უკან დაბრუნება

მწუხ. - შესქ. XXXI, 3-16. იგავ. XXI, 3-21.

შესქ. XXXI, 3-16

და ჰრქუა უფალმან იაკობს: მიიქეც ქუეყანად მამისა შენისა და ქუეყანად ნათესავისა შენისა და ვიყო მე შენ თანა.

მიავლინა იაკობ და მოუწოდა ლიას და რაქელს ველად, სადა-იგი იყო სამწყსოჲ.

და ჰრქუა მათ: ვხედავ მე პირსა მამისა თქუენისა, რამეთუ არა არს ჩემდა მომართ, ვითარ-იგი გუშინ და ძოღან. და ღმერთი მამისა ჩემისა იყოს ჩემ თანა.

თქუენ თჳთ იცით, რამეთუ ყოვლითა ძალითა ჩემითა ვჰმონე მამასა თქუენსა.

ხოლო მამამან თქუენმან დამაკლო და ცვალა სასყიდელი ჩემი ათისა ტარიგისაჲ და არა უტევა მას ღმერთმან ბოროტის-ყოფად ჩემდა.

უკუეთუ თქუას: ვითარმედ ჭრელი იგი იყავნ შენდა სასყიდელად, შობდენ ყოველნივე ცხოვარნი ჭრელსა. და უკუეთუ ესრეთ თქუას: იყვნედ სპეტაკნი სასყიდელად შენდა, შობდენ ყოველნივე ცხოვარნი სპეტაკსა.

და მოუღო ღმერთმან ყოველივე იგი საცხოვარი მამისა თქუენისა და მომცა მე.

და იყო, რაჟამს მაკდებოდეს ცხოვარნი და მუცლად-იღებდეს, ვიხილე თუალითა ჩემითა ძილსა შინა: და აჰა, ვაცები და ვერძები აღვიდოდა ცხოვართა და თხათა სპეტაკი და ჭრელი და ნაცრისფერად სხურებული.

და მრქუა მე ანგელოზმან უფლისამან ძილსა შინა: იაკობ, იაკობ. მე ვარქუ ვითარმედ: რაჲ არს? და თქუა:

აღიხილენ თუალნი შენნი და იხილენ ვაცები ესე და ვერძები, აღმავალი ცხოვართა და თხათა სპეტაკთა და ჭრელთა და ნაცრისფერად სხურებულთა, რამეთუ მე ვიხილე, რასა-იგი ლაბან გიყოფს შენ.

მე ვარ ღმერთი შენი, რომელი გეჩუენე შენ ადგილსა ღმრთისასა, სადა-იგი სცხე ჩემდა ძეგლსა და აღმითქუ მე აღთქუმაჲ. აწ აღდეგ და განვედ ამიერ ქუეყანით და მივედ შენ ქუეყანასა შობისა შენისასა და ვიყო მე შენ თანა.

მიუგეს ლია და რაქელ და ჰრქუეს მას: ნუუკუე ამიერითგან არს ნაწილ და სამკჳდრებელ სახისა შინა მამისა შენისასა?

ანუ არა, ვითარცა უცხონი შერაცხილ ვართ მის წინაშე, რამეთუ განმყიდნა ჩვენ და შეჭამა შეჭმით ვეცხლი ჩუენი.

ყოველივე სიმდიდრე და დიდებაჲ, რომელი მოუღო ღმერთმან მამისაგან ჩუენისა, ჩუენდა იყოს და შჳლთა ჩუენთა. აწ რაჲ-იგი გრქუა შენ ღმერთმან შენმან, ეგრეცა ყავ.

იგავ. XXI, 3-21

საქმე სიმართლისა და ჭეშმარიტებისა სათნო არნ წინაშე უფლისა უფროჲს, ვიდრეღა მსხუერპლთა სისხლნი.

გონება დიდ გინებასა შინა კაცი გულფიცხელი, ხოლო ბრწყინვალებაჲ უღმრთოთა ცოდვაჲ.

ზრახვამოკლედ სიწრფოებაჲ არს, ხოლო ყოველი დაუდგრომელი მომედგრეს.

რომელი შეიკრებდეს საუნჯეთა ენითა ტყუილისათა, ამაო არს, და მისდევს იგი საფრჴეთა სიკუდილისათა.

მოსრვაჲ უღმრთოთა ზედა მოიწიოს, რამეთუ არა ჰნებავს საქმედ სიმართლისა.

გულარძნილთა მათ გულარძნილნი გზანი მოუვლინნის უფალმან ღმერთმან, ხოლო წმიდა და მართალ საქმენი მისნი.

უმჯობეს არს ყოფაჲ ყურეთა ჰაერსა ქუეშე, ვიდრე მოპიტალებულთა სიცრუვით და სახლსა შინა შეგინებულსა ზოგებით.

სულსა უღმრთოთასა გული უთქუამნ უკეთურებასა და არავისგან შეწყნარებულ იქმნას კაცთაგანისა.

ზღუევასა ბილწისასა უგონიერეს იქმნას უმანკოჲ ხოლო გულისჴმა-ყოს ბრძენმან და შეიწყნაროს მეცნიერებაჲ.

გულისხუმა-ყვნეს მართალმან სულნი უღმრთოთანი, რამეთუ განირყუნიან უღმრთონი ბოროტსა შინა.

რომელმან დაიყუნეს ყურნი არა სმენად უძლურისა, იგიცა ხადოდის უფალსა და არა ვინ იყო, რომელმანცა ისმინა მისი.

მისაცემელმან იდუმალმან გარემიაქციოს რისხვაჲ, ხოლო რომელი ქრთამსა ძჳრობს, გულისწყრომაჲ აღადგინის ძლევად.

მხიარულებაჲ მართალთა საქმე სიმართლისაჲ, ხოლო ღირსი არაწმიდა არს უკეთურთა წინაშე.

კაცი, რომელი შეცთომილ იყოს გზათა სიმართლისათა, შესაკრებელსა გმირთასა განისუენოს.

კაცსა ნაკლულევანსა უყვარს საშუებელი, ხოლო, რომელსა უყვარდეს ღჳნოჲ და ზეთი, არა განმდიდრდეს.

ნარჩევ მართლისა უსჯულოჲ და წრფელისა წილ დაუდგრომელი.

უმჯობეს არს ყოფაჲ ქუეყანასა უდაბნოსა, ვიდრე დედაკაცისა თანა მოლალისა და ენოვნისა და გულმწყრალისა.

საუნჯე გულისსათქუმელი განუსუენებს პირსა ბრძენთასა, ხოლო კაცთა უგუნურთა შთანთქან იგი.

გზათა სიმართლისა და წყალობისათა პოონ ცხორებაჲ, შეწყალებაჲ და დიდებაჲ.