შესქ. XLIII, 26-31; XLV, 1-16
შევიდა იოსებ სახიდ თჳსა და შეართუეს მის ძღუენი, რომელ აქუნდა ჴელთა მათთა და თაყუანი-სცეს მას თავითა ქუეყანასა ზედა.
ჰკითხა მათ იოსებ და ჰრქუა: ვითარ-რაჲ ცოცხლებით იყუენით? და მერმე ჰრქუა მათ: ცოცხლებით არს-ა მამაჲ იგი თქუენი მოხუცებული, რომლისა სთქუთ: ცოცხალ-ღა არს?
ხოლო მათ ჰრქუეს: ცოცხლებით არს მონაჲ შენი, მამაჲ ჩუენი, ცოცხალ-ღა არს. და თქუა იოსებ: კურთხეულ არს კაცი იგი ღმრთისა მიერ და იგინი მოდრკეს და თაყუანის-სცეს.
აღიხილნა თუალნი თჳსნი იოსებ და იხილა ბენიამენ, ძმაჲ თჳსი, ერთისა დედისაჲ და ჰრქუა: ესე არსა ძმაჲ თქუენი მრწემი, რომლისა სთქუთ ჩემდა მოყვანებაჲ? და ჰრქუა: ღმერთმან შეგიწყალენ შენ, შვილო.
შეძრწუნდა იოსებ, რამეთუ, შეიწვებოდეს ნაწლევნი მისნი ძმასა მისსა ზედა და ეგულებოდა ტირილად, შევიდა საუნჯედ და ტიროდა მუნ.
და დაიბანა პირი თჳსი და დაითმინა ტირილი და უბრძანა დაგება პურისა.
და ვერ-ღა-რა ეძლო იოსებს დათმენად ყოველთა წინაშე მდგომარეთა მისთა და თქუა: განავლინეთ ყოველი კაცი ჩემგან და არა ვინ დადგა წინაშე იოსებისა, არცა ერთი. ღა რაჟამს გამოეცხადებოდა იოსებ ძმათა თჳსთა.
აღიმაღლა ჴმაჲ ტირილით და ესმა ჴმაჲ ყოველთა მეგჳპტელთა და მიესმა სახლსა ფარაოჲსსა.
და ჰრქუა იოსებ ძმათა თჳსთა: მე ვარ იოსებ, ცოცხალღა არსა მამაჲ ჩემი? და ვერ მიუგეს ძმათა მისთა სიტყუაჲ, რამეთუ შეეშინა და შეძრწუნდეს ფრიად.
ჰრქუა იოსებ ძმათა მისთა: მომეახლენით მე! ხოლო იგინი მიეახლნეს და ჰრქუა: მე ვარ იოსებ, ძმაჲ თქუენი, რომელი მიმყიდეთ ეგჳპტედ.
ხოლო აწ ნუ სწუხთ, ნუცა ფიცხელ-გიჩნ თქუენ, რამეთუ მომყიდეთ მე აქა, რამეთუ ცხორებისა თქუენისათჳს მომავლინა მე ღმერთმან წინაშე თქუენსა.
რამეთუ ესე მეორე-ღა წელი არს სიყმილი ქუეყანასა ზედა და მერმე ხუთნი-ღა წელნი ყოფად არიან, რომელსა არა იყოს ჴნვა, არაც ლეწვა.
და მომავლინა მე ღმერთმან თქუენსა წინა, რათა დაშთეს ნეშტი თქუენი ქუეყანასა ზედა გამოზრდად თქუენდა ნეშტად დიდად.
ხოლო აწ არა თქუენ მომავლინეთ მე აქა, არამედ ღმერთმან და მყო მე, ვითარცა მამაჲ ფარაოსი, უფალ ყოველსა ზედა სახლსა მისსა და მთავარ ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა.
ისწრაფეთ და აღვედით მამისა ჩემისა და არქუეთ მას: ამის იტყჳს იოსებ, ძე შენი, მყო მე ღმერთმან უფალ ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა შთამოვედ ჩემდა და ნუ ჰყოვნი.
და დაემკჳდრე ქუეყანასა გესემ არაბიასა და იყავ მახლობელად ჩემსა შენ და ძენი შენნი და ძენი ძეთა შენთანი და ცხოვარი და ზროხაჲ შენი ყოველი, რაოდენი-რაჲ არს შენი.
და მე გამოგზარდო შენ, რამეთუ ხუთ წელსა სიყმილი ყოფად არს, რათა არა მოსწყდეთ შენ და ძენი შენნი და ყოველი მონაგები შენი.
აჰა ესერა, თუალნი თქუენნი ხედვენ და თუალნი ბენიამენისნი, ძმისა ჩემისანი, რამეთუ პირი ჩემი გეტყჳს თქუენ.
უთხართ მამასა ჩემსა ყოველივე დიდებაჲ ეგჳპტეს შინა და რაოდენი-ესე იხილეთ და ადრე ყავთ და მოიყვანეთ მამა ჩემი აქა.
და მოეხჳა ქედსა ბენიამენისსა, ძმისა თჳსისსა, და ტიროდა მას ზედა. და ბენიამენ ტიროდა ქედსა ზედა იოსებისსა.
და ამბორს-უყოფდა ყოველთა ძმათა თჳსთა და ტიროდა მათ თანა და ამისა შემდგომად ეტყოდეს მას ძმანი მისნი.
და მიიწია სიტყუაჲ ესე სახლსა ფარაოსსა და უთხრეს, ვითარმედ მოსრულ არიან ძმანი იოსებისნი, განიხარა ფარაო და ყოველთა მსახურთა მისთა.
იგავ. XXI, 23 - XXII, 4
რომელმან დაიცვას პირი თჳსი და ენაჲ თჳსი დაიმარხოს, იჴსნას ჭირისაგან სული თჳსი.
ფიცხელსა და კადნიერსა და ლაღსა ბილწ ეწოდების, ხოლო რომელი ძჳრსა იჴსენებდეს - უშჯულოჲ.
გულისთქუმათა მოაკუდინიან მცონარი, რამეთუ არა რაჲ უნებნ ჴელითა მისითა საქმედ.
უღმრთოსა გული უთქუმნ ყოველთა დღეთა გულისთქუმასა ბოროტსა, ხოლო მართალსა ეწყალინ და სწყალობნ ურიდად.
მსხუერპლნი უღმრთოთანი საძაგელ უფლისა, რამეთუ უშჯულოებით შესწირვენ მას.
მოწამე მტყუარი წარწყმდეს, ხოლო კაცი მორჩილი კრძალულად იტყჳნ.
კაცი უღმრთოჲ ურცხჳნოდ წინააღუდგეს პირსა, ხოლო წრფელმან თჳთ გულისხმა-ყუნის საქმენი მისნი.
არა არს კაცისა სიბრძნე, არა არს სიმჴნე, არა არს ზრახვაჲ მჴდომ უფლისა.
ცხენი განემზადებინ დღედ ბრძოლისა, ხოლო უფლისა მიერ არს შეწევნაჲ.
უმჯობეს არს სახელი კეთილი ვიდრე სიმდიდრესა მრავალსა, ხოლო უფროჲს ოქროჲსა და ვეცხლისა მადლი კეთილი;
მდიდარი და გლახაკი შეემთხჳნეს ურთიერთას, ხოლო ორნივე უფალმან შექმნა.
ბრძენმან იხილა უკეთური ტანჯვასა შინა და თქუა: ძლიერად ისწავების, ხოლო უგუნურნი თანაწარჰჴდეს და იზღჳნეს.
დასაბამი სიბრძნისა შიში უფლისა და სიმდიდრე და დიდებაჲ და ცხორებაჲ.