უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

საღამოს მსახურება: მცირე სერობის ჟამი.

დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ IX ჟამი _ სადილის ჟამი _ (მწუხრი) პირველშეწირულის ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება აღესრულება - - არ აღესრულება.

კვირის ციკლის - - - - მარხვანიდან.

სადღეღამისო ციკლის - - - - ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის III პერიოდი.

ტიპიკონი: დიდი მარხვის V შვიდეულის ხუთშაბათი (ღირ. ანდრია კრეტელის და ღირ. მარიამ მეგვიპტელის დიდი კანონის კითხვა).

შენიშვნა: შუაღამის ჟამი სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

 

მცირე სერობის ჟამი:

_ მღვდელი: „კურთხეულ არს ღმერთი ჩვენი...“ (დახურული აღსავლის კარის წინ).

_ მედავითნე: „მოვედით თაყვანის-ვსცეთ...“ - 3-გზის.

_ მედავითნე: 50-ე, 69-ე და 142-ე ფსალმუნები.

_ მედავითნე: „დიდებამაღალიანი“.

_ მედავითნე: მრწამსი.

შენიშვნა: კანონი არ აღესრულება.

_ გუნდი: „ღირს არსი“.

_ მედავითნე: „წმიდაო ღმერთო...“ „ყოვლად-წმიდაო სამებაო...“ „მამაო ჩვენო...“

_ მღვდელი: „რამეთუ შენი არს სუფევა...“

_ მედავითნე: ამინ.

კონდაკი წმ. ანდრია კრეტელისა: „სულო ჩემო...“ (ხმა VI).

- „უფალო შეგვიწყალენ“ - 40-გზის.

- ლოცვა: „რომელი ყოველსა დღესა...“.

- „დიდება“ „აწდა“.

- „უპატიოსნესა ქერუბიმთასა...“.

- „სახელითა უფლისათა... გვაკურთხენ“!

_ მღვდელი: „ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა...“.

_ მღვდელი: მღვდელი აღასრულებს წმ. ეფრემ ასურის ლოცვას 16 მეტანიით წესისამებრ.

_ მედავითნე: „წმიდაო ღმერთო“. „ყოვლადწმიდაო სამებაო“. „მამაო ჩვენო“.

_ მღვდელი: „რამეთუ შენი არს სუფევა...“.

_ მედავითნე: ამინ. „უფალო შეგვიწყალენ“ – 12-გზის.

_ მედავითნე: ამინ.

- ლოცვა: „უბიწოო შეუგინებელო...“

- ლოცვა: „მომეც ჩვენ მეუფეო...“

- ლოცვა: „უფროსად დიდებულო...“

- ლოცვა: „სასოება ჩემდა მამა...“

_ მღვდელი: „დიდება შენდა ქრისტე ღმერთო სასოებაო ჩვენო დიდება შენდა“.

_ გუნდი: „დიდება“ „აწ და“. „უფალო შეგვიწყალენ“ - 3-გზის. „სახელითა უფლისათა... გვაკურთხენ“.

_ მღვდელი - მცირე ჩამოლოცვა.

 

ცისკრის ჟამი:

_ ნაცვლად „ღმერთი უფალი“-სა ითქმის „ალილუია“ (მიმდინარე IV ჴმაზე).

ტროპარები წმიდა არსისა (ჴმა IV) - წესისამებრ.

_ რიგითი კანონი: მხოლოდ მე-8.

_ რიგითი კანონის შემდგომ მცირე კვერექსი - არ აღესრულება.

_ წარდგომა შემდგომად I სტიხოლოღიისა „რვახმათა“ (დღისა და მიმდინარე ხმის მიხედვით) (ხმა IV).

შენიშვნა: შემდგომად I სტიხოლოღიისა თუ შესაძლებელია მღვდელი ამბიონზე წაიკითხავს ღირ. მარიამ მეგვიპტელის ცხოვრების I ნაწილს.

_ 50-ე ფსალმუნი.

იკითხება „დიდი კანონი“

შენიშვნა: 1. 50-ე ფსალმუნის კითხვის დროს მღვდელი გამოვა ჩრდილოეთ კარით და დადგება შუა ტაძარში წინასწარ გამზადებულ ანალოღიასთან. ძლისპირებს და ჩასართავებს გალობს გუნდი, ხოლო ტროპრებს კითხულობს მღვდელი.

2. „დიდი კანონის“ ძლისპირები იგალობება 2-გზის, გარდა II გალობის ძლისპირისა.

3. კატავასია (დიდი კანონის ძლისპირები) დაეფარება მხოლოდ III, VI, VIII და IX გალობებს.

4. „დიდი კანონის“ ტროპარებს არ ჩაერთვის „უმცირესი“, არამედ შემდეგი ჩასართავები: ა) „მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე“. ბ) ღირ. მარიამ მეგვიპტელის ტროპარებს: „ღირსო დედაო მარიამ ევედრე ღმერთსა ჩვენთვის“. გ) ღირ. ანდრია კრეტელის ტროპარებს: „ღირსო მამაო ანდრია ევედრე ღმერთსა ჩვენთვის“.

5. თითოეული ჩასართავის გალობის შემდეგ ტაძარში მდგომარენი აღასრულებენ 3 მცირე მეტანიას.

შენიშვნა: „დიდი კანონის“ IV, VIII და IX გალობებს დაემატება მარხვანის სამსაგალობელი.

1. სამსაგალობლებს განსხვავებით დიდი კანონისა კითხულობს მედავითნე (მედავითნეთა კათედრაზე).

2. ძლესპირები არ იგალობება, ხოლო ტროპრებს ჩაერთვის ჩასართავი: „წმიდანო მოციქულნო ევედრენით ღმერთსა ჩვენთვის“.

3. სამსაგალობლის სამების მუხლის წინ ნაცვლად „დიდებისა“ ითქმის: „ყოვლადწმიდაო სამებაო ღმერთო ჩვენო დიდება შენდა“, ხოლო ღმრთისმშობლის მუხლის წინ, ნაცვლად „აწ და“-სი: „ყოვლად წმიდაო ღმრთისმშობელო შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩვენ“.

4. სამსაგალობლის კითხვის შემდეგ მღვდელი გააგრძელებს დიდი კანონის კითხვას.

_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):

- წარდგომა: „მნათობნო ღვთივბრწყინვალენო...“ (ჴმა VIII) (მარხვანიდან).

- „დიდება“ მისივე: „ათორმეტ რიცხვნო...“ (ჴმა VIII) (მარხვანიდან).

- „აწ და“ მისივე: „მიუწვდომელი ღმერთი...“

შენიშვნა: თუ შესაძლებელია მღვდელი ამბიონზე წაიკითხავს ღირ. მარიამ მეგვიპტელის ცხოვრების II ნაწილს.

_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):

- კონდაკი, იკოსი და სვინაქსარი (მარხვანიდან) (ჴმა VI)

_ იგალობება „ნეტარებები“, რომელთა მუხლებს ჩაერთვის მარხვანის ტროპარები (რომლებსაც კითხულობს მედავითნე).

_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.

_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): „ღირს არსი“ არ იგალობება.

_ „განმანათლებელი“ სამებიანი (ხმა VIII) - წესისამებრ (იხ. ჟამნი გვ. 80).

_ „აქებდით უფალსა ცათაგან“ - იკითხება (დასდებლების გარეშე).

„დიდება“ „აწ და“ – „შენდა დიდება შვენის ქრისტე ღმერთო ჩვენო...“

_ „დიდება მაღალიანი“ - იკითხება.

_ „აღვივსენითსა“ ზედა დასდებლები: მარხვანისა (ჟამნის ჩასართავებით):

„დიდება“ „აწ და“ მარხვანისა: „მიითვალე ვედრება...“ (ჴმა VIII).

_ „კეთილ არს აღსარებად“ - 2-გზის.

- კონდაკი წმ. ანდრია კრეტელისა: „სულო ჩემო...“ (ხმა VI).

- „უფალო შეგვიწყალენ“ - 40-გზის.

- „დიდება“ „აწ და“ „უპატიოსნესსა ქერუბიმთასა...“

- „სახელითა უფლისათა გვაკურთხენ...“

- ამინ. „ზეცათა მეუფეო...“

- წმ. ეფრემ ასურის ლოცვა 3 მეტანიით.

 

შენიშვნა: აღესრულება „ალილუიას“ ჟამები:

_ დავითნის კანონები: I ჟამზე - არ აღესრულება. III ჟამზე - მე-9. VI ჟამზე - მე-10. IX ჟამზე - მე-11.

_ VI ჟამნზე: ღმრთისმშობლის მუხლებს შორის იკითხება ტროპარი, წარდგომა და საწინასწარმეტყველო ეს. XLII, 5-16 მარხვანიდან.

_ შემდგომად ასამაღლებელისა: „ღმერთო მიწყალენ ჩუენ...“ აღესრულება ღირ. ეფრემ ასურის ლოცვა 16 მეტანიით, ხოლო IX ჟამზე 3 მეტანიით.

 

სადილის ჟამი:

შენიშვნა: IX ჟამის ბოლო ლოცვის კითხვის დროს მღვდელი და დიაკონი ამბიონზე დახურული აღსავლის კართან წაიკითხავენ ლოცვებს ისე, როგორც იკითხება წმ. იოანე ოქროპირის ლიტურგიის წინ. არ წაიკითხება მხოლოდ ლოცვა: „უფალო, გარდამოავლინე ხელი შენი...“ შემდეგ, ემთხვევიან რა წმიდა ხატებს, მოუდრეკენ თავს ტაძარში მდგომარეთ და შევლენ საკურთხეველში სამხრეთის კარით. ხდება შემოსვა სრული შესამოსლით. შემოსვისას ლოცვები არ იკითხება, არამედ მღვდელმსახურნი თითოეულ შესამოსელს გადასახავენ ჯვარს, ემთხვევიან და შემოსვისას ჩუმად იტყვიან: „უფლისა მიმართ ვილოცოთ“.

_ მედავითნე: „სასუფეველსა შენსა მომიხსენენ ჩვენ უფალო...“ (ხმა VIII).

_ „ნეტარებების“ - ყოველი მუხლის შემდეგ იგალობება ჩასართავი:

- „მომიხსენენ ჩვენ უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა“.

„დიდება“ - იგივე ჩასართავი

„აწ და“ - „მომიხსენენ ჩვენ უფალო...“

- „მომიხსენენ ჩვენ მეუფეო...“

- „მომიხსენენ ჩვენ წმიდაო...“

- „გუნდნი ზეცისა ძალთანი“...

- მუხლი „მოვედით მისსა და განათლდით...“

- „გუნდნი ზეცისა ძალთანი...“

„დიდება“ - „ბანაკი წმიდათა ანგელოზთა...“

„აწ და“ - მრწამსი.

- „გვიხსენ გვილხინე...“

- „მამაო ჩვენო...“

- კონდაკი წმ. ანდრია კრეტელისა: „სულო ჩემო...“ (ხმა VI).

- „უფალო შეგვიწყალენ“ - 40-გზის. „სახელითა უფლისათა... გვაკურთხენ“

_ მღვდელი - ამბიონზე აღასრულებს ეფრემ ასურის ლოცვას 3 მეტანიით.

_ მედავითნე: „წმიდაო სამებაო ერთარსებაო...“.

_ დიაკონი: გააღებს აღსავლის კარს და იტყვის - „სიბრძნით“.

შენიშვნა: პირველშეწირულის ლიტურგიის წინ, სადილის ჟამნის ჩამოლოცვისას გაიღება აღსავლის კარი.

_ გუნდი: „ღირს არსის“ - ნახევარი.

_ მღვდელი: „ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო გვაცხოვნენ ჩვენ“

_ გუნდი: „უპატიოსნესსა ქერუბიმთასა...“

_ მღვდელი - „დიდება შენდა ქრისტე ღმერთო სასოებაო...“

_ გუნდი: „დიდება“ „აწ და“ „სახელითა უფლისათა.... გვაკურთხენ“

_ მღვდელი - აღასრულებს ჩამოლოცვას, რომელზეც მოიხსენებს რიგის წმიდას.

 

პირველშეწირულის ლიტურგია:

მწუხრის ჟამი:

_ „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ - იკითხება.

_ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103 - ე ფსალმუნი) - იკითხება.

_ „რიგითი კანონი“ - მე-12 (სამ „დიდებად“).

შენიშვნა: კანონის დაწყების წინ, „უფალო შეგვიწყალენ“ - 3 გზის და „დიდება“ „აწ და“ არ ითქმის. ყოველი „დიდების“ შემდეგ აღესრულება მცირე კვერექსი.

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება VII ხმაზე).

_ „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებელნი - 10 მუხლად:

- თვითხმოვანი დღისა - 2 გზის (მარხვანიდან) (ხმა VII).

- მოწამეთა - 1 მუხლი (მარხვანიდან).

- სხვა დასდებელნი - 3 მუხლი (მარხვანიდან) (ხმა I).

- მღვდელმთავრისა - 3 მუხლი (საზიარო თვენიდან).

„დიდება“ მისივე: „გიხაროდენ, ღირსო მამაო...“ (ხმა V).

„აწ და“ ჯვარღმრთისმშობლისა („დიდების“ ხმის მიხედვით) (პარაკლიტონიდან) (ხმა V).

_ შესვლა საცეცხლურით.

_ საწინასწარმეტყველო: 1. შესქ. X, 32 - XI, 9. 2. იგავ. XIII, 20 - XIV, 6.

- I საწინასწარმეტყველოს წარდგომა: „აღამაღლებდით უფალსა ღმერთსა...“

მუხლი: „უფალი ჰსუფევს განრისხნედ ერნი...“

- II საწინასწარმეტყველოს წარდგომა: „ღაღადებდით ღმრთისა...“

მუხლი: „ჰმონებდით უფალსა სიხარულით...“

_ მღვდელი - მდგომარე წმიდა ტრაპეზის წინ, ორივე ხელით აღამაღლებს საცეცხლურს და სასანთლეს სანთლით, აღმოსავლეთისაკენ მხედველი გამოისახავს ჯვარს და იტყვის: „სიბრძნით აღემართენით“ მობრუნდება დასავლეთისკენ ტაძარში მდგომარეთა მიმართ და იტყვის: „ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა“.

_ მღვდელი II საწინასწარმეტყველოს წაკითხვის შემდეგ: „მშვიდობა შენდა“.

შენიშვნა: აქ მედავითნე არ პასუხობს „და სულისაცა შენისათანა“.

_ მღვდელი წარმოთქვამს - დიდ წარდგომას:

- „წარემართენ ლოცვა ჩემი, ვითარცა საკმეველი შენ წინაშე, აღპყრობად ხელთა ჩემთა მსხვერპლ სამწუხროდ, ისმინე ჩემი, უფალო“.

_ გუნდი - იმეორებს წარდგომას.

_ მღვდელი ან დიაკონი - მუხლი I – „უფალო ღაღად-ვჰყავ შენდამი, ისმინე ჩემი, მოხედენ ხმასა ლოცვისა ჩემისასა, ღაღადებასა ჩემსა შენდამი“.

_ გუნდი - იმეორებს წარდგომას.

_ მღვდელი ან დიაკონი - მუხლი II – „დასდევ უფალო საცოი პირსა ჩემსა და კარი ძნელი ბაგეთა ჩემთა“.

_ გუნდი - იმეორებს წარდგომას.

_ მღვდელი ან დიაკონი - მუხლი III – „ნუ მისდრეკ გულსა ჩემსა სიტყვათა მიმართ უკეთურებისათა, მიზეზებად მიზეზთა ცოდვისათა“.

_ გუნდი - იმეორებს წარდგომას.

_ მღვდელი ან დიაკონი - „წარემართენ ლოცვა ჩემი ვითარცა საკმეველი შენ წინაშე“.

_ გუნდი: „აღპყრობად ხელთა ჩემთა მსხვერპლ სამწუხროდ, ისმინე ჩემი, უფალო“.

_ მღვდელი - წმ. ტრაპეზის წინ აღასრულებს წმ. ეფრემ ასურის ლოცვას 3 მეტანიით.

შენიშვნა: წმ. ეფრემ ასურის ლოცვით მთავრდება მწუხრის ჟამნი და იწყება პირველშეწირულის ლიტურგია.