღმერთო“. „ყოვლადწმიდაო სამებაო“. „მამაო ჩვენო“.

_ მღვდელი: „რამეთუ შენი არს სუფევა...“

_ მედავითნე: ამინ. „უფალო შეგვიწყალენ“ - 12-გზის.

_ მღვდელი: „ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა...“

_ მედავითნე: ამინ.

- ლოცვა: „უბიწოო შეუგინებელო...“

- ლოცვა: „მომეც ჩვენ მეუფეო...“

- ლოცვა: „უფროსად დიდებულო...“

- ლოცვა: „სასოება ჩემდა მამა...“

_ მღვდელი: „დიდება შენდა ქრისტე ღმერთო სასოებაო ჩვენო დიდება შენდა“.

_ მედავითნე: „დიდება“ „აწ და“. „უფალო შეგვიწყალენ“ - 3 გზის. „სახელითა უფლისათა... გვაკურთხენ“.

_ მღვდელი: მცირე ჩამოლოცვა.

 

ცისკრის ჟამი:

_ ნაცვლად „ღმერთი უფალი“-სა ითქმის „ალილუია“ (მიმდინარე IV ჴმაზე).

ტროპარები წმიდა არსისა (ჴმა IV) - წესისამებრ.

_ რიგითი კანონები: მე-4, მე-5 და მე-6.

_ რიგითი კანონების შემდგომ მცირე კვერექსები - არ აღესრულება.

_ წარდგომა შემდგომად I სტიხოლოღიისა „რვახმათა“ (დღისა და მიმდინარე ხმის მიხედვით) (ხმა IV) (იხ. მარხვანი გვ. 598).

_ წარდგომები შემდგომად II და III სტიხოლოღიებისა - მარხვანიდან.

„დიდება“ „აწ და“ - მისივე.

_ 50-ე ფსალმუნი.

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)

შენიშვნა: „უმცირესის“ კითხვის წესი დიდმარხვაში მოიძიეთ: „ლიტურგიკული კრებული“ I ნომერი, გვ. 20.

I გალობა:

კანონი ღირსისა - 6 მუხლი (ძლისპირით).

სამსაგალობელი - 8 მუხლი (ძლისპირის გარეშე).

შენიშვნა: „კატავასია“ მარხვანისა.

III გალობა:

კანონი ღირსისა - 4 მუხლი + ძლისპირი.

შენიშვნა: „კატავასია“ ამ შემთხვევაში არის ღირსის კანონის ძლისპირი.

_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):

- წარდგომა ღირსისა: „მოღვაწებისა ზეთითა...“ (ჴმა VIII).

„დიდება“ „აწ და“ - იგივე.

IV გალობა:

კანონი ღირსისა - ძლისპირი + 4 მუხლი.

V გალობა:

კანონი ღირსისა- ძლისპირი + 4 მუხლი.

VI გალობა:

კანონი ღირსისა - 4 მუხლი + ძლისპირი.

შენიშვნა: „კატავასია“ ამ შემთხვევაში არის ღირსის კანონის ძლისპირი.

_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):

- კონდაკი ღირსისა: „სიწმიდისა სულისათა...“ (საზიარო).

შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის.

VII გალობა:

კანონი ღირსისა - ძლისპირი + 4 მუხლი.

VIII გალობა:

კანონი ღირსისა - 6 მუხლი (ძლისპირით).

სამსაგალობელი - 8 მუხლი (ძლისპირის გარეშე).

შენიშვნა: „კატავასია“ მარხვანისა.

_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.

IX გალობა:

კანონი ღირსისა - 6 მუხლი (ძლისპირით).

სამსაგალობელი - 8 მუხლი (ძლისპირის გარეშე).

შენიშვნა: „კატავასია“ მარხვანისა.

_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): „ღირს არსი“.

_ „განმანათლებელი“ სამებიანი (ხმა IV) - წესისამებრ (ჟამნიდან).

_ „აქებდით უფალსა ცათაგან“ - იკითხება (დასდებლების გარეშე).

„დიდება“ „აწ და“ – „შენდა დიდება შვენის ქრისტე ღმერთო ჩვენო...“

_ „დიდებამაღალიანი“ - იკითხება.

_ „აღვივსენითსა“ ზედა დასდებლები: მარხვანისა (ჟამნის ჩასართავებით).

„დიდება“ „აწ და“ მარხვანისა: „ზეცისანი გიგალობენ შენ...“ (ჴმა VIII).

_ „კეთილ არს აღსარებად უფლისა...“ - 2-გზის.

- ტროპარი: „ტაძარსა ამას დიდებისა...“

- „უფალო შეგვიწყალენ“ - 40-გზის.

- „დიდება“ „აწ და“. „უპატიოსნესსა ქერუბიმთასა...“ „სახელითა უფლისათა... გვაკურთხენ“

- ამინ. ლოცვა: „ზეცათა მეუფეო...“

- წმ. ეფრემ ასურის ლოცვა 16 მეტანიით.

 

შენიშვნა: აღესრულება „ალილუიას“ ჟამები:

_ დავითნის კანონები: I ჟამზე - არ აღესულება; III ჟამზე - მე-7; VI ჟამზე - მე-8; IX ჟამზე - მე-9.

_ VI ჟამზე: ღმრთისმშობლის მუხლებს შორის იკითხება ტროპარი, წარდგომა და

 საწინასწარმეტყველო ეს. XXXVII, 33 - XXXVIII, 6. მარხვანიდან.

_ შემდგომად ასამაღლებელისა: „ღმერთო მიწყალენ ჩუენ...“ აღესრულება ღირ. ეფრემ ასურის ლოცვა 16 მეტანიით, ხოლო IX ჟამზე 3 მეტანიით.

 

სადილის ჟამი:

_ გუნდი: „სასუფეველსა შენსა მომიხსნენე ჩვენ უფალო...“ (ხმა VIII).

- „ნეტარებები“ ჩასართავით: „მომიხსენენ ჩვენ უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა“ (ჟამნიდან).

„დიდება“ - იგივე ჩასართავი.

„აწ და“ – „მომიხსენენ ჩვენ უფალო...“ „მომიხსენენ ჩვენ მეუფეო...“ „მომიხსენენ ჩვენ წმიდაო...“ (ჟამნიდან).

- „გუნდნი ზეცისა ძალთანი...“

- „მოვედით მისსა და განათლდით...“

- „გუნდნი ზეცისა ძალთანი...“

„დიდება“ – „ბანაკი წმიდათა ანგელოზთა...“

„აწ და“ - მრწამსი.

- „გვიხსენ, გვილხინე...“

_ „მამაო ჩვენო“.

_ წაიკითხება კონდაკები:

 თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა:

- კონდაკები - ტაძრისა;

- შვიდეულის დღისა;

- რიგის წმიდისა;

- „დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“

- „აწ და“ - „სასოო და შესავედრებელო...“

თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა:

- კონდაკები - შვიდეულის დღისა;

- რიგის წმიდისა;

- „დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“

- „აწ და“ - ტაძრისა.

თუ ტაძარი რომელიმე წმიდის სახელობისაა:

- კონდაკები - შვიდეულის დღისა;

- ტაძრის წმიდისა;

- რიგის წმიდისა;

- „დიდება“ - „წმიდათა თანა განუსვენე...“

- „აწ და“ - „სასოო და შესავედრებელო...“

შენიშვნა: დიდმარხვაში კონდაკი „მთასა ზედა ფერი იცვალე...“ არ იკითხება.

_ მედავითნე: „უფალო შეგვიწყალენ“ - 40-გზის.

 - „დიდება“ „აწ და“, „უპატიოსნესსა ქერუბიმთასა...“, „სახელითა უფლისათა... გვაკურთხენ“.

_ მღვდელი: „ღმერთო მიწყალენ ჩვენ და მაკურთხენ ჩვენ...“

_ მღვდელი: ამბიონზე აღასრულებს წმ. ეფრემ ასურის ლოცვას 16 მეტანიით.

 

მწუხრის ჟამი:

_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ - იკითხება.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103-ე ფსალმუნი) - იკითხება.

_ „რიგითი კანონი“ - მე-10.

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება VIII ხმაზე).

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად:

- დღისა - 3 მუხლი (ხმა VIII).

- ღირსისა - 3 მუხლი.

„დიდება“ ღირსისა: „შენ მონაზონთა სიქადულო...“ (ხმა VIII).

„აწ და“ ღმრთისმშობლისა „რვა ხმათა“ (დღისა და „დიდების“ ხმის მიხედვით): „გიხაროდენ სიქადულო...“ (ხმა VIII).

_ შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.

_ საწინასწარმეტყველო - 5 - შესქ. XIII, 12- 18. იგავ. XIV, 27 - XV, 4,

- I საწინასწარმეტყველოს წარდგომა: „მიძღოდე მე უფალო გზათა...“ (ხმა IV).

მუხლი: „მოყავ უფალო ყური შენი“.

- II საწინასწარმეტყველოს წარდგომა: „უყვარან უფალსა ბჭენი...“ (ხმა VI).

მუხლი: „საფუძველნი მისნი...“.

_ „და ღირს მყუენ...“ (ჟამნიდან).

_ თხოვნითი კვერექსი.

_ „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: მარხვანისა (ჟამნის ჩასართავებით).

„დიდება“ ღირსისა: „რამე სახელ გდვათ, ნეტარო...“ (ხმა VIII).

„აწ და“ ღმრთისმშობლისა „რვა ხმათა“ (დღისა და „დიდების“ ხმის მიხედვით): „გიხაროდენ სიქადულო...“ (ხმა VIII).

_ „აწ განუტევე“.

_ შემდგომად „მამაო ჩვენო“-სი:

- „ღმრთისმშობელო ქალწულო...“ (ჴმა IV).

- „დიდება“ „ნათლისმცემელო ქრისტესო...“

- „აწ და“ „მეოხ გვეყუენით...“

- „მოწყალებასა შენსა...“

- „უფალო შეგვიწყალენ“ - 40-გზის.

- „დიდება“ „აწ და“.

- „უპატიოსნესსა ქერუბიმთასა...“ „სახელითა უფლისათა... გვაკურთხენ“.

- ასამაღ: „რომელი კურთხეულ არს ქრისტე ღმერთი ჩვენი...“

- ამინ. ლოცვა: „ზეცათა მეუფეო...“ (ჟამნიდან).

_ მღვდელი: ამბიონზე აღასრულებს წმ. ეფრემ ასურის ლოცვას 16 მეტანიით.

_ მედავითნე: „წმიდაო ღმერთო“. „ყოვლადწმიდაო სამებაო“. „მამაო, ჩვენო“.

_ მღვდელი: „რამეთუ შენი არს სუფევა...“

_ მედავითნე: „უფალო შეგვიწყალენ“ - 12-გზის.

_ მედავითნე: ლოცვა: „წმიდაო სამებაო, ერთარსებაო...“ (ჟამნიდან).

_ გუნდი: „იყავნ სახელი უფლისა კურთხეულ...“ - 3-გზის.

_ მედავითნე: „დიდება“ „აწ და“ - 33-ე ფსალმუნი (ბოლომდე).

_ დიაკონი: სიბრძნით (არ გაიღება აღსავლის კარი).

_ გუნდი: „ღირს არსის“ ნახევარი.

_ მღვდელი: „ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გვაცხოვნენ ჩვენ“.

_ გუნდი: „უპატიოსნესსა ქერუბიმთასა...“

_ მღვდელი: „დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩვენო, დიდება შენდა“.

_ გუნდი: „დიდება“ „აწ და“, „უფალო შეგვიწყალენ“ 3-გზის, „სახელითა უფლისათა ... გვაკურთხენ“.

_ მღვდელი: აღასრულებს ჩამოლოცვას რომელზეც მოიხსენებს მომდევნო დღის (ძვ. სტ. 3 აპრილი) წმიდანებს.

_ გუნდი: ამინ. „უფალო შეგვიწყალენ“ - 3-გზის.