უკან დაბრუნება

VI ჟამ. - ეს. LVIII, 1-11.

ეს. LVIII, 1-11

ჴმა-ყავ ძლიერად და ნუ ჰრიდებ, ვითარცა საყჳრმან, აღიმაღლე ჴმაჲ შენი, და მიუთხრენ ერსა ჩემსა ცოდვანი მათნი და სახლსა იაკობისსა უსჯულოებანი მათნი.

მე დღესა დღისაგან მეძიებენ და ცნობად გზათა ჩემთა გული უთქუამს, ვითარცა ერსა სიმართლისმოქმედსა, და მსჯავრსა ღმრთისა მისისა არდამტევებელსა, მთხოენ მე მსჯავრსა მართალსა და მიახლებად ღმრთისა გული უთქვამს

მეტყუელთა, ვითარმედ: ვიმარხეთ და არა იხილე, დავიმდაბლენით სულნი ჩუენნი და არა სცან. - რამეთუ დღეთა შინა მარხვათა თქუენთასა იპოებიან ნებანი თქუენნი და ყოველთა ჴელისქუეშეთა თქუენთა, დაჰქენჯნით

სასჯელთამი და ლალვათა იმარხავთ და ჰგუემთ თითთმწყლველობით მდაბალსა, რაჲსა იმარხავთ ჩემდად? რაჲთა დღეს სასმენელ იქმნეს ღაღადებისა მიერ ჴმაჲ თქუენი?

არა ესე მარხვაჲ გამოვირჩიე და დღე დამდაბლებისა კაცისა სულისა თჳსისა, არცა მო-თუ-იდრიკო, ვითარცა გრკალი, ქედი შენი, და ძაძაჲ და ნაცარი დაირეცო, არცა ეგრეთ ეწოდოს მარხვაჲ შეწყნარებული და დღე სათნოჲ უფლისაჲ.

არა ეგევითარი მარხვა გამოვირჩიე მე, - იტყჳს უფალი, - არამედ განჴსენ ყოველი საკრველი სიცრუისა, დაარღჳენ გულარძნილებანი მძლავრებითთა თანცვალებათანი, განავლინენ შეპყრობილნი მიტევებით და ყოველი აღწერილი უსამართლოჲ განხეთქე.

დაუნეცვე მშიერსა პური შენი და გლახაკნი უსართულონი შეიყვანენ სახიდ შენდა, იხილო თუ შიშუელი, შეჰმოსე და თჳსთაგანი თესლისა შენისათა არა უგულებელს-ჰყო.

მაშინ განეფინოს მსთუად ნათელი შენი, და კურნებანი შენნი მალე აღმოჴდენ და წინაგივიდოდეს წინაშე შენსა სიმართლე შენი, და დიდებამან ღმრთისამან გარეშეგიცვას შენ.

მაშინ ჴმა-ჰყო და ღმერთმან ისმინოს შენი, მერმე იტყოდიღა შენ, გრქუას: აჰა, აქა ვარ. უკეთუ მოსპო შენგან საკრველი და ჴელის-დადება და სიტყუა დრტჳნვისა,

და სცე მშიერსა პური სულით გამო შენით, და სული დამდაბლებული აღავსო, მაშინ აღმობრწყინდეს ბნვლსა შინა ნათელი შენი, და ბნელი შენი, ვითარცა შუადღე.

და იყოს ღმერთი შენი შენ თანა მარადის, და განსძღე, ვითარცა გული უთქუამს სულსა შენსა, და ძუალნი შენნი განპოხნენ, და იყო, ვითარცა მტილი დამთრვალი, და ვითარცა წყაროჲ, რომელსა არა მოაკლდის წყალი და, ძუალნი შენნი, ვითარცა მდელოჲ, აღმოსცენდენ და განპოხნენ და დაიმკჳდრონ ნათესავთა შორის ნათესავთასა.