უკან დაბრუნება

ტიპიკონური მითითებები

საღამოს მსახურება: მცირე სერობის ჟამი.

დილის მსახურება: შუაღამის ჟამი _ ცისკრის ჟამი _ I ჟამი.

დღის მსახურება: III ჟამი _ VI ჟამი _ საღმრთო ლიტურგია.

 

წლის ციკლის მსახურება - - - - არ აღესრულება.

კვირის ციკლის აღესრულება - - - - მარხვანიდან.

სადღეღამისო ციკლისა - - - - - - - ჟამნიდან.

 

დროითი ინტერვალი: საპასექო წლის III პერიოდი.

ტიპიკონი: დიდი მარხვის V შვიდეულის შაბათი. დაუჯდომლის შაბათი.

შენიშვნა: შუაღამის ჟამნი სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.

 

მცირე სერობის ჟამი:

აღსავლის კარი და კრეტსაბმელი დახურულია.

_ მღვდელი:  „კურთხეულ არს ღმერთი ჩვენი...“ (დახურული აღსავლის კარის წინ).

_ მედავითნე: ამინ. დასაწყისი ლოცვები „მამაო ჩვენოს“-ს ჩათვლით.

_ მღვდელი: „რამეთუ შენი არს სუფევა...“

_ მედავითნე: ამინ.

- „უფალო შეგვიწყალენ“ - 12-გზის.

- „დიდება“ „აწ და“.

- „მოვედით თაყვანის-ვსცეთ...“ - 3-გზის.

_ მედავითნე: 50-ე, 69-ე და 142-ე ფსალმუნები.

_ მედავითნე: „დიდებამაღალიანი“.

_ მედავითნე: მრწამსი.

_ მედავითნე: „წმიდაო ღმერთო...“ „ყოვლად-წმიდაო სამებაო...“ „მამაო ჩვენო...“

_ მღვდელი: „რამეთუ შენი არს სუფევა...“

_ მედავითნე: ამინ.

- კონდაკი ღმრთისმშობლისა: „ზეშთამბრძოლისა ჩემისათვის...“ (ხმა VIII).

- „უფალო შეგვიწყალენ“ - 40-გზის.

- ლოცვა: „რომელი ყოველსა დღესა...“.

- „დიდება“ „აწდა“.

- „უპატიოსნესა ქერუბიმთასა...“.

- „სახელითა უფლისათა... გვაკურთხენ“!

_ მღვდელი: „ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა...“.

_ მედავითნე: ამინ.

- ლოცვა: „უბიწოო შეუგინებელო...“

- ლოცვა: „მომეც ჩვენ მეუფეო...“

- ლოცვა: „უფროსად დიდებულო...“

- ლოცვა: „სასოება ჩემდა მამა...“

_ მღვდელი: „დიდება შენდა ქრისტე ღმერთო სასოებაო ჩვენო დიდება შენდა“.

_ გუნდი: „დიდება“ „აწ და“. „უფალო შეგვიწყალენ“ - 3-გზის. „სახელითა უფლისათა... გვაკურთხენ“.

_ მღვდელი - მცირე ჩამოლოცვა.

 

ცისკრის ჟამი:

_ „ღმერთი უფალი” - (იგალობება VIII ხმაზე).

ტროპარი ღმრთისმშობლისა: „ბრძანებული საიდუმლო...“ 2-გზის (ჴმა VIII).

„დიდება“ „აწ და“ - იგივე.

_ I რიგითი კანონი: მე-16.

_ I რიგითი კანონის შემდეგ - მცირე კვერექსი.

შენიშვნა: ნაცვლად წარდგომისა იწყება დაუჯდომლის კითხვა.

(დაუჯდომელი შედგება 12 იკოსისა და 12 კონდაკისაგან და აღესრულება 4 ნაწილად. ყოველი იკოსის შემდეგ იგალობება „გიხაროდენ სძალო უსძლოო“, ხოლო ყოველი კონდაკის შემდეგ „ალილუია – 3-გზის“. I და IV ნაწილების კითხვის წინ კონდაკის გალობისას აღესრულება სრული ტაძრის კმევა, ხოლო II და III ნაწილების წინ მცირე კმევა აღესრულება)

გუნდი ნელა გალობს კონდაკს: „ზეშთა მბრძოლისა ჩემისათვის...“ (აღსავლის კარი იღება). ხოლო მღვდელი წაიკითხავს ტრაპეზზე დაუჯდომლის I ნაწილს.

(დღევანდელი პრაქტიკით დაუჯდომელს შუა ტაძარში კითხულობენ. ასეთ შემთხვევაში ყოველი ნაწილის დასრულებისას მღვდელი უნდა დაბრუნდეს საკურთხეველში და კვლავ გამოვიდეს ახალი ნაწილის აღსასრულებლად).

_ IV კონდაკის წაკითხვის შემდეგ გუნდი გალობს: „ზეშთა მბრძოლისა ჩემისათვის...“ (აღსავლის კარი იხურება).

_ II რიგითი კანონი: მე-17.

_ II რიგითი კანონის შემდეგ - მცირე კვერექსი.

_ გუნდი ნელა გალობს კონდაკს: „ზეშთა მბრძოლისა ჩემისათვის...“

_ მღვდელი წაიკითხავს ტრაპეზზე დაუჯდომლის II ნაწილს.

_ VII კონდაკის წაკითხვის შემდეგ გუნდი გალობს: „ზეშთა მბრძოლისა ჩემისათვის...” (აღსავლის კარი იხურება).

შენიშვნა: თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა, დაუჯდომლის II ნაწილის წაკითხვის შემდგომ (როცა დასრულდება „ზეშთა მბრძოლისას“ გალობა), აღესრულება „სადიდებელი“, „გადიდებსა“ და წარდგომა შემდგომად „სადიდებელისა“ (მოვიძიოთ ტაძრის დღესასწაულის განგებაში), ასევე I ანტიფონი IV ხმის კვირის ცისკრისა. წაიკითხება საცისკრო სახარება და შემდგომი დღესასწაულისა.

_ 50-ე ფსალმუნი.

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)

თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა:

I კანონი - ტაძრისა - 6 მუხლად (ძლისპირი 2-გზის).

II კანონი - ღმრთისმშობლისა - 6 მუხლად (ძლისპირის გარეშე) (მარხვანიდან).

თუ ტაძარი ღმრთიმშობლის სახელობისაა:

კანონი - ღმრთისმშობლისა - 12 მუხლად (ძლისპირი 2-გზის) (მარხვანიდან).

თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:

I კანონი - ღმრთისმშობლისა - 6 მუხლად (ძლისპირი 2-გზის) (მარხვანიდან).

II კანონი - ტაძრისა - 6 მუხლად (ძლისპირის გარეშე).

_ კატავასია: „აღაღე პირი ჩემი“

_ უმცირესი: „უგალობდით უფალსა“.

_ შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):

_ გუნდი ნელა გალობს კონდაკს: „ზეშთა მბრძოლისა ჩემისათვის...“

_ მღვდელი წაიკითხავს ტრაპეზზე დაუჯდომლის III ნაწილს.

_ X კონდაკის წაკითხვის შემდეგ გუნდი გალობს: „ზეშთა მბრძოლისა ჩემისათვის...“ (აღსავლის კარი იხურება).

_ წაიკითხება წარდგომა: „ზეცისა სიმაღლეთაგან...“ (ხმა I).

„დიდება“ „აწ და“ - მისივე (მარხვანიდან).

შენიშვნა: საცისკრო კანონთა VI გალობიდან, ტაძრის კანონი დაიტევება და იგალობება:

I კანონი - ღმრთისმშობლისა - 6 მუხლად (ძლისპირი 2-გზის) (მარხვანიდან).

II კანონი - ოთხსაგალობელი - 8 მუხლად (მარხვანიდან).

კატავასია: ოთხსაგალობლის ძლისპირი (მარხვანიდან).

_ შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):

_ გუნდი ნელა გალობს კონდაკს: „ზეშთა მბრძოლისა ჩემისათვის...“

_ მღვდელი წაიკითხავს ტრაპეზზე დაუჯდომლის IV (ბოლო) ნაწილს. ბოლო იკოსს: „ჰოი ყოვლად საგალობელო...“ წაიკითხავს 3-გზის, რის შემდეგაც წაიკითხავს I იკოსს: „ანგელოზი წინამდგომი...“

_ I იკოსის წაკითხვის შემდეგ გუნდი გალობს: „ზეშთა მბრძოლისა ჩემისათვის...“

(აღსავლის კარი იხურება).

_ წაიკითხება სვინაქსარი მარხვანიდან.

შენიშვნა: ზეთისცხება მითითებული არ არის ტიპიკონში, მაგრამ ჩვენს ეკლესიაში არსებობს ტრადიცია დაუჯდომლის წაკითხვის შემდეგ ზეთისცხებისა.

_ შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.

_ შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): „ღირს არსი“ - არ იგალობება.

_ „განმანათლებელი” მარხვანისა: „საუკუნითგან დაფარული...“ - 2-გზის.

„დიდება“ „აწ და“ - იგივე.

_ „აქებდით უფალსა ცათაგან“ - იკითხება.

_ „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - 4 მუხლად (მარხვანიდან) (ჴმა VII).

„დიდება“ „აწ და“ მისივე: „ენა რომელი არა იცოდა...“ (მარხვანიდან).

_ „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.

ტროპარი ღმრთისმშობლისა: „ბრძანებული საიდუმლო...“ 1-გზის (ჴმა VIII).

 

I, III და VI ჟამებზე:

_ ტროპარი: ღმრთისმშობლისა.

_ კონდაკი: ღმრთისმშობლისა.

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

_ „გამომსახველობითი ანტიფონები“.

- „ნეტარებების“ გალობისას „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:

- ღმრთისმშობლის კანონის III და VI გალობებიდან, „დიდება“ „აწ და“-თი.

შესვლად:

ტროპარი: ღმრთისმშობლისა.

„დიდება“ „აწ და“.

კონდაკი: ღმრთისმშობლისა.

წარდგომა, ალილუია და განიცადე - ღმრთისმშობლისა.

სამოციქულო და სახარება - დღისა და ღმრთისმშობლისა.

წარდგომა (ჴმა III): „ადიდებს სული ჩემი უფალსა და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა“.

მუხლი: „რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მხევლისა თვისისასა, რამეთუ აჰა ესერა ამიერითგან მნატრიდნენ მე ყოველნი ნათესავნი“.

ალილუია (ჴმა VIII): „აღსდეგ უფალო განსასვენებელად შენდა, შენ და კიდობანი სიწმიდისა შენისაი“.

მუხლი: „მოიხსენე უფალო დავით და ყოველი სიმშვიდე მისი“.

განიცადე: „სასმელი ცხოვრებისაი მოვიღოთ და სახელსა უფლისასა ვხადოთ“.