უკან დაბრუნება

მოწამეთა: იაკობ ხუცისა, აზადან და ავდიკი დიაკონთა, სპარსელთა (დაახ. 380).

წმიდა მოწამენი იაკობ ხუცესი, აზატან და ავდიკი დიაკონნი (+დაახლ. 380) - აღესრულნენ სპარსეთში მეფე საპორის დროს. ისინი შეიპყრეს ეპისკოპოს აკეპსიმესთან (ხს. 3 ნოემბერს) ერთად. ხანგრძლივი წამების შემდეგ მოწამეებს ნესტოებში ძმარგარეული მდოგვი ჩაასხეს, გააშიშვლეს და ყინვაში დაკიდეს ფეხებით. დილით ხელახლა აწამეს და ისევ საკანში ჩაყარეს, ბოლოს კი თავები მოჰკვეთეს.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.